დასავლეთის საჩვენებლად გამართულ საპორტესტო მასკარადზე უმისამართოდ, უგეგმოდ, ქუჩა-ქუჩა სიარულით დაღლილი ოპოზიციის ამომრჩეველი, რომელიც, როგორც იქნა მიხვდა, რაში იყენებს ოპოზიცია. ოპოზიციის ლიდერები აღარც მალავენ, რომ აქციებს საერთაშორისო პოზიციების შესანარჩუნებლად აკეთებენ და სხვა არანირი გეგმა არ აქვთ. გამოდის, ოპოზიცია ცდილობს შექმნას ბრძოლის ილუზია და ამისთვის იყენებს საკუთარ მხარდამჭერებს, რის სანაცვლოდაც დასავლეთიდან ფულად დახმარებას იღებს. ამის მაგალითია ევროკავშირის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელის ჯოზეფ ბორელის დაანონსებული 120 მილიონი ევროთი დახმარება.
ოპოზიცია თბილისში ქუჩების გადაკეტვით იბრძვის არა „გაყალბებული“ არჩევნებისთვის, „სამართლის პოვნისთვის“, არამედ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ფული გამოიმუშავონ დასავლეთიდან. გაზაფხულზე კი პარლამენტში შევლენ და მოტყუებული მხარდამჭერებიც კვლავ იმედგაცრუებულები დარჩებიან. როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთმა მათმა მხარდამჭერმა ოპოზიციის ეს გეგმა მშვენივრად გაშიფრა, ამიტომაც სოციალურ ქსელებში იმატა ოპოზიციის ღალატში დადანაშაულებამ, ნიჰილიზმმა და სკეპტიციზმმა.
ოპოზიციას ამასობაში ევროპიდან ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკის პირით შემოთვლილი გაფრთხილება წამოეწია - ევროკავშირი „ოცნების“ გამარჯვების აღიარებას და მათთან თანამშრომლობას აპირებს. დაბნეული ოპოზიცია კი ისევ ცდილობს, ხალხის ქუჩაში გამოყვანის ახალი გეგმა მოიფიქროს, რათა ნიჰილიზმში ჩავარდნილმა მათმა ამომრჩეველმა ხელკეტებით თავი არ გაუტეხოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რადიკალური ოპოზიციის რეალური მოტივი გასცა.
„დავაანონსებთ აქციებს საერთაშორისო პოზიციების გასამყარებლად. ასევე, იმისთვის, რომ მოქალაქეები, ნიჰილიზმს არ მიეცნენ“, - ამბობს თინა ბოკუჩავა.
სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ხათუნა ლაგაზიძე კი კითხულობს ვინ აიღებს პასუხისმგებლობას, თუკი ევროკავშირი „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას და არჩევნების აღიარებას გადაწყვეტს? მისი თქმით, ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი მსგავს ინფორმაციას ჭორებზე დაყრდნობით არ გაავრცელებდა.
„ვსვამ კითხვას: ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, თუ დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ გააგრძელოს ურთიერთობა „ქართულ ოცნებასთან“, როგორც ხელისუფლებასთან, იმიტომ რომ ერთიანი ოპოზიციური კოალიციის სახით თუ ერთიანი გამარჯვებული კოალიციის სახით ვერ ნახა სტაბილური და პროგნოზირებადი პარტნიორი?! ის, რომ დასავლეთი ამას ითხოვს, ამაზე საუბრობს ბრიუსელიდან დაბრუნებული თინა ბოკუჩავაც და ის, რომ ეს რისკები არსებობს - ჩვენთვის კარგად ცნობილი რიკარდ იოზვიაკი ამბობს“, - კითხულობს ლაგაზიძე.
