პრეზიდეტის „ქართულმა ქარტიამ“ ჩაილურის წყალი დალია - ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის დასახელება გადააფიქრებინეს

პრეზიდეტის „ქართულმა ქარტიამ“ ჩაილურის წყალი დალია - ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის დასახელება გადააფიქრებინეს

რატომ შეიცვალა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოზიცია, რომ არჩევნების წინ ე.წ. ტექნიკური მთავრობა და პრემიერობის კანდიდატი წარედგენა? მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილს ოპოზიციის ლიდერობა უნდოდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, იგი თავზე არავინ დაისვა. მათი აზრით, ზურაბიშვილის გგემა იყო ხალხის მოტყუება, რომ თითქოს სისხლიანი ნაცმოძრაობა ქვეყნის სათავეში დაბრუნებას ვერ შეძლებდა, მაგრამ ოპოზიციამ ამ ფანდის გათამაშების უფლება თავადვე არ მისცა.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ წარადგენს, რადგანანგარიშს უწევს ოთხ პარტიას“, რომელთაცქართულ ქარტიასმოწერეს ხელი. ამასთან, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ნეიტრალური პრემიერი, რომელიც არ არის პოლიტიკური ფიგურა, იმ გაგებით, რომ არ არისპოლიტიკური პარტიებიდან წამოსული“, გაუადვილებს პარტიებს შეჯერდნენ.

გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, მსჯელობა .. ტექნიკურ მთავრობაზე, რომელიც შეიძლებაიყოს მთლიანად ტექნიკური ან შერეული“, არჩევნების შემდეგ დაიწყება.

მყავდა და მყავს პრემიერობის კანდიდატი. „ქართულ ქარტიაშიწერია, რომ მე უნდა წარვადგინო. პრემიერობის ერთი კანდიდატი მყავს, ძალიან ბევრი ვიფიქრე, ვეძებე და შევჯერდი. მე ანგარიშს ვუწევ 4 პარტიას, რადგან არ უნდა იყოს არანაირი დისონანსი, მათგან მოვისმინე, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს არჩევნების შემდეგ.

მართალია, მათი ქარტიის ინტერპრეტაცია, რადგან ქარტიაში არ წერია ის, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არჩევნებამდე უნდა იყოს წარდგენილი თუ მანამდე. რადგან უმრავლესობის ხედვა იყო, ჯობია არჩევნების შემდეგ იყოს. ვთვლი, რომ ნეიტრალური პრემიერი, რომელიც არ არის პოლიტიკური ფიგურა, იმ გაგებით, რომ არ არის პოლიტიკური პარტიებიდან წამოსული - ეს ბევრად ადვილია პარტიებისთვის, შეჯერდნენ, რადგან მათი ხედვები არის სხვადასხვა.

ტექნიკური მთავრობა, რომელიც შეიძლება იყოს მთლიანად ტექნიკური ან შერეული, ამაზეც არჩევნების შემდეგ, დავიწყებთ მსჯელობას.

ამომრჩეველს მინდა ვუთხრა, რომ მე არსად მივდივარ, აქ ვარ. არჩევნების მერე აქ ვიქნები და ძალიან გავუფრთხილდები ამ ქვეყნის სტაბილურობას. ძალებს მოვიკრებ იმისთვის, რომ ასე მოხდეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ როდესაც არჩევნები მოახლოვდა, ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილი თავზე არ დაისვა და მას საშუალება არ მისცა, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა წარმოედგინა.

მისივე თქმით, ზურაბიშვცილმა ისეთი აბსურდული სურათი დახატა, რომელიც საზოგადოებაში ადვილად გაიშიფრა.

ვოლსკის თქმით, არა ოპოზიცია, არამედ საზოგადოება გახდა იმის მიზეზი, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკან წაიღო ეს გეგმა.

იდეა ერთი იყო, რომ ხალხისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, თითქოს, არ მოდის სისხლიანი კოლექტიური ნაცმოძრაობა, არამედ ტექნიკური ინტელექტუალური მთავრობა იქნება ის, ვინც საქართველოს განაგებს გარკვეული პერიოდის მანძილზე. ეს იმდენად აბსურდული და არაკონსტიტუციური იყო, ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ, რასაკვირველია, ამ ლეღვის ფოთლის უკან ვერ დაიმალა ის რეალობა, რასაც კოლექტიური ნაცმოძრაობა მუდმივად ქადაგებდა. ისეთი აბსურდული სურათი დახატა, რომელიც საზოგადოებაში ადვილად გაიშიფრა და რასაკვირველია, ამას განვითარება ვერ მიეცა. თუმცა, მე ვფიქრობდი, რომ ეს საკითხი მაინც შეთანხმებული იქნებოდა და შემდეგ გამოავლენდა თავის ბნელ სახეს ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა, მაგრამ ასე არ მოხდა, - განაცხადა ვოლსკიმ.

„გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ კი განაცხადა, რომ პრეზიდენტი ან „მიაკაჩავეს“ და უკან დაახევინეს, ან ფული გადაუხადეს - „ლელოს“ არ უჭირს, რომ დისკომფორტი ფულით აღმოეფხვრა.

„ან „მიაკაჩავეს“ და უკან დაახევინეს, ან ფული გადაუხადეს. „ლელოს“ არ უჭირს, რომ დისკომფორტი ფულით აღმოეფხვრათ. პრეზიდენტი აპირებდა წინასაარჩევნოდ (პრემიერ-მინისტრის კანდიდატის) დასახელებას და მიჭირს იმის დაჯერება, რომ უფასოდ გადაეფიქრებინა. ოპოზიციაში ყველა ოცნებობს პრემიერ-მინისტრობაზე და პრეზიდენტს ვიღაცა მეცნიერი, ფიზიკოსი, ან ბიოლოგი რომ დაესახელებინა, ხომ დარჩებოდა ამდენი ხალხი გაღიმებული. ეს არავის უნდოდა. მე არ ვიცი, შეიძლება ისე დაარწმუნეს, მაგრამ ვინაიდან „ლელოს“ ბევრი ფული აქვს, მე მგონია, რომ ესეც შეიძლებოდა ჩართულიყო საქმეში.

პრეზიდენტი ბოლოს „ლელოს“ შეხვდა და გადაიფიქრა. „ლელოს“ როცა შეხვდები და რამეს გადაიფიქრებ, იქ როგორ შეიძლება მე ფულზე არ ვიფიქრო და „ლელოს“ სიტყვის დამაჯერებლობაზე წავიდეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება?!“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციამ იძულებული გახადა საკუთარი პირით ეთქვა არჩევნებამდე პრემიერის კანდიდატის და ე.წ. ტექნიკური მთავრობის დასახელებას აღარ აპირებდა. მამრაძის აზრით, ოპოზიცია იძულებული იყო აქამდე ზურაბიშვილის თამაშს აჰყოლოდა, ხოლო არჩევნების მოახლოვებისთანავე, ამ თამაშის გაგრძელება აღარ მოინდომეს.

„რა თქმა უნდა, ეს კონსულტაციები ამდენი ხანი იმიტომ გაგრძელდა, რომ ოპოზიცია იმთავიდანვე ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიას“ და ამ პრემიერობის წინასწარ დასახელებას არ ეთანხმებოდა. ცოტა ხანი ზურაბიშვილს თამაშში აჰყვნენ. გარკვეული პიარისთვის ჩათვალეს, რომ მათთვისაც მომგებიანი იქნებოდა. ასე ხელს ვერ აუკრავდნენ ერთიანად ზურაბიშვილს, რომელიც დასავლეთში დადის და მას უფრო უსმენენ, ვიდრე დანარჩენ ოპოზიციას. ამიტომ, ამ ეტაპზე, სჭირდებოდათ ამ როლის თამაში. როგორც კი საქმე საქმეზე მიდგა და ზურაბიშვილმა ვიღაცა მართლა შეარჩია, მერე უკვე ეს თამაში აღარც ოპოზიციას აწყობდა. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ყველა ოპოზიციის ლიდერს პრემიერობა უნდა და ამაზე ოცნებობენ.

ამხელა რესურსი სწორედ ამის გამო იდება. წარმოიდგინეთ, ახლა ვიღაცა ბიოლოგი თუ ფიზიკოსი რომ ხდება პრემიერი და ამათ ამდენი აქვთ ნაწვალები. მაშინ ამ პარტიების მიზანი რა არის, რისთვის იღწვიან? ეს არის მთელი ამ „ქარტიის“ ისტორია და მგონია, აქ სრულდება და არჩევნების შემდეგ მას არანაირი განვითარებაც არ ექნება. ჯერ ერთი, რომ „ოცნება“ ყველა კვლევების მიხედვით ლიდერობს და არავის ეპარება ეჭვი, რომ ის გაიმარჯვებს და მთავრობის დაკომპლექტებასაც შეძლებს. ოპოზიციის გამარჯვება თეორიულად რომც დავუშვათ, ისინი ზურაბიშვილს არც პრემიერად და არც პრეზიდენტად არ დაასახელებენ. ამის მიზეზი კი მარტივია, არავინ აღარ აპირებს, მით უმეტეს ნაციონალები, სააკაშვილის და „ოცნების“ შეცდომების გაზიარებას, როცა ეს ქალბატონი თანამდებობებზე დანიშნეს“, - ამბობს მამრაძე.

