სამოქალაქო დაპირისპირების რისკები იზრდება

სამოქალაქო დაპირისპირების რისკები იზრდება

ევროპარლამენტარების პარალელურად, საქართველოში სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს ითხოვს შვედი ეკოაქტივისტი, გრეტა თუნბერგი, რომელიც გარდა იმისა, რომ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციაში არის ჩართული, ასევე თავად არის აქციის ორგანიზატორიც. ცნობისთვის, მანამდე შვედი ეკოაქტივისტი აზერბაიჯანში მიმდინარე კლიმატის ცვლილებების კონფერენციას აპროტესტებდა თავისუფლების მოედანზე. ახლა კი საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამდგარ შედეგებს აპროტესტებს.

რადიკალური მოქმედებისკენ მოუწოდებს ოპოზიციას „დაიტოვეს“ აქტივისტი ილია ღლონტი, რომლის განცხადებით, იწყება ქალაქის პარალიზება და ემზადებიან იმ დღისთვის, როდესაც მთელი საქართველოს ფეხზე დადგება. ხალხის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ რადიკალურ ოპოზიციას მიმართავენ ასევე რადიკალი ანალიტიკოსების ნაწილი და მოქმედებისკენ მოუწოდებენ. კერძოდ, ხათუნა ლაგაზიძე მოუწოდებს ოპოზიციას, დაიწყოს პოზიციონირება, როგორც არჩეულმა ხელისუფლებამ.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა, რომელმაც ჩვენი ინფორმაციით, დასავლეთის მოთხოვნით შეაჩერა ტექნიკური მთავრობის ფორმირება, ახლა უნდა იმოქმედოს და ჩამოაყალიბოს ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რაც ანალიტიკოსების შეფასებით, ქვეყანაში შექმნის სამოქალაქო დაპირისპირების რისკებს.

როგორც თემურ მაისურაძე აცხადებს, ახლა ყველა ბერკეტი არის ხელისუფლების ხელში. ის უცხოელები, რომლებიც აკეთებენ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას, სასაწრაფოდ უნდა გააძევონ ქვეყნიდან.

„დამისახელეთ ქვეყანა, სადაც უცხოელს აქვს უფლება ჩავიდეს და სახელმწიფო გადატრიალების მოთხოვნით ჩაატაროს მიტინგი. უნდა დაიჭირო, ჩასვა თვითმფრინავში და გაუკეთო დეპორტაცია. ეს იქნება კარგი მაგალითი იმისათვის, რომ ვერავინ ვერ გაბედოს აქ რევოლუციის მოწყობა. თუ ჩვენ ამაზე არ გვექნება რეაგირება, მაშინ ღირსი ვიქნებით თავზე დაგვამხონ ეს სახელმწიფო. არ შეიძლება ამის დაშვება.

მათი ბოლო მსვლელობა იმიტომ მიდის უკიდურესობისკენ, რომ ეს არის აბსოლუტურად ბოლო შანსი და აღარასოდეს არ ექნებათ ამის შანსი და ეს თვითონაც კარგად ესმით. წარმოიდგენთ, ევროპას ამხელა ფული აქვს დახარჯული არა საქართველოსთვის, არამედ აი, ამ გადამტრიალებელთა ჯგუფის ჩამოყალიბებისთვის, და ახლა ხედავს, რომ ეს მანქანა ვერ მუშაობს. პრეზიდენტი გამოდის, მაგიდაზე მუშტს უბრახუნებს, მაგრამ ძალა არ გააჩნიათ და ეს ძალა შეიძლება შესძინოს ხელისუფლებამ თავისი სიჩუმით, უსუსურობით. ისევე როგორც უცხოელების, ასევე ქვეყნის შიგნით ისევ ქართველების მიერ კანონიერი ხელისუფლების დამხობის შესახებ მოწოდება უნდა იყოს აღკვეთილი სასწრაფო წესით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თემურ მაისურაძე.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, არავითარ ჩარჩოში არ ჯდება განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციამ დაიწყოს პოზიციონირება, როგორც არჩეულმა ხელისუფლებამ.

„ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ის, რასაც აკეთებს, რა თქმა უნდა, დაუშვას თითქოსდა გამოხატვის თავისუფლება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში და აღკვეთოს ის, რაც სცილდება კანონს. სხვას ვერაფერს ვერ გააკეთებს. ხელისუფლება მათ ლაპარაკს ვერ აუკრძალავს. მათ შეუძლიათ თქვან ის, რისი თქმაც სურთ. მეორე საქმეა საზოგადოება როგორ მიიღებს და აღიქვამს ამას. მეორე მხრივ, იგივე სოცქსელებით თუ ვიმსჯელებთ, საზოგადოების უმრავლესობამ ამ ექსპერტის (ხათუნა ლაგაზიძის) მოწოდება აღიქვა სისულელედ“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

 

ლაზი ლაგაზიძე უბრალო ექსპერტი კი არა, პოლიტიკური სტრატეგია. დაგავიწყდათ? როგორ დაუფუძნა და აუყვავა პარტია ბურჭულაძეს? მაგან თუ თქვა მთავრობასაც ისე ააგუგუნებს, როგორც ბურჭულაძის პარტია გუგუნებს.
თუ კიდევ ღლონტმაც დაუჭირა მხარი, წასულა ამ მთავრობის საქმე და ეგ არის.
ისე ეგ როთის შანტრაბა რომ კულტურულად აეყვანათ და სპეცრეისით, როგორც, თავისი საქმის მცოდნე, უშიშროების სამსახურს შეეფერება, უხმაუროდ გაემსევრებინათ საქართველოდან, ეს იქნებოდა მძლავრი სიგნალი ყველასათვის, რომ საქართველო სახელმწიფოა და არა ვიღაცის დომინიონი.
2 კვირის უკან
sapiqrali მძიმე სურათია!!!!!!!!!
2 კვირის უკან