როგორ შეუქმნა ბაიდენის ადმინისტრაციამ ტრამპს რუსეთზე ზეწოლის ბერკეტი უკრაინისთვის რუსეთის სიღრმეში იერიშის მიტანაზე თანხმობით

როგორ შეუქმნა ბაიდენის ადმინისტრაციამ ტრამპს რუსეთზე ზეწოლის ბერკეტი უკრაინისთვის რუსეთის სიღრმეში იერიშის მიტანაზე თანხმობით

ორიოდ დღის წინათნიუ იორკ თაიმსმაგაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ- ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა უკრაინას ნება დართო, რუსეთის სიღრმეში ATACMS-ის რაკეტებით მიიტანოს იერიში. ამ გადაწყვეტილებას, „ტელეგრაფისცნობით, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთიც დაეთანხმა. მეორე მხრივ, ივარაუდებოდა, რომ თავისი ვადის მიწურულს აშშ-დემოკრატიპრეზიდენტი არ გააკეთებდა მკვეთრ მოძრაობებს არც საგარეო და არც საშინაო მიმართულებით, თუმცა მოხდა საპირისპირო (დამეთანხმებით, ამ გადაწყვეტილების მიღება, ჯოზეფ ბაიდენს რამდენიმე თვით და წლით ადრეც შეეძლო). როგორ შეიძლება, გავიგოთ აშშ- მოქმედი ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი და რა დისკომფორტსა ან, პირიქით, კომფორტს შეუქმნის არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს 2025 წლის 20 იანვრის შემდეგ? - ამ თემას ზაალ კასრელიშვილთან ერთად განვიხილავთ.

თუმცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მისცეს რუსეთის სიღრმის დაბომბვის უფლება, ითქვა ისიც, რომ ამ რაკეტების მოქმედების რადიუსი 300 კილომეტრია, მაშინ, როდესაც რუსებს აქვთ რამდენჯერმე მეტ რადიუსზე მოქმედი რაკეტები და ისინი იმყოფებიან უკვე უკრაინის ტერიტორიაზე, ანუ ისვრიან იქიდან.

ზ.კ: მართალს ამბობთ, ოღონდ ეს არის „ატაკამსის“ პირველი თაობა.

დავასრულებ კითხვას: ეს სიურპრიზი რატომ მოუწყო ტრამპს ბაიდენმა თავისი ვადის მიწურულს, როდესაც ტრამპი ამბობს, რომ დაასრულებს ამ ომს. მით უფრო, ამის გაკეთება შეეძლო გაცილებით ადრე. ახლა აქვს რამე აზრი? გარდატეხვის შეტანა შეუძლია ამ ფაქტს ომის მიმდინარეობაში?

- დავიწყოთ იმით, რომ 300 და 750 კილომეტრის რადიუსზე მოქმედების არეალი აქვს პირველი მოდიფიკაციის „ატაკამსებს“, მეორე და მესამე თაობის უფრო შორს დაფრინავს და, ამასთან „ტამაგავკებზეცაა“ ლაპარაკი. ეს ყველაფერი, სამხედრო თვალსაზრისით, მოჰყვა იმას, რომ რუსეთმა ესკალაცია გააძლიერა უკრაინის ტერიტორიაზე. ჩვენც ადრეც გვისაუბრია, რომ თითოეული გოჯი მიწა რუსეთს სჭირდება სავაჭროდ და რაც უფრო მეტ მიწას მიიტაცებს, მისთვის უკეთესია. ტრამპმა, როდესაც გამოცხადდა არჩევნების შედეგი, საჯარო გამოსვლისას პუტინსაც მიმართა და ზელენსკისაც, ესკალაცია აღარ გინდათო, თუმცა პუტინმა გააგრძელა ესკალაცია. მეორე მიზეზს რაც შეეხება, ამერიკაში უფრო დალაგებულია ეს სისტემა, „დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ ერთმანეთის მტრები კი არა კონკურენტები არიან, ამიტომ 1921 წლის ჩვენს მაგალითს გავიხსენებ, როდესაც მართლა მტრებმა, ქართველმა ბოლშევიკებმა და ჩვენმა მენშევიკურმა მთავრობამ, ითანამშრომლეს, მაინც მიდიხართ და თურქები გაყარეთ აჭარიდანო.

