„მგონია, საქართველოსთან დაკავშირებით რაღაცა სირთულეა და ამ მისიის მიზანია, ეს თემა თავიდან მალევე მოიშორონ“

„მგონია, საქართველოსთან დაკავშირებით რაღაცა სირთულეა და ამ მისიის მიზანია, ეს თემა თავიდან მალევე მოიშორონ“

ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით გამოსავლის ძიებაშია? 18 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესება და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი ჩავარდა. სამაგიეროდ ქვეყანაში მალე, „ტექნიკურ მისიას“ უნდა ველოდოთ. 

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, EU-ის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ საქართველოში გამოგზავნიან მისიას, ასევე მიიწვევენ ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს საქართველოს არჩევნებში აღმოჩენილ დარღვევებზე სასაუბროდ.

ბორელმა შეკითხვის საპასუხოდ დააზუსტა, რომ საქართველოში პოლიტიკურ მისიას გამოაგზავნიან, რათა ყურადღებით შეისწავლონ, რა მოხდა არჩევნებზე.

მმართველი გუნდისთვის სრულიად გაუგებარია, რას ნიშნავს ტექნიკური მისია. მათი თქმით, საქართველოში დარღვევის შესახებ გამოძიებას ქართული ძალოვანი სტურქურები იძიებენ და ამას უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვერ გააკეთებენ. „ოცნებაში“ ამას უფრო მოვალეობის მოხდად მიიჩნევენ, ვინაიდან „რაღაცა ხომ უნდა ეთქვათ“ და სწორედ „ტექნიკური მისია“ მოიფიქრეს, რომელიც საქართველოში რას გააკეთებს, კაცმა არ იცის.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას, უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებიან, ეჭვს გამოთქვამენ ბულგარეთი და იტალიაც.

თავის მხრივ, გერმანია წინააღმდეგია, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს.

ბორელმა კითხვაზე, რატომ ფიქრობს, რომ აღნიშნული არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და აშორებს ევროკავშირს, გაიმეორა, რომ ევროკავშირი აგზავნის საქართველოში მისიას იმის შესასწავლად, თუ რა მოხდა, ასევე მოიწვევენ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს და მან ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი არ გასცა.

ევროკავშირის მიერ საქართველოში მისიის გაგზავნის შესახებ დასმულ დამაზუსტებელ შეკითხვაზე, კერძოდ, მისია იქნება ტექნიკური თუ პოლიტიკური, ბორელმა აღნიშნა, რომ მისია იქნება ტექნიკური ხასიათის.

ეს არის ტექნიკური მისია და ამ ტექნიკური მისიის მიზანია მდგომარეობის ანალიზი ადგილზე, თუ რა ხდება ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც სადავოა. ის სადავოდ ჩათვლილია თავად პრეზიდენტის მიერ. აშკარაა, რომ არჩევნების შედეგმა დიდი შეშფოთება გამოიწვია ევროპაში უკუსვლის გამო. მდგომარეობა ადგილზე უნდა იქნას შემოწმებული, გაანალიზებული და სწორედ ეს არის ტექნიკური მისიების არსი. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მოწვეულია. არავის შეუძლია, უკეთესად აღწეროს ის, რაც ადგილზე მოხდა და სწორედ ამიტომ გვაქვს ეს შეჩერების ღონისძიებები. მხარდაჭერისა და დახმარების შეჩერება როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო სფეროში. ჩვენ გამოვიკვლევთ მდგომარეობას, გადავხედავთ ყველა განცხადებას და ვნახავთ, თუ რა მოხდა ამ სადავო არჩევნებზე. მეტის თქმა არ შემიძლია“, - განაცხადა ბორელმა.

 „რა „ტექნიკური მისია“? სადმე გაგიგიათ მსგავსი რამ? უბრალოდ, რაღაც რომ უნდა თქმულიყო, ყველაზე რბილი ფორმა მოიფიქრეს - „ტექნიკური მისია“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ევროკავშირის ინიციატივას საქართველოში არჩევნების შემსწავლელი ტექნიკური მისიის გამოგზავნასთან დაკავშირებით.

მდინარაძის თქმით, საქართველოში გამოძიებას აწარმოებენ ქართული სამართალდამცავი ორგანოები და „კვაზი და უპრეცედენტო ორგანო საგამოძიებო ფუნქციას ვერ შეიძენს“.

