„ბატონ ლილუაშვილს საკმარისზე მეტი არგუმენტები ექნებოდა აშშ-ში წარსადგენად, რომ ეს ფსევდო-რევოლუციის შეუძლებლობა, ნათლად წარმოჩენილიყო“

„ბატონ ლილუაშვილს საკმარისზე მეტი არგუმენტები ექნებოდა აშშ-ში წარსადგენად, რომ ეს ფსევდო-რევოლუციის შეუძლებლობა, ნათლად წარმოჩენილიყო“

სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის საქმეზე, რომელზეც სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. for.ge-ს ინფორმაციით, ამ საკნადლურ საქმეში მონაწილეობენ უცხოელები, რომელთა წინააღმდეგ ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს. არაოფიციალური ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებენ ამერიკის მოქალაქეები. ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, ცხადია, ამ მძიმე დანაშაულის, რაც კვალიფიციური გამოძიებით უნდა იქნეს მხილებული და აღკვეთილი, სავარაუდო თანამონაწილეები არიან - უცხოელებიც. ის, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ხდება მსგავი უპრეცენდენტო ჩრევა, სწორედ ამ შეთქმულების მხილებისთვის ერთ-ერთი მტკიცებულებაა. ანალიტიკოსი იმედოვნებს და მოელის, რომ ამჯერად ეს გამოძიება ბოლომდე მივა და საზოგადოება გაიგებს, რასთან გვქონდა საქმე, რა საფრთთხე იქნა თავიდან აცილებული.

for.ge ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

ბატონო დავით, როგორ შეიძლება ავხსნათ ამერიკის ელჩის შერბილებული პოზიცია?

დავით ზარდიაშვილი: აშშ-ს ელჩის შერბილებული პოზიცია რამდენიმე ფაქტორით შეიძლება ავხსნათ: რასაკვირველია, ყველაზე უფრო დამაჯერებელი შეიძლება იყოს ბატონი ირაკლი გოგავას არგუმენტი „ცუდი და კარგი პოლიციელის შესახებ“ - აშშ-ს ელჩი ამ შემთხვევაში თამაშობს „კარგი პოლიციელის“, ხოლო ევროკავშირისა - „ცუდი პოლიციელის“ როლს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ე.წ. კოლექტიური დასავლეთის მიერ საჯაროდ დემონსტრირებული ნეგატიური დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ სულაც არ შერბილებულა, უარესიც - უფრო ხისტიც კი გახდა არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ეს ვერსია საკმაოდ ლოგიკურად გამოიყურება.

მაგრამ, ასევე გასათვალისწინებელია სხვა ვერსიებიც. კერძოდ, გუშინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში ტელეკომპანია „იმედთან“ თითქოსდა გამოჩნდა აშშ-საქართველოს ურთიერთობების ერთობ არასახარბიელო დინამიკიდან ერთგვარი „სინათლე გვირაბის ბოლოს“. კერძოდ ის, რომ ბატონმა ბიძინამ გამოაცხადა არჩევნების შემდგომ უმოკლეს ვადაში ქალბატონ დანიგანთან უკვე დაგეგმილი შეხვედრის თაობაზე. აქვე, ბიძინა ივანიშვილის მიერ განმარტებული იქნა მიზეზი, რის გამოც იგი თავს იკავებდა მსგავსი შეხვედრებისგან.

როგორ ფიქრობთ, პოლიტიკურად რამდენად სწორი იყო ამ მიზეზით სტრატეგიულ პარტნორებთან კომუნიკაციაზე უარის თქმა?

- ცხადია, იმ პირობებში, როცა მასზე, ფაქტობრივად, პოლიტიკურად მოტივირებული ფინანსური ბლოკადა ხორციელდებოდა, ბიძინამ თავი აარიდა ინტერესთა კონფლიქტს, რაც მკაფიოდ არგუმენტირებული და ზედმიწევნით კორექტული პოზიციაა. გარდა ამისა, ბიძინამ გაიხსენა უპრეცენდენტო შანტაჟის ხარისხი, რაც უკრაინა-რუსეთის ომის დაწყებისას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე ხორციელდებოდა და როგორც ინფორმირებული წყაროები ამბობენ, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეო დოკუმენტები არსებობს.

