პრემიერის ბრიფინგი და საკადრო ცვლილება

პრემიერის ბრიფინგი და საკადრო ცვლილება

დღეს, 10 საათზე მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი გაიმართება. არაოფიციალური ინფორმაციით ირაკლი კობახიძე განცხადებას გააკეთებს საკადრო ცვლილებაზე, ასევე გამოაცხადებს თარიღს, როდის ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები და არაოფიციალური ინფორმაციით დღესვე მთავრობის მეთაური განცხადებას გააკეთებს „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატზე.

მთავრობის სხდომის შემდეგ უკვე ეპიცენტრი ხდება პარლამენტი. 12 საათზე მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონით ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს და ხსნის საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა ამ შემთხვევაში ვითარება განსხვავებულია. პირველად, საქართველოს უახლოეს ისტორიაში პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომას არ დანიშნა და შესაბამისად, არც სხდომას არ დაესწრება.

ამ ნაბიჯით სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პრეზიდენტი სათავეში უდგას სახელწიფო გადატრიალებას და ის ემსახურება უცხო ძალების ინტერესებს, რაც ნიშნავს, რომ ზურაბიშვილი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველ სხდომაზე პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი გახსნის. ასეთია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლადო კახაძე, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.

პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს თუ მას ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა - 76 დეპუტატი ესწრება. პარლამენტი უფლებამოსილებას პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან შეიძენს. ამ მომენტიდან წინა მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყდება.

ცესკოს ოფიციალური შედეგების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი შევიდა. სახელისუფლო უმრავლესობა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა, რომელიც 89 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. 19 მანდატი აქვს „კოალიციას ცვლილებებისთვის“, 16 მანდატი - „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“. პარლამენტში 14 წევრის შეყვანა შესძლო „ძლიერმა საქართველომ“, ხოლო პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ 12 მანდატი მიენიჭა. „ქართული ოცნების“ გარდა, არცერთი ბარიერგადალახული პარტია ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

ირაკლი კობახიძის ბრიფინგს მიმართ ინტერესი დიდია, მათ შორის ანალიტიკურ წრეებში და თვლიან, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია საკადრო ცვლილება არ იყოს ფასადური. პროფესორი, პოლიტიკოსი თემურ მაისურაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს დამოკიდებულება დარგებთან დაკავშირებით, თუ სად აპირებს რეფორმების განხორციელებას, დავინახავთ იმის მიხევით, ვინ იქნება შემოთვაზებული. ანუ, ცვლილება არის ცვლილებისთვის, თუ ცვლილება არის შედეგებისთვის და მიზნებისთვის. როგორც მაისურაძე აცხადებს, ყველაზე პრობლემურია განათლების საკითხი, არ ვიცით რამდენად ძლიერია ახალი მინისტრი განათლების საკითხებში.

„მე, ვიტყოდი, რომ არა მარტო სამინისტროში ჩვეულებრივი საკადრო ცვლილება სჭირდება ქვეყანას, არამედ საჭიროა ხედვებში ცვლილება, მთლიანად, გლობალურად. საქართველოს სჭირდება რადიკალური ცვლილებები საკადრო მიმართულებით. ანუ, ბევრ პრობლემას ვხედავ ამ მიმართულებით. სადაც არ უნდა ჩავიხედოთ, ინერციით მიდის სისტემა. ჩემთვის მაჩვენებელი არ არის უბრალოდ ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური ზრდა შეიძლება იყოს ექსკლუზიურიც და ინკლუზიურიც. ექსკლუზიური ეკონომიკური ზრდა ქვეყნისთვის დამაქცეველია, იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის ქვეყნიდან გადინებას და მის ჩანაცვლებას, დემოგრაფიული პრობლემების გაჩენას, თუმცა ციფრებში შეიძლება ჩანდეს, რომ ეკონომიკა წინ მიდის, მაგრამ ის ეკონომიკა ვისია, ეს არის მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრი პრობლემებაა ქვეყანაში, რომელიც სხვაგვარად უნდა გადაიჭრას“, - აცხადებს მაისურაძე.

