საქართველო ევროკავშირისთვის ემზადება, პარლამენტში კი წავკისელი ფეოდალი ზის

საქართველო ევროკავშირისთვის ემზადება, პარლამენტში კი წავკისელი ფეოდალი ზის

მოკლედ, თუ "ნაცების" მმართველობის ჟამს რაიმე დააშავეთ და ძალიან გინდათ, ეს ყველაფერი შეგრჩეთ, აბა, თუ იცით, რა უნდა გააკეთოთ? - დიახ, არც მეტი, არც ნაკლები, "ქოცებში" უნდა გაწევრიანდეთ. პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს, ვის გადაუხდით ხარკს - "ნაცს" თუ "ქოცს"? მთავარია, რომ შეგრჩეთ ქონება, კეთილდღეობა და წლების განმავლობაში ნაჩალიჩარი. ისე, თუ პირდაპირ "ქოცებში" ვერ შეყოფთ თავს, არც ეგაა პრობლემა, დაირქვით "დამოუკიდებელი დეპუტატი" და იმეგობრეთ თუ საგანელიძესთან ან უსუფაშვილთან ვერა - ძიძიგურთან მაინც. ბოლოს და ბოლოს, ვიცე-სპიკერია და კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი. ასე მოქმედება თანამედროვე ქართული პოლიტიკის არსი და პოლიტიკოსების სახისმეტყველება გახლავთ.

ახალი წლის წინ სოციალური ქსელ "ფეისბუკში" ახალი გვერდი გაჩნდა - "წავკისელი ფეოდალები". ავატარზე კი, არც მეტი, არც ნაკლები, "ქოცებთან" კოაბიტირებული, თუმცა რაღა კოაბიტირებული, შესისხლხორცებული - 21-ე საუკუნის ქართველი ფეოდალი, პოლიტიკოსი, გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ექსგამგებელი და სხვადასხვა დროის ჩინოვნიკი თემურ ფეიქრიშვილია გამოჯგიმული.

 ფეიქრიშვილის, ნაცების შსს-ს ექსმაღალჩინოსნის ლელუაშვილისა და "ქოცების" შსს-ს ასევე ექსმაღალჩინოსნის ხვედელიძის კავშირებზე დიდი ხანია საუბრობენ და იწერება კიდეც. თუმცა ეს ყველაფერი სულაც არ უშლის ხელს დეპუტატ ფეიქრიშვილს თავის "გუნდთან" ერთად გააგრძელოს საკუთარი საქმიანობა.

თუმცა უკვე ისიც ძნელი გასარკვევი ხდება, თავად ფეიქრიშვილი ეახლა "ქოცებს" ინდულგენციისთვის, თუ "ქოცებმა" ისურვეს ბობოლა ფეოდალის გულში ჩახუტება საკუთარი კეთილდღეობის გასამყარებლად.

 ვიდრე თემას გავაგრძელებდე, აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ამ ადამიანმა თურმე 30 ათასი დოლარი დააწესა მხოლოდ იმ ინფორმაციის მისაღებად, რომ რეალურად გაარკვიოს, ვინ დგას იმ საინფორმაციო "ომის" უკან, რომელიც მის წინააღმდეგ ხორციელდება.

 საჯაროდ ვაცხადებ, რომ მზად ვარ, მას ეს ინფორმაცია მივაწოდო მას შემდეგ, რაც ამ 30 ათას აშშ დოლარს, არც მეტი, არც ნაკლები, "კათარზისის" ან სხვა თავშესაფრის ანგარიშზე ჩარიცხავს. ისე, ამ პერსონის თუნდაც ეს სურვილი ხომ არ უნდა გახდეს სამართალდამცავი ორგანოების დაინტერესების საგანი?

მოდით ამჯერად არაფერი ვთქვათ „დაზარალებულ“ გლეხზე - გურამ ჯაფიაშვილზე, რომელიც ბატონი ფეიქრიშვილის მძახალია. ის ექს-გამგებელემა და ამჯამინდელმა პარლამენტარმა ვერაფრით დაიცვა გარდა იმისა, რომ ეს ბატონი, გლეხი უამრავ მიწის ნაკვეთს ფლობს. იმაზეც არაფერი ვთქვათ, როგორ ეწინააღმდეგებოდა დეპუტატი ფეიქრიშვილი წავკისში გამაჯანსაღებბელი კომპლექსის მშენებლობას და რომ არა ვიცე-პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის ჩარევა, ინვესტორი საქართველოდან გასაქცევად მზად იყო.

