მეხსიერების ბარათი (5) - ის და მისი მასაჟისტი

მეხსიერების ბარათი (5) - ის და მისი მასაჟისტი

დოკუმენტურად არის დადასტურებული, რომ თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე 7-10 აგვისტოს კოჯორში და ტაბახმელაში მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვა-გადაფორმებით იყო დაკავებული. დარბოდა რეესტრში, ნოტარიუსებში, ბანკებში, აწერდა ხელს და ანგარიშობდა, რა შემოსავალი მოუტანა მიწებით ვაჭრობამ და... ჯერ კიდევ უპატრონოდ ეყარა ომში დაღუპული მებრძოლების ცხედრები და ასე იყო მანამ, სანამ ეს მძიმე მისია, ცხედრების გადმოსვენება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არ აიღო საკუთარ თავზე.

რაც შეეხება კოდორის ხეობას, მისი ბედი ბევრად ადრე იყო გადაწყვეტილი, სანამ მასზემო აფხაზეთსდაარქმევდნენ. ცოტა ხნით ადრე დაშალეს რამდენიმე ათეული ადგილობრივისგან შემდგარი რაზმიმონადირე“, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით იცავდა ხეობას. ეს რაზმი დაშალეს, აიტანეს ტექნიკა, ჩააყენეს ჯარი და როცა დრო მოვიდა, უკანმოუხედავად მიატოვეს იქაურობა, მშვიდობიანი მოსახლეობა, ასეული მილიონების ღირებულების შეიარაღება კი მტერს დარჩა, თუმცა დღეს უკვე შეუძლებელია გაარკვიო, რამდენი, რა ტიპის და რა ღირებულების შეიარაღება აჩუქეს მტერს სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა. ომი ყველაფერს ჩამოწერსო და... გენერალ-მაიორი დავით კეზერაშვილი ომის შემდეგ ერთბაშად მოგვევლინა მილიარდერი ბიზნესმენის რანგში, მისი ბიზნეს-დევიზი იყოშეეჩვიე მოგებას“.

რა ურთიერთობები გააჩნია "ბელთრეიდინგს" საქართველოს მთავრობასთან და თავდაცვის სამინისტროსთან. რა პირობებით მუშაობთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებით. ვინ არის საკონტაქტო პირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან?.. არის თუ არა "ბელთრეიდინგისთვის" ცნობილი აშშ- თავდაცვის სამინისტროს წესები, მათ შორის იმ შეზღუდვების შესახებ, რასაც ჰქვია ექსპორტი?“ - წერდა აშშ- მაშინდელი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი საქართველოში აშშ- იმდროინდელ ელჩს, ჯონტეფტს.

კლინტონის წერილის დასასრულს მითითებულია საქმის ნომერი, 7000 "ემ-5", "-1" შაშხანა, 5, 56 მმ. 2000 "ემ-2, "03"... ლიცენზიის ღირებულება 6 მილიონ 600 ათას დოლარს შეადგენს, საქმეში ფიგურირებს, "ბელთრეიდინგი" და "კონსალტინგი", რომელიც მდებარეობს სეიშელის კუნძულებზე, სამხედრო შეიარაღების საბოლოო მომხმარებელი არის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. გადარიცხვას ხელს აწერს მამუკა მუჯირი, 11 აპრილი, 2008; ზაზა გოგავა, 11 აპრილი, 2008 წელი და ალმენდიევი არკადი. "ბელთრეიდინგი" და "კონსალტინგი" 2008 წლის 11 აპრილი".

ომის დროს შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორი, ზურაბ ჩინჩილაკაშვილი რუს გენერალს, ბორისოვს, მძღოლად ემსახურებოდა, ხოლო თავად გუბერნატორმა, ლადო ვარძელაშვილმა, მას შემდეგ, რაც სასწაულით გადარჩენილ ჟურნალისტებს უთხრა, ნეტავ მძევლებად აეყვანეთ, მაგარ პიარს ავაგორებდითო, ტელეფონი აიღო და გენერალ ლანცოვს დაურეკა: „ზდრავიე ჟელაიუ, ტავარიშჩ გენერალ“.