საქართველოს შეუძლია ეს დოკუმენტები გაასაჯაროოს უშუალოდ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეებში, რაც ერთგვარი საინფორმაციო ბომბის ეფექტს იქონიებს. აშშ-ში პოლარიზაციის ხარისხი შეუდარებლად მაღალია, ვიდრე ჩვენში, მეტიც - ამ მსოფლიო მეტროპოლიაში შექმნილი ბიფურკაცია წარმოადგენს საქართველოში არსებული ვითარების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს.

შეიძლება ითქვას ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და უწინარესად, კარზე მომდგარი არჩევნები დიდწილად ამ გლობალური ბიფურკაციის ასახვაა. ამდენად, აშშ-ს ელჩის ერთგვარი მომლოდინე პოზიცია სავსებით გასაგებია. ქალბატონ დანიგანს არ სურს ან მწვადი დაწვას ან შამფური და ამდენად, „ცუდი პოლიციელის“ როლი აშშ-მ ევროკავშირს ელჩს გადააკისრა. დაე, თუკი ეს საჭირო გახდა - ჯოხი მასზე გადატყდეს.

მაგრამ ამ შემთხვევაში ევროკავშირი არის დამოუკიდებელი მოთამაშე?

- რასაკვირველია, საქართველო, ისევე, როგორც ნებისმიერი რაციონალურად მოქმედი სახელმწიფო, ევროკავშირს ამ გლობალურ ბიფურკაციაში დამოუკიდებელ მოთამაშედ ვერ და არც განიხილავს, ეს ჩანს ელჩი ჰერჩინსკის მოქმედებაშიც - იგი აკეთებს და გააკეთებს ზუსტად იმას, რასაც ევროკავშირის ბიუროკრატიას აშშ-ს ხელმძღვანელობა იმპერატიულად მოსთხოვს, ხოლო კონკრეტულად რას უკარნახებენ, ეგ ჯერ არ ვიცით და აქ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება პერიოდი 27 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე, თარიღამდე, როცა აშშ-ში არჩევნების წინასწარი შედეგები გახდება ცნობილი.

არა მგონია, ეს კრიტიკული პერიოდი მაინცადამაინც მწვავე იყოს, რადგან, როგორც ჩანს, „ცუდი პოლიციელის“ როლი, რასაც ახლა ევროკავშირი თამაშობს და ელჩი ჰერჩინკი საკმაოდ კომიკურად გამოხატავს (ასევე, გერმანიის ელჩიც საქართველოში, რაც კიდევ უფრო გამაოგნებელია, გერმანიის გამორჩეული, სახასიათო აკურატულობის, დიპლომატიური დისციპლინისა და რაციონალობის გამო) არ იქნება გადამწყვეტი და მას ქალბატონი დანიგანის ზომიერება არა მხოლოდ დააბალანსებს, არამედ ყოველგვარ აქტუალურ სიმწვავეს დაუკარგავს.

მნიშვნელოვანია და ამას მიანიშნებს ისიც, რომ ეუთო-ოდირის შუალედური ანგარიში საქართველოში საარჩევნო გარემოს შესახებ, მეტ-ნაკლებად, ობიექტურია, რაც მთავარია - პოზიტიურია და არ ამართლებს რადიკალურ მოლოდინებს, რომ სერიზული პრობლემები შეიქმნება ამ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის ცნობასთან დაკავშირებით „კოლექტიური დასავლეთის“ მხრიდან.

რაც შეეხება აშშ-ს საელჩოს, აშკარაა, რომ მუქარის და შანტაჟის შემცველ განცხადებებს არ ვისმენთ აშშ-ისგან. უკავშირდება თუ არა ეს ლილუაშვილის ვიზიტს შტატებში? არსებული ინფორმაციით, სუს-ის შეფმა ამერიკელებს წარუდგინა კონკრეტული მასალები...

- ცხადია, ლილუაშვილის ვიზიტი აშშ-ში სწორედ იმ თვალსაზრისითაა ძალზედ მნიშვნელოვანი, რომ მკაფიოდ დემონსტრირებული ყოფილიყო საქართველოს სიმტკიცე და ურყევი ნება - ჩვენი ქვეყანა არანაირ „რევოლუციურ“ სცენარს და დესტაბილიზაციას, „მაიდანიზაცია-უკრაინიზაციას“, რაც „გლობალური ომის პარტიის“ ძირეულ ინტერესებშია, აქ არ დაუშვებს. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონმა ლილუაშვილმა ეს საკმარისი დამაჯერებლობით შეძლო და ელჩი დანიგანის პოზიციის შერბილება, დიდი ალბათობით, ამითაც არის მნიშვნელოვანწილად განპირობებული.