ახლა კი თემას დავუბრუნდები - რაც შეეხება სამართალდამცავ ორგანოებს. წავკისელი ფეოდალის ფეიქრიშვილის დანაშაულებრივი ქმედებები, ანუ მის მიერ გარდაბნის რაიონში მიწებთან დაკავშირებული კორუფციული გარიგებების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების განცხადებები თანაბარწილად უყურადღებოდ დატოვესადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისთავმჯდომარემ ეკა ბესელიამთბილისის პროკურორმა მაია მწარიაშვილმა,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამმთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზაპაპუაშვილმა და სხვა მრავალმა ჩინიანმა "სახელგავარდნილმათუ "უსახელოჩინოვნიკმა და მოხელემ.

 ისე, ნათქვამია, ერთი კაცისთვის და ერთიც ღმერთისთვისო. და პრინციპში, კითხვა იმასთან დაკავშირებით, რას ერჩიან "ფეოდალ ფეიქრიშვილს", მართლაც უნდა დაისვას. მით უფრო, ეს ადამიანი აცხადებს, რომ ის მის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში აბსოლუტურად მართალია. ან რატომ შეარქვეს მას ფეოდალი?

 რამდენადაც სხვადასხვა მასალებიდან ირკვევა, ბატონი ფეიქრიშვილის დიდი ოჯახი პირდაპირ და ირიბად  გარდაბნის რაიონის საკურორტო ზოლში 227 301 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 13 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

 და თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონ ფეიქრიშვილს ან მისი დიდი ოჯახის წევრებს ამ მიწების შეძენაში თუნდაც ერთი მილიონი აქვთ დახარჯული? სულაც არა! ეს ქონება ამ ოჯახის მიერ 2004-2012 წლებშია მოპოვებული.

 როგორც ირკვევა, გარდაბნის რაიონის გამგეობის ქვემდებარეობას განკუთვნილ სოფლებზე: ტაბახმელა, წავკისი, შინდისი, კოჯორი - მიწის ნაკვეთების გაცემასთან დაკავშირებით გარდაბნის რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანოს თანამდებობის პირები (იმჟამინდელი გამგებელი, თემურ ფეიქრიშვილი), საჯარო მოხელეები, კანონისმიერი მოთხოვნების საწინააღმდეგოდ უხეშად არღვევენ როგორც საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, ისე საერთაშორისო შეთანხმებებით გარანტირებულ საკუთრების უფლებას. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ცალკე სახელმწიფოს ართმევდნენ და ცალკე კონკრეტულ ადამიანებს. მასალის მომზადების პერიოდში არაერთ ადამიანს შევხვდი, რომლებმაც შვილები მაფიცეს, რომ მათ შესახებ არაფერი მეთქვა, ანუ მათი ვინაობა არ გამესაჯაროებინა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო - თქვენ წახვალთ და ჩვენ ვრჩებით, "ამათზე ვერაფერი დრო და მთავრობის ცვლილება ვერ მოქმედებს და არც გაგვიკვირდება დედაბუდიანად ამოგვხოცონო".

 დიდ ბოდიშს ვიხდი ამ ადამიანების უმეტესობასთან, მაგრამ საზარელი სურათი დამიდგა თვალწინ, როდესაც ადამიანებს საკუთარი უფლებების დასაცავად, მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე ყველაფერის რწმენა დაკარგული აქვთ და ფიზიკური მოსპობის ეშინიათ, სიმართლის ხმამაღლა თქმა უჭირთ. თუმცა რა გასაკვირია, ის ადამიანის სამიზნე, რომელიც ინფორმაციაში ჯილდოდ 30 ათას აშშ დოლარს აწესებს, მაქსიმუმ ლიკვიდაციისთვის და მინიმუმ სამუდამო დასახიჩრებისთვის უნდა იყოს მზად.

 მოდით, დავუშვათ, რომ ბატონი ფეიქრიშვილი ყველაფერში ალალმართალია და მას არც ერთი მილიმეტრი მიწის ნაკვეთი არასოდეს უკანონოდ არ ჩაუგდია ხელში, მაგრამ ამ დოკუმენტს რა ვუყოთ, რომლის მიხედვითაც, მან, უფრო სწორად მისმა დედამ, ქალბატონმა მანიჟა ფეიქრიშვილმა - 2007 წლის 19 მარტს ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის ტერიტორიული ორგანოს მიერ შედგენილი მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #36 ოქმის მიხედვით 3 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 240 ლარად შეიძინა? შეიძლება, ბატონმა ფეიქრიშვილმა იგივე სახის მიწის არა მის ახლობლებზე გასხვისების ერთი პრეცედენტი მაინც რომ გვაჩვენოს? არა, ვერ გვაჩვენებს. ასე, თეთრებში შეძენილი ქონებით აქაჩა ფეიქრიშვილმა მისი ოჯახის სიმდიდრე მილიონებამდე.

