გიორგი გახარია გიორგი ქობულიას შუამავლობით ალაგებს ხელისუფლებასთან ურთიერთობას?

გიორგი გახარია გიორგი ქობულიას შუამავლობით ალაგებს ხელისუფლებასთან ურთიერთობას?

სად არის გიორგი გახარია? - არ ჩნდება საპროტესტო აქციაზე, ტრიბუნაზე არ ადის, თუმცა თავისი წილი პროტესტი აქვს და აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და აანონსებს ბრძოლას. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გახარიამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას შუამავლობით დაიწყო. როგორც ჩანს, გახარიას პარტია იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებას ოპონირებას პარალამენტიდან გაუწევს.

შეგახსენებთ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებზე საუბრისას განაცხადა, მათ გასამართლება მოუწევთ. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, სასამართლოს დონეზე ყველა დოკუმენტი დალაგებულია.

„ისევ დავუბრუნდები ამ ჩემს მოუშუშებელ ჭრილობას - აი, გახარიას პარტიის წევრები. არასდროს შეურაცხყოფა არ მიმიყენებია პოლიტიკოსისთვის, მაგრამ ამ გარეწართან, ამასთან რომ დგანან, ამის გვერდით, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ. რა თქმა უნდა, შავით-თეთრზე დავუმტკიცებთ ყველაფერს, რას აკეთებდა, რისთვის აკეთებდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მოყვანას როგორ ეხმარებოდა და ეხმარება დღესაც. რა კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ საქართველო მეორე დღესვე ომში უნდა ჩართოს, სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული, რა თქმა უნდა, ამათ მოუწევთ პასუხისგება და მკაცრი პასუხისგება, მასაც და მისი პარტიის წევრებსაც.

უფრო მეტი გაღიზიანება მათზე მაქვს, ისინი „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ, უმრავლესობა და ჩვენი მანდატით შემოვიდნენ პარლამენტში. დღეს რომ თავს იდებილებენ და იმეორებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს ერთი-ერთზე და უარესზეც გადადიან, ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რა მტკიცებულება არსებობს პროკურატურაში გახარიასთან დაკავშირებით, უცნობია. თუმცა ფაქტია, რომ ყოფილი პრემიერი ფრთხილობს და ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ პარტიას ტექნიკურ დონეზეც კი არ აქვს კომუნიკაცია ოპოზიციასთან. გახარია ქარტიის ფორმატში თანამშრომლობდა სალომე ზურაბიშვილთან, მაგრამ ეს კომუნიკაცია უკვე არ აქვთ. აღსანიშნავია, რომ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები სამი ოპოზიციური გაერთიანების მიერ გამართულ შეხვედრებშიც არ ღებულობენ მონაწილეობას. პარტიის წევრები აცადებენ, რომ გუნდი მშვიდობიან აქციებში იღებს მონაწილეობას, არ არიან ორგანიზატორები, თუმცა იდგებიან ხალხთან ერთად.

„არ მგონია, ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს, მაგრამ თუ მხარდამჭერები გადაწყვეტენ, რომ აქციებზე უნდა ვიყოთ, მათ დაკვეთას შევასრულებთ - ჩვენ როგორც შეგვიძლია, ოპოზიციას ვეხმარებით. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დეტალებში შეიძლება რაღაც განსხვავებული იყოს, ჩვენ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი გვაქვს, რომელსაც არ ვაპირებთ გადავუხვიოთ. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ოპოზიციას - ეს იქნება მტკიცებულებების შეგროვება თუ საორგანიზაციო საკითხები“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გახარიას პასიურობას რამდენიმე მიზეზით ხსნის პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, გახარიას ქცევის სტილს შეიძლება ბევრი სხვა მიზეზიც ჰქონდეს. თუმცა, ჯერ-ჯერობით, რაც თვალში გვხდება, საყვარელიძის შეფასებით არის ის, რომ მას რცხვენია აი, ამ ხალხთან დგომა.

