ჩვენს ერთგულ მკითხველს შევახსენებთ, რომ „ექსკლუზივ ნიუსმა“გამოაქვეყნა რამდენიმე სტატია ს/ს „საქართველოს ბანკის“ ყოფილიმფლობელის, ელგუჯა სილაგაძის მიმართ განხორციელებულ იმ უკანონოქმედებების შესახებ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამგანახორციელა. ს/ს „საქართველოს ბანკის“ მოწილე ელგუჯა სილაგაძესნაციონალურმა ხელისუფლებამ ბანკის წილი მუქარით წაართვა.ხელისუფლების შეცვლისთანავე ელგუჯა სილაგაძემ განცხადებითმიმართა გენერალურ პროკურატურას, საკუთარი ქონების დაბრუნებისადა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით. ნაცვლად იმისა, რომ არჩილკბილაშვილის გენპროკურორობის დროს ელგუჯა სილაგაძისთვისპროკურატურას პასუხი გაეცა და იმ პირთა დაკითხვა დაეწყო, ვინცბანკის კანონიერ მფლობელზე ზემოქმედება განახორციელა და წილიწაართვა, პროკურატურამ, პირიქით, ელგუჯა სილაგაძისთვის ბრალისდამტკიცებაზე დაიწყო მუშაობა, რის გამოც, ის დაახლოებით 9-ჯერდაიკითხა, ხოლო არც ერთხელ დაკითხულან როლანდ ახალაია, ლადოგურგენიძე და ძმები ნიკა და ირაკლი გილაურები. სილაგაძემპროკურატურაში საჩივარი სწორედ ამ პირთა წინააღმდეგ შეიტანა.საბოლოოდ კი ის შედეგი დადგა, რომ სამართლიანობის აღდგენისმოლოდინში ერთი წელი გავიდა, საქმე კი ადგილიდან არ დაძრულა.მორიგი დაკითხვის შემდეგ პროკურატურიდან გამოსულ ელგუჯასილაგაძეს გული გაუსკდა და გარდაიცვალა.
გარდაცვლილის დამ, დარეჯან სილაგაძემ, პროკურატურის ქმედება გააპროტესტა და საჯაროდ განაცხადა, რომ მისი ძმა პროკურატურის გულგრილობას და უსამართლობას ემსხვერპლა.
„ექსკლუზივ ნიუსთან“ საუბარში დარეჯან სილაგაძემ განაცხადა, რომ თუკი„საქართველოს ბანკის“ წილების დატაცებისა და მისი ძმის სიკვდილამდე მიყვანის შესახებ ობიექტური გამოძიება არ დაიწყება, პროკურატურის წინ თავს დავიწვავო. ქალბატონი დარეჯანი გენერალური პროკურატურის ყოფილ პირველ მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილს და საქართველოს ბანკის ყოფილ ხელმძღვანელს ლადო გურგენიძეს ადანაშაულებდა. მიუხედავად ამისა, გენერალურ პროკურატურას ყური არ შეუბერტყავს და საქმე ისევ თაროზეა შემოდებული. შესაბამისად, გამოძიებაც არ მიმდინარეობს.
დარეჯან სილაგაძემ „ექსკლუზივ ნიუსს“ გაუხმაურებელი ექსკლუზიური ინფორმაცია მიაწოდა: „გაოგნებული და შოკირებული ვართ მთელი ოჯახი. რამდენიმე დღეა ჩემი გარდაცვლილი ძმის, ელგუჯა სილაგაძის დოკუმენტების დათვალიერებისას, აღმოვაჩინე ჩემი ძმის მიერ მოპოვებული დოკუმენტი ლაშანაცვლიშვილის „საქართველოს ბანკში“ კრედიტ ისტორიის შესახებ. როგორც ჩანს, ჩემმა ძმამ ეს დოკუმენტი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მოიპოვა. მახსოვს, მითხრა, ისეთი უტყუარი ინფორმაცია მოვიპოვე, რომელიცლაშა ნაცვლიშვილის და ლადო გურგენიძის, ასევე გილაურის კავშირებს ამტკიცებს და აუცილებლად გადავცემ გენერალურ პროკურორსო, მაგრამ სამწუხაროდ, რამდენიმე დღეში მოულოდნელად გარდაიცვალა. მინდა ეს დოკუმენტი გავასაჯაროო, იმედი არ მაქვს, ვინმე რამედ ჩააგდებს, თუკი ამის შესახებ საზოგადოება არ იქნება ინფორმირებული. ძალიან გთხოვთ, ერთი სიტყვაც არ ჩაამატოთ ჩემი ძმის ნაწერს, რომელიც მან სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა. ეს დოკუმენტი არის თაბახის ფურცელზე დაბეჭდილი და ქვემოთ წითელი მელნით ლაშა ნაცვლიშვილი აწერია, ხოლო ტექსტში მისი სახელი და გვარი ინიციალებით არის მითითებული, რადგანაც ეს გენერალურ პროკურატურაში უნდა შეეტანა. ის კანონმორჩილი ადამიანი იყო და როგორც სამართალდამცავები დანაშაულში ეჭვმიტანილს მოიხსენიებენ, ისე ჰყავს ლაშანაცვლიშვილი მოხსენიებული. გთხოვთ, გააცნოთ საზოგადოებას ჩემი ძმის მიერ მოპოვებული სამხილები გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის, ლაშანაცვლიშვილის კორუმპირებულობის შესახებ, საზოგადოებამ თავად გამოიტანოს დასკვნა, როგორი ადამიანები მიეტმასნენ ახალ ხელისუფლებას“.