 მაგრამ ესეც არაა მთავარი. როგორც ამბობენ, სახელმწიფო მეწველი ძროხაა და აბა, ცალკეულ პირებს რატომ უნდა ენაღვლებოდეთ, რა ზარალი მიადგა ქვეყანას. მთავარია, რომ მავანი ქართველი ობივატელი იტყვის, მარიფათი ჰქონია, ძმაო, და ღმერთმა შეარგოსო.

 ახლა სხვა საქმესაც შევეხოთრომლის შესახებაც ცნობილია როგორც პროკურატურისთვისშსს-სთვისასევე პარლამენტისწევრებისა და "ქართული ოცნებისლიდერებისთვის.

 გიორგი (თემურ) ფეიქრიშვილმა და სოსო ქოროღლიშვილმა - თემურ ფეიქრიშვილის ბიძაშვილი, გარდაბნის რაიონის საჯარო რეესტრის ყოფილი უფროსი - წინასწარი შეთანხმებით განიზრახეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სოფელ წავკისში მალხაზ გვარაძის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დაუფლება და ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით (ქმედება გათვალისწინებული სსკ 180-ე მუხლით).

 მათ განზრახვა სისრულეში მოიყვანეს 2011 წლის 13 და 21 სექტემბერს. სოსო ქოროღლიშვილმა მოამზადა  უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა შინაარსი ცნობილი არ იყო მალხაზ გვარაძისთვის ისე მოაწერინეს მას ხელი. მეტი ნდობის მოპოვების მიზნით, გიორგი ფეიქრიშვილმა (რომელიც იმ დროს გარდაბნის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე მუშაობდა) დაურეკა მალხაზ გვარაძეს და მოსთხოვა, ხელი მოეწერა ქოროღლიშვილის მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე და დაჰპირდა, რომ ის მიიღებდა ქონების ანაზღაურებას.

 მალხაზ გვარაძე პირველი ჯგუფის ინვალიდია, უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება და სოციალური დაუცველის სტატუსით სარგებლობდა ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტამდე.

აღნიშნული ქმედებით, მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით, სოსო ქოროღლიშვილი, რომელიც გიორგი ფეიქრიშვილის სახელით მოქმედებდა, დაეუფლა მალხაზ გვარაძის კუთვნილ უძრავ ქონებას. ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ ფეიქრიშვილმა და ქოროღლიშვილმა გვარაძეს თანხა არ გადაუხადეს. სოსო ქოროღლიშვილი არ უარყოფს, რომ დაზარალებულისთვის თანხა არ გადაუხდია თუმცა განმარტავს, - მალხაზ გვარაძეს  ჰქონდა ვალი 60 000 აშშ დოლარის ოდენობით და ამის სანაცვლოდ წაართვეს მიწის 2 ნაკვეთი, 2500 კვ.მ და 1500 კვ.მ ფართით. ბუნებაში არ არსებობს არავითარი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა გვარაძისთვის ან ფეიქრიშვილის ან ქოროღლიშვილის მიერ ფულის სესხების ფაქტს. არავინ ინტერესდება მალხაზ გვარაძის ქონებრივი მდგომარეობით, სად შეიძლება დაეხარჯა მას ასეთი ოდენობის თანხა. ადამიანი დღისით-მზისით გაძარცვეს, წაართვეს ქონება და ვერც შსს და ვერც პროკურატურა ამ ფაქტში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს. კიდევ ერთი მორალური შემადგენელი - პირველი ჯგუფის ინვალიდ ადამიანს ფული არ გადაუხადეს, მაგრამ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სოციალური დახმარებაც მოუხსნეს.

მეორე ეპიზოდი მალხაზ გვარაძის დას, გულნარა გვარაძეს ეხება. გულნარა გვარაძეს საკუთრებაში ჰქონდა 5201 კვ.მ მიწა ქ. თბილისში, სოფელ წავკისში, საკადასტრო კოდით #81.02.01.341, რომელზეც უარის თქმა იმჟამად გარდაბნის რაიონის გამგებელმა თემურ ფეიქრიშვილმა აიძულა, იმ მიზეზით, რომ მიწა თურმე მას არ ეკუთვნოდა, თუმცა გამგებელს მიზეზი არ დაუსახელებია. მოდით, ახლა მხოლოდ ამ ყველაფრის მორალურ მხარეს ჩავუღრმავდეთ. რაოდენ დიდი შიში უნდა არსებობდეს კონკრეტული პიროვნების თუ პირთა ჯგუფის მიმართ, რომ ადამიანს ასე ათქმევინო უარი საკუთარ ქონებაზე. ვიღაც იტყვის, კი, ასე იქცეოდნენ "ნაცები" და ამის არაერთი ფაქტი არსებობსო. მაგრამ სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგითა თუ დევიზით ხელისუფლებაში აღზევებული "ქოცები" რატომ მფარველობენ ამ დღის ყაჩაღებს და რა უფლებით მიანიჭეს მათ ინდულგენცია? საზოგადოება ვალდებულია, თუნდაც ფეოდალების მფარველობის მაგალითზე ირწმუნოს, რომ ოდესმე აღდგება ამ ქვეყანაში სამართლიანობა და ამის ინიციატორი დღევანდელი ხელისუფლება იქნება?