საცოდავად სასაცილოები იყვნენ, ეს თბილისის სხვადასხვა ბირჟებიდან მოკრებილი, არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი ოროსანი უსაქმურები...

მედვედევი-სარკოზის ექვსპუნქტიანი შეთანხმებით დასრულდა ყველაფერი.

მოსკოვში ხელმოწერილი დოკუმენტი არ არის შეთანხმება საქართველოსა და რუსეთს შორის. რუსებმა იგი პოლიტიკურად გააფორმეს, როგორც შეთანხმება საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს, საქართველოსა და აფხაზეთს შორის, რომლის გარანტებიც არიან ერთის მხრივ რუსეთის ფედერაცია, ხოლო მეორეს მხრივ - საფრანგეთის რესპუბლიკა და ევროკავშირისააკაშვილი კი იმით იყო აღფრთოვანებული, რომ დოკუმენტის მხოლოდ იმ ვარიანტს მოაწერა ხელი, რომელსაც კოკოითისა და ბაღაფშის ხელმოწერები არამშვენებდნენ”, მაგრამ ამით, არაფერი შეცვლილა, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რაც დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ მოხდამოსკოვმა მთლიანად დაარღვია ეს ხელშეკრულება და მისი ღირებულება იმ ქაღალდის ფასზე დაიყვანა, რომელზეც იგი არის დაბეჭდილი. ნიკოლა სარკოზის თვითმფრინავი მოსკოვიდან აფრენილიც არი ყო, რომ რუსულმა ჯარებმა დაიკავეს გორი, შემდეგ იგოეთი, დასავლეთ საქართველოშიკიფოთი. ორ კვირაში რუსეთმა აფხაზეთი და .. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და ასე და ამგვარად სააკაშვილისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ძალისხმევის შედეგად, მრავალი წლით გადაიწია ქართველი ხალხის ორსაუკუნოვანმა ოცნებამ - „საქართველო რუსული ჩექმის გარეშე“.

მაგრამ სეპარატისტული რეჟიმების აღიარება ოდნავ გვიან მოხდა, 26 აგვისტო იყო. 12 აგვისტოს კი, დიდგორის 1121 წლის 12 აგვისტოსძლევაი საკვირველიდანზუსტად 987 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ხუთდღიან ომში დამარცხება, ტერიტორიების დაკარგვა, ათიათასობით ახალი დევნილის გაჩენა, ჯარისკაცების, ოფიცრების დაღუპვა, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი, ქალაქების დაბომბვა და ქართული სოფლების მიწასთან გასწორება პომპეზურად აღნიშნა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, იუნკრების საფლავზე.

ეს იყოზეიმი საკვირველი“. უცხოელებს უკვირდათ, თორემ საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაფერი ნათელი და გასაგები იყო - ძალაუფლება ტერიტორიების სანაცვლოდ. არადა, 2008 წლის იანვარში დევნილებს საჯაროდ დაპირდა, 2009 წლის 1 იანვარს, ახალ წელს სოხუმში ვიზეიმებთო. სოხუმში უნდა ეზეიმა ვალენტინობაც, ჰელოუინიც დამაპზე უკეთესიც“.

აგვისტოს ომში დაიღუპა 170 სამხედრო მოსამსახურე: 23 ოფიცერი, 136 კაპრალი, 9 რეზერვისტი, 1 რიგითი და 1 სამოქალაქო პირი. საომარი მოქმედებებისა და დაბომბვების დროს 228 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 10 ჯარისკაცი დღემდე დაკარგულად ითვლება

ომის დღეებში, ქართული საჯარისო შენაერთების დიდი ნაწილის განადგურების შესახებ საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდებოდა. ამბობდნენ, რომ მეთაურთა და ხელმძღვანელთა მიერ მიტოვებული რიგითები გადარჩენის გზებს თავად ეძებდნენ და სამხედრო ნაწილებში დაბრუნება რამდენიმე დღის შემდეგ მოახერხეს. შემდეგში, დეზერტირობის ბრალდებით, მათზე სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა.

