„როგორ შეიძლება შეწყვიტო მოლაპარაკება, რომელიც უკვე 1 თვის წინ შეწყდა?!“

„როგორ შეიძლება შეწყვიტო მოლაპარაკება, რომელიც უკვე 1 თვის წინ შეწყდა?!“

საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს სთავაზობს, რომ ახლავე დაიწყოს ჩვენს ქვეყანასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და ისინი მზად არიან, დოკუმენტს ხელი მოაწერონ. როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, მოლაპარაკებების გახსნით შანტაჟი უნდა დასრულდეს და ამ ფონზე ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა.

პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს: „კეთილი ინებონ, თუ უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოვაწერ ხელს“.

მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველ გუნდს შეეძლო, ბრიფინგზე ეთქვა, რომ უარს ამბობს ოთხი წლის განმავლობაში მოლაპარაკებების გახსნაზე, თუმცა ეს არ უთქვამს.

მისივე თქმით, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა არის ფორმალური გადაწყვეტილება, რომელიც არ აჩქარებს ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგიდან დროებით მოხსნას ექნება ერთადერთი პრაქტიკული შედეგი, ამ საკითხს ქვეყნის დასაშანტაჟებლად და საზოგადოების გასახლეჩად ვეღარავინ გამოიყენებს.

ამის საუკეთესო დასტურად კი პრემიერს მონტენეგრო და სერბეთი მოჰყავს, რომლებსაც მოლაპარაკებები 2012 და 2014 წელს გაუხსნეს, თუმცა, ამას ევროკავშირში მათი გაწევრიანება ოდნავადაც არ დაუჩქარებია. ამის საუკეთესო ასევე მაგალითად თურქეთსაც ასახელებს, რომელსაც მოლაპარაკებები 2005 წელს გაუხსნეს, თუმცა, 2016 წელს საერთოდ შეუწყვიტეს. ამ ფონზე, მით უფრო მიუღებელია, რომ სრულიად არაფრისმომცემი მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ჩვენი ქვეყნის შანტაჟისა და საზოგადოების გახლეჩის ინსტრუმენტად გამოიყენება.

„ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი მხრივ დღის წესრიგიდან ვხსნით ამ საკითხს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ამდენი ხნის განმავლობაში, ორი წელი კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის. კატასტროფა იყო, რაც ხდებოდა ჩვენი ქვეყნის თავზე, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა სიმშვიდე ქვეყანაში. უკრაინაში ომის დაწყების დროს დაიწყეს ჩვენი ქვეყნის დაშანტაჟება კანდიდატის სტატუსით და ეს გაგრძელდა თითქმის ორი წელი. 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის დეკემბრამდე გვაშანტაჟებდნენ კანდიდატის სტატუსით. შემდეგ გაცვდა ეს შანტაჟის ინსტრუმენტი, მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი და დაიწყეს შანტაჟი უკვე მოლაპარაკებების გახსნით. ეს ყველაფერი გრძელდება უკვე სამი წელი და არის ხელოვნური ინსტრუმენტი, რითაც ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას, პოლარიზაციის გაღვივებას, რადიკალიზმის გაღვივებას. ეს ხომ უნდა დასრულდეს. ამიტომ ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს, დასრულდეს შანტაჟი ამ ყველაფრით, კეთილი ინებონ, თუ უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოვაწერ ხელს. ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, ჩვენი მხრიდან, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ეს საკითხი არ დადგება დღის წესრიგში იმისთვის, რომ არავის დავუტოვოთ შანტაჟის ინსტრუმენტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იგივეს იმეორებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე. როგორც მან აღნიშნა, ისინი საკითხს 2028 წლამდე არ დააყენებენ, მაგრამ თუ ბრიუსელი თავად დადებს მაგიდაზე საბუთს, ნებისმიერ დროს ხელს მოაწერენ.

„ჩვენი მხრიდან ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ევროპული ვალდებულებების შესრულებაზე, თუმცა დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იმისათვის, რომ ეს თემა ვინმემ შანტაჟის იარაღად არ გამოიყენოს. თუ ასეთი გადაწყვეტილება მათი მხრიდან იქნება, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოეწერება ხელი! კიდევ უფრო მოკლედ: ჩვენ საკითხს 2028 წლამდე არ დავაყენებთ, თავად დადონ მაგიდაზე და ნებისმიერ დროს ხელს მოვაწერთ, მგონი, რთული გასააზრებელი არ უნდა იყოს!“, - განაცხადა მდინარაძემ.

„საქართველოს საკითხს განიხილავს 27 წევრი სახელმწიფო მოახლოებულ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე 16 დეკემბერს, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა“, - ასე პასუხობს საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი „ოცნებას“.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ გქადაგიძე  ამბობს, რომ საქართველოს შანტაჟს და ინსინუაციას ვერავინ შეძლებს. ქადაგიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, გლობალურ “პოლტ-კონიუნქტურშჩიკებს“, შანტაჟის ბერკეტი ხელიდან გამოეცალათ.

