დაბნეულობა ოპოზიციურ სპექტრში - რატომ ვერ მოისმინეს ოპოზიციის მხარდამჭერებმა სამოქმედო გეგმა?

დაბნეულობა ოპოზიციურ სპექტრში - რატომ ვერ მოისმინეს ოპოზიციის მხარდამჭერებმა სამოქმედო გეგმა?

ოპოზიცია 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს. ოპოზიციონერი ლიდერების შეფასებით, სწორედ აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც. მათი მთავარი ამოცანაა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებისთვის ბრძოლა და მათი თქმით, ამ მხრივ, ოპოზიციური გაერთიანებები მუშაობენ მტკიცებულებებზე, რომელიც საჭირო იქნება საერთაშორისო გამოძიების ჩასატარებლად. ოპოზიციის ამ განცხადებას და ზოგადად, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში, მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს კრიტიკა და უარყოფითი შეფასებები მოჰყვა ოპოზიციის მხარდამჭერთა ნაწილის მხრიდან, რადგან მათი მოლოდინები არ გამართლდა.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, ოპოზიციური სპექტრის განცხადება, რომ ისინი პროკურატურას ჩვენებას არ მისცემენ, არის საზოგადოების შეურაცხყოფა და დანაშუალის ჩადენის ტოლფასი. როგორც გვენეტაძემ For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, .. ოპოზიცია გარედან არის მართული.

ოპოზიციამ საკუთარი ამომრჩეველი გააბრაზა, რადგან მან ხალხს ყალბი დაპირებები მისცა იმის შესახებ, რომ არჩევნები გაყალბდა. 300 ათასი ხმით არჩევნების გაყალბება ხომ ყოვლად წარმოუდგენელია?! განცხადება, რასაც ოპოზიცია აკეთებს, რომ ისინი არ მისცემენ შესაბამის მასალებს პროკურატურას, ოპოზიციის მხარდამჭერთა გარკვეული ნაწილისთვის ეს შეურაცხმყოფელიც კი არის. .. ოპოზიცია პირდაპირ აცხადებს, რომ ისინი პროკურატურას ჩვენებას არ მისცემენ - ეს არის არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაული ღვთისა და ერის წინაშე. ეს ოპოზიცია არ არის, ესაა გარედან მართული მეხუთე კოლონა, რომელმაც მოატყუა მისი ამომრჩეველი ყალბი დაპირებებით“, - განგვიცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე არ მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ ამ პერიოდის განმავლობაში რაიმე შეცდომა დაუშვა, მისი თქმით, ამ საკითხში აჩქარება ცუდია. ძაბირაძის განმარტებით, აუცილებელია ოპოზიციას ჰქონდეს სამოქმედო გეგმა.

არ ვთვლი, რომ ოპოზიციამ ამ შემთხვევაში რაიმე შეცდომა დაუშვა - ოპოზიცია პარალელურად სამი მიმართულებით მუშაობს და სამივე მიმართულება არის ძალიან საჭირო და აუცილებელი - ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობა, დოკუმენტაციის შედგენა და აქციები. ერთი აქცია უკვე იყო, პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული, დანარჩენს სჭირდება სერიოზული ორგანიზება და ეს არ უნდა იყოს ფრაგმენტული. ოპოზიციამ სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაოს მთლიანობაში, არა მხოლოდ აქციებთან მიმართებაში, არამედ ზოგადად, რას და როგორ აპირებს და .. ასე რომ, ამ შემთხვევაში აჩქარება არანაირი ხეირის მომტანი არაა.

მომდევნო დღესვე რომ დაეწყოთ აქციები, ეს იქნებოდა მოუმზადებელი და როგორც წესი, ასეთი მიდგომა მთავრდება ცუდი შედეგით. საპროტესტო აქციები აუცილებელია, მის გარეშე არაფერი გამოვა, მაგრამ მისი ინტენსივობა, მასშტაბურობა და მოსალოდნელი ცვლილებები ოპოზიციამ უნდა განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პროტესტის საბოლოო მიზანია, არჩევნების ხელახალი ჩატარება. მისი თქმით, სამოქმედო გეგმა არის ბრძოლა და 4 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე დიდი აქცია იქნება.

ხვალ დიპლომატებთან გვაქვს შეხვედრა. დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებით დამთავრდება. დღეს უკვე უტყუარად არის დადასტურებული, რომ არჩევნები ტოტალური კონტროლის ქვეშ ჩატარდა. კონსტიტუციით გარანტირებული ფარულობის უფლება იყო დარღვეული.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოძიებას, ჩვენ გვაქვს ყველა მასალა იმისათვის, რომ საერთაშორისო გამოძიება ჩაერთოს, რომელიც იქნება სანდო. ჩვენი მიზანია, არჩევნების ხელახლა ჩატარება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ გამარჯვებული და არა ქართული ოცნება. პროტესტი მიზნად დაისახავს იმას, რომ ამ შედეგამდე გავიდეთ. საბოლოოდ ჩვენ ამ პროცესში გავიმარჯვებთ, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, „დავიბრუნოთ ქვეყანა“ - ამ ლოზუნგით 2 ნოემბერს, 20:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობატალღაა“. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყანაში არჩევნები მასობრივად გააყალბეს, დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რის გამოც აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.

ასევე, კოალიციაცვლილებისთვისერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანება, მათ მიერ შექმნილ შტაბში საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. ხოშტარიას თქმით, ისინი ყველა იმ იდეას მოისმენენ, რომელიც საპროტესტო აქციების წარმართავს და განვითარებას დაუკავშირდება. როგორც ხოშტარიამ განმარტა, ისინი ბრძოლის მთავარ ელემენტზე გადადიან, ეს არის ქუჩის პროტესტი, რომელიც იქნება მშვიდობიანი, მაგრამ ამასთანავე ძალიან პრინციპული და მწვავე.

Gami ძაბირაძე რომ კმაყოფილია, იქ ერხევა მასაც და ოპოზიციასაც. მერამდენჯერ?
4 კვირის უკან
Gami ეგენი სადო-მაზოხისტები არიან.
4 კვირის უკან