დღემდე უცნობია, რამდენ ჯარისკაცს დასდეს ბრალი დეზერტირობაში. სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აგვისტოს მოვლენების დროს, დეზერტირობის ბრალდებით 60-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე უკანონოდ დააპატიმრეს, ხოლო 500-ზე მეტი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, ჯარისკაცთა ნაწილი დასავლეთ საქართველოში გადავიდა, რომელთაც სახმელეთო ჯარების სარდლის, მამია ბალახაძის ბრძანების შემდეგ, გამოცხადებულიყვნენ სამხედრო ნაწილებში, აღმოსავლეთ საქართველოში გადმოსვლა ვერ შეძლეს. ეს ჯარისკაცებს დეზერტირობაში ჩაეთვალათ. რატომ ვერ ახერხებდნენ დაბრუნებას სამხედრო ნაწილებში, გამოძიებას არ გაუთვალისწინებია

ციხეში ჯარისკაცები არამხოლოდ დეზერტირობის, არამედ ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებითაც იყვნენ მოთავსებულნი. დეზერტირობაში ბრალდებული ერთ-ერთი ჯარისკაცი ყვებოდა, რომ მეთაურისგან მიიღო ბრძანება, დაშლილიყვნენ და თავისთვის ეშველათ, მაგრამ არ მიუღიათ მითითება, როდის ან სად უნდა შეკრებილიყვნენ.

ერთმა ჯარისკაცმა განაცხადა, მეთაურმა მიგვატოვა და საერთოდ არ ვიცოდით, სად ვიყავითო. არც ის ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა მომავალში. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ადამიანები 8 აგვისტოს ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდნენ და მხოლოდ 25 აგვისტოს შემდეგ უთხრეს, რომ დათხოვნილნი იყვნენ შეიარაღებული ჯარებიდან და მათ მიმართ გამოძიებას სამხედრო პოლიცია აწარმოებდა.

დააკავეს ჯარისკაცები, რომლებიც აბსოლუტურად უდანაშაულოები იყვნენ. მათ შორის ისეთები, რომლებსაც საერთოდ არ მიუტოვებიათ სამხედრო ნაწილი, მეტიც -ომის დასრულების შემდეგ თავიანთი ინიციატივით შევიდნენ ცხინვალში და დაჭრილი და დაღუპული ჯარისკაცები გამოიყვანეს.

საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული 110 ჯარისკაცის ცხედარის იდენტიფიკაცია უკვე მოხდა. მათგან 52 ჯარისკაცი მუხათგვერდის სასაფლაოზეა დაკრძალული.

ყველაზე მეტად დაღუპული უცნობი ჯარისკაცების რაოდენობა იყო საგანგაშო. აფხაზეთის ომის დროს უსახელო, უცნობი ჯარისკაცების ცხედართა რაოდენობა მინიმალური იყო. სამწუხაროდ, უმეტესობა ამოუცნობი ჯარისკაცებისა დაღუპულები მიატოვეს. როდესაც დაღუპული ჯარისკაცების ნახევარს ბრძოლის ველზე ტოვებ, ეს ჯარის ბრძოლისუნარიანობაზე მეტყველებს. გასათვალისწინებელია, რომ ბრძოლის ველზე მიტოვებულ დაღუპულთაგან ნახევარზე მეტი, სავარაუდოდ, დაჭრილი იყო და ალბათ, ან სისხლისგან დაიცალა, ან სეპარატისტებმა და ოკუპანტებმა დახოცეს.

ღირსების ორდენით დააჯილდოვეს ლოჯისტიკის ხელმძღვანელი, რომელმაც ჯარი ომში მშიერი დატოვა.

აქ კი, აღარავის უკვირდა, რომ რეპრესიული მანქანა სრული დატვირთვით მუშაობდა, მას ვერც ომი გააჩერებდა და ვერც ოკუპაცია. ომი და ოკუპაცია ვერ დააოკებს ჭამაში მოსულ მადას და მადიან ჭამას. ჭამდნენ ბევრს და ჭამდნენ ყველგან. არ გაჩერებულან.