„არადა ევროკავშირმა პირდაპირ გვითხრა, რომ ფეხებზე გვკიდია ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი, სუვერენიტეტი, ხოლო როგორც ჩვენ გეტყვით ისე თუ არ მოიქცევით, დაგსჯითო. ამ სამშობლოს გამყიდველებს კი ერთი წუთითაც არ სწყენიათ. თავმოყვარეობაც კი არ შელახვიათ. ეს თავმოყვარეობა მხოლოდ მაშინ გაახსენდათ, როცა უკვე ყელში ამოსულმა ხელისუფლებამ ამ აღვირახსნილ შანტაჟს შესაბამისად უპასუხა. კი ბატონო, დადონ ხელშეკრულება მაგიდაზე და როგორც კობახიძემ თქვა, მას ხელისუფლება ხელს მოაწერს. რა არის აქ გაუგებარი?

არადა, ზუსტად ერთი თვის წინ, ბორელიმ პირდაპირ გვითხრა - გაურკვეველი ვადით გადავდეთ მოლაპარაკებებიო. ასევე, ბორელიმ პირდაპირ გვითხრა - 120 მილიონს სახელმწიფოს მაგივრად, ექსტრემისტ არასამთავრობოებს მივცემთო. რამდენიმე დღის წინ ოთხმა პარტიამ წერილი გაუგზავნა ევროკავშირს, საქართველო სამაგალითოდ დასაჯეთო! უფრო მეტიც, რეზოლუცია მიიღეს, სადაც ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლების გაუქმებას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ამხელა აფიორის შემდგე კი სააკაშვილის ლობისტები ისევ ახერხებენ და რეზოლუციაში მის გათავისუფლებას ითხოვენ. ამ ხალხზე როგორ შეიძლება ადეკვატურად ვიმსჯელოთ? ანუ, პირდაპირ გვითხრეს - ფეხებზე გვკიდია ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი და თქვენი სუვერენიტეტი, როგორც ჩვენ გეტყვით ისე თუ არ მოიქცევით დაგსჯითო“,-ამბობს ქადაგიძე.

მისივე თქმით, ამ შანტაჟის პასუხად, მთავრობამ დროული და აუცილებელი პასუხი გაუგზავნა - გაურკვეველი ვადით გადადებულ მოლაპარაკებას ვადას ჩვენ განვუსაზღვრავთ და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების შესაბამისად, 2028 წელს მოგმართავთო. ყველა გრანტსა და სესხზე უარს ვამბობთ და შესაბამის პროექტებსა და ღონისძიებებს ჩვენ დავაფინანსებთო. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ყველა თავმოყვარე ხელისუფლება უკვე ადეკვატურ პასუხს გაცსემდა ევროპარლამენტარების აღვირახსნილობას და ასეც მოიქცა „ოცნება“.

„არადა ყველაფერი რა მარტივი და პრიმიტიულია. ხომ წარმოუდგენელია წყვეტდე მოლაპარაკებებს, რომელიც არც დაწყებულა და ერთი თვის წინ უკვე შეწყდა? ამიტომ ჯერ პატივი უნდა სცენ საქართველოს სუვერენიტეტს და ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას და შემდეგ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. სამოწყალო და დამადლებული არანაირი წევრობა არ გვინდა“, - ამბობს ზურაბ ქადაგიძე.

