„ტრამპმა ამ გადაწყვეტილებით საქართველოში ქუჩის აქციები დაასრულა“

„ტრამპმა ამ გადაწყვეტილებით საქართველოში ქუჩის აქციები დაასრულა“

რა ბედი ელის ქართულ ოპოზიციას და ენჯეო სექტორს მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის შემოწმებამდე მათი 90 დღით შეჩერების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი? პროგრამების დროებით შეჩერების მიზანია იმის დადგენა, შეესაბამება თუ არა ისინი ამერიკის პოლიტიკურ მიზნებს. თუმცა არ არის გამორიცხული სამი თვის შემდეგ ტრამპმა ეს გადაწყვეტილება კიდევ გაურკვეველი დროით გადადოს. 

ქართულ ენჯეო სექტორს დაბნეულობა და შიში უკვე ეტყობა. ისინი მედიასთან ტრამპის გადაწყვეტილებების კომენტირებისგან თავს იკავებენ და შეფასებებზე უარს ამბობენ.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ამერიკული დაფინანსების შეწყვეტა საქართველოში რადიკალიზმის დასასრულის დასაწყისია. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ტრამპის გადაწყვეტილებით თბილისის ქუჩებში რევოლუციური მცდელობები და ქვეყნის გადატრიუალების ალბათობა შემცირდება. თუმცა მათ აქვთ დაფინანსების კიდევ ორი წყარო, რომელიც დროთა განმავლობაში ასევე ამერიკის ახალი ადმინისტრაციის გავლენის შედეგად შემცირდება.

ქალბატონო თამარ, ტრამპის გადაწყვეტილება ძალიან საინტერესოდ არის ახსნილი და დოკუმენტში წერია, რომ „საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ შეესაბამება ამერიკის ინტერესებს და ბევრ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ქვეყნის ღირებულებებს“. აქვე განმარტებულია, რომ ისინი პირდაპირ ეწინააღმდეგებიან სტაბილურ ურთიერთობებს, როგორც ამ ქვეყნებში, ისე ამ ქვეყნების სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობას. რას ნიშნავს ეს განმარტება და რა ელის ამერიკული ფულის გარეშე დარჩენილ ჩვენს ენჯეო სექტორს და ოპოზიციას?

- რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესოა ტრამპის ეს განცხადება იმასთან დაკავშირებით, დახმარებას და დაფინანსებას 3 თვით რატომ აჩერებს სხვა ქვეყნებში. ამერიკის პრეზიდენტმა გარკვევით განმარტა, რომ ამ ქვეყნებში ამერიკის ფული ომის პროპაგანდას და ხელშეწყობას ხმარდებოდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ტრამპმა დედლაინად 3 თვე აიღო. ეს არის არა მხოლოდ გადახედვა იმისთვის, რომელ ქვეყანას რა თანხით უნდა დაეხმარონ, არამედ ახალ რელსებზე გადადის მთელი მსოფლიო. ფაქტობრივად, ტრამპმა ამ გადაწყვეტილებით საქართველოში ქუჩის აქციები დაასრულა, გამომდინარე იქიდან, რომ ქუჩის აქციების დაფინანსებას ძალიან დიდი და კოლოსარული თანხა სჭირდება. როდესაც მე სააკაშვილის ოპოზიციაში ვიყავი, მაშინ გვითხრეს, რომ ძალიან კარგად ორგანიზებული მედია პროპაგანდით გამაგრებული დიდი ქუჩის აქციების შენახვა, ნახევარი მილიონიდან 1 მილიონამდე დღეში ჯდება. ეს პერმანენტული აქციები ბუნებრივია, რომ კოლოსალურ თანხებს მოითხოვს. არავისთვის აღარ არის უცნობი, რომ მისი ორგანიზატორები ჩვენი რადიკალური ოპოზიცია და ენჯეო სექტორია. 

პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამის შემდეგ ოპოზიცია და ენჯეო სექტორი ქუჩის აქციებს ვეღარ გააგრძელებენ?

- რა თქმა უნდა, მათ ამ მხრივ სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. ისევ ოპოზიციიდან გამოჟონილ ინფორმაციას გეტყვით, თუ რამდენს იღებენ აქციებზე მისული ახალგაზრდები და რა თანხებია იმ შემთხვევაში საჭირო, თუკი ისინი პოლიციას დაუპირისპირდებიან. ასე მაგალითად, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტს დაცხრილავდნენ და პოლიციას გარკვეულ ნივთებს ესროდნენ, 1000 ლარამდე იღებდნენ. ხოლო პოლიციას თუ დააზიანებდნენ და დაწვავდნენ, 1500-ლარამდე გადაუხდიდნენ. ჩვენ ყველანი ვხედავდით კარგად ორგანიზებულ აქციებს. ეს იყო მედია პროპაგანდით გაძლიერებული, ასევე უცხოელი ლობისტებით გამყარებული აქციები. ამაში კოლოსარული თანხებია გადახდილი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ კონგრესმენი ჯო უილსონი ამას ანაზღაურების გარეშე აკეთებს, ძალიან ცდება. კონგრესმენი თითო ამ განცახდებაში 1000 დოლარამდე იღებს. რამდენ განცახდებას დებს დღეში, მედიით რამდენ კომენტარს აძლევს, სავარუდოდ, შეგვიძლია გამოვთვალოთ, რა სახის დაფინანსებას იღებენ. აქედან გამომდინარე USAID-ის ხაზით ამერიკული დაფინანსების შეჩერება ქართული ენჯეოსთვის, ძალიან მძიმე იქნება.