დიახ, ბოლშევიკებს ოფიცრები არ ჰყავდათ, მხოლოდ ჯარი.

- აჭარიდანაც გაყარეს, ტაოსა და შავშეთშიც გადავიდნენ, მაგრამ შემდეგ ლენინმა ეს მიწები ისევ უკან დაუბრუნა თურქეთს და არა მარტო ის მიწები. ასე რომ, რაც ბაიდენის მთავრობას უნდა გაეკეთებინა, გააკეთა ბოლომდე: შეიწმინდა ხელები თვითონ. მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ ძალიან მძიმე შიდა და გარე პოლიტიკური ვითარება გადააბარეს „რესპუბლიკელებს“.

იმას ამბობთ რომ ამ გადაწყვეილებაზე პასუხისგებლობა მაინც „დემოკრატებმა“ აიღეს და ტრამპს შეუმსუბუქეს ამოცანა?

- შეუმსუბუქეს კი არა, მოუხსნეს ეს ბრალდება. ყველაფერი თვითონ დაიბრალეს.

მათ კი დაიბრალეს, მაგრამ ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთიც და ბრიტანეთიც შეუერთდნენ ამ გადაწყვეტილებას, ოღონდ შემდეგ „ტელეგრაფმა“ წაშალა ეს ინფორმაცია.

- იმიტომ რომ სამხედრო საიდუმლოებაა. „ატაკამსსა“ და „ტამაგავკაზე“ ნაკლები იარაღი არ აქვს არც საფრანგეთს, არც ინგლისს, არც დანიას, არც ნორვეგიას და არც ბელგიას, გერმანია კი უძლიერესი ქვეყანაა. დიახ, დაეთნხმნენ, დიახ, მისცემენ შეიარაღებას და ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამ, სანამ ტრამპი ოფიციალურად არ შეუდგება პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას. აი, მერე ტრამპს შეუძლია, შეაჩეროს ეს პროცესი. ეს ტრამპისთვისაც სავსებით მისაღები გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული ბერკეტები აქვს ზეწოლისთვის როგორც რუსეთზე, ისე უკრაინაზე. უკრაინას, ბოლოს და ბოლოს, შეუწყვეტს დაფინანსებას და დამთავრდება ყველაფერი, მაგრამ რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტიც ხომ უნდა ჰქონდეს?!

ამ გადაწყვეტილების მიზანი რუსეთზე ზეწოლის ბერკეტის შექმნა იყო?

- ეს ბაიდენის გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, „რესპუბლიკელებს“ მძიმე ვითარებასთან ერთად გადააბარეს ზეწოლის ბერკეტებიც და მომავალი 4 წლის განმავლობაში „დემოკრატებს“ „რესპუბლიკელები“ სერიოზულ წნეხში ეყოლებათ და მოემზადებიან 4 წლის შემდეგ უკან მოსაბრუნებლად.

ამ თამაშს რუსეთის დიპლომატიური სამსახურიც ხომ ხვდება?

ეს ჩვენ გვგონია, რომ ომი მხოლოდ ტყვიებისა და რაკეტების სროლაა. ყველა გადაწყვეტილება პოლიტიკური მესიჯია. როდესაც ვამბობთ, რომ უკრაინა მიიტანს იერიშს ამ შეიარაღებით, საპასუხოდ პუტინმა თქვა, რომ, რაკი ამ შეიარაღებას დამმიზნებელი და თანამგზავრული ინფო სჭირდება, ამ ტიპის იარაღის სროლას განვიხილავთ, როგორც მიმწოდებელი ქვეყნის ჩართვას ომშიო.

- იურიდიულად ასე არ არის.

იურიდიულად არ არის, მაგრამ პუტინის შერაცხადობაზეა ახლა დამოკიდებული პასუხი? აქვთ იმედი, რომ ის არ ისვრის პატარა ატომურ ბომბს, ხატოვნად რომ ვთქვა?

