აფხაზების აჯანყება რუსული ფულის გამო

აფხაზების აჯანყება რუსული ფულის გამო

სოხუმის სამთავრობო შენობებთან და პარლამენტთან უსაფრთხოების გაძლიერებულია. ამის მიზეზი კი არის ის რომ აფხაზეთის ოპოზიცია ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის ეკონომიკურ გეგმებს.

აფხაზეთში არეულობა რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების განხილვის ფონზე დაიწყო. დოკუმენტის რატიფიცირება 15 ნოემბერს უნდა მოხდეს. რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა აღნიშნა, რომ ეს დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს აფხაზეთის ეკონომიკაში. ამ რატიფიცირების მიხედვი რუსებს აფხაზეთში საშუალება ექნებათ ფულის დაბანდება სოფლის მეურნეობის, წარმოების, ტურიზმისა და დასვენების განვითარებაში, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

თუმცა, ამას ყველა არ თენხმება. აფხაზეთის ოპოზიციის წარმომადგენლები თვლიან, რომ ხელისუფლება ემზადება აფხაზური მიწების რუს ბიზნესმენებზე მიყიდვისთვის. „ეს შეთანხმება, რომლის რატიფიცირებაც უნდათ, ნიშნავს იმას, რომ ოლიგარქებს უზარმაზარ სარგებელ მისცენ და აფხაზეთის გაყიდვს მწვანე შუქი მისცენ, - ამბობს ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ეროვნული ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ადგურ არძინბა.

11 ნოემბერს აფხაზეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც არეგულირებს ქვეყანაში მრავალფუნქციური კომპლექსების სტატუსს, რომელიც ეხება რუსეთ-აფხაზურ შეთანხმებას. ამის შემდეგ, გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, პარლამენტის შენობის ეზოში ადამიანთა ჯგუფმა ერთ-ერთი დეპუტატის მიმართ „უკანონო ქმედება“ ჩაიდინა. შედეგად ოთხი ადამიანი დააკავეს - პარლამენტის ყოფილი წევრები გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა, ასევე ოპოზიციის აქტივისტი ომარ სმირ.

ორშაბათს საღამოს აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. მათ გადაკეტეს ფედერალური გზატკეცილი და ჩაკეტეს ორი ხიდი ტრაქტორებით, რითაც შეზღუდეს კომუნიკაცია არა მხოლოდ რუსეთის სამხრეთით, არამედ თვით არაღიარებული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილთან და სოხუმთან.

აქტივისტებმა გზები მხოლოდ 12 ნოემბერს დილით გახსნეს, მას შემდეგ, რაც პარლამენტის წევრ ბესლან ემურხბა და ოჩამჩირის რაიონის გამგებელ ბესლან ბიგვავა დაპირდნენ, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას შეუწყობდნენ ხელს.

ყველაფერი ასე ნათელი არ არის

რუსეთის ფედერაციასთან საინვესტიციო ხელშეკრულება აფხაზეთისთვის მთავარი პროექტია, რომელიც თამაშის კორუფციულ წესებზეა დამოკიდებული, - განუცხადა TRT-ს ანტონ კრივენიუკმა, რუსეთ-აფხაზური ურთიერთობების ექსპერტმა.

მისი თქმით, ახლა ყველაფერი ასე მუშაობს: რუსი მიდის აფხაზეთში, სადაც მას აბსოლუტურად არანაირი უფლება არ აქვს და მიწის ყიდვას სთავაზობენ, მაგრამ დიდი დათქმებით. მაგალითად, მიწას მის სახელზე არ დაარეგისტრირებენ, თუმცა ინვესტიცია ჩადებს ადგილობრივი ჯგუფების პარტნიორობაში. ყოველივე ეს გულისხმობს უამრავ პირობებს, როდესაც უცხოელმა შეიძლება დაკარგოს შეძენილი მიწები და ბიზნეს აქტივები.

„აფხაზური საზოგადოება კმაყოფილია ამ სიტუაციით“, - აღნიშნავს სააგენტოთან რესპოდენტი. რუსებს ფულის აღება უნდათ და შემდეგ, უხეშად რომ ვთქვათ, ამ ფულით აფხაზებს „გადააგდებენ“. მე არ ვამბობ, რომ ქვეყანაში ყველა ასე მუშაობს, მაგრამ ასეთი ფაქტები არსებობს. რუსებს, პირიქით, უნდათ, რომ მოვიდნენ, იყიდონ ყველაფერი და იმუშაონ აქ რუსული კანონმდებლობით, ადგილობრივების აზრის გაუთვალისწინებლად. ახლა არის შეტაკებები ამ ორ უკიდურესობას შორის“.

მისი თქმით, ოპოზიცია ეწინააღმდეგება არა მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეთანხმება რუსული ბიზნესის არსებობას, არამედ მიზეზი შეიძლება იყოს უფრო პრაგმატული - ხელისუფლებაში მოსვლა და აფხაზური რესურსების გაყიდვაზე კონტროლის აღება.

„ამიტომ, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც მომავალი წლის დასაწყისშია დაგეგმილი, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ძალიან მძიმე იქნება“, - ამბობს კრივენიუკი და დასძენს: „უპირატესობა ექნება იმ მხარეს, რომელსაც მეტი ფული ექნება და, შესაბამისად, ხალხის ქუჩაში გამოყვანის შესაძლებლობა. ამ შემხვევაში, აქ ასლან ბჟანიას ხელახლა არჩევის შანსები ძალიან მაღალია.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან კამათობს იმაზე, თუ ვინ უნდა ფლობდეს რესურსებს, რიგით მოსახლეობას ნამდვილად აქვს სანერვიულო. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთს აქვს პრეტენზია დამოუკიდებელ სახელმწიფოზე, ამ დრომდე რესპუბლიკს ეს უფლება მხოლოდ ხუთმა ქვეყანამ სცნო.

წყარო: https://www.trtrussian.com/politika/abhazskij-bunt-protiv-rossijskih-deneg-18231389

თომა აბა თქვენ იცით არ დაინდოთ ერთმანეთი, წარმატებებს გისურვებთ, სეპარატისტებო!
2 კვირის უკან