რაზე ესაუბრნენ კობა კობალაძეს და ემზარ კვიციანს ტარიელ ონიანი და თემურ ალასანია.

რაზე ესაუბრნენ კობა კობალაძეს და ემზარ კვიციანს ტარიელ ონიანი და თემურ ალასანია.

"გენერალი კობა კობალაძე "რუსთავი 2"-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის სასამართლოში უჩივის და მორალური ზიანი ანაზღაურებას ითხოვს - ამის შესახებ განცხადება კობალაძის ადვოკატმა ემზარ პაქსაძემ გააკეთა. მისი განმარტებით, საქმე ეხება 1 თებერვაკს "რუსთავი 2"-ის ეთერით გადაცემულ სიუჟეტს, რომელიც თავიდან ბოლომდე სიცრუეზე იყო აგებული და "მოდელირებული ქრონიკის" ანალოგია. ადვოკატის თქმით, სიუჟეტი კობა კობალაძის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით კობა კობალაძე: "3-4 კაცი ამბოხებას ვერ მოაწყობს" / რაზე ესაუბრნენ კობა კობალაძეს და ემზარ კვიციანს ტარიელ ონიანი და თემურ ალასანია.

"სიუჟეტში ნაჩვენები იყო, თითქოს კობა კობალაძე ამბოხების ერთ-ერთი მეთაურია, რომლის გამოც ის ციხეში იჯდა 4 წელი და შემდგომ ახალი ხელისუფლების პირობებში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. სიუჟეტში გამოყენებულია ერთი კადრი, როდესაც ღვალაძე იძლევა ჩვენებას სამხედრო ფორმით, ეს კადრები არ იყო გამოყენებული სასამართლო პროცესზე, როგორც მტკიცებულება და ეს კადრები 4 წლის სატელევიზიო ეთერიტაც არ ყოფიილა გაშვებული! საინტერესოა, საიდან გაჩნდა აღნიშნული კადრები "რუსთავი 2"-ის არქივში. სიუჟეტი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა აგებული, რომელიც მიმართულია კობა კობალაძის წინააღმდეგ. ნათქვამი იყო, რომ კობალაძე, ოთანაძე და ა.შ. რამდენჯერმე იყვნენ სოციალური ამბოხების ორგანიზატორები. სიუჟეტი ისე აგებული, რომ მხარეებისთვის არ მიუმართავთ და მთლიანად ძველი კადრებითაა გაკეთებული" - აცხადებს ემზარ პაქსაძე. სარჩელთან დაკავშირებით თავად კობალაძე არ საუბრობს და მიაჩნია, რომ ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს", - აღნიშნავს გამოცემა.

"2004 წელს არავითარი ორდენი არ მიმიღია - უბრალოდ ინუგურაციის წარმატებით ჩატარების შემდეგ სააკაშვილმა მადლობა გადამიხადა - ეს იყო და ეს... სააკაშვილმა რომ მოითხოვა ჩემი დაჭერა ფაქტია. დამიჭირეს და ციხეში დრო რატომ და რისთვის გავატარე, არ ვიცი. რატომ გადამეკიდა, ამის თაობაზე უშუალოდ მიშიკოს უნდა ვკითხოთ. თავის დროზე მე დავუწერე პატაკი და ჩემი სურვილით წამოვედი ჯარიდან - ამაზე ძალიან მძიმე რეაქცია ჰქონდა. იყო მუქარებიც, ამბობდნენ, რადგან ჩვენთან არა ხარ, ჩვენი მტერი ხარ, პრობლემების შეგექმნება და ა.შ. ამისთვის არანაირი ყირადღება არ მიმიქცევია, ჩემს პოზიციას, ყოველთვის ღიად ვაფიქსირებდი - ამაზეც, ბუნებრივია, მწვავე რეაქციები ჰქონდათ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კობა კობალაძე და შეკითხვას - "ვარდების რევოლუციიდან" რამდენიმე დღეში, თქვენ, ემზარ კვიციანსა და დავით თევზაძეს მართლა შეგხვდათ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია და ტარიელ ონიანი?" - პასუხობს:

"შეხვედრა მართლა შედგა, ოღონდ მას დავით თევზაძე არ ესწრებოდა. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, თითქოს თავდაცვის სამინისტრო აპირებდა რაღაც წინააღმდეგობის გაწევას და თავიანთი ჭკუით პრევენცია მოახდინეს. არადა, არავინ არავის წინააღმდეგ გამოსვლას არ აპირებდა - რა უფლება აქვს თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს, მით უმეტეს, როცა ხალხი აკეთებს არჩევანს. რა ილუზიებიც ჰქონდათ, იმ ილუზიებით გვესაუბრნენ. ვუთხარით, რომ არ ჰქონდათ სწორი ინფორმაცია და ამით დამთავრდა საუბარი. არ ვიცი, რამდენად სწორია მოსაზრება, თითქოს სააკაშვილი ამ შეხვედრის შემდეგ გადამეკიდა, რადგან არ უნდოდა გაჟღერებულიყო, რომ ბიძამისი და ტარიელ ონიანი ერთად იყვნენ". 

"კი ბატონო, ვიყავი ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ 2009 წლის საპროტესტო აქციებზე, მაგრამ მანამდეც ვაქტიურობდი. მათ შორის ომად შერაცხულ ავანტიურაზეც ვთქვი სათქმელი. ამაზე ჩემი აზრი მაქვს და მიმაჩნია, რომ ეს იყო საქართველოს ტერიტორიების გადაბარება. როცა ეს ყველაფერი დაიწყო, პატაკითაც მოვმართე პრეზიდენტს, მომცემოდა უფლება რიგით ჯარისკაცად წავსულიყავი. პასუხი არანაირი არ ყოფილა. სააკაშვილისთვის ნამდვილად არ უნდა მეკითხა იქ წასვლის ნებართვა. სამაჩაბლოს მოსახლეობა უპატრონოდ იყო მიყრილი. იქ უამრავი ჩემი ნათესავი ცხოვრობს, მამაჩემიც წარმოშობით იქიდანაა. მე და ჩემი მეგობრები ვეხმარებოდით, რომ მოსახლეობის ევაკუირება მომხდარიყო, ვაგროვებდით იმ იარაღს, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა ყრიდა აქეთ-იქით - რამდენიმე ასეული ერთეულო იარაღი შევაგროვეთ, რომლებიც ჩავაბარეთ ოსიაურის სამხედრო ბაზაზე, სადაც გავაფორმეთ მიღება ჩაბარების აქტი... ოპოზიციონერობა ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ ყოფილა - იმას ვამბობდით, რაც ხდებოდა. მაშინაც ვთქვით სათქმელი, როცა ჩვენი პირადი შემადგენლობა დააჩოქეს ცხინვალის რეგიონში. ყველა ოფიცრის ვალდებულებაა ჭეშმარიტების გზაზე იდგეს, ჩვენ ფიცი სამშობლოს წინაშე გვაქვს დადებული", - დასძენს კობა კობალაძე.