რატომ ცდილობს გიორგი გახარია დანარჩენი ოპოზიციისგან დისტანცირებას და რა არის ამის რეალური მიზეზი?

რატომ ცდილობს გიორგი გახარია დანარჩენი ოპოზიციისგან დისტანცირებას და რა არის ამის რეალური მიზეზი?

რატომ ინარჩუნებს ექს-პრემიერი გიორგი გახარია დისტანციას დანარჩენ სამ ოპოზიციური ჯგუფისგან, როდესაც ამტკიცებს, რომ მათ განცხადებებს და მოქმედებებს იზიარებს? მისი ეს დამოკიდებულება ბოლო დროს იმდენად თვალშისაცემია, რომ გაჩნდა კითხვები - რა ტაქტიკა აქვს გახარიას და რატომ ცდილობს დანარჩენი ამ სამი პოლიტიკური გუნდისგან გამოყოფას?

„კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები არჩევნების შემდეგ ერთად ჩნდებიან, მათ საერთო განცხადებები და საერთო გეგმა აქვთ. ამ კავშირში არ ჩანს ექსპრემიერი გიორგი გახარია, რომელიც

საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნასაც კი სკეპტიკურად უყურებს.

გახარიას პარტიაში პირველი რიგის ამოცანად მიიჩნევენ ცესკოს ამომრჩევლების ბაზის ნეიტრალური პლატფორმისთვის გადაცემასა და გამოქვეყნებას - პერსონალური მონაცემების დაცვით.

მართალია, ის მივიდა მიტინგზე 28 ოქტომბერს, როცა არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ხალხი რუსთაველზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა იხმო, მაგრამ სცენაზე არ ასულა. 4 ნოემბერს კი ის საერთოდ არ გამოჩენილა, არ ჩართულა ოპოზიციის გეგმაში და არც მისი პარტიის მხრიდან გაკეთებულა ამ გეგმის ირგვლივ არანაირი განცხადება. მხოლოდ ის თქვეს, რომ კარვების იდეა მათთვის მიუღებელია და ისინი კარვებში არ შევიდოდნენ.

გიორგი გახარია არ მივიდა ასევე პრეზიდენტის სასახლეში - 27 ოქტომბერს, როცა პრეზიდენტმა და ოპოზიციონერმა ლიდერებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

პრეზიდენტის სასახლეში 27 ოქტომბერს გამართულ შეხვედრებში პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, დიმიტრი ცქიტიშვილი მონაწილეობდა და პრეზიდენტის მიმართვისას სხვებთან ერთად იდგა.

რა არის გახარიას დისტნაციის მიზეზი?

კონფლიქტოლოგი და სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ გიორგი გახარია ცდილობს თავისი ქცევით დაამტკიცოს, ე.წ. მესამე ძალაა და შუაშისტური ამომრჩევლის გული მოინადიროს.

„მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ არის გარკვეული ბრალდებები და შეკითხვები 20 ივლისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით, მან შეძლო და საკუთარ მხარდამჭერთა რაოდენობა გაზარდა. ამიტომ მისი ტაქტიკა ასეთია, სადაც ნაციოანლური მოძრაობა და მისი განშტოებებია, იქ არ მივიდეს, არ მოხდეს მათთან ასოცირება. ის არის საკმაოდ პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკოსი, ამიტომ მგონია, რომ მათ ცალკეც დაელაპარაკება, მაგრამ არ სურს იმის აფიშირება, რომ თუნდაც ამ სიტუაციაში მათ გვერდით დგას. ამომრჩევლის დაკარგვის ეშინია, ამიტომ მისთვის მთავარია იმ ამომრჩევლის შენარჩუნება, რომელიც დამოუკიდებლად მიიმხრო და მისი მხრიდან ეს საკმაოდ კარგად გათვლილი ტაქტიკაა. მას ამომრჩეველი ამ ქცევას გაუგებს და ის თამაშობს სიტუაციიდან გამომდინარე. თუ ის პარლამენტში დამოუკიდებლად შევიდა, რაიმე გარიგებაზე წავიდა „ოცნებასთან“, მაშინ პოლიტიკურად გაკოტრდება. ამიტომ არ მგონია, რომ ის იყოს პირველი ოპოზიციიდან, ვინც ამ ნაბიჯს გადადგამს. თუ არ შედის არავინ, სჯობს მისივე პოლიტიკური მომავლისთვის, არც ის შევიდეს, ხოლო თუ შევა მთელი ოპოზიცია, რა თქმა უნდა, აქ პრობლემა არც მისი შესვლა არ უნდა იყოს. მე მაინც მგონია, რომ ის დაელოდება, რას იზამენ სხვები და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. საკმაოდ ფრთხილი პიროვნებაა და მას ლავირების კარგი უნარი აქვს, ეს გამოჩნდა ბევრჯერ. ამიტომაც მისი წამოგება რამეზე მაინც ნაკლებად დამაჯერებელი მგონია“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ გახარია უკვე 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება.

