მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ბულინგის კამპანიაზე: თავის უნიათობას, უპერსპექტივობას და იმას, რომ გაშიფრულები არიან როგორც აგენტები, ხალხს აბრალებენ და ლანძღავენ, „გაუნათლებელს“, „ბრბოს“ უწოდებენ

მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ბულინგის კამპანიაზე: თავის უნიათობას, უპერსპექტივობას და იმას, რომ გაშიფრულები არიან როგორც აგენტები, ხალხს აბრალებენ და ლანძღავენ, „გაუნათლებელს“, „ბრბოს“ უწოდებენ

ქართული ოცნებისაღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელებში, მმართველი პარტიის მხარდამჭერების მიმართ ოპოზიცისა და მათი აქტივისტების მიერ წარმოებულ ბულინგის კამპანიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავის უნიათობას  და აგენტობას ოპოზიციური სპექტრი, ქართული საზოგადოების უმრავლესობას აბრალებს.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, „ქართული ოცნებისმხარდამჭერებს ლანძღავენ, რაც არა მხოლოდ შეურაცხყოფა, არამედ, ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლის წაქეზება და მოტყუებაა, თითქოს, მათ რეიტინგები აქვთ დაცუდმაადამიანებმაკარგიადამიანები დაფარეს.  მისი თქმით, ოპოზიცია ასე ყოფს საზოგადოებას.

ახლა რაც ხდება სოციალურ ქსელებში: თავის უნიათობას, თავის უპერსპექტივობას, თავის აგენტობას და იმას, რომ გაშიფრულები არიან, როგორც აგენტები, ხალხს აბრალებენ და ლანძღავენ. „გაუნათლებელს“, „ბრბოსდა მსგავსს უწოდებენ, რაც არის არა მხოლოდ შეურაცხყოფა, ეს არის საკუთარი ამომრჩევლის წაქეზება და მოტყუება, თითქოს, მათ რაღაც რეიტინგები აქვთ და მერე სხვაცუდიმოქალაქეები, მათი აზრით საშინელი ხალხი, 1 100 000-ზე მეტი ადამიანი, ფარავს ამ ადამიანებს და ასე ყოფენ ამ საზოგადოებას. მათი მსხვერპლიც კი, შეიძლება ძალიან ბევრი კარგი ადამიანი იყოს, რომელმაც დაიჯერა, რომ ამ ქვეყანას მართავს დღეს რუსული ხელისუფლება. უბედურებაა ეს ცალკე აღებული, წლების განმავლობაში, ტვინში უბეჭდავენრუსული, რუსული“, არგუმენტის გარეშე - ხომ უნდა დაფიქრდე, ადამიანი?! ეს კი არ ამართლებს რომელიმე ამომრჩეველს, უბრალოდ მე მათ არ ვერჩი არასდროს. ბევრი კარგი ადამიანი მინახავს, რომელიც რწმენაშია, რომ ამ ქვეყანას მართავს რუსული ხელისუფლება, რწმენა ჩამოუყალიბეს ასიათასჯერ გამეორებული სიგიჟით.“ -  განაცხადა მამუკა მდინარაძემ.