- პუტინი ამბობს, ჩავთვლი, შემებრძოლებიან ნატოს ქვეყნები. საერთაშორისო სამართლის ნორმებით კი, თუ უკრაინის ტერიტორიიდან გაისვრიან, მწარმოებელს ვერ დარტყამს, ხოლო, თუ მწარმოებელს დაარტყამს, ჩათვალეთ ნატოსთან იწყებს კონფლიქტს. მეორე, ეს პროცესი 2025 წლის იანვრამდე გასტანს. ამის შემდეგ მოლაპარაკების საგანი გახდება ცეცხლის შეწყვეტის პირობები. თუ დააკვირდით, უკრაინამაც და რუსეთმაც ტრამპის არჩევის შემდეგ სასტარტო სავაჭრო პირობები წამოაყენა. რუსი ამბობს, რაც დავიპყარი, ჩემია; უკრაინელი ამბობს, რუსეთმა გაიყვანოს ჯარი და ჩვენ უნდა შევიდეთ ნატოში. აღმოსავლური ანდაზა რომ მოვიშველიოთ, ორივე მხარემ აქლემი მოითხოვა, რომ ვირი მაინც მიიღოს. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია რესპუბლიკური პარტიის სამხედრო-პოლიტიკური ლიდერების მარიფათსა და გადაწყვეტილებაზე.

რა მხრივ? გასაგებია, ორივე მაღლა წევს თამასას, ამაზე ქვემოთ რომ დაუწიონ თამასა რუსეთს, რას კარგავს? რატომ ვერ იომებს ნატოსთან ამ არეულ მსოფლიოში?

- რუსეთი ნატოს ომს ვერ მოუგებს და ძალიან კარგად იცის ეს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელძღვანელობამ.

ბირთვული იარაღი რომ ისროლოს? ამას ვამბობ.

- ეგ სხვა თემაა. ძალიან კარგად იციან კრემლში და ამიტომაც არ შეებრძოლნენ აქამდე ნატოს წევრ ქვეყნებს, რომ 7-ჯერ აღემატება ნატოს ძალები ზღვაშიც, ცაშიც და სარაკეტო დანადგარებითაც. ჩვენ ასე ვიცით, აქამდე ვინ დაუშალა რუსეთს, რომ კიევი აეღო და მერე პოლონეთი?!

აქვს ეს მიზანი?

- აბა, კიევზე შეტევა რატომ მიიტანა?!

მე სამხედრო არ ვარ, მაგრამ რატომ არ უნდა მიეტანა, ანუ დაეზიანებინა, თუ თავს დაესხა? მეორე მხრივ, რატომ უნდა გინდოდეს ისეთი ქალაქის აღება, რომლის მოსახლეობასაც არ უნდიხარ? ხომ არ დახვრეტ ყველას?

- პრესკონფერენცია ჩავატარეთ ომამდე 2-3 დღით ადრე უცხოეთშიც და საქართველოშიც და კარგად მახსოვს, ვთქვით, გამორიცხულია, ვერ აიღებს რუსეთი ხუთმილიონიან ქალაქს. უბრალოდ ჩვენ ვამბობდით, რომ ფრონტალური ომი არ იქნებოდა, მაგრამ უკრაინის არმია ისეთი მომზადებული დახვდა, რომ ვხედავთ, ორ წლზე მეტ ხანს გაგრძელდა ეს ომი. მოკლედ, ვერავინ იტყვის, ბირთვულ იარაღს ისვრის თუ არა რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელძღვანელობა, მაგრამ დასავლეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა რომ მზად არიან საომრად რუსეთის, ჩრდილო კორეისა და ირანის წინააღმდეგ, ამას, მგონი, მოყვარული პოლიტიკოსიც კი მიხვდება.

უბრალოდ ეს არ არის კარგი გამოსავალი.

- მე ვამბობ, რომ კარგია?! ღმერთმა დაიფაროს, რომ ამ მასშტაბის ომი დაიწყოს.

ეს შეიარაღება მათ ერთმანეთის შესაკავებლად სჭირდებათ და ჩვენნაირების დასახოცად ინტერესების ომებში, მაგრამ აი, ბირთვული სცენარის შემთხვევაში ან ნატო-რუსეთის ომის შემთხვევაში მოუწევთ ერთმანეთის დახოცვა, რაც ვფიქრობ, არც ერთი მხარის ინტერესი არ არის.

