ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დასავლეთი 26 ოქტომბრის არჩევნებს არ სცნობს და მათი მხრიდან, მისი აღიარება არ მომხდარა. შესაბამისად, დასავლთიდან ჰაერში გამოკიდებული ლეგიტიმაციის საკითხი „ოცნების“ ხელისუფლებას პოლიტიკურად მყიფედ წარმოაჩნეს, ამიტომ ქვეყანას დასავლეთიდან იზოლაციის საფრთხე ემუქრება.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ საქართველოს არჩევნების ლეგიტიმურად ცნობას საერთაშორისო აღიარება არ სჭირდება, რადგან ლეგიტიმაცია მას ქართველმა ხალხმა მისცა. ამასთან, მათი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები ეუთო-ოდირმა უკვე შეფასა, როგორც „შემდგარი არჩევნები“. ამიტომ, ადრე თუ გვიან, ყველა იძულებული გახდება ეს არჩევნები ცნოს. ამის მაგალითად კი 2020 წლის არჩევნები მოჰყავთ, სადაც „ოცნება“ შევიდა ისეთ პროცესში, რომლიც ქართველი ხალხის ნების უარყოფა იყო. თუმცა ყველა კრიზისი დაძლიეს და ახალც იგივე მოხდება.
„არჩევნებს აღიარება არ სჭირდება. არჩევნებს აფასებენ სადამკვირვებლო მისიები, არჩევნებს ატარებს სახელმწიფო თავად საარჩევნო კომისიის მეშვეობით. ცესკომ გამოაცხადა წინასწარი შედეგები, მიდის საჩივრის განხილვა, საბოლოო შედეგს და დასკვნას ცესკო გვეტყვის ამ დღეებში.
შემდეგ, არსებობს საერთაშორისო სადამკვრივებლო მისიები, ეუთო-ოდირი, რომლის დასკვნაც იყო მკაფიო და ცხადი, რომ არჩევნები შედგა, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება“, - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
ამერიკამაც და ევროპამაც ამ ეტაპზე მხოლოდ ის თქვეს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით არსებული პრეტენზიები გამოძიებული უნდა იქნას. ეს კი „ოცნებამ“ არჩევნების აღიარებად აღიქვა, რადგან გამოძიება მმართველმა გუნდმა უნდა ჩაატაროს და არა სხვამ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლა უნდა, ამიტომ იმის გარდა, რომ ივანიშვილს საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს, ხოლო ოპოზიციას ევროპისკენ, მათ სხვა არგუმენტი არა აქვთ. შესაბამისად, საყვარელიძე ფიქრობს, რომ ამ არგუმენტის გასამყარებლად, რათა ქუჩაში ხალხი გამოიყვანონ, ისევ მოსახლეობის შეშინებით ცდილობენ, თითქოს დასავლეთ „ოცნებას“ ლეგიტიმაციას არ აძლევს.
„ოპოზიციის ინტერესშია, რომ ხალხი მუდმივად დაშინების რეჟიმში ჰყავდეს. წაგებული არჩევნების აღიარება არ უნდათ, ამიტომ ახლა აგრძელებენ იმ პროპაგანდას, რასაც ამდენი ხანი ისედაც იძახდნენ. ისევ ამბობენ, რომ დასავლეთი საქართველოს იზოლაციაში მოაქცევს და ა.შ. თუმცა გამოჩნდა არჩევნების შედეგებით, რომ ხალხი ამ იზოლაციით დიდად შეშინებული არ არის. ქართველებმა მიუხედავად ამ დაშინებისა, მაინც „ოცნებას“ მისცეს ხმა. ეს სტრატეგია არც ახლა არ გაამართლებს.
დასავლეთი, ჩემი ვარაუდით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლას ცდილობს და ეს სურვლი დღესავით ნათელია. არ გამოუვიდა რეალური არჩევნებით, ახლა კი საჩივრების ეტაპს ელოდება, იქნებ შედეგი ამით იქნას შეცვლილი. 21 დღეში ცესკო საბოლოო შემაჯამებელ ოქმებს გამოაქვეყნებს. დაინახეს გამოძიებები დაიწყო სამმა უწყებამ. ამიტომ ჯერ ჩუმად ელოდებიან რა მოხდება. რა თქმა უნდა, აკვირდებიან ქვეყნის შიგნით ხალხის რეაქციას, საპროტესტო მუხტი როგორი იქნება, რას შეძლებს ოპოზიცია, გამოიყვანს თუ არა ბევრ ხალხს. აკვირდებიან რამდენად რეალურია მათი გეგმები. თუმცა დასკვნებს აკეთებენ-თქო რამისგან, მოგატყუებთ... რით ვერ გაიგეს, რომ ქართველ ხალხს ნაციოანლები არ უნდა?! როგორც არ უნდა დაყონ და სხვადასხვა სახელები დაირქვან, ქართველმა ხალხმა თითოეული მათგანის წარსული და მოქმედება კარგად იცის. ამიტომ ვერც „გირჩით“, ვერ „დროათი“ , „ახლით“ თუ რა ვიცი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით, ხალხს ვერ მოატყუებენ. ყველა მათგანს კარგად ცნობენ. ამის ანალიზს დასავლეთში, ფაქტია, ვერ აკეთებენ“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, ახლა ამერიკის არჩევნებია და მთელი ევროპა მის პოლიტიკაზეა მიბმული. ამიტომ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ თავად ევროპაშიც ჯერ ამერიკის არჩევნებს ელოდებიან და იქიდან წამოსულ რეაქციებს. ამიტომ მას მიაჩნია, რომ ოპოზიციას არა აქვს დიდი დრო და სულ ცოტა ხანში საქართველოს არჩევნები მეორე ადგილას გადაინაცვლებს.