თუმცა მათ აქვთ კიდევ დაფინანსების სხვა უცხური წყაროები, რამდენად სერიოზულია ის და მოახდენს თუ არა ამერიკული დაფინანსების კომპენსირებას?

- კი ბატონო, მესამე სექტორს და რადიკალურ ოპოზიციას დაფინანსების კიდევ ორი წყარო აქვს. ეს არის სოროსის ფონდი და ევროკავშირის დაფინანსება. სოროსის ფონდით ეცდებიან გარკვეულწილად ამ დანაკლისის ანაზღაურებას. თუმცა მისი სრულად ანაზღაურება შეუძლებელია. ვიცით, რომ სოროსი და ტრამპის ადმინისტრაცია ერთამნეთთან არიან დაპირისპირებულები. თუმცა ვფიქრობ, ამასაც მოევლება და ვნახოთ, როგორი იქნება ხელისუფლების პოზიცია. რაც შეეხება მეორე წყაროს, ევროკავშირს, ვიცით, განაცხადეს, რომ საქართველოს სახელმწიფოს დაიფინანსებას უჩერებენ და ამ თანხების გადატანას ენჯეო სექტორზე აპირებენ. ჩვენს რადიაკლებს ჯერ კიდევ აქვთ დაფინანსების ეს ორი წყარო, თუმცა ძირითადი წყარო მაინც ამერიკული იყო.

ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის პოლიტიკა ევროპაზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს. ელით, რომ ტრამპის ამ გადაწყვეტილებამ ევროპაზეც მოახდინოს გავლენა და დაფინანსების კუთხით ენჯეოსექტორს ეს წყაროც შეუწყდეს?

- რა თქმა უნდა, ევროპა დღემდე, ჯერ კიდევ ამერიკის პოლიტიკის გამხმოვანებელია. ევროპა ყოველთვის იყო ამერიკის პოლიტიკის გამგრძელებელი. აქედან გამომდინარე, ევროკავშირი ცდილობს ვითომ დამოუკიდებელი მოთამაშე იყოს, მაგრამ ვერ შეძლებს დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი იყოს. ევროკავშირმა უკვე დიდი ხანია სუვერენიტეტი დაკარგა. ველი, რომ ევროკავშირმა შესაძლოა ამაზე ღიად არ გააკეთოს განცხადება, მაგრამ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას ანგარიშს ნამდვილად გაუწევს. ევროკავშირიც ვეღარ იმქომედებს ისე თავისუფლად საქართველოში, როგორც ამას დღემდე აკეთებდა. ამის მაგალითია თუნდაც ევროპარლამენტში გამართული დებატები. თუ დააკვირდებით პროცენტულ თანაფარდობას, როგორი თვალში საცემია საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების გამომსვლელთა რიცხვი. თუკი რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გამომსვლელთა რაოდენობა ჭარბობდა პროოცნების პოზიციის მქონე დეპუტატებს, ახლა სხვაობა მინიმუმამდე არის დასული. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტი და ადმინისტრაცია უკვე ზეგავლენას ახდენს. თუმცა ევროპაში ეს პროცესები ცოტა რთულად წარიმართება, რადგან ევროპაში ლიბერალიზმმა იმდენად გაიდგა ფესვები, რომ ამის გადაწყობა ცოტა რთულია. ეს დრო გაივლის და თუ უნდა ევროპას გადარჩენა, უნდა შეიცვალოს. ვერ გარისკავს ევროპა რომ ამერიკას წინ გადაუდგეს.

აქვე სანქციების თემაზეც მინდა ჩაგეკითხოთ. ევროპარლამენტარების ნაწილი მოითხოვს, რომ ბიძინა ივანიშვილს და „ოცნებას“ სანქციები ევროკავშირმაც დაუწესოს. თუმცა საინტერესოა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი წარმომადგენლის, მეთიუ ბრაიზას განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ კონგრესმენ ჯო უილსონის მოსაზრებები არ შეესაბამება ტრამპის მიდგომებს. ასევე ფიქრობს, რომ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით შესაძლოა ტრამპის პოზიცია ბაიდენის ადმინისტრაციისას არ დაემთხვეს. თქვენი მოლოდინ სანქციებთან დაკავშირებით როგორია?