 მეტიც, გულნარა გვარაძის საქმე თავიდან ბოლომდე თეთრი ძაფით არის ნაკერი. გვარაძეს მიწა ოფიციალურად გაუცვალა კომპანია ,,მედჯგუფი საქართველომ" და მას ჰქონდა და აქვს მიწის გაცვლის ხელშეკრულება. მაშინ რა უფლებით წაართვა ფეიქრიშვილმა გვარაძეს მიწა? ერთადერთი - ძალის უფლებით. დავუშვათ, რომ მიწა მართლა ,,არ ეკუთვნოდა" გულნარა გვარაძეს და მას უკანონოდ ჰქონდა მიღებული, მაშინ რატომ არ მოხდა კანონიერი გზით მისი გადაცემა სახელმწიფოსთვის, რატომ გადაეცა საკუთრების უფლება გიორგი ფეიქრიშვილს ისე, რომ მან ამის სამაგიეროდ არ გადაიხადა შესაბამისი, ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღნიშნული 20 000 აშშ დოლარი.

 სხვა ფაქტების მოყოლას არ გავაგრძელებ, რადგანაც პირობა მივეცი პოლიქრონიონ ფეიქრიშვილის მიერ დაჩაგრულ კოჯორის, წავკისის, ტაბახმელას, შინდისის მოსახლეობას - დაახლოებით 200-მდე ადამიანს. თუმცა ვიტყვი ერთს, რასაც ისინი ამბობენ, - არავის აქვს მიწის გაყიდვის უფლება ფეიქრიშვილის კლანთან, ანუ წავკისელ ფეოდალებთან შეთანხმების გარეშე. თურმე ბატონმა ფეოდალმა უნდა გადაწყვიტოს, ვის უნდა მიჰყიდოთ მიწა და ფასსაც ის დაადგენს. ანუ თქვენ რა გერგებათ თქვენი კუთვნილი ქონებიდან, თორემ თავად რამდენს აიღებს თქვენს საკუთრებაში, ეს არავის საქმე არ არის. ისევე როგორც არავის საქმე არ არის, ვის უშენებს სახლს ბატონი ფეიქრიშვილი. უბრალოდ, ეს "ვინ" კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი რომ არ იყოს.

 მოკლედ, "ქართული ოცნებისთვის" სამართლიანობის აღდგენა საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფად იქცა. ჰო, მართლა მავიწყდებოდა, ბატონი ვაჟა ლელუაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქონების განადგურების გამო იყო დაკავებული და რომელიც ფეიქრიშვილის "პადდელნიკია", პროკურატურის შუამდგომლობით გამოუშვეს გარეთ. ოხერი რამაა ფული და უფრო მეტად ოხერია პოლიტიკური ფული. ლელუაშვილი 18 ჰექტარ მიწას ფლობს და ფეიქრიშვილის პარტნიორია.

 21-ე საუკუნე, 2014 წელი - საქართველო მაპ-ისა და ევროკავშირში ასოცირებისთვის ემზადება, ამ დროს ხელისუფლებაში - პარლამენტში კოაბიტირებული ფეოდალი ზის, რომელსაც ადამიანიც, მისი უფლებაც, კანონიც და მორალიც სულ ცალ ფეხზე ჰკიდია. და ის იქ მარტო არაა. პარლამენტში და მის გარეთაც ბევრი "წავკისელი ფეოდალია", ამას ადასტურებს ამ მასალაზე მუშაობის დროს ჩვენ მიერ მოპოვებული არაერთი მასალა საქართველოს სხვადასხვა რაიონებში არსებულ მდგომარეობასა და ადგილობრივ ფეოდალებზე. 