„პოლიტიკაში ახლად შემოსული პოლიტიკოსის კვალობაზე გიორგი გახარიამ შესანიშნავი შედეგი აჩვენა. მან გაიმეორა თითქმის ის შედეგი, რაც 2021 წელს ჰქონდა. ამიტომაც მე მგონია, რომ ის საკმაოდ ფრთხილად იმოქმედებს. მან მზადება უკვე 2025 წლისთვის დაიწყო და მისი მოქმედებით ჩანს, რომ ის სხვა ოპოზიციურ ამომრჩეველსაც მიიმხრობს. ოღონდ ამას გააკეთებს ძალიან ფრთხილად და მოზომილად. თუკი ეხლა ეს ოპოზიცია ამ ყველაფერში ჩაფლავდა, ხოლო თავად თუ ასე გააგრძელა, რა თქმა უნდა, გახარია იქნება ის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ბევრი ოპოზიციონერი პარტიის ხმებს მიითვისებს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ გიორგი გახარიას ქცევის ახსნა ძალიან მარტივია - მას აქვს საკუთარი გეგმა, რომელსაც მიჰყვება. მისი თქმით, ის პარტიები და ლიდერები, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ, ასოცირებულები არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის რეჟიმთან. შესაბამისად, გახარიამ იცის, რა, მისი ამომრჩევლის განწყობა ამ ხალხის მიმართ, ამიტომ მათთან რაც უფრო ნაკლებად იქნება დაკავშირებული, ფიქრობს, მისთვის უფრო უკეთესი იქნება.

„ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე, ყველა მათგანი ნაციონალური მოძრაობის ძველი სახეები არიან. ასევე მამუკა ხაზარაძე, რომელსაც სააკაშვილის საფულეს ეძახდნენ და ის არის პირი, რომლის მეშვეობითაც ბიზნესებს იფორმებდნენ. ეს ხალხი დაკავშირებულია ამ მძიმე წარსულის მქონე პარტიასთან და რეჟიმთან, ხოლო გიორგი გახარია არ არის ამ რეჟიმის სახე და მას მეტ-ნაკლებად ამ პოლიტიკოსებისგან განსხვავებით წარსული სუფთა აქვს. ის სანამ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში არ შემოიყვანა, მანამდე არსად ყოფილა და ოპოზიციაში შედარებით სუფთა ხელებით არის.

გახარია ფიქრობს, რომ თუკი სცენაზე მათ გვერდით დადგება, „ოცნებას“ მეტი არგუმენტი ექნება იმისთვის, რომ ის ნაციონალად მოიხსენიოს. გვახსოვს მისი გადადგომის ამბავი და ის განცხადებები, რაც მასზე „ოცნებამ“ გააკეთა. ასევე მასზე ბიძიან ივანიშვილმაც ისაუბრა და ის ნაციონალებთან ალიანსში დაადანაშაულა, ამიტომ ამ არგუმენტის გამყარების საშუალება არ უნდა ხელისუფლებას მისცეს. მისი ამომრჩეველი მაინც ყოფილი „ოცნების“ მხარდამჭერია, რომლისთვისაც ნაციონალები მიუღებელია. მე მაინც მგონია, რომ ნიკა გვარამია და გიორგი გახარია იქნებიან ის პრაგმატული პოლიტიკოსები, რომლებიც პარლამენტში შესვლას გადაწყვეტენ. მგონია გვარამიამ კარვების თემა სპეციალურად წამოსწია და ასევე ვითომ განაწყენებულია. ის ამით ცდილობს, რომ ოპოზიციის ამ ლიდერებს დაუძვრეს და მათ შეაწმინდოს საბოლოო ჯამში ყველაფერი“, - ამბობს მამარაძე.

არაგველი641 არავითარი რთული გამოსაცნობი არაა, თუ რა უნდა გახარიას.
შემდეგი არჩევნებისათვის ის იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა და შეასრულებს ნაცებისადმი ნათქვამს: "მე თქვენ დაგასრულებთ"
3 კვირის უკან
Gami გახარიას ამ რთულ კომბინაციებს მისი კუსპარა, ნახევრქალა მეზვრიშვილი თუ ხვდება?
3 კვირის უკან