- რა თქმა უნდა... ძალიან ცუდი გამოწვევა იყო ჩრდილო კორეის სამხედროების შეყვანა კურსკში. მარტო ცოცხალ ძალაზე არ არის ლაპარაკი. ეს ცოცხალი ძალა არაფერს წარმოადგენს. ეს მომსახურე პერსონალია. ჩრდილო კორეას საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული კარგი საარტილერიო ქვედანაყოფები ჰყავს და ისინი შეიყვანეს. ამან ძალიან გააღიზიანა სამხრეთ კორეა და იაპონია. მათ სამხედრო წარმოებები აქვთ ევროპაში. ასე რომ, ძალიან ბევრი ინტერესი იკვეთება. ძალიან ცუდი სცენარია ომის ესკალაცია. თქვენ ნახეთ, ამ რამდენიმე დღის წინათ რა დღეში იყო მოსკოვის მოსახლეობა, როდესაც დრონებით შეუტიეს. ეს არ არის კარგი ამბავი, შორ მანძლზე მოქმედი სარაკეტო დარტყმები უფრო მეტ ესკალაციას გამოიწვევს. მეორე მხრივ, რატომ დაბომბა რუსეთმა ოდესა?! ის ხომ არც რუსული ქალაქია და არც უკრაინული?! ის ხომ საერთაშორისო პორტია?!

ამიტომაც დაბომბა, ალბათ.

- ფოთის პორტისნაირი ოდესაში ათი პორტია. ჩვენთვის ესეც გაუგებარია. როგორც ჩანს, არც უკრაინელებს და არც რუსებს ომის დამთავრება არ უნდათ, უბრალოდ რაღაც პატარა ტაიმაუტი, შევენება სჭირდებათ ძალების აღსადგენად.

იმ სტადიამდე ვერ მივიდა ეს სისხლიანი დაპირისპირება, რომ ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებისკენ წავიდეს პროცესი? არასაკმარისი სისხლი დაიღვარა, კიდევაა საჭირო, რომ ისევე მოიქცნენ, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინი, ჩერჩილი და რუზვეტი დასხდნენ და ლამის ფანქრებით მოინიშნეს, ვისი რომელი ტერიტორია იყო?

- პროცესი ამ ეტაპამდე არ არის მისული, სამწუხაროდ. მეტსაც გეტყვით. აი, ახლა უნდა დაიწყოს ლაპარაკი ომის შემდგომი პერიოდისთვის მზადების შესახებ. ომის შემდგომი პერიოდი კი არ დგება. არამედ მზადება ომის შემდგომი პერიოდისთვის და არ ვიცი, სამისოდ ტრამპს ეყოფა თუ არა 4 წელი. თუ ძალიან იყოჩაღებს და უკრაინელი და რუსიც დაეთანხმება, ეყოფა, მაგრამ მერე იწყება ომის შემდგომი პერიოდი. არ მინდა, მკითხველი შევაშინო, მაგრამ ვლაპარაკობ იმას, რაც არის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირი-იაპონიის, ამერიკა-იაპონიისა და სხვა წვრილ-წვრილი ომები და სამხედრო გადატრიალებები რომ იყო, ესე იგი 1945 წელს არ დამთავრებულა ომი. ევროპა გაიყვეს მათ 1945 წელს, თორემ დანარჩენი მსოფლიო დღემდე გადანაწილების საგანია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რაღაცეები მოინიშნეს, მაგრამ უამრავი ომი იყო, გნებავთ, ლათინურ ამერიკაში თუ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზაიში.

მთავარი სანახაობა ჯერ კიდევ წინ გვქონია.

- ძალიან საინტერესო პროცესები გველის. მომდევნო 4 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ყველა პოლიტიკოსს, ყველა შემთხვევით ადამიანს პოლიტიკაში და ყველა იმ ადამიანს, ვისაც გულწრფელად უნდა, რომ საქართველო სამშვიდობოს გავიდეს, ძალიან დიდი სიფრთხილე მართებთ. ახლა რომ ერთობა გვჭირდება, ისეთი არასდროს დაგვჭირვებია. 2025 წლის იანვრიდან დაიწყება ეს პროცესი, თუმცა ჩვენ არ გვჯერა, რომ ომი დამთავრდება, იმედს ვიტოვებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დაკონსერვდება მაინც.