„ყველანაირი სიბინძურეა ოპოზიციისგან მოსალოდნელი“ - მზადება არჩევნებისთვის თუ არჩევნების მეორე დღისთვის?!

„ყველანაირი სიბინძურეა ოპოზიციისგან მოსალოდნელი“ - მზადება არჩევნებისთვის თუ არჩევნების მეორე დღისთვის?!

ბოლო პერიოდში, ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა საუბარი იმის შესახებ, რომ ოპოზიციური სპექტრი არათუ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის, დესტრუქციისა და რევოლუციისთვის. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ბევრი რამ მიანიშნებს, რომ მიმდინარეობს მზადება 27 ოქტომბრისთვის და არაკონსტიტუციურად ხელისუფლების შეცვლისთვის. პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიციის კამპანია იმართება უცხოეთიდან და დღე არ გადის, რომ 2-3 განცხადება არ გაკეთდეს უცხოეთიდან, რომელიც არის პირდაპირი ჩარევა საარჩევნო საკითხებში.

ბევრი რამე მიანიშნებს, რომ მიმდინარეობს მზადება 27 ოქტომბრისთვის და არაკონსტიტუციურად ხელისუფლების შეცვლისთვის. ამას გინდა გადატრიალება დავარქვათ, ან რაც გინდათ ის. ეს არის 2020 წლის განმეორების მცდელობა. რა მიგვანიშნებს ამაზე: როცა საუბარია ესა თუ ის დარღვევა არის თუ არა, არსებობს უწყებათაშორისი კომისია, იუსტიციის სამინისტროს კოორდინირებით. არც ოპოზიცია დადის ამ კომისიაზე, არცენჯეოები“. თუკი რაიმე აქვთ პრეტენზიები, მივიდნენ, წარუდგინონ. კომისიაზე დადიან საერთაშორისო დამკვირვებლები, ეუთო/ოდირი ესწრება და ეს ყველაფერი აღრიცხული აქვთ მათ, რომ ისინი არ ესწრებიან. მათ რომ რეალური პრეტენზიები რაიმეზე ჰქონდეთ, მიიტანდნენ, გამოკვლეული იქნებოდა და საზოგადოება დაინახავდა. ახლა რას აკეთებენ? - გამოდიან, ატარებენ ბრიფინგს, მარცხნივ-მარჯვნივ მოისვრიან ბრალდებებს. მათი დაბალი სტანდარტი არის ის, რომ მათი ბრალდებები ჭორ-მართალზეა დაფუძნებული და რაოდენობაშიც არ აქვთ ბევრი. ვუყურებთ, რომ კამპანიას საერთოდ არ აწარმოებენ.

ნებისმიერს ჰკითხეთ, ვინც საარჩევნო პროცესებშია ჩართული, ოპოზიცია რეგიონებში საერთოდ არ ჩანს, არანაირი კამპანია არ აქვთ. „ქართული ოცნებაერთადერთი პარტიაა, რომელსაც დელეგატები ჰყავს დასახელებული, არც ერთ სხვა პარტიას არ დაუსახელებია, იმიტომ რომ რეგიონში არ ჰყავთ ადამიანები, ავტორიტეტები, რომლებსაც მიესვლებათ მოქალაქეებთან და სათქმელი ექნებათ რამე. მათი მთელი კამპანია, ყველაზე კარგ შემთხვევაში არის ის, რომ ტელევიზიიდან ესაუბრონ ხალხს და ყველაზე ცუდი, რაც სინამდვილეში ხდება არის ის, რომ მათ კამპანიას უცხოეთიდან უწარმოებენ. ჩვენ ვაკვირდებით, დღე არ გადის, რომ უცხოეთიდან 2-3 განცხადება არ იყოს, რომელიც არის პირდაპირი ჩარევა საარჩევნო საკითხებში. ასეთი ანომალია საქართველოში არასდროს მომხდარა. ეს არის, საერთო ჯამში, სამწუხარო მდგომარეობა და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ჩვენი მოქალაქეები დარაზმულად, მობილიზებულად მოვიდნენ 26 ოქტომბერს და მათი სიმრავლე არის ყველაზე ძლიერი იარაღი ნებისმიერი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ ერთ-ერთ სატალევიზიო გადაცემაში.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, 23 ოქტომბერს ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული აქციით ოპოზიციამ დაინახა, რომ ის ამ საპარლამენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს და ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთ გზად რევოლუცია რჩება.

ოპოზიციამ დღევანდელ აქციაზე დაინახა, რომ გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს, ამიტომ, მათი ერთადერთი შანსი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ არეულობის და გადატრიალების გზით, ასევე დასავლეთის გარკვეული წრეების დახმარებით ხელისუფლებაში მოსვლა, მაგრამ ისეთი სიტუაციაა დღეს საქართველოში, რომ არ მგონია ქართულმა სახელმწიფომ და ქართველმა ხალხმა დაუშვას - ეს გამოიწვევს მათ ფიზიკურ განადგურებას.

ყველანაირი სიბინძურეა ამათგან მოსალოდნელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ესენი ვერაფერს შეძლებენ, რადგან დღევანდელ დღეს თავის ადგილზე დგას როგორც ძალოვანი სტრუქტურები, ისე ხალხი.

ახლა ამ არჩევნებს ლეგიტიმაციას ხელოვნურად დაუყენებენ, ობიექტურად ეს არჩევნები იქნება საქართველოში უპრეცენდენტო არჩევნები. რამდენი ხანია მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია და არაფერი არ მომხდარა. ეს თავის მხრივ ეუთო-ოდირმაც აღნიშნა და დაწერეს თავიანთ ანგარიშში - ეს არ აწყობს ოპოზიციას და დაიწყეს, თითქოსდა ვიღაცა ცემეს. ოპოზიციას ეს გარედან დავალებული აქვს - სალომე ზურაბიშვილმა კი პირდაპირ განაცხადა, რომ ის დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს ესაუბრა და შეათანხმა საქართველოში გადატრიალება, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სიტუაცია საქართველოში რადიკალურად შეიცვლება:

ჩვენ უნდა გავძლოთ ორი კვირა და ორი კვირის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება - მე მხედველობაში მაქვს აშშ-ში მიმდინარე არჩევნების შედეგები. ჩვენ, ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო, უნდა დავდგეთ მტკიცედ და მყარად, - დასძინა ედიშერ გვენეტაძემ ჩვენთან ინტერვიუში.

trampi ამ ჩათლახი ამერიკისაგან რისი იმედი გაქვთ ვერ ვიგებ--მაგათ საკუთარი თავი გასწირვებიათ
ეგენი 27 ოქტომბერს ელოდებიან ....... მე კიდე 7 ნოემბერს----- პარადი უნდა ჩავიბარო, თანაც აუცილებლად აუცილებლად
ეხლა იქ გაისვრის ავრორა ...... დროა უკვე, აქამდეც უნდა გაესროლა....... დაჟე აგვიანებს კიდეც...
1 თვის უკან