„იქნება პარლამენტთან მისასვლელი გზების პიკეტირება, მაგრამ სახელმწიფო და ხალხი ამას ვერ დაუშვებს, მხარდამჭერები ჩვენც გვყავს“

„იქნება პარლამენტთან მისასვლელი გზების პიკეტირება, მაგრამ სახელმწიფო და ხალხი ამას ვერ დაუშვებს, მხარდამჭერები ჩვენც გვყავს“

რის მიღწევას შეძლებს საბოლოოდ ოპოზიცია და რისთვის არის მზად „ქართული ოცნება“? სადამდე შეიძლება პროცესები მივიდეს და როგორი იქნება პარლამენტის სხდომის პირველი დღე? ამ და სხვა კითხვებზე მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი ლადო ბოჟაძე for.ge-სთან ინტერვიუში საუბრობს. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი აცხადებს, პარლამენტის პირველის ხდომის შეკრებას ვერავინ ვერც ხელს შეუშლის და ვერ სიების ჩახსნით, მის არალეგიტიმურად გამოცხადებას შეძლებს. ბოჟაძე ამბობს, რომ ოპოზიცი ისევ წაგებულ თამაშს თამაშობს და გაზაფხულის სესიაზე ოთხივე ოპოზიციურ პარტიას პარლამენტში ელის.

ოპოზიციამ არჩევნების შემდეგ რამდენიმე მიმართულებით ბრძოლა გამოგიცხადათ. პირველი ეს არის ქუჩის აქციები და მეორე სამართლებრივი ბრძოლა. ამ ეტაპისთვის ვერც ერთ მათგანს ვერ ახერხებენ, თუმცა ორმა ოპოზიციურმა პარტიამ გამოაცხადა, რომ სიებს ჩახსნიან და პარლამენტი ამის შემდეგ არალეგიტმური იქნება, შესაბამისად, ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. სამართლებრივად რა შანსები აქვთ და რას ცდილობენ ეს პოლიტიკური პარტიები?

- პირველ რიგში, დავიწყოთ იქიდან, რომ კონსტიტუციით მათი ქმედება არაფერს ნიშნავს და ეს არის ფეიკ მოქმედება, რომელსაც არც პოლიტიკური და არც იურდიული ძალა არ ექნება. კონსტიტუციაში სწორედაც ამიტომ არის ეს ჩანაწერი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა, ვინც არჩევნების შედეგებს არ დაემორჩილება და სიებს გააუქმებს, რათა ახალი არჩევნები დაინიშნოს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა სიტუაცია შეიქმნება, ქვეყანას რა მოუვა?! სისულელეა პარლამენტის ლეგიტიმაცია დამოკიდებული იყოს მხოლოდ იმაზე, რომ წაგებულმა პოლიტიკოსებმა უარი თქვეს მანდატებზე. სიების ჩახსნის ვადა ჯერ კიდევ არჩევნებამდე ათი დღით ადრე გავიდა. სიის ჩახსნის შემთხვევაში პოლიტიკური პარტია ბიულეტინში არ იქნებოდა. ასეთი რამ მათ არ გაუკეთებიათ. ახლა კი რაც შეეხება პირველ სხდომას, როგორც კი შეიკრიბება და ჩვენ 150 კაცის უფლებამოსილებას ვცნობთ, ამის შემდეგ შეუძლიათ სიების ჩახსნა, თუმცა ამაზეც „ოცნებამ“ უნდა იმსჯელოს - ვისაც უნდა უარს ეტყვიან, ვისაც უნდა - თანხმობას.

მსგავსი სიტუაცია იყო ზუსტად 2020 წელსაც და მაშინაც თითქოს სიები ჩახსნეს და უარს ამბობდნენ პარლამენტში შესვლაზე. ახლაც იგივეს იმეორებენ. რით ჰგავს და განსხვავდება ეს ორი არჩვენები ერთმანეთისგან?

- კი ბატონო, ყველას ახსოვს 2020 წელი და ოპოზიციის მოქმედებები. მაშინაც სიები ჩახსნეს, რაღაცა განცხადებები წერეს. საბოლოო ჯამში, პარლამენტშიც შევიდნენ და იმ გაცდენილი თვეების ხელფასებიც კი მოითხოვეს. ეს არის მათი რეალური სახე. აქედან გამომდინარე, ეს კიდევ ერთი ტყუილია, რომელშიც არაერთხელ არიან მხილებულები. უბრალოდ ცდილობენ რაღაცის რადიკალიზებას. ვხედავთ ქუჩაში ხალხი ვერ გამოიყვანეს და ვითომ პრინციპული პოლიტიკოსების როლის თამაშს შეუდგნენ. ერთი მხრივ საკუთარი ამომრჩევლის და დამფინანსებლების წინაშე თავის გამართლებას ცდილობენ, მეორე მხრივ კი უცხოელი პარტნიორების წინაშე მებრძოლ პოლიტკოსების როლს თამაშობენ - ვითომ მანდატებისთვის არ უბრძოლიათ. მაშინ პოლიტიკაში რისთვის არიან და რატომ მიიღეს არჩევნებში საერთოდ მონაწილეობა?! ესეც იგივე ფარსია რაც 2020 წელს ხდებოდა.