.: „ბინის ჩხრეკის დროს პოლიციის მუშაკებმა ჩვენს თვალწინ ჩაყარეს და ამოიღეს ავტომატის 10 ვაზნა, ასევე ჩემს შვილს დააბრალეს, რომ მან შეიძინა და გაასაღა წინასწარ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მანქანა. როლანდი დააკავეს და მე-8 საპყრობილეში გადაიყვანეს, ღამით არეკინებდნენ და მთხოვდა, ნებისმიერი საშუალებით გამეყვანა ციხიდან. ამ მიზნით, სოდ-ის ხელმძღვანელობის მითითებით, ჩემი შვილის BMW- მარკის ავტომანქანა სახელმწიფოს გადავუფორმეთ, ჯარიმის სახით კი 20 ათასი ლარი გადამახდევინეს. ჩემი შვილისთვის წართმეული მანქანით შს მინისტრის მოადგილე, ამირან მესხელი გადაადგილდებოდა... 2009 წელს ისევ დააპატიმრეს - მოთხოვეს, რომ მათი აგენტი გამხდარიყო, რაზეც უარი მიიღეს. გავყიდე სახლი შინდისში და გადავიხადე 50 ათასი ლარი, შემდეგ დამატებით მომთხოვეს 2 ჰექტარი მიწის ჩაბარება უსასყიდლოდ. სახელმწიფოს სასარგებლოდ სულ ჩავაბარე 9 ნაკვეთი, საიდანაც 5 ნაკვეთი შეძენილი მქონდა სახელმწიფოსთვის ჩაბარების დღეს. ნაკვეთების შესაძენად აღებული მაქვს 100 ათასი დოლარი კერძო პირისგან, ბანკის ვალი 18 ათასი ლარი, ლომბარდის ვალი 3500 დოლარი, რისი გადახდის საშუალებაც არ გამაჩნია“.

როზა შემოწმების მიმდინარეობისას მე დამიბარეს ფინანსურ პოლიციაში, სადაც პირადად დამემუქრა რამაზ ნიკოლაიშვილი, რომ თუ არ მივიტანდი 1 მილიონ ლარს, დამაპატიმრებდნენ... რადგანაც მე უარი განვაცხადე, რამდენიმე დღის შემდეგ გამაცნეს შემოწმების შუალედური აქტი, რომლის მიხედვითაც ჩემს საწარმოს დაერიცხა 500 ათასი ლარი და მომთხოვეს მისი გადახდა 5 დღის ვადაში... ნერვიულობის ნიადაგზე დამემართა დიაბეტი და მივიღე ინსულტი, პარალიზებული მაქვს სხეულის მარჯვენა მხარე, ვიმყოფები უმძიმეს მდგომარეობაში“.

„...ასე რომ, 320 კომლი დაგვტოვეს უმიწოდ, თუმცა ეს არ იკმარეს და 2012 წლის აპრილში ავტოფარეხები, პირუტყვის ბოსლები და ბოსტნები დაგვინგრიეს, ყველაფერი გაანადგურეს და არც არაფერი აუშენებიათ, 580 სული პირუტყვი კი ნახევარ ფასად გაყიდეს, ლუკმა-პურის გარეშე დაგვტოვეს... გონიოში მოსულ ქალაქის მერს მოვახსენეთ, რომ დიდი შრომა და ხარჯი გავწიეთ და ამ ჭაობის ამოშრობა თითოეულს დაახლოებით 4-5 ათასი ლარი დაგვიჯდა. მერმა კი, დამცინავად გვიპასუხა, ვინ გეხვეწებოდათ ამ მიწის ჩაყრას, როგორც ჩაყარეთ, ისე ამოყარეთო... დრო იხელთეს და 15 წუთში დამინგრიეს ყველაფერი, თან კი დაიტრაბახეს, რაც ვანომ და მიშამ 40 დღეში ვერ დაანგრიეს, ჩვენ ნახევარ საათში მიწასთან გავასწორეთო“, - ყვება ერთ-ერთი დაზარალებული, გონიოს მაცხოვრებელი.