 სიმართლე გითხრათ, მასალის მომზადებისას არავითარი ჩამოყალიბებული პოზიცია არ მქონია. კვანძი მოგვიანებით გაიხსნა, როდესაც ობიექტურობის დაცვის მიზნით თავად დეპუტატთან დარეკვა გადავწყვიტე. ამთავითვე ვიტყვი, რომ ბატონ პარლამენტარს მნიშვნელოვანი "იაღლიში" მოუვიდა და როდესაც გაბრაზებულმა ჩათვალა, რომ ჩემთან საუბარი დაასრულა, ტელეფონი არ გათიშა.

-           გამარჯობათბატონო გიორგიცუდ დროს ხომ არ გირეკავთ?

-     რომელი ბრძანდებით?

-     მე გაწუხებთ ჟურნალისტი გაზეთ "პრემიერიდან", ორი კითხვა მაქვს, თუარის შესაძლებელი?

-     ჟურნალისტი? გაზეთ "პრემიერიდან"?

-     დიახ!

-     ალო, რა ხდება, მითხარით?

-     ორი კითხვა მაქვსთუ შეიძლებარა თქმა უნდა, თუ ცუდ დროს არ გირეკავთ.

-     რა გნებავთ, მითხარით...

-     იცით, რა მაინტერესებს? სოციალურ ქსელებში რომ...

-     (მაწყვეტინებს) მოკლედ გიპასუხებთ, რა...

-     დიახ.

-     ეგ არის სიცრუე, არის თაღლითების ჯგუფები მირიან ამირანაშვილისა და მჭედლიძის თამადობით და რაღაც არასწორ ინფორმაც... თავის დანაშაულზე აგონ პასუხი. ჩემი პასუხი, თუ რამეს დაწერთ, არის მხოლოდ და მხოლოდ ეს.

-     რასაც მეტყვით, ზუსტად იმას დავწერ, ბატონო გიორგისხვას ხომ არ დავწერ?

-     სწორედ ამას გეუბნები, მაგათ აქვთ ტყე მითვისებული, გაჩეხეს, გაანადგურეს და მაგაზე აგონ პასუხი. თუ მე რამე მაქვს დანაშაული, პროკურატურა არსებობს და შეიტანონ და თუ გინდათ, დამხვრიტონ. აი, ეს დაწერე, სხვა არაფერი. სხვა კითხვაზე არ გიპასუხებ. ჩემი თხოვნა იქნება...

-     კიამას დავწერ, ბატონო გიორგიმაგრამ ერთ კითხვასაც დაგისვამთ...

-     სიცრუეა, გითხარით. სიცრუეა ყველაფერი...

-     მესმის თქვენიმაგრამ ერთ კითხვას დაგისვამთ მაინც.

-     რა გინდა, რა შეკითხვა გინდა?

-     სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულია დოკუმენტირომლის მიხედვითაც თქვენუფრო სწორად თქვენმა დედამ, 2007 წელსშეიძინა 3 ჰექტარი მიწა 240 ლარადმართლა ასე იაფია მიწა მანდმართლა...

-     (მაწყვეტინებს) ერთი წამით, რა... გიპასუხებთ. მე თუ რამე მაქვს შეძენილი, დეკლარაციაში მიწერია, ყველაფერი არის კანონიერი და საჯარო რეესტრში არის დარეგისტრირებული. რისი ჟურნალისტი ხარ, უნდა ამოიღო ეს ყველაფერი და უნდა ნახო.

-     მოდითრა, მე ვრეკავ აბსოლუტურად კეთილგანწყობილად და ასეთი ტონით ნუ დამელაპარაკებითძალიან გთხოვთ.

-     დავიღალე, რა...

-     მესმის, მაგრამ კონკრეტულ კითხვას ვსვამ - სამი ჰექტარი მიწა 240 ლარი ღირს წავკისში?

-     გააჩნია, რა დროს იყიდი. შეიძლება უფრო იაფიც ღირდეს. მაშინ უნდა იცოდეთ თქვენ მიწის კანონი. სპეცაუქციონები იმართებოდა მაშინ და სპეცაუქციონზე, მე ახლა ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ შეიძლება უფრო იაფიც ღირდა.

-     კი ბატონო, მაგრამ არის იმის პრეცედენტებირომ თქვენ გარდა მანდ ვინმეს კიდევ აქვს შეძენილი ასე იაფად მიწა?

-     როგორ არა, კაცო, უამრავი არის მარტო ჩემთან კი არა, მთელ საქართველოში იყო ეს კანონიერად.

-     მე კონკრეტულად წავკისზე გეკითხებით.

-     კარგი ახლა...

ამის შემდეგ ბატონი ფეიქრიშვილი ფიქრობს, რომ ტელეფონი გამითიშა და აგრძელებს საუბარს უკვე მასთან მყოფ პირებთან. თუმცა მე ამას ცოტა გვიან ვხვდები.

