ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპელი მღვდელი გაპონი, მომენტს არ უშვებს, საქართველოზე ცუდი რომ არ თქვას, ან ვინმეს არ ათქმევინოს. პირად ამბიციებსა და ულტრამემარცხენე იდეოლოგიას გადაყოლილმა ურსულამ, ლამის დაშლის პირას მიიყვანა ეკონომიკურად და პოლიტიკურად განადგურებული, ერთ დროს გაბრწყინებული საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი პოლიტიკური გაერთიანება - ევროკავშირი, - ამის შესახებ პარტია "მემარცხენე ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ძაგანიამ, განაცხადა.
როგორც ძაგანიამ აღნიშნა, ფონ დერ ლაიენმა, ამჯერად ქართველი ხალხის დასაშინებლად, ქართველების მოძულე ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა აალაპარაკა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ქართველებს კიდევ ერთხელ დაემუქრა.
"ურსულამ, ამჯერად, საქართველოს წინააღმდეგ, ხალხის დასაშინებლად, ერთგული თანამოაზრე, ქართველთმოძულე ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა აალაპარაკა და ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით კიდევ ერთხელ დაგვემუქრა. ქართული აუდიტორიისთვის გათვლილ ინტერვიუში, ევროპარლამენტარი მარკეტა, სხვა ბევრ სიცრუესა და სისულელესთან ერთად, ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის მიღებული კანონები, წინააღმდეგობაშია ევროკავშირის იდეოლოგიასთანო და თან ამბობს, რომ ჩვენ არაფერს ვავალდებულებთ საქართველოსო. ასეთი ამორალური, არაევროპული დამოკიდებულების შემდეგ, უკვირთ, რატომ ითხოვენ ევროპარლამენტარები ურსულას იმპიჩმენტს და რატომ ითხოვს ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების მოსახლეობა კავშირიდან გამოსვლას." - განაცხადა ძაგანიამ.
მისივე თქმით, საქართველომ თავადვე უნდა თქვას უარი დეგრადაციის პირას მყოფ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ვინაიდან, არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, როდესაც გაერთიანების სათავეში მღვდელი გაპონის იდეოლოგიის მქონე პოლიტიკოსები არიან, ამ კავშირში, საქართველოს ადგილი არ არის.
"რაც შეეხება საქართველოს, კიდევ ერთხელ დასაფიქრებელია, არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მაშინ, როდესაც კავშირის სათავეში, მღვდელი გაპონის მსგავსი იდეოლოგიის პოლიტიკოსები არიან, არის კი საქართველოს ადგილი ამ კავშირში? - ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, არათუ ვინმეს უარის უნდა გვეშინოდეს, არამედ, ჩვენ თავად, სასწრაფოდ უარი უნდა ვთქვათ დეგრადაციის პირას მყოფ ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ახლავე, ერთმნიშვენლოვნად ჩვენი ხელით უნდა მოვიცილოთ კისრიდან ყულფი, რომელშიც თავი თავად გავყავით," - აღნიშნა კახა ძაგანიამ.