საქართველოს პრეზიდენტი გონიოს ციხეში საღამოს საათებში მოვიდა და მიწებს ათვალიერებდა. 200 კაცი შევიკრიბეთ, მაგრამ 300-კაციანი დაცვა ჰყავდა. ჯაჭვი გააკეთა დაცვამ და პრეზიდენტთან არ მიგვიშვეს. ვიფიქრე, გონიოს ციხის კარები ბოქლომით ჩამეკეტა, ასე თუ მოგვისმენდა მიშა. დიდი ბოქლომი სანამ მოვიტანე, წასული დამხვდა. ბავშვებმა კორტეჟს სურათები გადაუღეს, მაგრამ პოლიციამ ტელეფონები წაართვა და წაშალა. მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები 60 ოჯახს პირადად ლევან ვარშალომიძემ გადასცა. ორივე მხარზე მაკოცა და მითხრა, აი, ხომ ხედავთ, პრეზიდენტმა 100 ათას დოლარიანი საჩუქრები გაგიკეთათო. გახარებულები ვიყავით“, - იხსენებს ლადო მჟავანაძე.

მიხეილ სააკაშვილმა კომპანია redman federation inc- ყოველგვარი საინვესტიციო ვალდებულების გარეშე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირში 1 ლარად თითქმის 9 ჰექტარი მიწა გადასცა. პირდაპირი მიყიდვის წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება კომპანია redman federation inc- სააკაშვილმა 2011 წლის 3 აგვისტოს მისცა. დოკუმენტში არ არის მითითებული, ვინ არის კომპანიის მესაკუთრე, ან წარმომადგენელი პირი. კომპანია პანამაში, ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ კომპანია 9 მილიონ დოლარად შეფასებული მიწების ლარად შესყიდვამდე ორი თვით ადრე - 2011 წლის 3 ივნისსაა დარეგისტრირებული.

ნაციონალების დროინდელი ჩვეულებრივი ამბები. ნაციონალების დროინდელი ყოველდღიურობა, ნაციონალების დროინდელი რუტინა...

და, ერთიც: ნაციონალურმა მოძრაობამ ზარ-ზეიმით გვამცნო, მიუხედავად ომისა სახელმწიფო არ ჩამოიშალა, ყველა სტრუქტურა გამართულად მუშაობდაო და ამის დამადასტურებლად ის ფაქტი მოყავდა, რომ ომის დღეებში შესაბამისი უწყება კარდაკარ დადიოდა და საჯარიმო ქვითრებს არიგებდა.

ძალიან ჭირდებოდათ ფული მიშას, ვანოს, ზურას, კეზერას, მასტერას, მაიმუნას და სხვა მაიმუნებს.

როგორ ერთობოდნენ

ის მართლაც ძალიან თბილი და უშუალო იყო 2003 წლის მიწურულს და 2004 წლის გარიჟრაჟზე. ოჯახ-ოჯახ დადიოდა, გამოიკითხავდა ყველას ავ-კარგს, ყველაფერი აინტერესებდა, როგორ უჭირთ, როგორ ულხინთ, ანუ, ბოლო დრომდე ძალიან რომ უჭირდათ, მაგრამ როგორ მიაღწია ვარდების სურნელმა ადამიანებამდე (ამოვიდა მზე და გამოანათა) და უეცრად როგორ გაუჩნდათ ხვალინდელი დღის იმედი. მგზავრობდა მეტროთი, ავტობუსით, ტროლეიბუსით და მაშინ ჯერ კიდევ შემოჩენილი ტრამვაით. არ მგზავრობდა სამარშრუტო ტაქსით, რადგან ხალხი მაშინვე აღმოაჩენდა, რომ სააკაშვილს ყავს დაცვა, ხალხმა კი ეს არ იცოდა. ხალხი ფიქრობდა: „რად უნდა მიშას დაცვა, ვინ გაბედავს, რომ მას რამე დაუშავოს? მიშა დაცვაზე ფულს არ ხარჯავს, დაცვაზე გამოყოფილი სახსრები ისევ უბრალო ადამიანების საკეთილდღოდ იხარჯება. მიშა არის თავმდაბალი და უპრეტენზიო, „ჩილიკას დუქანშიმეგობრები პატიჟებენ... როგორ? მიმტან გოგონას უბრწკინა? რა მოხდა, მერე, ახალგაზრდაა...“