-           240 ლარად გაქვსო სამი ჰექტარი მიწა შეძენილიო. მე სადა მაქვს?

-     თქვენ არადედათქვენის სახელზეა, ბატონო.

- ამ დედამოტ... რა... რამდენი ფული აქვთ, რომ ყველგან ხარჯავენ.

-           ვის იძახით მაგასამბობთ, რომ მე მიხდიან ფულს?

ერთმანეთში საუბრობენ:

-           რომელია ეს გაზეთი?

-     "პრემიერი", გაზეთი "პრემიერი".

-     გეუბნები, არ მისცე ინტერვიუ.

-     მე ვთქვი, იქნებ პრემიერის ადმინისტრაციიდან არიანვაიდა...

-     ...

-     დავურეკო, ვინა ხარო?

-     აღარ გინდა...

-     რა ნომერია?

-     ...

-     დამღალეს ამ დედამოტყ...ებმა.

-     რომელია ეს ჟურნალისტი, უნდა დავურეკო.

-     ზაზა (ან ვაჟა ცუდად ისმის), რას ეძახიანპრესკონფერენცია მოაწყვეს და "რუსთავი 2"- როდის აწყობს?

-     "პირველი არხი" აწყობს... პრესკონფერენციას აწყობს "პირველი არხი"...

ცუდი სმენადობაა, ახსენებენ "რუსთავი 2"-ს.

- ...

არა, კაცო, "კურიერიარ იყოაფერისტები არიან.

- ...

რომელიღაც ტელევიზიაში იქნება.

-           ამ დედამოტ... როგორ მივცე ფულიროგორ მივცე ფულიმაგის დედას შევ... თორემ ფული რომ მისცე, ადება,ტელევიზიით გამოვა და მაგათზე ილაპარაკებს, აი...

-     უარესია.

-     ფულსაც მივცემ, ტოახლა შენ გამიხდი კიდე, შენი დედაც მოვტ... სადევიგამიტრაკა რა საქმე.

-     იმას უთხარი, მამაჩემი გიბარებს-თქო და შემახვედრე.

-     დაიჭირე დროზე, კაცომაგათი დედაც მოვტყ...

-     ...

-     მე ხომ ვუთხარიპროკურატურას მიმართეთ-თქოდავიღალებიჭო. ...გაზეთში ხომ დაწერესუკვე ტელევიზიებზეგადავიდნენახლა ამ ხალხს გაფიცავენ ტყუილადრამდენიარომ ფული უჭირსჩაიყვანენ და დააყენებენ აგერ.

-     ...

-     ბიძინას დავარეკინოთ...

საუბარი შეწყდა. 

მამუკა არეშიძე"ფეიქრიშვილს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ფეხებზე ჰკიდია" 

გიორგი ფეიქრიშვილზე სასაუბროდ ექსპერტსმამუკა არეშიძეს მივმართეთრომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებშიგარდაბნის რაიონში "ქართული ოცნებისკანდიდატი იყო და როგორც თავად ამბობსფეიქრიშვილმა გაყალბებით დაამარცხა

ბატონო მამუკაკონკრეტული პირები ასაბუთებენრომ ისინი დაიჩაგრნენგარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ფეიქრიშვილის მიერმათმიმართესპროკურატურასშსს- პარლამენტსმაგრამ არავითარი რეაგირებაამ უწყებების მხრიდან არ ხდებარატომვინ მფარველობს ფეიქრიშვილს?

- კარგი კითხვაა. თუმცა შემიძლია, გიპასუხოთ, რომ ბევრი ანალოგიური საქმის ძვრაც და მათზე რეაგირებაც არ არის. შემიძლია, გითხრათ, რომ ახლა ვესაუბრე ვახტანგ მაისაიას, რომლის საბუთები, ყველაფერი დევს პროკურატურაში, თუმცა უშედეგოდ.  მე არ მაქვს ნათელი პასუხი ამ კითხვაზე. არ ვიცი, რატომ არ ხდება რეაგირება. ფეიქრიშვილმა ლელუაშვილთან ერთად შეჭამა მთელი რაიონი - პრაქტიკულად მიითვისა გარდაბნის რაიონი, ხოლო წავკისი, ტაბახმელა სათავისოდ გაიხადა. მინდა გითხრათ, რომ გარდაბნის რაიონის თითქმის მთელი მიწები ამ ორი ადამიანის საკუთრებაა. ბევრი ნაკვეთი გადაფორმებული აქვთ ჩვეულებრივ მაცხოვრებლებზე, სინამდვილეში კი მათია. სხვა რომ არაფერი, ეს ადამიანი იმდენად გათავხედებულია, რომ წავკისში გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობის წინააღმდეგ  წავიდა და რომ არა ეკონომიკის მინისტრის ბატონი კვირიკაშვილის ჩარევა, ამასაც შეუშლიდა ხელს. რაც შეეხება გარდაბნის დანარჩენ რაიონს - მოგეხსენებთ, წავკისი ადრე გარდაბნის რაიონს ეკუთვნოდა - იქაც ასეთივე განუკითხაობაა. ახლა ესენი სასწრაფოდ ცდილობენ, სხვებზე გადაფორმებული ქონება გაყიდონ იმისთვის, რომ კვალი წაშალონ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ფეიქრიშვილს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ფეხებზე ჰკიდია. იმიტომ, რომ ეტყობა, ჰყავს ძლიერი მხარდამჭერები და ამ მხარდამჭერების მეშვეობით მოქმედებს.

