“საკითხი ასე კი არ დგას, აქვს თუ არა რუსეთს ბერკეტი, არამედ ასე: მოინდომებს თუ არა და რა ვითარებაში მის გამოყენებას”
“პრემიერს” ესაუბრა ექსპერტი უსაფრთხოებისსაკითხებში ხათუნა ლაგაზიძე:
- ხელისუფლებაში რომ ყველაფერი რიგზე ვერარის, პრემიერ-მინისტრის ბოლოპრესკონფერენციამაც დაადასტურა. მართალია,ბატონი ღარიბაშვილი მნიშვნელოვნად მოერიდასაგარეო პოლიტიკის სიღრმეებს, მაგრამნიშანდობლივად გაუსვა ხაზი იმას, რომარავითარი კოორდინაცია, თუნდაც სტრატეგიულსაკითხებზე ხელისუფლებას არ გააჩნია. როდესაცუსუფაშვილმა, ფაქტობრივად, “დააშანტაჟა”ევროატლანტიკური ალიანსი და “მაპ”-იმოითხოვა, ღარიბაშვილმა ამ განცხადების დეზავუირება მოახდინა და აღნიშნა, არ იქნება დღეს, იქნება ხვალ _ ანუ მთლად ვერთქვა, არ გვჭირდებაო, მაგრამ რა საჩქაროაო, ეს კი ბრძანა. ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, რამდენად მომგებიანიახელისუფლებაში ასეთი აზრთა სხვადასხვაობა?
_ ახლა, როცა თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემას ვიწყებ, ინტერნეტში უკრაინის კადრები ენაცვლება ერთმანეთს და მასზე ქართველი “იუზერების” რეაქციები. ერთ-ერთმა მათგანმა მიიქცია ჩემი ყურადღება: “იუშჩენკო მილოშევიჩის ბედს გაიზიარებს”. ცოტა თუ ფიქრობს იმაზე, ხომ არ ელის უკრაინას ბალკანეთის ბედის გაზიარება, მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში. რა რეაქცია შეძლება ჰქონდეს აშშ-სა და ევროკავშირს შუაგულ ევროპაში, უკრაინაში, სამოქალაქო ომი თუ დაიწყო?! რა გამოძახილი შეიძლება ჰპოვოს ამან საქართველოში?! ამ კითხვებზე ზუსტი და საფუძვლიანი პასუხი, სამწუხაროდ, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ დასავლეთის ქვეყნების მთავრობებსაც შეიძლება არ ჰქონდეთ. თუმცა, ის, რომ საქართველოს ხელისუფლება დღემდე პოზიციას ვერ აყალიბებს უკრაინაში განვითარებულ პროცესებთან მიმართებაში, ფაქტია. ეს კი იმ სამწუხარო რეალობაზე მიგვანიშნებს, რომ ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკა _ არ ვგულისხმობ კურსს _ და ერთიანი ხედვა, საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს. ამასვე ადასტურებს თქვენს კითხვაში მოყვანილი აზრთა სხვადასხვაობა საქართველოს უსაფრთხოებისთვის ესოდენ მნიშვნელოვან საკითხზე.
- არ ვგულისხმობ ზოგად დეკლარირებას, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებას აქვს განსაზღვრული ეროვნულიუსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად მკვეთრი სტრატეგია?
- მოკლედ შემიძლია გიპასუხოთ: არა _ არც გრძელვადიანი სტრატეგია და არც ოპერატიული რეაგირების მექანიზმები გარესამყაროდან მომდინარე გამოწვევებსა თუ შანსებზე. ამის დასტურად მინდა ისევ უკრაინის პროცესებს დავუბრუნდე.
