შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზებისა და შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზებისა და შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული, ირანის მოქალაქე ომიდვარ კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისთვის, ხოლო 1993 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე გვანცა გ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა გვანცა გ. იმ დროს დააკავეს, როცა მან ომიდვარ კ-სგან ნარკოტიკული საშუალება 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ შეიძინა. ექსპერტიზის დასკვნით, გვანცა გ-ს ჩხრეკისას ამოღებულია 4,1594 გრ ნარკოტიკი, რომელიც 3,3401 გრ მეტამფეტამინს შეიცავს. ომიდვარ კ-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 39,2585 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 36,6696 გრ მეტამფეტამინს შეიცავს.

ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).