მაგრამ ცხადიარომ ეს მხარდამჭერები ხელისუფლებაში არიან?

 - დიახ. მე არ ვიცი, რატომ ხდება ასე, რომ ყველა ზონდერი, რომელიც იყო გარდაბანში და რომლებსაც ფეიქრიშვილი დღესაც აკონტროლებს, კონსერვატორული პარტიის წევრია. დღეს გარდაბნის კონსერვატორული პარტია მთლიანად დაკომპლექტებულია ყოფილი ზონდერებით. არაერთხელ დავსვი ეს შეკითხვა კონსერვატორული პარტიის ლიდერების მისამართით და ისინი აპელირებას აკეთებენ, რომ ფეიქრიშვილი არ არის პარტიის წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატია. ფეიქრიშვილი მართლაც არ არის პარტიის წევრი, თუმცა დანარჩენი მისი გარემოცვა ხომ არის?

ბატონო მამუკამე მაქვს ინფორმაციარომელსაც ვერ ვადასტურებ ამჟამადმაგრამ ამაზე უკვე ყველა ღიად საუბრობსრომფეიქრიშვილი კონსერვატორული პარტიის ლიდერსა და პარლამენტის ვიცე-სპიკერს ზვიად ძიძიგურს სახლს უშენებს სადღაცწავკისშიკიდევ ერთხელ ვამბობმე ვერ ვადასტურებ ან ინფორმაციასთუმცა ეს ისევ და ისევ წავკისელებისა და რაღადაგიმალოთძიძიგურის გარემოცვისგან ვიციგსმენიათ რამე ამის შესახებ?

- მე მითხრეს ამის შესახებ. მაგრამ ეს მშენებარე ობიექტი არ მინახავს და, შესაბამისად, გამიჭირდება რაიმეს მტკიცება. თუმცა კვამლი უცეცხლოდ რომ არ არსებობს, ეს ყველასთვის ცნობილია. რატომ არ ამბობენ, მაგალითად, სხვა ადამიანზე, სხვა ვიცე-სპიკერზე, პარლამენტის სხვა წევრზე? ლაპარაკობენ ზვიად ძიძიგურზე და მე მინდა, რომ ზვიად ძიძიგურმა ამაზე რეაგირება მოახდინოს და მინიმუმ დაადასტუროს, რომ ეს ყველაფერი არის ჭორი.

არ შემიძლიაარ გკითხოთ ფეიქრიშვილის პარტნიორზელელუაშვილზეესადამიანი ბიძინა ივანიშვილის ქონების განადგურებისთვის იყობრალდებული და ის არც მეტიარც ნაკლებიპროკურატურისშუამდგომლობის საფუძველზე გაათავისუფლესეს როგორ მოხდა?

ლელუაშვილთან დაკავშირებით საკმაოდ უცნაურად ვითარდება მოვლენები. მე ვიცი, რომ არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ ლილუაშვილი მივიდა ახალი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან და ვაჭრობა გააჩაღა იმ კომპრომატებით, რომელიც მას აქვს და ჰქონდა როგორც ძველი, ასევე ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებზე. არ არის გამორიცხული, რომ მან ამ კომპრომატებით თავისუფლება და ხელშეუხებლობა იყიდა. ის მართლაც ძალიან დიდი ინფორმაციის მფლობელი იყო და არის კიდეც. მას მთელი გასული წლის განმავლობაში ინფორმაციის წყაროდ იყენებდნენ. მაგრამ ვიცი, რომ ახალი პრემიერის მოსვლის შემდეგ მოხდა გარკვეული დისტანცირება. თუმცა რატომ გრძელდება ლილუაშვილისა და ფეიქრიშვილის ბოგინი საქართველოში, მე არ ვიცი.

