შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე: 1954 წელს დაბადებული ნაირა ვ, 1952 წელს დაბადებული მარგალიტა მ. და 1954 წელს დაბადებული თინა ლ. დააკავეს, ხოლო საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, 1963 წელს დაბადებული გოჩა მ. ამავე დანაშაულში ამხილეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნაირა ვ-მ და მარგალიტა მ-მ საბერძნეთის ბინადრობის ყალბი მოწმობები თინა ლ-სგან საქართველოში შეიძინეს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ თინა ლ-ს გაყალბებულ დოკუმენტებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით გოჩა მ. საბერძნეთიდან უგზავნიდა.