ლევკოთეა ჰოდა, როცა წყვეტ მოლაპარაკებას, რომელიც ისედაც შეწყვეტილია, უნდა იკადრო და საკუთარ მოსახლეობას უნდა აუხსნა, სანამ მაგას გამოაცხადებ. ცოტა მეტი უნდა შეიწუხოს ხელისუფლებამ თავი და ხალხს წინასწარ განუმარტოს ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილების პრეისტორია. ხალხმა კი აგირჩიეთ, მაგრამ ოთხი წელი მხოლოდ თავი ვაქნიოთ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, ეგეთი ჭკვიანებიც არ ხართ.
ზოგჯერ მგონია, რომ პოზიცია-ოპოზიცია შეთანხმებულად, სინქრონში არყევენ ქვეყანას.
ერთი კობახიძე მეიმედებოდა და მეგონა
ცოტა გაიზარდა, როგორც პოლიტიკოსი. შევცდი სამწუხაროდ.
1 დღის უკან
ლევკოთეა ჰოდა, როცა წყვეტ მოლაპარაკებას, რომელიც ისედაც შეწყვეტილია, უნდა იკადრო და საკუთარ მოსახლეობას უნდა აუხსნა, სანამ მაგას გამოაცხადებ. ცოტა მეტი უნდა შეიწუხოს ხელისუფლებამ თავი და ხალხს წინასწარ განუმარტოს ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილების პრეისტორია. ხალხმა კი აგირჩიეთ, მაგრამ ოთხი წელი მხოლოდ თავი ვაქნიოთ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, ეგეთი ჭკვიანებიც არ ხართ.
ზოგჯერ მგონია, რომ პოზიცია-ოპოზიცია შეთანხმებულად, სინქრონში არყევენ ქვეყანას.
ერთი კობახიძე მეიმედებოდა და მეგონა
ცოტა გაიზარდა, როგორც პოლიტიკოსი. შევცდი სამწუხაროდ.
1 დღის უკან
KAB ლევკოთეა - ...როცა წყვეტ მოლაპარაკებას, რომელიც ისედაც შეწყვეტილია, უნდა იკადრო და საკუთარ მოსახლეობას უნდა აუხსნა, სანამ მაგას გამოაცხადებ. ცოტა მეტი უნდა შეიწუხოს ხელისუფლებამ თავი და ხალხს წინასწარ განუმარტოს ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილების პრეისტორია. დიახ, ზუსტად ამაზე მქომდა საუბარი ჩემს მეგობრებთან, გეთანხმებით. მეტი სამუშაო და ძალისხმევაა გასაწევი როგორც შიგნით, ისე გარეთ, მეტი დააჯერეთ, მეტი გახადეთ ჩვენს ლობისტად. დროში უნდა გადაგენაწილებიათ თქვენი ინიციატივები, სიტუაციისათვის დაწყნარების საშუალება მიგეცათ. ნელა უნდა იჩქაროთ, არის ასეთი გამოთქმა.
1 დღის უკან
KAB ლევკოთეა - ...როცა წყვეტ მოლაპარაკებას, რომელიც ისედაც შეწყვეტილია, უნდა იკადრო და საკუთარ მოსახლეობას უნდა აუხსნა, სანამ მაგას გამოაცხადებ. ცოტა მეტი უნდა შეიწუხოს ხელისუფლებამ თავი და ხალხს წინასწარ განუმარტოს ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილების პრეისტორია. დიახ, ზუსტად ამაზე მქომდა საუბარი ჩემს მეგობრებთან, გეთანხმებით. მეტი სამუშაო და ძალისხმევაა გასაწევი როგორც შიგნით, ისე გარეთ, მეტი დააჯერეთ, მეტი გახადეთ ჩვენს ლობისტად. დროში უნდა გადაგენაწილებიათ თქვენი ინიციატივები, სიტუაციისათვის დაწყნარების საშუალება მიგეცათ. ნელა უნდა იჩქაროთ, არის ასეთი გამოთქმა.
1 დღის უკან
ლაზი სავსებით ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, რა არის ამდენი მოსალაპარაკებელი, ექვსი წელი რომ სჭიდება?!, ეს არის ყბაში ამოდებული კაუჭი, რომელსაც მაშინვე მოქაჩავენ, როცა თევზი მისგან გათავისუფლებას დააპირებს, მაგრამ რამდენად საჭირო იყო ამის ახლა გამოცხადება, ეს სხვა საკითხია. ეს არის დროში დაშვებული შეცდომა. იმიტომ რომ ამით, უკვე მკვდარ ოპოზიციას, ვენოკის დადების ნაცვლად, მაცოცხლებელი წყალი აპკურეს და მკვდრეთით აღადგინეს. ამით ბოროტი ჯინი ამოუშვეს ბოთლიდან, რომლის უკან ჩასმა იოლი არ იქნება.
პარადოქსია, მაგრამ როცა ოცნებას გაუჭიდება, ოპოზიცია ეგრევე რაღაც სისულელეს დააბრეხვებს საკუთარი ხარაკირის ტოლფასს, ხოლო როცა ოპოზიცია ხროტინს იწყებს, ოცნება მაშინვე რაღაცას ისეთ ნაბიჯს გადადგამს, სფინქსივით აღადგენს ფერფლიდან ოპოზიციას.
1 დღის უკან
KAB ლაზი - დიახ, მეც მაგას ვგულისხმობდი.
1 დღის უკან
არაგველი641 ლაზი, KAB - ჩემთვის მთავარი ისაა, რომ ნამდვილად გროსმაისტერული სვლა გააკეთა ჩვენმა მთავრობამ. მომხდარი ფაქტის შემდეგ ადვილია მსჯელობა, მაგრამ მასეთი ნაბიჯის გადადგმის დროს რაღაცა წრილმანი რომ გამოგრჩეს სრულიად შესაძლებელია, თუმცა იმასაც დავუშვებ, რომ შეიძლება მხოლოდ ამ ფორმით იყო აუცილებელი მაგ განცხადების გაკეთება. ვის თავშიც შეიქმნა ეგ სვლა, ის იდგა საჭესთან და ის ხედავდა ყველა თანმდევ გარემოებას. მე მასე კრიტიკული ვერ ვიქნები იმ გროსმაისტერის გადაწყვეტილებაზე.
1 დღის უკან