ზურაბ ქადაგიძე: არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ვის დასჭირდა ამდენი

ზურაბ ქადაგიძე: არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ვის დასჭირდა ამდენი "ქეში" და ვინ ცდილობს არადეკლარირებული თანხების "გათეთრებას" ?!

საქართველოს პროკურატურამ გამოავლინა შოკისმომგვრელი ფაქტი – 624 მილიონი ლარი დოლარის სახით და 35 მილიონი ევრო. და აქ ჩნდება კითხვა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ვის დასჭირდა ამდენი "ქეში" და ვინ ცდილობს არადეკლარირებული თანხების "გათეთრებას" ?! - წერს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, არსებობს ძალიან დიდი ალბათობა, რომ აღნიშნული სქემა სოროსის ფონდით დაფინანსებულ NGO-სექტორთან იყოს დაკავშირებული. 

“საქართველოს პროკურატურამ გამოავლინა შოკისმომგვრელი ფაქტი – 624 მილიონი ლარი დოლარის სახით და 35 მილიონი ევრო.

და აქ ჩნდება კითხვა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ვის დასჭირდა ამდენი "ქეში" და ვინ ცდილობს არადეკლარირებული თანხების "გათეთრებას" ?!

ძალიან დიდი ალბათობით - სოროსის ფონდით დაფინანსებულ NGO-სექტორი, რომელიც წლებია სისტემატურად ებრძვის სახელმწიფო ინსტიტუტებს და ცდილობს, პოლიტიკური სპეკულაციებით დაიბრუნოს გავლენები, რომელიც 2003-2012 წლებში ჰქონდა.

საინტერესო იქნება, გამოძიების ოფიციალური დეტალები, რომელიც მალე გასაჯაროვდება.”- წერს ქადაგიძე.