მისი თქმით, რეალურად ზურაბიშვილს ოპოზიციაში არავინ ენდობა და არავის სურს მის კაპრიზებზე სიარული. ამიტომაც საბოლოოდ მის პოლიტიკურ კარიერას დიდი განვითარება არ ექნება და ამ ქარტიასთან ერთადაც, რომლითაც ამ დღეებში კარგად გაერთო, არავის აღარ ემახსოვრება, მით უმეტეს თუ მისი გადაყენება იმპიჩმენტის სახით მოხდა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება არ დაასახელოს არჩევნებამდე კანდიდატურა, სწორი გადაწყვეტილებაა. ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ახლა არჩევნებამდე სამი დღით ადრე პრემიერის კანდიდატის დასახელებას აზრი აღარ ჰქონდა.

„რა თქმა უნდა, ოპოზიციამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და როგორც ჩანს, პრეზიდენტიც დეთანხმა. ახლა რომ პრემიერის ვინაობა ეთქვა, ამას პოლიტიკურად „ოცნება“ გამოიყენებდა. მმართველი გუნდი ყველაფერს ეცდებოდა, რომ ამ დღეებში ამ პირის დისკრედიტაცია მოეხდინა. ოპოზიცია კი ვერ შეძლებდა მისი ფიგურის საზოგადოებისთვის გაცნობას. ამიტომ აზრი არ ჰქონდა და პირიქით, ეს პოლიტიკურად არამომგებიანი სვლა იქნებოდა. მე მაინც ვიხრები იქით, რომ სჯობს სალომე ზურაბიშვილი იყოს პრემიერობის კანდიდატი. მასზე უფრო მოხდება შეჯერება. თუმცა აქ არის ერთი პრობლემა - თუკი ოპოზიციამ ვერ აიღო ჯამში 76 მანდატი, „ოცნებისთვის“ 51 მანდატიც კი საკმარისი იქნება, რომ პრემიერის კანდიდატურა დაასახელონ. ამიტომ სწორია, რომ ჯერ სჯობს არჩევნების შედეგები გახდეს ცნობილი და დანარჩენზე მერე მოხდეს მსჯელობა. მაგალითად, თუკი ორმა ოპოზიციონერმა პარტიამ აიღო 76 მანდატი, მხოლოდ ეს ორი პარტია უნდა შეთანხმდეს პრემიერის კანდიდატურაზე. ამიტომ ქარტიის ბედი, ცოტა არ იყოს, არჩევნების შემდეგ გაურკვეველია. მე მაინც არ გამოვრიცხავ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს და ზურაბიშვილი კი პრემიერობის. ვნახოთ, წინასწარ საუბარი რთულია, ყველაფერს არჩევნები აჩვენებს“,-ამბობს ძაბირაძე.

 

 

trampi ჯეკ მეტლოკი: ქართველებმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს, არამხოლოდ ჩემს დიპლომატიურ საქმიანობაში, არამედ პირად ცხოვრებაშიც. ამიტომ, ძალიან მიხარია რომ მაქვს ქართველ მაყურებელთან საუბრის შესაძლებლობა



ჯეკ მეტლოკი: ვფიქრობ, საქართველოს მხრიდან ძალიან სწორი ნაბიჯი იყო, რომ არ შეუერთდა სანქციებს. სხვათა შორის, ეს სანქციები საერთოდ არ აკეთებს იმას, რაც უნდა გაეკეთებინა


ჯეკ მეტლოკი: საქართველომ უნდა გაიაზროს, რომ მისი პრობლემები ევროკავშირში გაწევრიანებით არ მოგვარდება. ის შეიძლება ერთ დღეს გაწევრიანდეს და მე იმედი მაქვს ასეც იქნება, მაგრამ ნატოში გაწევრიანება დაუშვებელია

ჯეკ მეტლოკი: საქართველოს ინტერესებშია კარგი ურთიერთობები ჰქონდეს მეზობლებთან. იგი არ უნდა ჩაერიოს არცერთ მხარესთან, მსოფლიოს დაყოფის პროცესში, ე.წ. ცივილიზაციათა ჯახის ფარგლებში

ჯეკ მეტლოკი: ის კანონი, რომელიც უცხოეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების რეგისტრაციას ითხოვს, ძალიან ჰგავს აშშ-ში მოქმედ კანონმდებლობას, სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობისთვის ამის გამო, არასწორია



ჯეკ მეტლოკი: აშშ-მ უნდა შესთავაზოს საქართველოს ეკონომიკური დახმარება, თუმცა თავიდან უნდა აირიდოს საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევა, ეს არასოდეს ამართლებს, რადგან ამ დროს უცხოელ აგენტად აღიქმები