მოგეხსებათ, პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა, ხოლო საქართველოში არეულობის გამოწვევა დღეს, ადგილობრივი რადიკალური, ექსრემისტულად მყვირალა, მაგრამ აბსოლუტურად ფუყე და შიდა რესურსებით არაუზრუნველყოფილი, ძალზე სუსტი და „ყვარყვარისებრად არაფრისმაქნისი“ ძალების მიერ, შესაძლებლობების მიღმაა. ბატონ ლილუაშვილს საკმარისზე მეტი არგუმენტები ექნებოდა აშშ-ში წარსადგენად, რომ ეს - არსებულ რეალურ ვითარებაში ფსევდო-რევოლუციის შეუძლებლობა, სრულიად ნათლად წარმოჩენილიყო.

აშშ-ს მიერ დახარჯული რესურსი სრულიად ფუჭია, ჩვენი რადიკალები მხოლოდ ექსტრემიზმის გარეგნულ მოჩვენებას ქმნიან, რათა დაფინანსება და ხელგაშლილი ცხოვრების, რასაც უცხოელების ხარჯზე კარგა ხანია დაეჩვივნენ, სახსარი არ დაკარგონ. ექსტერმიზმისა და „რევოლუციისთვის“ აუცილებელი თავდადება, მათ, ცხადია, არ აქვთ და არც არასდროს ექნებათ. ჰა და ჰა, რეგვენი გივი თარგამაძე შესწირონ „რევოლუციურ იდეალებს“. და არც ეგ გამოსდით.

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის საქმეზე სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს. სკანდალურ საქმეში ფიგურირებს ეროვნებით ჩეჩენი, მათ შორის უკრაინაში მებრძოლი ქართველები და პანკისის ხეობის მკვიდრი ქისტები. გარდა ამისა, არაოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს იმ უცხოელების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართული არიან სახელმწიფო გადატრიალებაში. ბატონო დავით, როგორ ფიქრობთ, გარე ძალების ჩართულობა იკვეთება ამ კონკრეტულ შემთხვევაში?

- რასაც ახლა თვალს ვადევნებთ - უდიდესი ალბათობით, სამართლებრივად უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც შეთქმულება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, ე.ი. უმძიმესი დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც გათვალისწინებულია მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით. არსებობს არაერთი ფაქტი, რაც ამ შეთქმულებაზე, როგორც იურისტები იტყვიან, „გონივრული ეჭვის“ სტანდარტით, მკაფიოდ და ცალსახად მიანიშნებს.

ცხადია, ამ მძიმე დანაშაულის, რაც კვალიფიციური გამოძიებით უნდა იქნეს მხილებული, აღკვეთილი, მტკიცებულებები შეკრებილი, გამოკვლეული, სისტემატიზებული და სამართლებრივად შეფასებული, სავარაუდო თანმონაწილეები არიან - უცხოელებიც. ის, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ხდება მსგავი უპრეცენდენტო ჩრევა, სწორედ ამ შეთქმულების მხილებისთვის ერთ-ერთი მტკიცებულებაა. ვიმედოვნებ და მოველი, რომ ამჯერად ეს გამოძიება ბოლომდე მივა და საზოგადოება გავიგებთ, რასთან გვქონდა საქმე, რა საფრთთხე იქნა თავიდან აცილებული.

ვიმედოვნებ და მოველი, რომ ამ შეთქმულების მხილება გახდება მორიგი ძალზე სერიოზული არგუმენტი, რათა არჩევნების შემდგომ წარიმართოს სათანადო სამართლებრივი პროცესი, წარდგენილი იქნეს მყარი და უტყუარი მტკიცებულებები როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვისთვის, ასევე კონკრეტული დამნაშავე პირების, მათ შორის - უცხოელებისაც, რომლებიც ამ შეთქმულებაში იმხილებიან, გამოსავლენად და მათთვის სამართლიანი მსჯავრის გამოსატანად. შეგახსენებთ, რომ ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას.