ოპოზიცია ახლა ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ამბობს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება იქნებით. მათი მოთხოვა რით არის გამყარებული?

- რა თქმა უნდა, ძალიან სასაცილოა მათი საუბარი იმაზე, რომ ჩვენ დე ფაქტო ხელისუფლება ვართ და ესენი არიან გამარჯვებულები, შესაბამისად, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ისე უნდა იპოზიციონერონ. არ ვიცი ასეთ აბსურდს ვის აჯერებენ, მაგრამ სასაცილოც აღარ არის უკვე მათი განცხადება და ქმედებები.

ეუთო/ოდირმა არჩვენების მეორე დღეს ბრიფინგი ჩაატარა და განაცხადა, რომ არჩევნები შედგა, კენჭისყრის დღე კარგად იყო ორგანიზებული და, რა თქმა უნდა, თუკი რამე ხარვეზები იყო, იქნება რეკომენდაციები, შენიშვნები და ჩვენ მზად ვართ ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ. ამიტომ, ჩვენ ველოდებით ცესკოს საბოლოო შედეგების შეჯამებას. პარლამენტი შეიკრიბება და საქმიანობას შევუდგებით. თუ ოპოზიციას აქვს ძალა და ენერგია, რასაც ქუჩაში ხეტიალში კარგავენ, პარლამენტში დებატებში გამოიყენონ. იზამენ ამას - ხომ კარგი, თუ არადა არც არჩევნების შედეგებს, არც პარლამენტის ლეგიტიმურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ოპოზიცია ამბობს, პარლამენტის შეკრების პირველი დღისთვის ემზადება. როგორ წარმოგიდგენიათ ეს დღე, მოვლენების განვითარება და რისთვის არის „ქართული ოცნება“ მზად?

- აქაც 2020 წლის მსგავსი სცენარი იქნება. პარალელური დათვლის გაყალბება „ისფედმა“ მხოლოდ მაშინ აღიარა, როცა პირველი სხდომა ჩატარდა. ახლაც ისევ იმის ჩვენებას ეცდებიან, რომ პარლამენტში მხოლოდ „ოცნება“ შევიდა. ეს იქნება ერთგვარი სურათის შექმნის მცდელობა. იქნება აქცია, პარლამენტთან მისასვლელი გზების პიკეტირება, თითქოს ჩვენ არ მოგვეცეს საშუალება პარლამენტში შევიდეთ, სხდომა გავხსნათ. რა თქმა უნდა, სახელმწიფო და ხალხი ამას ვერ დაუშვებს. თუკი ოპოზიციას ამომრჩეველი ჰყავს, მხარდამჭერები ჩვენც გვყავს. ოთხივე პარტიას, რომელიც პარლამენტში შემოვიდა, 300 ათასზე მეტი ხმით ვაჯობეთ. ამიტომ, ბუნებრივია, ხალხის არჩევანს ჩვენც პასუხისმგებლობით ვეკიდებით. რა თქმა უნდა, ცესკო როგორც კი შემაჯამებელ ოქმებს წარმოადგენს, 10 დღეში პარლამენტი შეიკრიბება. ამათ გამო ქვეყნის სვლას და არსებობას ვერ შევუშლით ხელს.

ახლა ოპოზიციაში ერთმანეთის მიმართ ეჭვები და უნდობლობა აქვთ. ვინ შეიძლება პირველი შევიდეს პარლამენტში. მთავარ ეჭვმიტანილად გახარია და მისი გუნდი ითვლება. თქვენი ვარაუდით, შიდა კულუარული საუბრებით, ვინ იქნება ეს პირველი მერცხალი?

