"მერაბიშვილმა მადლობა თქვას, რომ არ აუპატიურებენ!" – გია კრიალაშვილის და

"მკვლელ ვანიას და მის მახინჯ ცოლს ის უკვირთ, რომ მერაბიშვილს ტომარა ჩამოაცვეს და საკნიდან გაიყვანეს?!"

"გივი თარგამაძე ესწრებოდა ამ ოპერაციას და დაჭრილ ბიჭებს წიხლებს ურტყამდა და აფურთხებდა"


დღეს გავრცელდა სკანდალური ვიდეო მასალა, სადაც ექს-პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი სამხედროებისაგან 2 გვამს ითხოვს. გავრცელებული ვიდეო მუხროვანის ინციდენტს შეეხება. ჩვენ დავუკავშრდით მუხროვანის ინციდენტის დროს გარდაცვლილ გია კრიალაშვილის დას, ლია კრიალაშვილს და კომენტარი ვთხოვეთ:


- ეს კადრები ჩვენი ოჯახისთვის უმძიმესი სანახავი იყო. გიას გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი ჯოჯოხეთში ვცხოცრობთ. მის გარეშე სიცოცხლე ჩემთვის წამებაა და წარმოიდგინეთ დედის მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ მე გაგონილი მქონდა, ვანო მერაბიშვილი 2 გვამს ითხოვდაო, მაინც არ მეჯერა,მაგრამ დღეს ეს ყველაფერი დამტკიცდა.მკვლელ ვანიას და მაგის მახინჯ ცოლს ის უკვირს, რომ მერაბიშვილს ტომარა ჩამოაცვეს და საკნიდან გაიყვანეს?!მაგათ დროს ტომარას ვისაც აცმევდნენ და გაყავდათ, არავინ არ დაბრუნებულა ცოცხალი. მერაბიშვილმა მადლობა თქვას, რომ არ აუპატიურებენ, მაშინ როცა ეგენი გაუპატიურებისაც და სხვა ყველაფრის ღირსები არიან. მე ადვოკატების მიკვირს, როგორ იცავენ ამ ნაძირლებს, თუმცა ეგენიც მაგათი ხალხია და ეგენიც დასაჭერები არიან. ეგენიც მაგათთან მუშაობდნენ და რეალურად საკუთარ თავს იცავენ, იმათ კი არა. ჩემთვის ცნობილი იყო რომ მკვლელები გვყავდა ხელისუფლებაში და სწორედ მათ მოკლეს ჩემი ძმა.

- დღეს ამ თემაზე კომენტარი გივი თარგამაძემაც გააკეთა...


მაგ არაკაცს ურჩევნია გაჩუმდეს. ეგ ესწრებოდა იქ ამ ოპერაციას და მერე დაჭრილ ბიჭებს წიხლებს ურტყამდა და აფურთხებდა. ეს ყველაფერი გადარჩენილმა ბიჭებმა მითხრეს. გიგი უგულავაც იქ იყო. გეკითხებით, უგულავას რა უნდოდა სპეცოპერაციაზე?! ოპერაცია რომ დასრულა ვანო მერაბიშვილმა "რეჟისორს" დაურეკა და მოახსენა თქვენი ბრძანება შესრულებულიაო. ეს ნაძირლები საერთოდ როგორ იღებენ ხმას?! ვინ იყო მოღალატე, ვინ გაყიდა საქართველო და საჯიშე ბიჭები ვინ ჩახოცა უაზრო ომში?! ჩემ ძმას ეძახიან მოღალატეს და როცა ესენი საზღვარგარეთ "გულაობდნენ," ჩემი ძმა იარაღით ხელში საქართველოს იცავდა. თარგამაძე სადმე რომ ვნახო, დავახრჩობდი ამ კომენტარის გამო.

- "რეჟისორი" ახსენეთ და ვინ იყო "რეჟისორი?"

- სააკაშვილი. სწორედ ეგ იყო ამ და ყველა სხვა სიბინძურის მთავარირეჟისორი.

- როგორ ფიქრობთ, რატომ დასჭირდათ გადატრიალების ინსცენირება?

- რისთვის და ხალხის დაშინება უნდოდათ. 9 წელი დაშინებული იყო ქართველი ერი. ხმას ვერ იღებდა ვერავინ, ვინც ხმა ამოიღო არავის აპატიეს. ვინც პროტესტს გამოთქვამდა და ვისი ვაჟკაცობისაც ეშინოდათ ან მიწაში ჩადეს ან ციხეებში გაუშვეს. ესენი როგორ იღებენ ხმას, ხალხს გაუპატიურებით და წამებით სულს ხდიდნენ. თეთრაძე როგორ მოკლეს, აღარ გახსოვთ?!

- ვიდეოში ვანო მერაბიშვილი ამბობს რომ მას სჭირდება 2 გვამი. როგორ ფიქრობთ, მათ წინასწარ ჰქონდათ განსაზღვრული ის, თუ ვინ უნდა მოეკლათ?

- რა თქმა უნდა, იცოდნენ. ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ. ამ სადისტებისა და მანიაკების დადგმულ სპექტაკლს შეეწირა ჩემი უბედური ძმა. ჩემი ძმა გმირის სახელით დარჩება და ესენი მოღალატეების სახელით შევლენ ისტორიაში. ეს ნაძირლები ერის გენოციდს აწყობდნენ.

- როგორ გგონიათ, ამ კადრების მერე პროკურატურა დაინტერესდება ამ საქმით?

- 2012 14 ოქტომბრიდან შეტანილი მაქვს განცხადება და პროკურატურა დღემდე არ დაინტერესებულა. ალბათ, მართლაც ნაცვლიშვილი და ჩხატარაშვილი ბლოკავდნენ ყველაფერს. მე ღარიბაშვილის და მისი კადრების იმედი მაქვს და ვიმედოვნებ, ამ საქმესაც გამოიძიებენ