„ექსკლუზივ ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ დარეჯან სილაგაძის მიერ მოწოდებულ დოკუმენტს, რომელიც მისმა ძმამ ელგუჯა სილაგაძემგარდაცვალებამდე რამდენიმე დღის წინ დაწერა.
„ლ.ნ-ს საკრედიტო ისტორიასთან დაკავშირებით სს „საქართველოსბანკში“
ლ.ნ-ს საკრედიტო ისტორია საქართველოს ბანკში საკმაოდ ხანგრძლივია და ის, როგორც ჩვენთვის ცნობილია, სათავეს იღებს 2006-07 წლებიდან. თანხების რაოდენობა, რომელსაც მსესხებელი (ლ.ნ.) იღებდა ბანკიდან 400.000-დან (ოთხასი ათასი) 700.000-მდე მერყეობდა.
2009 წელს, როდესაც ლ.ნ.-ს საკრედიტო დავალიანება შეადგენდა 400.000(ოთხასი ათასი) აშშ დოლარს, მან ბანკისგან ითხოვა დამატებით 300.000 (სამასი ათასი) აშშ დოლარის დამატება. რომლის მიზნობრიობას წარმოადგენდა საზღვარგარეთ გარკვეული აქტივების შეძენა. სესხის დაფარვის წყაროს წარმოადგენდა ლ.ნ.-ს საზღვარგარეთ ბიზნეს საქმიანობით მიღებული თანხები. მიუხედავად სესხის მიზნობრიობისა და დაფარვის წყაროს არ არსებობისა, „საქართველოს ბანკმა“ მაინც გასცა დამატებითი თანხები მსეხსხებელზე.
უნდა აღინიშნოს, რომ მსესხებელს ბანკში წარმოადგენდა მისი პირადი მძღოლი, რომელიც მოქმედებდა ლ.ნ-ს მინდობილობით.
ლ.ნ. სესხს ფარავდა გრაფიკის შესაბამისად და ეს გრძელდებოდა 2012 წლის გაზაფხულის ბოლომდე, ვიდრე მის ანგარიშებს და აქტივებს საგადასახადო ინსპექციის ყადაღა დაედო, მათ შორის ყადაღა დაედო ლ.ნ. ანგარიშს საქართველოს ბანკში.
ზემოთაღნიშნული ყადაღა ლ.ნ.-ს ანგარიშებს დადებული ჰქონდა თითქმის ექვსი თვე, ანუ არჩევნების დამთავრების შემდეგაც. 2013 წლის ნოემბერის ბოლომდე, თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სესხის დაფარვის რისკის ზრდის მიუხედავად, ბანკმა არ გაყიდა იპოთეკით დატვირთული ქონება და არ დაფარა სესხი.
2013 წლის დეკემბერში, მოხდა ვადაგადაცილებული სესხის რესტრუქტურიზაცია, სესხის რესტრუქტურიზაციის დროს, საჯარიმო სანქციები ლ.ნ-ს ჩამოაწერეს, დღეის მდგომარეობით მსესხებელს ლ.ნ-ს საქართველოს ბანკში600.000 (ექვსასი ათასი) აშშ დოლარამდე სესხი, რომლის ვადიანობა შეადგენს 15 წელს, ხოლო საპროცენტო განაკვეთი 12-13% შეადგენს. ზემოთაღნიშნული სესხის დასაფარავად ყოველთვიურად საჭიროა 8.500-10.000 დოლარის შენატანები, რაც, რა თქმა უნდა, სერიოზული თანხაა და საინტერესოა, მისი შემოსავლის რა წყაროდან შემოდის ეს თანხები?
უნდა აღინიშნოს, რომ ბანკთან ურთიერთობას ლ.ნ-ს ისევ უგვარებს მისი პირადი მძღოლი. ასევე აღსანიშნავია, რომ სესხის მიმდინარეობა ბანკის ხელმძღვანელობის მხრიდან უაღრესად გასაიდუმლოებულია“.
„ექსკლუზივ ნიუსი“ იმედოვნებს, რომ დარეჯან სილაგაძის საჩივარი განიხილება და სამართლიანობა აღდგება. ასევე გაირკვევა რა კავშირი აქვს ხსენებულ საკრედიტო ისტორიას „საქართველოს ბანკის“ საქმის გამოძიებასთან და ჰქონდა თუ არა კორუფცულ გარიგებას ადგილი ლაშანაცვლიშვილსა და ლადო გურგენიძეს შორის.