- განსხვავებით ძველი და ახალი ნაციონალური მოძრაობისგან, არც გახარიას და არც „ლელოს“ ასეთი განცხადებები არ გაუკეთებიათ, რომ სიებს ხსნიან და მანდატებს ტოვებენ. ალბათ, პირველ რიგში იმიტომ, რომ ამომრჩევლის მოტყუება არ სურთ და მათი სურვილის შესრულებას აპირებენ. თუმცა ველოდებით, როგორც გახარიას და „ლელოს“, ასევე, შემდეგში ძველ-ახალ ნაციონალებსაც. რა თქმა უნდა, პარტიებში არის უკმაყოფილება და დაპირისპირებაც შესვლა-არშესვლაზე. 2020 წელსაც იყო საჯარო და მედია ფიცის დადება, რომ არ შევიდოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. როგორც უკვე აღვნიშნე, ხელფასებს ბოლო კაპიკებამდე ითვლიდნენ. გახარიას პარტიაშიც და „ლელოშიც“ არიან კარგი იურისტები, რომლებიც ხვდებიან, რომ ამ აბსურდულ თამაშში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. თუმცა საგაზაფხულო სესიაზე, დამერწრმუნეთ ოთხივე პარტია პარლამენტში იქნება.

ოპოზიცია ირწმუნება, რომ დასავლეთიდან არჩევნების აღიარება ჰაერშია გამოკიდებული, რაც იმანს ნიშნავს, რომ  დასავლეთიდან ლეგიტიმაცია არ გაქვთ. საქართველოს თემაზე სხდომა გადაიდო და ოპოზიცია აქამდე ელოდება იქიდან წამოსულ რეაქციებს. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, რა რეაქციებს ელით დასავლეთიდან?

- ჩვენ როცა დასაველთიდან განცხადებებზე ვსაუბრობთ, ბუნებრვია, არ ვგულისმხობთ დასაველთის კონკრეტულ სახელმწიფოებს და მათ ლიდერებს. ვგულისხმობთ იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ნაციოანლური მოძრაობის მეგობრები და ლობისტები არიან. ეს ხალხი იბრალებს, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობრები არიან. სინამდვილეში კი მხოლოდ ნაციონალების მეგობრები არიან. ვიხილეთ ეს ხალხი 11 ნოემბერს, აქციაზეც გამოვიდნენ და რა თქვეს ქართველმა ხალხმა ესეც კარგად გაიგო. საგარეო კომიტეტების ხელმძღვანელებიდან 5 კაცი საერთოდ პოლიტიკაში აღარ არის. გერმანიაში ჩამოეშალათ ხელისუფლება და როთიც პოლიტიკიდან წავიდა. მისი საქართველოში ვიზიტი ექსკურსიაზე წამოსვლას უფრო ჰგავდა. ის, რომ მათ დასავლეთიდან ჰყავთ მფარველები და მხარდამჭერები ფაქტია, ამას ღიადაც აცხადებენ. ამიტომაც არ უნდოდათ „გამჭვირვალეობის კანონის“ მიღება.

ამ პოლიტიკოსებსაც ვალდებულებები აქვთ ამათთან, რომ მხარი დაუჭირონ. ამიტომ დასავლეთი ასე, ერთპიროვნული არ არის ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით და ისე არაა სიტუაცია, როგორც ამას ოპოზიცია ხატავს. დასავლეთი ხომ ხედავს, რომ ოპოზიცია, რომელსაც ამდენმა ხალხმა ხმა მისცა, მათი ნაწილის გამოყვანასაც ვერ ახერხებს ქუჩაში და ეს ადამიანებიც არ იჯერებენ, რომ ოპოზიციას ვინმემ არჩევნები გაუყალბა. ოპოზიცია არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, არანაირ მტკიცებულებები არ წარუდგენიათ. ყველაფერზე გვაქვს პასუხი ჩვენს პარტნიორებთან. ვმუშაობთ საელჩოებთან და მათი ქვეყნის ლიდერებთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს. ამიტომ აქ  ნაცების ერთი, ორი ლობისტის ჩამოსვლა არაფერს წყვეტს, მით უმეტეს, რომ ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მოგვცა.

კარლო ეს ხალხი დასავლეთიდან როგორ შეიძლება ქართველი ხალხის მეგობრებად ჩავთვალოთ, როცა ქართველი ხალხის გენოციდზე წინა ხელისუფლების მხრიდან ერთხელაც არ ამოუღიათ ხმა, ქრთამების მიღების ტკბობით იყვნენ დაკავებული და სულაც არ აინტერესებდათ და არ აინტერესებთ ქართველი ხალხის ბედი. ფაშიზმის დაბრუნების სურვილი ქვეყანაში თუ ქვეყნის და ერის მეგობრობაა, მაშინ ისეთი მდგომარეობა შეექმნას მათ ქვეყნებს და მერე მიხვდებიან ალბათ, როგორი მეგობრები იყვნენ და რას უსურვებდნენ ქართველ ხალხს
2 კვირის უკან
დეა ეს ბიჭი ძალიან დადებითი პოლიტიკოსია. ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში სამწუხაროდ ნაკლებია მსგავსი ხალხი. მომწონს რაღაცნაირად.
2 კვირის უკან