- ეს ის შემთხვევაა, როცა მეთიუ ბრაიზას მოსაზრებას ვეთანხმები. კონგრესმენი ჯო უილსონი ნამდვილად არ არის ის ფიგურა, როემლიც ტრამპის ახალ აგრესიულ პოლიტიკაში ვერ ჩაჯდება. ამას ორი მიზეზი აქვს, პირველი - ის არის „ჰელსინკის“ კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ბოლო პერიდოში მთელს მსოფლიოში ავრცელებდა იმ ულტრალიბერალიზმს, რომლის წინააღმდეგაც ტრამპმა და მისმა გარემოცვამ გაილაშქრა. მათი იდეოლოგიები არ არის თანხვედრაში, მიუხედავად იმისა, რომ ისიც კონსერვატორია. ის არის მაკკეინის ფრთის წარმომადგენელი. მაკკეინის ფრთა რესპუბლიკულ პარტიაში ტრამპის რესპუბლიკული ფრთისგან იმედანდ რადიკალურად განსხვავდება, რომ შესაძლებელია ვთქვათ, ეს სრულიად სხვადასხვა ჯგუფია. ამიტომ ჯო უილსონს შეუძლია ლობიზმში დიდი თანხა აიღოს, ჩვენ ოპოზიციას, მედიების წინ ხელი ჩამოართვას, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკა. ეს არის ფარსი, რომელშიც ის საკმაოდ სოლიდურ გასამრჯელოს იღებს. ბლინკენის და ბაიდენის მიერ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შემოღებული სანქციები რამდენად დარჩება, ეჭვი მეპარება. ვფიქრობ, რომ ამ სანქციებს, ალბათ, ტრამპი გააუქმებს. თუმცა ამას დასჭირდება დრო და ძალიან დიდი მუშაობა ახალ ადმინისტრაციასთან.

ჩვენი ოპოზიციის ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრებას თავად ოპოზიციის ნაწილი და მათივე მხარდამჭერები დასცინიან იმის გამო, რომ ისინი ადრე ბაიდენის ადმინისტრაციის გულმხურვალე მხარდამჭერები, ლიბერალური იდეების გამზიარებლები და დამცველები იყვნენ. ახლა კი ამერიკის კონესერვატულ ხელისუფლებასთან საერთო ენის გამონახვას ცდილობენ. რა არის ეს და პოლიტიკურად, რა შეფასება შეგვიძლია მივცეთ?

- რა თქმა უნდა, ჩვენი ოპოზიციის ვითომ ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრება კიდევ ერთი მასხრად აგდების და საკუთარ ამომრჩეველშივე დაცინვის საგანი გახდა. ადრე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ლიბერალიზმის დამცველები იყვნენ, ახლა კონსერვატიზმის დიდი მხარდამჭერები გახდნენ. ეს ხომ ძალიან საცოდავად წარმოაჩენს ჩვენს ოოპოზიციას, რომელიც მხარდაჭერას ეძებს არა ქვეყნის შიგნით, არამდე მის გარეთ. მათი ეს მცდელობაც ჩავარდა და ოპოზიციის ისედაც განულებულ პოზიციებს ეს კრახიც მიემატა. მათივე ამომრჩევლებში ჩნდება უკვე კითხვები - რას აკეთებენ და რა გეგმა აქვს საერთოდ ოპოზიციას? ამიტომ მე მართლა მგონია, რომ ამ თვეების განმავლობაში მათი სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება.

ფიქრობთ, რომ ხელახალი არჩევნების თემა თავად ოპოზიციაშივე თუკი მას დასავლეთიდან მხარდაჭერა არ ექნება, მეორე პლანზე გადაიწევს? ელით, რომ ოპოზიიცის ნაწილი მაინც თებერვლიდან პარლამენტში შევა?

- სიმართლე გითხრათ, მე ბიძინა ივანიშვილის ადგილას, ხელახალ არჩევნებს დავნიშნავდი. ვნახავდი ეს ოპოზიცია რა ხმებს აიღებდა. მე მგონია, ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, ეს ოპოზიცია საერთოდ განულდება და „ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს. მათ ხომ ეს ხმებიც დასავლეთიდან წამოსული მხარდაჭერის ფონზე აიღეს. მათ წინასაარჩევნოდ სასაუბრო გარდა იმისა, რომ დასაველთის მხარდაჭერა ჰქონდათ, სხვა  არაფერი გააჩნდათ. ახლა კი ტრამპის პირობებში, როცა ასე გაიმასხარავეს თავი, ეს ოპოზიცია განულებულია. შესაბამისად, ველი, თებერვლიდან ოპოზიციის რაღაცა ნაწილი პარლამენტში შევა, რაღაცა ნაწილი კი 3 თვე კიდევ დაელოდება რა იქნება. თუმცა უკრაინის ომის დასრულების ფონზე, ჩვენი ოპოზიციის დრო დასრულდება და საერთოდ ეს რადიკალიზმი, რომელიც თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე სიმსიმნესავით არის მოდებული, ამოიძირკვება.