 

 

trampi ჯეკ მეტლოკი: ქართველებმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს, არამხოლოდ ჩემს დიპლომატიურ საქმიანობაში, არამედ პირად ცხოვრებაშიც. ამიტომ, ძალიან მიხარია რომ მაქვს ქართველ მაყურებელთან საუბრის შესაძლებლობა



ჯეკ მეტლოკი: ვფიქრობ, საქართველოს მხრიდან ძალიან სწორი ნაბიჯი იყო, რომ არ შეუერთდა სანქციებს. სხვათა შორის, ეს სანქციები საერთოდ არ აკეთებს იმას, რაც უნდა გაეკეთებინა


ჯეკ მეტლოკი: საქართველომ უნდა გაიაზროს, რომ მისი პრობლემები ევროკავშირში გაწევრიანებით არ მოგვარდება. ის შეიძლება ერთ დღეს გაწევრიანდეს და მე იმედი მაქვს ასეც იქნება, მაგრამ ნატოში გაწევრიანება დაუშვებელია

ჯეკ მეტლოკი: საქართველოს ინტერესებშია კარგი ურთიერთობები ჰქონდეს მეზობლებთან. იგი არ უნდა ჩაერიოს არცერთ მხარესთან, მსოფლიოს დაყოფის პროცესში, ე.წ. ცივილიზაციათა ჯახის ფარგლებში

ჯეკ მეტლოკი: ის კანონი, რომელიც უცხოეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების რეგისტრაციას ითხოვს, ძალიან ჰგავს აშშ-ში მოქმედ კანონმდებლობას, სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობისთვის ამის გამო, არასწორია



ჯეკ მეტლოკი: აშშ-მ უნდა შესთავაზოს საქართველოს ეკონომიკური დახმარება, თუმცა თავიდან უნდა აირიდოს საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევა, ეს არასოდეს ამართლებს, რადგან ამ დროს უცხოელ აგენტად აღიქმები




ეს კაცი შევარდნაძის ბრატიშკაა........ ჯიგარზე ჯიგარი კაცია
როცა მოსკოვში იყო ეგ ამერიკის ელჩად, მაშინ (1988--ან 1989 წელი იყო) მაგან ერთი თვე ცოლ-შვილთან ერთად საქართველოში გაატარა... საქართველო მაშინ ყველას პირზე ეკერა....პლიუს შევარდნაძე მაშინ ცვეტში იყო........ ხოოდა ჩამოიყვანა ცოლშვილი და ჩამოვიდა ..ის კი არადა ისე მოეწონა საქართველო რომ დაჟე მაშინ შვებულებას 3 დღე გადააცილა, აქედან გვიან წავიდა (დაჟე მაშინ შვილები სპეციალურად ჩამოიყვანა ამერიკიდან საქართველოში წამოსაყვანად)
ატყდა მაშინ მოსკოვში ამერიკის საელჩოში ერთი შფოთი---არიქა ელჩი დავკარგეთო(ეს ყველაფერი მაშინ გაზ. კომუნისტში ეწერა... ინტერვიუც იყო)
მოკლედ მაგ კაცს მაშინ საქართველო ძალიან მოეწონა, პირდაპი ტვინში გაეჭედა ....
არადა სულ ველოდებოდი, სულ მაინტერესებდა---- სადააა ის კაცი, რატო ამ ამერიკის ჩათლახობებზე არ გამოგვესარჩლება, რატო ატმასკას არ აგვიღებს, მეთქი და.................... აჰაააა ...
მადლმა მაინც თავისი ქნა და გამოჩნდა
და ჩვენზე დიდი სითბოთი და სიყვარულით ლაპარაკობს კიდეც.........და ძალიან მიხარია
ისე ომის მერე სტეინბერკიც იყო საქართველოში და გაოგნებულ--გაოცებული წავიდა აქედან....კითხულობდა--- ეს ქვეყანა საბჭოთა კავშირში არ შედისოო?? რუსეთის მერე აქ რო ჩამოვიდა და აქაური ხალხი ნახა, უკვირდა... ესენი ვინ არიანო
სხვათა შორის ტურაშვილის მაგარი ძმა, საქართველოში ამერიკის პირველი ელჩი-- კენტ ბრაუნიც ძალიან აფასებს საქართველოს ... საქართველოზე ხსენებაზე იმასაც იზმენები ეწყება(კარგი გაგებით).....ისე მის მერე კოლუმბის ყველა ელჩი პიდარასტია
მიკლედ მიყვარს, ძალიან მსიამოვნებს საქართველოდან მადლწაღებული უცხოელი საქართველოს რო აფასებს....
1 თვის უკან