მსახიობი კახა გოგიძე, რომელიც ოპოზიციის მხარდამჭერი განცხადებებით გამოირჩევა, სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს და ეჭვს გამოთქვამს, რომ ოპოზიიცის მხრიდან ღალატს აქვს ადგილი.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ოპოზიციის მხრიდან, განცხადებები განცხადებების დონეზე რჩება ტელევიზიებში და საქმეში არაფერი ხდება. ამიტომ ვამბობ, რომ დიდი ეჭვი მაქვს, ღალატის მოწმენი გახვდებით. აი, მერე ვნახოთ, რა იქნება“, - ამბობს გოგიძე.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ნაცრადიკალები საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ და საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. ანალიტიკოსის აზრით, ამ დღეებში ვისაც ცოტა გონება უჭრის, ამას კარგად მიხვდა, ამიტომ დაიწყეს ოპოზიციის ლიდერების გაკრიტიკება. გვენეტაძის თქმით, ის რამდენიმე თავგახურებული მხარდამჭერი, რომელიც მათ ქუჩა-ქუჩა დაჰყავთ, მხოლოდ იმისთვის სჭირდებათ, რომ დასავლეთიდან ფული და „ატკატები“ მიიღონ. სწორედ ეს განაცხადა ბორელმა, როდესაც 120 მილიონის ქართველი ხალხისთვის წართმევა და მათთვის მიცემა დააანონსა. თუმცა ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ იანვრის შემდეგ ამასაც ვეღარ მიიღებენ.
„საქართველოში, სამწუხაროდ, ოპოზიცია არ არსებობს, ესენი არიან ე.წ. მე-5 კოლონა, რომლებიც ასრულებენ იმ დავალებებს, რომელსაც აძლევდა და მისცემს 20 იანვრამდე „გლობალური ომის“ პარტია. ამ ოპოზიციის ერთადერთი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი თანხები მიიღონ და ფული გააკეთონ. ამიტომაც დაჰყავთ ეს საწყალი ხალხი ქუჩა-ქუჩა. აგერ, ბორელმაც დაუფასა შრომა, მელიქიშვილის გადაკეტვა და განაცხადა, რომ 120 მილიონს, რომელიც ქართველი ხალხისთვის იყო განკუთვნილი, თქვენ გადმოგირიცხავთო. ეს კი პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ მან ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალებისთვის ფული გამოუყო. თურმე ეს ფული ქართველებისთვის კი არა, როთის ძმაკაცებისთვის ყოფილა გამოყოფილი.
გვარამია, მელია, ჯაფარიძე, ხოშტარია, რომელიც ცალკე რუსეთიდან იღებს კიდევ რუბლებს, უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა, ვიდრე ქართველი ხალხი. აი, ასეთი მეგობრები არიან. ახლა ამათ მადა გახსნილი აქვთ. იციან ამერიკაში ტრამპის მოსვლის შემდეგ ეს ბორელიც დატოვებს თანამდებობას და ფულის შოვნა უნდა მოასწრონ. ეს პარლამენტიც კიდევ სად გაექცევათ და დაატარებენ ამ საწყალ ხალხს. თავად კიდევ „ატკატებს“ ელიან ევროპიდან. ახლა ამ ფულს რომ მიიღებენ, პარლამენტში შესვლისთვის მოემზადებიან. 10 ათასი ლარი ხელფასი და რამდენი კეთილდღეობა აქვთ კიდევ პარლამენტიდან - კაი კომფორტი, კაი ხელფასი და ამ გაჭირვებულ ხალხს ყველა გაგებით, დაატუნტულებენ სიცივეში. აქამდე რომ ამას ვერ მიხვდნენ, მე ეგ მიკვირს და ამათი იმედი რომ აქვთ რაღაცაში, ცალკე ჯანმრთელობის პრობლემა მგონია ეგ“, - ამბობს გვენეტაძე.
მისივე თქმით, ყველა ამ ბარიერგადალახულ თუ გადაულახავ პარტიებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმდენივე მილიონი ეკუთვნით, რამდენი პროცენტიც აიღეს. ამიტომ გვარამია, მელია 10 მილიონამდე აიღებს, ნაციონალები 9 მილიონამდე, იგივე იქნება „ლელოს“ და გიორგი გახარიას პარტიების შემთხვევაშიც. ამიტომ ცოდოა ყველა ის ხალხი, ვისაც ჰგონია, რომ ესენი სიებს ჩახსნიან და ამ ფულზე უარს იტყვიან. ადამიანები, რომლებიც სამშობლოს და ოჯახს გაყიდიან ფულის გამო, ამ საწყალ კინკილა თავგახურებულ მხარდამჭერებს რატომ არ გაყიდიან ვითომ?!