მისი თქმით, მოლოდინის მიუხედავად, არ სმენია გეგმის შესახებ, როგორ უნდა გადაიჭრას ეს ყველაფერი. ამავე დროს იმედი აქვს, რომ საგიჟე, რომელსაც ადგილი აქვს თბილისი ქუჩებში, დამთავრედება და ხელისუფლებას, რომელსაც აქვს ექსკლუზიური ძალის გამოყენების უფლება, წითელი ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, იმოქმედებს კანონის ძალით.

„ქვეყანაში უნდა დაიწყოს სხვა დინებები, კონსტრუქციული მუშაობა იმ მიმართულებით, რომელიც საქართველოს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. რეგიონს სჭირდება უსერიოზულესი ცვლილებები, ამ ცვლილებებში საჭიროა, რომ იყვნენ ძალიან ძლიერი სპეციალისტები, რომლებსაც არა მარტო სხვა წინადადებების განხორციელება შეუძლიათ, არამედ შეუძლიათ თვითონ იყვნენ ინიციატორები ახალი იდეების, ახალი პროექტების, ანუ რეგიონული ფუნქციის სწრაფი ტემპით განვითარების. არ უნდა მოვერიდოთ ევროპას, რომელიც მასწავლებლური ტონით გვესაუბრება, ძალიან მტკიცედ მოვიქცეთ. მიუღებელზე პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ მიუღებელია. რომელი დიპლომატიც ქვეყნიდან გასაძევებელია, არ მოვერიდოთ და უნდა გავაძევოთ. სადაც ნოტაა გამოსაცხადებელი, გამოვაცხადოთ და უნდა მივხედოთ სახელმწიფოს ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. ყველა გარე ჩარევაზე უნდა გვქონდეს შესაბამისი რეაქცია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თემურ მაისურაძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე არ ელოდება, რომ ცვლილებები შეეხება ძალოვან სტრუქტურებს. იგი თვლის, რომ ძალოვნებმა გააკეთეს ის, რაც უნდა გაკეთებულიყო და ძალიან დიდი შრომით და მიზანმიმართული ქმედებით მიიყვანეს ქვეყანა დღევანდელ დღემდე. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ძირეული რეფორმა და ცვლილება უნდა განხორციელდეს განათლების სამინისტორიში.

„წარმოიდგინეთ, როდესაც გებრძვის ისეთი უზარმაზარი ძალა, რომელიც არის ლგბტ, ლიბერასტულ-ფაშისტური ძალა, რომელიც უპირველეს ყოვლისა უპირისპირდება ჩვენს ქვეყანას, ტრადიციებს და კულტურას, ენას, მამულს და სარწმუნოებას, გვებრძვის იმ ადამიანის ხელით, რომელიც იყო უმაღლეს თანამდებობაზე და დღემდე რჩება, ეს არის პრეზიდენტი.

რაც შეეხება ცვლილებას, ეს არის განათლების სფერო, სადაც გვაქვს ძალიან დიდი ჩავარდნა. უმძიმესზე, უმძიმესი ჩავარდნაა. ამიტომ, განათლების სფეროს რეფორმა კი არ სჭირდება, არამედ სჭირდება გადატრიალება. ის ბავშვები, რომლებიც შეაცდინეს იმ შარლატანებმა, რომლებიც აღმა-დაღმა დადიან და ამ ბავშვების ძალიან მცირენა ნაწილს აღმა-დაღმა დაატარებენ, რასაც აბჟუტურებენ ამ ბავშვებს, ეს არის ქვეყნის ტრაგედია. ამიტომ ამ სფეროში ყველაფერი დასაწყები არის სკოლიდან, დამთავრებული უმაღლესებით. ვერ წარმოიდგენთ რანაირი მასწავლებები არიან უმაღლესა სწავლებლებში და სკოლებში, რომლებმაც ელემენტარული რამ არ იციან. არ იციან გეოგრაფიულად სად მდებარებობს რუსეთი და ამავე დროს იძახიან არა რუსულ კანონს“, - ამბობს გვენეტაძე.

ანალიტიკოსის განცხადებით, თუ განათლების სფეროში არ მოხდა კარდინალური გადატრიალება, მართალია ტრიუმფალურად მოიგო საქართველომ და ქართველმა ხალხმა არჩევნები, მაგრამ 2028 წლისთვის ძალიან გაუჭირდება ქართულ-ეროვნულ-ტრადიციულ ძალებს არჩევნების მოგება, ვინაიდან, მისი თქმით, ბავშვები მოწამლული ჰყავთ.

