"მანქანებში ბა­ლო­ნე­ბის მა­სობ­რი­ვი სკდო­მაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი" - საქართველო "მოძრავ ნაღმზე"

თბილისში ბუ­ნებ­რივ აირ­ზე მო­მუ­შა­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის რიცხ­ვი გა­ი­ზარ­და. "სა­ქარ­თ­ვე­ლო მოძ­რავ ნაღ­მებ­ზე ზის, რვა წე­ლი­წად­ში მე­ტა­ლო­ბა­ლო­ნი მი­ნაპ­ლას­ტი­კუ­რი გარ­სით (მე­ტა­ლოპ­ლას­ტი­კუ­რი) საფ­რ­თხეს შე­უქ­მ­ნის არა მხო­ლოდ ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლებსა და მგზავ­რებს, არა­მედ მის გარ­შე­მო მოძ­რავ ობი­ექ­ტებ­საც, რად­გან ამ ბა­ლო­ნე­ბის მა­სობ­რი­ვი სკდო­მაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი", - აცხა­დებს პრო­ფე­სო­რი, უკ­რა­ი­ნის სა­ინ­ჟინ­რო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი, ექ­ს­პერ­ტი ევ­გე­ნი უშ­ვე­რი­ძე.

- ბუ­ნებ­რივ აირ­ზე მო­მუ­შა­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი მე­ტა­ლო­ბა­ლო­ნი მი­ნაპ­ლას­ტი­კუ­რი გარ­სით, მე­ტად სა­ხი­ფა­თოა, რად­გან ხუ­თი წლის შემ­დეგ უწყ­ვე­ტი მი­ნა-ბოჭ­კო სიმ­ტ­კი­ცეს კარ­გავს და მი­წად იქ­ცე­ვა. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ბე­რე­ბას იწყებს ორ­გა­ნუ­ლი შემ­კ­ვ­რე­ლიც და არა­ვინ იცის, რო­დის გას­კ­დე­ბა ბა­ლო­ნი. რვა წლის შემ­დეგ მო­სა­ლოდ­ნე­ლია ამ ბა­ლო­ნე­ბის მა­სობ­რი­ვად სკდო­მა, რად­გან ის ლი­თო­ნის თხე­ლი ფირ­ფი­ტის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი და მას­ზე დახ­ვე­უ­ლია შემ­კ­ვ­რელ­ში გაჟ­ღენ­თი­ლი უწყ­ვე­ტი მი­ნა-ბოჭ­კო. ბუ­ნებ­რი­ვი აირით და­ტუმ­ბ­ვი­სას ბა­ლო­ნი იწყებს "ჭრი­ჭინს". მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას სიმ­ტ­კი­ცის­თ­ვის ძა­ფე­ბი მჭიდ­როდ აქვს შე­მოხ­ვე­უ­ლი, შემ­კ­ვ­რელ­სა და მი­ნა-ბოჭ­კოს ნაპ­რა­ლე­ბი მა­ინც უჩ­ნ­დე­ბა. გა­ზი ხომ კრის­ტა­ლუ­რად სუფ­თა არ არის, მას ჰა­ე­რი მოჰ­ყ­ვე­ბა და აღ­წევს ამ ნაპ­რა­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში რღვე­ვას იწყებს და იშ­ლე­ბა. რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ეს ბა­ლო­ნი გა­და­საგ­დე­ბი ხდე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­ტა­ლო­ბა­ლონს მი­ნაპ­ლას­ტი­კუ­რი გარ­სით ქარ­ხ­ნუ­ლი გა­რან­ტია 15 წე­ლი აქვს, ის გა­ცი­ლე­ბით მა­ლე გა­მო­ვა მწყობ­რი­დან! თუ ავ­ტო­მო­ბილ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი გვაქვს მე­ტა­ლო­ბა­ლო­ნი მი­ნაპ­ლა­ს­ტი­კუ­რი გარ­სით, დი­დი სიფ­რ­თხი­ლე გვ­მარ­თებს, რად­გან მა­ღა­ლი წნე­ვით და­ტუმ­ბ­ვი­სას შე­საძ­ლოა და­ზი­ან­დეს. სა­ერ­თოდ, მე­ტა­ლო­ბა­ლო­ნი მი­ნაპ­ლას­ტი­კუ­რი გარ­სით არ სკდე­ბა, იხე­ვა, მაგ­რამ დი­დი წნე­ვით შე­სუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი აირის ტალ­ღა იქა­უ­რო­ბას და­ან­გ­რევს… ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბის დროს და­უშ­ვე­ბე­ლია ავ­ტო­მო­ბილ­ში ტე­ნი­ა­ნო­ბა, არ შეძ­ლე­ბა ბა­ლო­ნის დიდ­ხანს მზე­ზე დე­ბა, 200 ატ­მოს­ფე­რო­ზე მა­ღა­ლი წნე­ვით და­ტუმ­ბ­ვა. გარ­და ამი­სა, მძღო­ლი, რომ­ლის ავ­ტო­მო­ბილ­შიც და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია მე­ტა­ლო­ბა­ლო­ნი მი­ნაპ­ლას­ტი­კუ­რი გარ­სით, უნ­და ერი­დოს ორ­მო­ებს, რად­გან დი­დი სიჩ­ქა­რით მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის ორ­მო­ში ჩა­ვარ­დ­ნი­სას შე­საძ­ლოა ბა­ლო­ნი და­ზი­ან­დეს.