ეს კაცი შევარდნაძის ბრატიშკაა........ ჯიგარზე ჯიგარი კაცია
როცა მოსკოვში იყო ეგ ამერიკის ელჩად, მაშინ (1988--ან 1989 წელი იყო) მაგან ერთი თვე ცოლ-შვილთან ერთად საქართველოში გაატარა... საქართველო მაშინ ყველას პირზე ეკერა....პლიუს შევარდნაძე მაშინ ცვეტში იყო........ ხოოდა ჩამოიყვანა ცოლშვილი და ჩამოვიდა ..ის კი არადა ისე მოეწონა საქართველო რომ დაჟე მაშინ შვებულებას 3 დღე გადააცილა, აქედან გვიან წავიდა (დაჟე მაშინ შვილები სპეციალურად ჩამოიყვანა ამერიკიდან საქართველოში წამოსაყვანად)
ატყდა მაშინ მოსკოვში ამერიკის საელჩოში ერთი შფოთი---არიქა ელჩი დავკარგეთო(ეს ყველაფერი მაშინ გაზ. კომუნისტში ეწერა... ინტერვიუც იყო)
მოკლედ მაგ კაცს მაშინ საქართველო ძალიან მოეწონა, პირდაპი ტვინში გაეჭედა ....
არადა სულ ველოდებოდი, სულ მაინტერესებდა---- სადააა ის კაცი, რატო ამ ამერიკის ჩათლახობებზე არ გამოგვესარჩლება, რატო ატმასკას არ აგვიღებს, მეთქი და.................... აჰაააა ...
მადლმა მაინც თავისი ქნა და გამოჩნდა
და ჩვენზე დიდი სითბოთი და სიყვარულით ლაპარაკობს კიდეც.........და ძალიან მიხარია
ისე ომის მერე სტეინბერკიც იყო საქართველოში და გაოგნებულ--გაოცებული წავიდა აქედან....კითხულობდა--- ეს ქვეყანა საბჭოთა კავშირში არ შედისოო?? რუსეთის მერე აქ რო ჩამოვიდა და აქაური ხალხი ნახა, უკვირდა... ესენი ვინ არიანო
სხვათა შორის ტურაშვილის მაგარი ძმა, საქართველოში ამერიკის პირველი ელჩი-- კენტ ბრაუნიც ძალიან აფასებს საქართველოს ... საქართველოზე ხსენებაზე იმასაც იზმენები ეწყება(კარგი გაგებით).....ისე მის მერე კოლუმბის ყველა ელჩი პიდარასტია
მიკლედ მიყვარს, ძალიან მსიამოვნებს საქართველოდან მადლწაღებული უცხოელი საქართველოს რო აფასებს....






დასავლეთმა ჩვენს მიმართ რიტორიკა შეიცვალაო


არ შეიცვლის და დედაც ეტირება---- სუ დაგვკარგავს
რომელი ურჩევნია??
ჰოოოდა შეიცვლის.... აბა რას იზამს
მიწოლით რომ არ გამოსდით არაფერი, იმიტომ შეიცვალეს რიტორიკა
ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო ეტყობა მიხვდნენ
ინდიელები ვეგონეთ
წავიდნენ მაგათი ოხერი დედაც ....................მაგათი ასაკის კახეთში კაკალი ედგა პაპაჩემს (მერე მოჭრეს --გზას აკეთებდნენ)
ფიდარტასტები
ჟაპაროზეცმა რო უთხრა ვოლგას------ რაც მაგათ თავში აქვთ, ჯერ მარტო იმდენი ჩვენ ტრ კში გვაქვს, მაგათ გონებით როგორ უნდა გვაჯობონ?
ყველამ ჩვენზე დაიმტვრია კბილები......ჰოოოდა მეშვედეები არიან ეგენი, მეშვიდეები
ეხლა ნახეთ ჩვენს მერე მთელ მსოფლიოში ოპტომ რო დაერხევათ
რევოლუცია კი არა---- შიხტა--კიკოლა
რევოლუცია ................... ის მასინ გამოუცდელი ხალხი ვიყავით, კომუნისტების მერე ამერიკელები მამა აბრამის ბატკნები გვეგონნენ
მამა აბრამის ბატკნები კი არა თურმე ესენი ეშმაკზე დამყნობილები ყოფილან... ამათთან შედარებით მართლა მამა აბრამის ბატკნები კომუნისტები ყოფილან---ამდენს არ გვიფუჭებდნენ
1 თვის უკან
Gami რაც მე ძაბირაძე " მითრევია" კიდევ გავაგრძელო მისი განქიქება? მომბეზრდა, არადა არ ისვენებს, როშავს და როშავს...
1 თვის უკან