„მოწამლული არიან როთის იდეებით, მოწამლული არიან თაბაგარის, ჩერგოლეიშვილ-ბოკერიას, გვარამია-ბოკუჩავა-მელიების და სხვა ათასგვარი რჯულის, ძაღლისა და მამაძაღლის იდეებით, რომლებიც ამას აკეთებენ ფულის გამო და ჩაბუდებული არიან უნივერსიტეტებში. საქართველოს განათლების სამინისტრო არის ლგბტ ლიბერასტულ-ფაშისტური ძალების ბუდე. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ხდება განათლების სამინისტროში. ამიტომ, აუცილებელია კარდინალური რეფორმები, ანუ გადატრიალება.

პრემიერ-მინისტრმა გვითხრა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გადავწყვიტოთ განათლების სფეროშიო და იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება. განათლების სფერო არის უმთავრესი, სადაც ჩვენ არა-თუ მოვიკოჭლებთ, არამედ დაღუპულები ვართ. ეს არის შედეგი 33-წლიანი იმ სოროსულ ლიბერასტულ-ფაშისტური პოლიტიკის, რომელიც ვითარდება საქართველოს მიმართ. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ახალგაზრდობა, რომელსაც სჭირდება სწორი მიმართულება. ამიტომ, მიმაჩნია, რომ აუცილებელია განათლების სამინისტორიში მოხდეს გადატრიალება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

 

გოგი უმაღლეს სასწავლებლებში არსებული დღევანდელი მდგომარეობა შედეგია იმ დამოკიდებულებების, რასაც ოცნება ავლენდა და ავლენს წლების განმავლობაში (2012 წლიდან) კადრების შერჩევის თვალსაზრისით. ძალიან კარგად მახსოვს ოცნების ჩინოვნიკთა საჯარო განცხადებებიც და კერძო საუბრებშიც ნათქვამი, რომ ჩვენ (ოცნება) უმაღლესი სასწავლებლების საქმეებში არ ვერევით, ავტონომია გაქვთ და თქვენ აირჩიეთო. ნაცების დროს და შემდეგშიც ისინი როგორ არჩევნებს ატარებდნენ, როგორ ატერორებდნენ პროფესურას, თუ არ მოსწრებიხართ, გაგონილი მაინც გექნებათ. უნივერსიტეტებში, მის აკადემიურ საბჭოებში ოცნების მომხრე ერთი წევრი გავლენას ვერ ახდენდა უნივერსიტეტებში მსოფლხედველობის შეცვლაზე, ისინი ყოველთვის უმცირესობაში ხვდებოდნენ. რამაც გამოიწვია ის, რომ ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ პირველ პერიოდში უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელ პოსტებზე დარჩნენ ნაციონალების დროს დანიშნული მათი მხარდამჭერები კადრები (რექტორები, კანცლერები, დეკანები, ...), რომლებმაც ვადის ამოწურვის შემდეგ გზა გაუხსნეს ისევ თავიანთ თანამოაზრეებს, მათ კიდევ ისევ ნაციონალების თანამოაზრეებს და ა.შ. ასე გრძელდება, დღესაც ნაცების ხელდასმულები ინარჩუნებენ პოსტებს უნივერსიტეტებში. თუ ეს არ გასწორდა ვერანაირ შედეგებს ვერ მიიღებს ოცნება. ისე, მაინც მგონია, რომ ოცნება ამის გამკეთებელი არ არის და განათლების სისტემა ისევ და ისეთ ნეპოტიზმის და კორუფციის იმ ჭაობში ჩარჩება, რომელშიც დღეს არის. მინდა ვცდებოდე, მაგრამ, ფაქტია ...
1 საათის უკან
არაგველი641 ერთი ურდოს შეტევები მოვიგერიეთ და ქვეყნის მართვა არ დავანებეთ ლიბერასტებს.
ახლა მეორე ურდო უნდა დავამარცხოთ, რომელიც განათლების სისტემაშია ჩაბუდებული და მომავალ თაობას გვიწამლავს. დიდი ბრძოლა ელის ჩვენს მთავრობას და დიდი წინააღმდეგობაც შეხვდება, მაგრამ მთავრობის იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ საკითხს მიხედავენ.
1 საათის უკან