„ეს ხომ პოლიტიკიოსების ის თავყრილობაა, რომელსაც ის პირდებოდა, რომ გაგანადგურებთო. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მისთვის ძნელი გადასადგმელია მსგავსი ნაბიჯი და როგორც თქვა „ამომრჩეველი არ არის ჩემგან შეჩვეული მიტინგსო“. ასევე შეუძლია თქვას, ან იფიროქოს, რომ მისი ამომრჩეველი მის არც სააკაშვილის გვერდით დგომას არის მიჩვეული.

თუკი, ანგარიშს უწევს ამომრჩეველს და ცდილობს, რომ ამომრჩეველი არ დაკარგოს, ვვარაუდობ, რომ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც არ გამოვიდა მიტინგებზე, ისიც არის, რომ ამომრჩევლის შენარჩუნება უნდა და არ უნდა დადგეს რომელიმე ერთ მხარეს. რაც შეეხება ვაჭრობის თემას, გადავავლოთ თვალი ლოგიკას, რა შეიძლება მათ შორის იყოს ვაჭრობის თემა? - ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს ის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ დასჭირდება ოცნებას და შეიძლება დასჭირდეს, გახარიამ შესთავაზოს თავისი თავი“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

როგორც რამაზ საყვარელიძე აცხადებს, თვითონ გახარიას ინტერესში არის, რომ ივანიშვილის მუქარა რიტორიკად დარჩეს და რეალური ნაბიჯები არ მოჰყვეს. მისი თქმით, ეს, ის მინიმუმია, რაც თვალში საცემია. პოლიტოლოგის შეფასებით, დიდი ალბათობით, გახარია დაიწყებს საპარლამენტო საქმიანობას და თავისუფლად შესაძლებელია გახდეს ოპოზიციის ლიდერი.

„მეორე მხრივ, არ ვიცით რა იყო გახარიას წარსული, რისგან შედგებოდა ეს წარსული? რა ხდებოდა ამ წარსულში? ჩვენ ხომ ბევრი რამე არ ვიცით. აი, ეს არცოდნა ხელებს გიბოჭავს საიმისოდ, რომ ეს ხელი გაიშვირო რაიმე მიზეზისკენ. კონკრეტულად ძნელია რაიმე მიზეზის წარმოდგენა, როცა არ იცი, რა ხდება. არა თუ სხვების, ყველაზე უფრო კარგად თითქოსდა უნდა ვიცოდე შევარდნაძის პერიოდი, ვმუშაობდი მასთან, მაგრამ მის იქეთ რა მექანიზმები იყო, რატომ წამოვიდა რუსეთიდან, ეს არავინ იცის.

ბევრი „რატომ“-ის მატარებელია შევარდნაძის ფიგურა, რაც თითქოს ბუნებრვი მოვლენაა, მაგრამ ფაქტია, რომ ვერც მე მოვახერხე ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, მიუხედავად იმისა, რომ მის გარშემო ვტრიალებდი. ამ ტრიალს აზრი არ ჰქონდა, რადგან მისი გარემოცვაც იმავე კითხვის ნიშნების მატარებელი იყო. არავინ არ იცოდა ბევრი ის საიდუმლო, რომელიც თან წაიღო ედუარდ შევარდნაძემ. ანალოგიურად ნუ გაგვიკვირდება, რომ გახარიას ბიოგრაფიაშიც იყოს თეთრი ლაქები, არ ვიცოდეთ ბევრი დეტალი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ლევკოთეა გახარია არის ჯოკერი ივანიშვილის სახელოში. არ უჭირს საიმისოდ, რომ ეს კარტი გამოაჩინოს და გაამარიაჟოს.
რომელიღაც აქაურ სტატატიაში იყო შინაარსი, რომ ხან ვის შესთავაზა ივანიშვილმა შუაშისტი ოპოზიციის ადგილი და ხან ვისო. გახარიას არ შესთავაზებდა ვითომ?
ისიც საინტერესოა, საიდან ფინანსდებოდა გახარიას წინასაარჩევნო კამპანია.
პოლიტიკოსები ერთმანეთზე სახალხოდ რას ამბობენ, მხოლოდ გაუთვითნობიერებელი ამომრჩეველის სალაპარაკო თემად თუ გამოდგება ყავის სმის დროს.
3 კვირის უკან