პირველი სამგზავრო თვითმფრინავი, რომლითაც სააკაშვილმა საზღვარგარეთ დაიწყო ფრენა, კანადური ფირმა "ბომბარდიერის" ორძრავიანი რეაქტიული Challenger 850 იყო.ამ თვითმფრინავს, პრეზიდენტის ინიციატივით, "სოხუმი" უწოდეს და ის რეისებს, ძირითადად, თბილისიდან ევროპაში ახორციელებდა. მისი ფრენის სიშორე 3 ათას კმ- შეადგენდა (დატვირთვის მიხედვით) და სააკაშვილი გაჩერებისა და საწვავის შევსების გარეშე ამ თვითმფრინავით ევროპას ვერ გასცდებოდა, ვერ მოინახულებდა სუკის გენერალ ბიძას და კიდევ ვიღაც-ვიღაცეებს.შეიძლება სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რომ მისმა გარემოცვამ მისთვის ისეთი სამგზავრო ლაინერის ძებნა დაიწყო, რომელსაც ატლანტის ოკეანეზე გადაფრენა შეეძლებოდა.

სახელი "სოხუმი" პრეზიდენტის თვითმფრინავ Challenger 850- 2011 წლის მაისამდე ერქვა, ხოლო ივნისში ეს სახელი, ისევე როგორც მისი საბორტე ნომერი 4L-გაფ- ახალნაყიდ Gulfstream G450- მიენიჭა.

მაშინ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს სააკაშვილისთვის ნაყიდ "გოლფსტრიმში" 160 მლნ დოლარი გადაიხადეს. საერთოდ, Gulfstream G450-ის გასაყიდი ფასი მხოლოდ 25-30 მილიონი დოლარია, თუმცა ლიბიის ლიდერის ოქროს უნიტაზს თუ გავიხსენებთ და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კომფორტის და ფუფუნების სიყვარულში სრულიადაც არ ჩამოუვარდებოდა პოლკოვნიკ კადაფის, 160 მილიონი დოლარი სულაც არ ჩანს ის თანხა, რომელიც ნაცთა ბელადს თანამოქალაქეთა უკიდურეს გაჭირვებას შეახსენებდა. თან...

გელა. : „სიღნაღში საკუთრებაში მქონდა ბაზარი, რომელიც 2006 წლის 13 დეკემბერს, ღამით, ოჯახის დაწიოკებით და შვილის დაჭერის მუქარით, სახელმწიფოზე გამაჩუქებინეს. მაინც დავიწყე სიმართლის ძებნა. შედეგად მივიღე შვილის დაპატიმრება, საპროცესო გარიგებით 30 ათასი ლარის გადახდა, მამა-პაპისეული სახლის გაყიდვა და შვილის წელიწადნახევრით ციხეში გამოკეტვა...“

ირინა : „...ამავე პერიოდში პროკურატურამ შემომთავაზა წყნეთში, ჩემს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის ჩუქება, წინააღმდეგ შემთხვევაში დამემუქრნენ 5 წლის პირობითი სასჯელის ნაცვლად, 12 წლით თავისუფლების აღკვეთას. იძულებული გავხდი, დავთანხმებულიყავი ასეთჩუქებას“, რაც ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომგაჩუქებაგანხორციელდა პროკურატურის ზეწოლით და არ იყო ნებაყოფლობითი, მით უმეტეს, რომ მომესპო უკანასკნელი საარსებო წყარო და იმედი. ყველაზე ცინიკური კი ის არის, რომგაჩუქებულმიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადის სახით დამერიცხა 1193 ლარის გადახდა...“