მე ვითხოვ სამართალდამცავი ორგანოებისგან და ამას მთელი წელიწადია უკვე ვითხოვ, რომ გამოიძიონ ამ ადამიანებისა და მათი გუნდის წევრების მუშაობა - წლების განმავლობაში რასაც ისინი აკეთებდნენ გარდაბანში. სხვათა შორის, იქ არიან ახლაც, ხომ არ გგონიათ, რომ რამე შეიცვალა. ისევ ის გუნდია პირველი პირების გარდა, ადრე რაც იყო. ახლა ხდება კიდევ უფრო უარესი - ფეიქრიშვილმა პირდაპირ ჩაიგდო ხელში სრული მმართველობა რაიონში და იმ რწმუნებულებსაც კი ათავისუფლებინებს თანამდებობებიდან, რომლებიც მისი კონტროლის ქვეშ არ არიან.

 რატომ უთმენენ მას ამდენს?

 - მე ვიცი, რასაც ლაპარაკობს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ ძალიან რთულია გარდაბნის რაიონის მართვა თავისი სფეციფიკიდან გამომდინარე და ამიტომ საჭიროა, რომ ლელუაშვილმა და მან თავისი კავშირებითა და აგენტურის მეშვეობით უზრუნველყონ სტაბილურობა, რეალურად კი აკონტროლონ მთლიანად ქვემო ქართლი, რუსთავის გარდა. ზოგიერთს, ეტყობა, სამართალდამცავ სისტემაში არ უნდა აუტკივარი თავი აიტკივოს. მაგრამ ეს ასე არ არის. ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი დაიმსხვრევა და ასე ძალით შეკავებული პროცესები ცუდად იჩენს სახელმწიფოსთვის თავს.

 ეს ხომ პოლიტიკურად წამგებიანია "ქართული ოცნებისთვის"?

 - აბსოლუტურად წამგებიანია. ეს ეტყობა კიდეც გარდაბნის რაიონის მოსახლეობას, რომლებიც საშინლად იმედგაცრუებულები არიან. მე ამის თაობაზე არაერთხელ ვესაუბრე "ქართული ოცნების" პარტიულ ხელმძღვანელობას და პოლიტსაბჭოზეც კი იყო ამ საკითხის მოსმენა. მიუხედავად ამისა, ყველაფერი, სამწუხაროდ, ისევ ისე გრძელდება, როგორც ადრე ხდებოდა.

 დავუშვათრომ კონსერვატორებს და მის ლიდერს აქვთ გარკვეული ინტერესი ბატონ ფეიქრიშვილთან დაკავშირებით.მაგრამ "ქართული ოცნებახომ დამოუკიდებელი პოლიტიკური გუნდიაგამოდისრომ ფეიქრიშვილს თავისი ლობისტები ამგუნდშიც ჰყავს

 - მარტო ძიძიგურს ვერ მოვიაზრებთ იმ პერსონად, რომელიც ფეიქრიშვილს მფარველობს, ეს ასე არ იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებში არიან ადამიანები, ვის შესახებაც ლელუაშვილს აქვს კომპრომატები და მათ აიძულებს, რომ მისი მხარდამჭერები იყვნენ. ამ ადამიანებს, რომლებიც არიან სამართალდამცავ სტრუქტურებში და ლელუაშვილის კარნახით მოქმედებენ, შეუძლიათ, ნებისმიერი საქმე მუხრუჭებზე ჩაუშვან. 

 - რა გამოდის, ლუაშვილი და ფეიქრიშვილი აშანტაჟებენ ხელისუფლებას?

 - კი, რასაკვირველია, ასე გამოდის. მე სხვა ვარიანტს ვერ ვხედავ. ყველამ იცის, რაც ხდება ქვემო ქართლში და კერძოდ, გარდაბნის რაიონში. და ყველა ისეთ პოზას იღებს, რომ ვითომც არაფერი არ ხდება. ჩემი ამ ტიპის განცხადებების შემდეგ ფეიქრიშვილმა არაერთხელ თქვა, პროკურატურასა და სამართლოს მივმართავო. მაგრამ არ შეუტანიათ არსად არაფერი. ერთი სული მაქვს, როდის შეიტანენ.

 თავად იძახის, მიჩივლეთ პროკურატურაში, თუ რამე დანაშაული მაქვსო...

 - წინა პროკურორის ერთ-ერთი მოადგილე უახლოესი მეგობარი იყო ლელუაშვილის. ლელუაშვილის გერი მიიღო სამსახურში და სახლი იმას ნამდვილად აუშენეს, უკაცრავად, აჩუქეს.