„ასეთი ფორმატი მსოფლიოში არ არსებობს. რაღაცა ფორმატი მოიგონა ვიღაცამ. რა „ტექნიკური მისია“? სადმე გაგიგიათ მსგავსი რაღაცა? ჯერ საერთაშორისო გამოძიებაო, მერე მიხვდნენ, რომ აბსურდი იყო. რა საერთაშორისო გამოძიება? ქვეყნის სუვერენიტეტი გადაშალეს, თითქოს დაფაზე ცარცით დაწერილი იყოს. შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს იყო ქვეყნის შეურაცხყოფა. ახლა საუბარია რაღაც ტექნიკურ მისიაზე. ვინმემ იცის განმარტება? უბრალოდ რაღაც რომ უნდა თქმულიყო, ყველაზე რბილი ფორმა მოიფიქრეს, რაღაც - „ტექნიკური მისია“. ვისთან ვთანამშრომლობთ? რას ვთანამშრომლობთ? ჯერ გაგვარკვიონ, ტექნიკური მისია რა არის. ვინ ჩამოდის? კუბილიუსია ტექნიკური მისია? ვითანამშრომლოთ ობიექტურობის იმედით? რაზე არის ლაპარაკი, არავინ არ იცის, არც თვითონ არ იციან ამ განცხადების ავტორებმა რა ტექნიკური მისია იქნება, აწი მოიფიქრებენ“, - ამბობს მდინარაძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ სიტუაცია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე რომ არ უნდა წასულიყო ბორელის სცენარით, მოლოდინი ჰქონდა, თუმცა ასეთი ორკესტრირებული წინააღმდეგობა მის პოზიციაზე მეტ-ნაკლებად მოულოდნელი იყო. საყვარელიძე ამბობს, რომ ეს განახორციელეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ბორელის დაქვემდებარებაში არ არიან. ეს იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ევროკავშირში პოლიტიკური კლიმატი თვალსა და ხელს შუა იცვლება.

„სავარაუდოა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირში პოზიციები ძალიან სწრაფად იცვლება და ეს 18 ნომებერს გაკეთებული განცხადებებიდანაც კარგად ჩანს. არ არის გამორიცხული, რომ ხვალ სიტუაცია კიდევ უფრო შეიცვალოს და ევროპაც, საბოლოოდ, საქართველოს თემასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდეს. ნელ-ნელა, როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში, კონსერვატიზმი ძალას იკრებს, ამიტომ ევროპაში მხარდაჭერა იმ ქვეყნებმა გამოგვიცხადეს, სადაც ხელისუფლება მაინც კონსერვატორია. რაც შეეხება ამ „ტექნიკურ მისიას“ მთელი ამ ბრძოლის ფონზე, მე მგონია, იმ სირთულეებს აჩენს, რომლის ფონზეც უკვე ყველას უნდა ეს ქართული თემა დროზე მოთავდეს.

 ქართული თემის მოთავების მიზეზია სწორედ ეს გაურკვეველი რაღაცა „ტენიკური მისია“, რომელსაც რა უნდა, რა უნდა შეისწავლოს, ვის უნდა დაელაპარაკოს, გაუგებარია. მისი როლი რა იქნება, ეს ვერ გავიგე. ეს ხალხი აქ უნდა ჩამოვიდნენ და უნდა დაელაპარაკონ, ალბათ, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც? არ ვიცი, ან არასამთავრობო ორგანიზაციებს? არადა არჩევნებზე დასკვნა ეუთო/ოდირმა დადო. ასევე ევროპარლამენტარები იყვნენ ჩამოსულები, რომელბმაც ზუსტად საკუთარი თვალით ნახეს, აქ რა სიტუაციაც იყო. მე მაინც მგონია, რომ ამ მისიის მიზანია რაღაცა ნაბიჯების გადადგმის მცდელობა, ჩვენება, რომ აი, უშუალოდ თავად ეცნობიან სიტუაციას. რაღაცა სირთულეა და თან ეს ამბავი თავიდან მალევე მოიშორონ“, - ამბობს საყვარელიძე.

რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ შესაძლებელია თუ არა ამ „ტექნიკურმა მისიამ“ შეასრულოს შუამავლის როლი, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის იკისროს ვალდებულება, რომ ოპოზიცია რაღაცის სანაცვლოდ შევიდეს პარლამენტში, საყვარელიძე არც ამას არ გამორიცხავს.