თინათინ : „2009 წლის 27 აგვისტოს, სახლში მწოლიარე, შუბლზე იარაღის დადებით, თაღლითობის ბრალდებით, დააპატიმრეს ჩემი მეუღლე, 66 წლის უმძიმესი ავადმყოფი. მეუღლის დაპატიმრების შემდეგ, იძულებული გავხდით, დავთანხმებოდით საპროცესო შეთანხმებაზე. 2009 წლის 29 აგვისტოს ნოტარიალურად მოხდა ჩვენი ქონების, აღმაშენებლის#103-ში მდებარე ფართების გადაფორმება შპსრეალინვესტზე“ (დირექტორი . თარგამაძე) და ქონებაში აღებული თანხა, 550 ათსი ლარი მაშინვე გადაირიცხა პროკურატური ანგარიშზე. ამავე დროს, საგადასახადო სამსახურში ჩაგვარიცხინესგაყიდული ქონებიდანმიღებული საშემოსავლო გადასახადი. თუმცა, შემდეგში, კიდევ ორჯერ დამიბარეს პროკურატურაში, გამაფრთხილეს და დამაწერინეს, რომნებაყოფლობით და სიხარულითგადავუხადე პროკურატურას აღნიშნული თანხა“.

სად მიდიოდა ეს თანხა, ათეულობით და ასეულობით მილიონი? რაში ხარჯებოდა და რას ხმარდებოდა უდანაშაულო, პატიოსანი, მშრომელი ადამიანების ჯიბიდან ამოცლილი, ლუკმა პურისთვის გადადებული უკანასკნელი თეთრები?

ბოდიში და... მაიმუნობას! და ესბოდიშიამ შემთხვევაში სრულიად ზედმეტია, რადგან სააკაშვილი, თავის გარემოცვასთან ერთად, ყირაზე გადადიოდა.

ელიტური მასაჟისტის, სახელად დოქტორ დოტის მომსახურებით, რომლის კლიენტებიც ძირითადად ცნობილი ვარსკვლავები არიან, რამდენიმე წლის წინ საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ისარგებლა. საკმაოდ ძვირად ღირებული მასაჟისტის ასევე ძვირად ღირებული თბილისური გასაიდუმლოებული ვოიაჟის დეტალები არავისთვის გახდებოდა ცნობილი, რომ არა თვით დოტის აღიარება მისივე ინტერნეტგვერდზე, სადაც მან დაწვრილებით უამბო საიტის სტუმრებს საქართველოში ვიზიტის დეტალები.

სააკაშვილმა მასაჟისტი მას მერე მოიწვია საქართველოში, რაც ბერლინში ისარგებლა მისი მომსახურებით. თბილისში ჩასულ სტუმარს კი მართლაც მეფურად გაუმასპინძლდა, საუკეთესო რესტორნებში, საუკეთესო სუფრებით, კერძო თვითმფრინავით და სხვა ვიპ-სერვისით. თუმცა ალბათ ჯობს, თვით დოქტორ დოტს მოვუსმინოთ, რომელმაც თავის საიტზე, დღიურებში აღწერა ყველაფერი.

პირველი ჩანაწერი სააკაშვილის შესახებ ბერლინში გაკეთდა, სადაც პრეზიდენტი ანგელა მერკელსა და კონდოლიზა რაისთან შესახვედრად ჩავიდა და, როგორც აღმოჩნდა, კიდევ ერთ ქალთან შესახვედრად გამონახა დრო. დოტის სახელსა და მისი სასწაულმოქმედი ხელებისმადლსალბათ სააკაშვილის ყურამდეც მიეღწია და გადაწყვიტა, ეცადა.

23 ივნისი, 2008 წელიდღეს შესანიშნავი დღე იყო. მე გავუკეთე მასაჟი დედამიწაზე ყველაზე მომხიბვლელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. ის საქართველოს პრეზიდენტია და ძალიან მხიარულია ურთიერთობაში. საერთოდაც, თავდაპირველად 30-წუთიანი მასაჟი უნდოდა, მაგრამ 90 წუთის შემდეგ აღიარა, რომ ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო მასაჟი იყო. კარს უკან მცველები ელოდნენ, ტანმაღლები და ფართომხრებიანები. ერთ-ერთი მათგანი კარგად ლაპარაკობდა ინგლისურად და მითხრა, რომ მისი საყვარელი ჯგუფი '“მეტალიკაა“. „მე როკერი ვარ!“ - დასძინა დაცვამ და ერთად მშვენიერი დრო გავატარეთ, სანამ პრეზიდენტი მუშაობას დაამთავრებდა. მანამდე საუდის არაბეთის პრინცისთვის გამიკეთებია მასაჟი და რამდენიმე მერისთვის, მაგრამ პრეზიდენტი პირველად მყავდა.