„არ მინდა ჩვენს თანამოქალაქეებზე რაიმე ცუდად ვქვა, მაგრამ როგორ შეიძლება კაცი გამოყეყეჩებული თუ არა ხარ, გვარამის, მელიას, ხოშტარიას, ჯაფარიძეს და მევახშე ხაზარაძე - ჯაფარიძეს ენდო? დანარჩენი ხსენებადაც აღარ ღირს. სამშობლო რომ კაცს გიყვარს, გიბრძოლია შენი ქვეყნისთვის და მიდიხარ, მტრის წინაშე შარვლის ჩამხდელ ზურაბ ჯაფარიძეს ხმას აძლევ, ჯამრთელი ხარ? ან გვარამიას რომ ემხრობი, რომელმაც კახელების და ქართველების ღირსებაში, ღვინოში ჩაგიფსითო იძახა, მისგან რას ელი? ავიღოთ ხოშტარია, ქალი, რომელიც მთელი თავისი ოჯახით და შეგნებით რუსების აგენტია, ფულს იღებს იქიდან და რუსების სპეცსამსახურების პირდაპირი თანამშრომელია, მხარს უჭერ. ავიღოთ ხაზარაძე და ჯაფარიძე, იმდენი ქართველი სახლკარის გარეშე დატოვეს, ალბათ, პუტინს არ უქნია ამდენი. მერე მიდიხარ და მას ხაზავ, ქუჩაში მიჰყვები, ჯანმრთელი როგორ შეიძლება ვინმემ გიწოდოს?! მგონია, რომ ასეთები კიდევ უფრო მეტს იმსახურებენ. თავადვე ამბობენ, რომ ამ აქციებს დასავლეთის საჩვენებლად ვაწყობთო. ასევე, ხალხი ნიჰილიზმში არ ჩავარდეს და არ დაგვერიონო. ანუ მეტი რაღა თქვან თქვე კაი დედმამიშვილებო?“, - ამბობს გვენეტაძე.
მისივე თქმით, დასავლეთმაც უკვე ამ ოპოზიციაზე ხელი აიღო და რიკარდ იოზვიაკის პირიქით შემოუთვალა, რომ ამათზე დიდად თავის მოკვლას აღარ აპირებენ.
„დასავლეთმაც დაინახა ამათი უნიათობა. მიხვდნენ ფულს არაფერში აძლევენ. თანაც ახლა, ტრამპის გამარჯვების შემდეგ, შიში თავად აქვთ, რა იქნება, არ იციან და ეს მოღალატე ოპოზიცია აღარ ადარდებთ. ამიტომ იოზვიაკის პირით შემოუთვალეს, რომ შედით ამ პარლამენტში და დაგვასვენეთო. ეს ჟურნალისიტი იგივეა, რაც ამერიკელების სპიკერი, ან რუსების ჟურნალისტი სიმონიანი, რაღაცებს რომ ახმოვანებენ ხოლმე. ჩათვალეთ, იოზვიაკი ევროკავშირის ასეთი სპიკერია. ამიტომ ახლა დაბორიალობენ და არ იციან რა გააკეთონ. ქართველმა ხალხმაც ჩარეცხა ეს ოპოზიცია და იგივე ზუსტად ევროკავშირიდან მოელით. ამიტომ მათ მხარდამჭერებს მინდა მოვუწოდო, წადით ხალხო სახლში, თქვენც დაისვენეთ და სხვებიც დაასვენეთ. ამ უნამუსოების გულისთვის ამ სიცივეში ნუ ხართ. ესენი ატკატებს რომ მიიღებენ დასავლეთიდან, მერე პარალმენტის ხელფასებზე გადავლენ“, - ამბობს გევენეტაძე.