„ევროპისთვის საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ქვეყანა. თავად ევროპაც არ არის ერთსახოვანი და ვხედავთ, ქვეყნებს შორის როგორი განსხვავებული დამოკიდებულება და განცხადებები კეთდება. ამიტომ არავინ იცის რა იქნება, საბოლოო ჯამში, ევროკავშირის გადაწყვეტილება. ამერიკა არის ის ქვეყანა, რომელიც მთელი მსოფლიოს პოლიტიკას ცვლის. შესაბამისად, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, ვინ მოვა ამერიკაში პრეზიდენტად. ოპოზიციამ ეს კარგად იცის, ამიტომ ფაქტია, ისინიც ეცდებიან იჩქარონ, მაგრამ საპროტესტო მუხტი თუ ვერ გაამწვავეს, ვერაფერს იზამენ. ფაქტია საბოლოო ჯამში თავად დასავლეთს არ აქვს სცენარი, რა გადაწყვეტილება მიიღონ საქრათველოს არჩევნებთან დაკავშირებით, გაყუსულები არიან და მოვლენების განვითარებას თვალს ადევნებენ. ასე დიდხანს ვერ იქნებიან, ამიტომ დაველოდოთ, ქვეყნის შიგნითაც როგორ განვითარდება მოვლენები, მათი ქმედებებიც ამაზე იქნება დამოკიდებული“, - ამბობს საყვარელიძე.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ის რაც დასავლეთს საქართველოში უნდოდა, არ გამოუვიდა. ამიტომ ანალიტიკოსი for.ge-სთან ფიქრობს, რომ ბოლომდე ცდილობენ ის დახარჯული ფული, რომელიც ამ ოპოზიციას და ენჯეოსექტორს მისცეს, წყალში ჩაყრილი არ იყოს და იქნება, როგორმე საქართველოში ხელისუფლების ცვლილება შეძლონ.
„რა თქმა უნდა, დასავლეთი ბოლომდე ცდილობს დახარჯული ფულის მერე რაღაცა შედეგი ნახოს. გვარამიას, ლომჯარიას, გიგაურს და მის დამქაშებს იმდენი ფული აძლიეს, მათზე იმხელა იმედებს ამყარებდნენ, რომ ახლა ასე, ერთი ხელის მოსმით, წაგებას ვერ აღიარებენ. ამიტომ აქ ჩვენს ოპოზიციას აიძულებენ, რომ აქციებზე გავიდნენ, კარვები გაშალონ და ა.შ. თორემ დარწმუნებული იყავით, გვარამიას, ხაზარაძეს, ხოშტარიას, ჯაფარიძეს და სხვებს, სულაც არ უნდათ ამ სიცივეში კარავში კოტრიალი. რომელი ქუჩის აქციების მოწმყობები ეგენი არიან, საქმე-საქმეზე რომ მიდგება, გარბიან და საცემად სპეცრაზმს ხალხს უტოვებენ.
პარალელურად, დასავლეთს საქართველოსთან სავაჭრო დახლი აქვს გაშლილი და დაიწყო ხელისუფლებასთან ვაჭრობა. იქნებ, როგორმე ეს „გამჭვირვალობის“ და ელგებეტე კანონი გაატანინონ. „ოცნებას“ ქართველი ხალხისგან აქვს ლეგიტიმაცია, შესაბამისად, დასავლეთიც ნებას იბოძებს და რომ დაინახავს ამ მომაკვდავებს ხალხი არსადაც არ მიჰყვება, ისე კარგად აღიარებენ, როგორც დაგიბარებიათ“, - ამბობს გვენეტაძე.
მისივე თქმით, დასავლეთშიც კარგად იციან, რომ 300 ათასი ხმის გაყალბება წარმოუდგენელია, როცა მათი დამკვირვებლების ჯარი იყო საქართველოში ჩამოსული. ასევე, ოპოზიციას ყველ უბანზე საკუთარი დამკვირვებელბი ჰყავდა, ამიტომ იძულებულები გახდებიან ამ აბსურდს მორჩნენ და აღიარონ ქართველი ხალხის ნება.