სწორად ახლა უნდა იყოს ქართული დიპლომატია ყველაზე ეფექტური _ იქნებ სწორად ახლაა დრო, დაჩქარებული წესით მივაღებინოთ ევროპულ და ამერიკულ დიპლომატიას ისტორიული გადაწყვეტილებები, რომლებიც ღირსეული პასუხი იქნება რუსეთისთვის უკრაინაში დატრიალებული პროცესების გამო: საქართველოსთვის “მაპ”-ისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე, არა თვეების შემდეგ, არამედ სწორედ ახლა, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, როგორც პოლიტიკური და სრულიად ადეკვატური პასუხი დასავლეთის მხრიდან რუსეთის პოზიციაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. მზად არის ამ ვერსიის განსახილველად ქართული დიპლომატია?! რა თქმა უნდა, არა. მზად არის დასავლური პოლიტიკური ისტებლიშმენტი?! პასუხი იგივეა, მაგრამ როგორც ვერსია, დასავლეთის საპასუხო ქცევისა რუსეთის წინააღმდეგ, სწორედ რომ ზუსტად შეიძლება ჩაეწეროს დასავლეთისა და რაღა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესებში. მაგრამ ამისთვის, საქართველოს ისეთი ეფექტური და გონიერი ხელისუფლება უნდა ჰყავდეს, რომ შეძლოს მსოფლიო პოლიტიკაში არსებული გამოწვევები თავისთვის პლუსებად შემოატრიალოს. რაღა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში არც შესაძლო რისკები და საფრთხეები უნდა დაგვავიწყდეს: გაბედავს რუსეთი მეორე ფრონტის გახსნას კავკასიაში, ანუ საქართველოში?! განახორციელებს ჩვენს პირდაპირ ოკუპაციას მაშინ, როცა ერთი ხელით სამოქალაქო ომის პირას მდგარ უკრაინაში იბრძვის?! აქვს ამ კითხვაზე პასუხი საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ერთ ხმაში ამტკიცებს, რომ რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ყველა ბერკეტი ამოწურული აქვს?! თუ ამოწურული აქვს, ჰა ბურთი და ჰა მოედანი: ერთი ხელის გაწვდენაღა დაგვრჩა და იქნებ “მაპ”-საც ვიღებთ და ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერასაც. არ ღირს მოსინჯვად?! ფანტასტიკის სფეროა?! არავინ იცის რა რესურსები შეიძლება დასჭირდეს დასავლეთს რუსეთზე ზეწოლისთვის! და იქნებ ჩვენ სწორედ, კარგი გაგებით, ამ სცენარში ჩავეწეროთ. მაგრამ ამ ტიპის ანალიზებისა და შეთავაზებებისთვის თავად ხელისუფლება უნდა იყოს მზად, რომელმაც სულ ახლახან დაასრულა ორი უშიშროების საბჭოს ფორმირების პროცესი.
- ისევ პრესკონფერენციას დავუბრუნდები, სადაც პრემიერ-მინისტრმა გაკვირვებით იკითხა, რუსეთიდან მომდინარე რომელშესაძლო საფრთხეებზეა საუბარიო. დავიჯერო, პრემიერი მართლაც არა არის ბოლომდე ინფორმირებული შესაძლოსაფრთხეების შესახებ, თუ ეს პასუხი ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამკვიდრებული წაყრუების პოლიტიკის ნაწილია?
- ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ჩემთვის სრულიად გაუგებარია მიდგომა: “რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ ყველა რესურსი ამოწურა”. მე ნამდვილად არ ვხატავ აპოკალიპსურ სურათს და არ მიმაჩნია, რომ რუსეთისგან საფრთხე კარს მოგვდგომია, მაგრამ, მეორე მხრივ, არც ასეთი ხელაღებით ლაღი განცხადებების მომხრე ვარ. უბრალოდ, ორ სავარაუდო სცენარს მოვიყვან: მაგალითად, მოგეხსენებათ, ბოლო დროს როგორ გააქტიურდა სხვადასხვა კონტექსტით სომხეთ-რუსეთის საერთო საზღვრის მოსურნეთა ხმაური, რაც თავისთავად ენით აუწერელი ფანტასტიკის სფეროდ გვეჩვენება. მაგრამ, აბა, წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს რომელიმე რეგიონმა, უპირველესად ეთნიკურად არაერთგვაროვანმა, უარი განაცხადოს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე სხვადასხვა მიზეზებით და წინააღმდეგ შემთხვევაში გარკვეული სანქციებით დაიმუქრონ?! ასე არარეალურია ეს ჰიპოთეტური სცენარი?!