„ჩვენი ოპოზიცია მიტინგებს რომ აწყობს ხოლმე, რომ დაასრულებენ და მერე საქმე არა აქვთ და ქალაქში ბოდიალს იწყებენ, აი, ასეთი ბოდიალია დასავლეთის მხრიდან ამ „ტექნკიური მისიის“ დანიშვნა. მე ვერ ვიტყოდი, რომ პარლამენტში შესვლა დიდი პრობლემაა ოპოზიციისთვის, ეს ისედაც უნდათ, მაგრამ მგონია, რომ ევროპას ამ თემის ძალიან გაჯანჯლებაც აღარ აწყობს. როგორც ოპოზიცია და პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამბობს, ბევრი ქვეყანა დუმსო, კი ბატონო, საელჩოები დუმან და ეს იმის ნიშანია, რომ ზოგადი პოლიტიკური სქემა შექმნილი არ არის. ზოგადი სქემა ადრე იყო, რომ საქართველოს დავარტყათ, რათა ჩავკეტოთ გზები. აქ კანონი საბაბი იყო, რადგან ჩინური ტრანზიტის აფეთქება უნდოდათ. ახლა ეს სქემა დარჩეს თუ არა ძალაში აღარ იციან. ამიტომ გაჩუმებულია ყველა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მაინც ყველა ტრამპის საბოლოო პოზიციებს ელის. თუმცა ფაქტი ისიც არის, რომ სიტუაციის ძალიან გაჭიანურებაც არ უნდათ. სადღაც დეკემბრისთვის, ამ წლის ბოლომდე, საქართველოს პრობლემის დასრულება სურთ, ამ „ტექნკური მისიის“ ჩამოსვლის მთავარ აზრს მაინც ამ მიმართულებით ვხედავ. ფაქტია, რომ ამ საკითხის გაჭიანურება ევროპაში ბევრს აღარ უნდა. ჩვენს ქვეყანას სულ უფრო მეტი მხარდამჭერი უჩნდება და ფაქტია, რომ ასე ჩამოკიდებული არჩევნების საკითხი დასავლეთში დიდხანს ვერ იქნება“, - ამბობს საყვარელიძე.

Aburjga Tasmanieli ეს დაობებული ნეხვი რაღაც ცუდად გადაგვეკიდა! მის ასეთ დამოკიდებულებაში გარდა მათი (კოლექტიური დასავლეთის) გარყვნილი, მეკობრული, კოლონიალისტური ზოგადი ნარატივისა არის რაღაც დიდ წილად პირადული მიუღებლობა, ზიზღი საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ზნე ჩვეულებების მიმართ!
3 საათის უკან
Aburjga Tasmanieli მაინტერესებს სად ხართ "ძველი მგლები", პაპა-ტრამპი ხომ ხარ ჯანმრთელად და კიდევ სხვები ვინც ამ საიტს ერთგულად ვდარაჯობდით!?
3 საათის უკან
Aburjga Tasmanieli მტრები არიან, მტრები! არ იცით, ვერ ხვდებით? თუ არა სამართლიანი და ობიექტური არჩევნების რევიზიას და შემდეგ კანონიერი ხელისუფლების დამხობას აბა სხვას რას უნდა ემსახურებოდეს მტრების ვიზიტი?! თქვენ კიდევ გაიძახით მტკიცედ ვდგავართ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზეო?! ჰოდა იძახეთ, დავაი, გააგრძელეთ! აგერ ნახავთ იანვრამდეც ვერ მიაღწევს თქვენი ხელისუფლება!!!!!!!!! მტერი ვერაგი, დაუნდობელი და უნამუსოა! ამას ამტკიცებს ამ თქვენი საფიცარი ევროპის ისტორიის ყველა ფურცელი! შორს ჩვენგან! შორს! ხელისუფლებავ, ალბათ ზოგიერთ თქვენგანს სერვანტესის დონ კიხოტი წაკითხული გექნებათ?! გაიხსენეთ, იმდროინდელი იქაური ელიტარული საზოგადოება როგორ დასცინის და სასტიკად აბუჩად იგდებს რომანტიზმით დაავადებულ, ნახევრად ჭკუიდან გადასულ თანამოძმეს?! ასეთი მაგალითებით სავსეა მთელი მათი ლიტერატურა! რა არის მათი ისტორია გარდა განუწყვეტელი ურთიერთ თავდასხმებისა და ომებისა, რომლებიც ათეულობით წლები გრძელდებოდა?! ან ჭუჭყის, სიბინძურის, ეპიდემიებისა?! და მაინც იქეთ მიმავალ გზაზე უნდა ვიდგეთ, რატომ, რისთვის?! ვისაც გამბურგერის ჭამა და ამსტელის დალევა ბედნიერებას განიჭებთ, ავად ხართ, მაგრად თანაც! ზუსტად მაგათზეა ზედგამოჭრილი უცნობის ნათქვამი - "თავის თავს რას უშვებიან და ჩვენ რას გვიზამენ"?!
3 საათის უკან