მეორეს გეტყვით: მხოლოდ ერთ რუსულ ბანკს საქართველოში “ვითიბის”, სურვილისა და დავალების შემთხვევაში, შეუძლია თუ არა საქართველოს ფინანსური სისტემის ნგრევა თუ არა, სერიოზული რყევები გამოიწვიოს?! მიპასუხონ ფინანსისტებმა და ეკონომისტებმა?!
არის თუ არა ეს ბერკეტი?! ასე რომ, ცოტა უფრო შორს გახედვა გვმართებს, ანალოგიური ლაღი განცხადებების კეთებისას. საკითხი ასე კი არ დგას, აქვს თუ არა რუსეთს ბერკეტი, არამედ ასე: მოინდომებს თუ არა და რა ვითარებაში მის გამოყენებას.
- სხვა უამრავ კომპონენტთან ერთად ქვეყნის უსაფრთხოების ერთ ერთი უმძლავრესი ბერკეტი საგარეო პოლიტიკაა. ჩვენგასულ პერიოდში დავინახეთ, რამდენად არაეფექტურად რეაგირებს საგარეო უწყება თუნდაც იმავე რუსეთის“მავთულხლართების” პოლიტიკაზე. სულ რამდენიმე დღის წინ კი საგარეო უწყებამ ლამის ერთი დღე მოანდომა“შეშფოთების” გამოხატვას აფხაზეთში საზღვრის 11 კილომეტრით გადმოწევაზე. თუმცა იმავე ტექსტში ჩემთვის“ამოვიკითხე”, რომ ეს რუსეთის წინააღმდეგ კი არა, საქართველოს მოსახლეობის დასამშვიდებლად გაკეთებული განცხადებაიყო. კონკრეტული კითხვა მაქვს, არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსი იმგამოწვევების ადეკვატური, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას?
- არსებული საგარეო პოლიტიკური რეალობების ფონზე ჩვენთვის ამ ეტაპზე მთავარია, ვიცოდეთ, რა გვინდა და ვისი მეშვეობით ვაპირებთ მიზნის მიღწევას. კერძოდ, უნდა ვიცოდეთ, რა გამოწვევები გველოდება და გვქონდეს თუ არა იმედი დასავლელი პარტნიორების დახმარებისა და გვერდში დგომის. თუ მარტო მოგვიწევს ამ გამოწვევებთან გამკლავება, ისევე როგორც დღეს უკრაინას. დამღუპველია ამ გლობალურ სამყაროში ისე დაგეგმო შენი საგარეო პოლიტიკა, რომ მსოფლიოს თუნდაც ერთი შეხედვით მოშორებულ წერტილში მიმდინარე პროცესები არ გაითვალისწინო. საკითხავია ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, “არაბული გაზაფხულის” ანალოგად უნდა განვიხილოთ თუ ახლო აღმოსავლეთის პროცესების შორეულ გამოძახილად: იმას ვგულისხმობ, რომ ეყოფა თუ არა ავღანეთსა და ერაყში გაბმულ დასავლეთს, რომელიც იძულებული იყო ტაიმ-აუტი აეღო სირიისა და ირანის მიმართულებით და ამ საქმეში რუსეთის დახმარება ჰაერივით სჭირდებოდა, ძალა და სურვილი უკრაინის საკითხში რუსეთთან რეალური დაპირისპირების. ეს ის დიაგნოზია, რომელიც, დიდი ალბათობით, შესაძლოა, საქართველოზეც გავრცელდეს.