სეანსის დროს ძალიან გონებამახვილი იყო. მის მძლავრ კისერს ხელით ვეხებოდი და ვუთხარი: „ვაუ! თქვენი კისერი ისეთი დაჭიმულია!“ მან კი მიპასუხა: „თუ სერიოზულად გინდათ გითხრათ, მასზე რუსეთი ზის!“ ორივემ მაგრად ვიცინეთ ამ ხუმრობაზე. ძალიან კომფორტულად ვიყავი. მერე ვკითხე, იყო თუ არა ნამყოფი ჯორჯიაში, ჩვენს, ამერიკულ ჯორჯიაში, ატლანტის დედაქალაქში. გაეცინა და მითხრა: „რასაკვირველია“.

მის მცველებსაც კი სახეები გაუნათდათ, როდესაც ვუთხარი, რომ ამერიკელი ვარ. პრეზიდენტთან იმაზეც ვიცინე, როგორისერიოზულები არიან გერმანელები. გიჟებივით ვიცინოდით. მან მითხრა: „ჩვენ, ქართველები, გერმანელების სრული ანტიპოდები ვართ“. ახლა გული აღარ მითმენს, სანამ აღმოვაჩენ იმ საიდუმლო ქვეყანას, რომელშიც სულ ხუთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ მათ აქვთ საკუთარი ჟურნალიფლეიბოი“. ამის შესახებ იმიტომ ავლაპარაკდით, რომ ვუთხარი, ჟურნალპენტჰაუსისთვისვწერ-მეთქი. ბევრი შეკითხვა დამისვა, სად ვისწავლე მასაჟი, ჩემი ოჯახისა და ცხოვრების შესახებ. ვცდილობდი, ბევრი არ მელაპარაკა მასაჟის დროს, რადგან მაშინ სუნთქვა მიხშირდება და არ მინდა, ვინმემ არასწორად გამიგოს. ხა-ხა!

მასაჟის შემდეგ მას შესანიშნავი განწყობა ჰქონდა, ჩემთან ერთად სურათებიც გადაიღო. სეანსზე ჩემისონისკამერა არ წამიღია, ვერ ვიფიქრე, რომ ის მასაჟისტ-როკერთან სურათს გადაიღებდა, მაგრამ რატომღაც დამთანხმდა და ჩემი ტელეფონის კამერა ჩავრთე საქმეში.

ვუამბე, რომ ბევრ როკვარსკვლავს ვუკეთებ მასაჟს მაგალითად, სტინგს, Kiss-ის წევრებს, მან კი მიპასუხა: ''ოჰო, .. უნდა ვიამაყო''. ის ძალიან მაგარია. გულწრფელად მეგობრული. დაცვა ქვემოთ გაუშვა ქართული ღვინო ''მუკუზანის'' ამოსატანად და 100 ევრო გაატანა. აი, ეს არის კაცი! მას ახალი ფანი ჰყავს ჩემი სახით.

მართლა, როცა სასტუმროში მივედი პრეზიდენტთან მასაჟის გასაკეთებლად, საშინელი ქაოსი დამხვდა. დაცვის ბრბო იდგა გარეთ, შიგნით არავის უშვებდნენ, რადგან კონდოლიზა რაისი აპირებდა შესვლას. მე პოლიციელებს ვუთხარი: ''საქართველოს ახირებული პრეზიდენტი მელოდება მასაჟისთვის! შემიშვით!'' ჯერ არ დამიჯერეს, მაგრამ რაციით გადაამოწმეს და წინ გამიძღვნენ. ამ სასტუმროში კიდევ გრძელდება ღონისძიებები, ამიტომ არ შემიძლია მისი სახელის დაწერა. მე დამჯერი გოგო ვარ.

28 ივნისიდღეს სულ ორი საათი მეძინა, გვიან მოვედი. სასტუმრო Adlon-ის კონსიერჟის ზარმა გამაღვიძა. მითხრა, რომ საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთი მასაჟი სურდა, პირდაპირ ახლა, გაფრენამდე. იძულებული ვიყავი, უარი მეთქვა. პრეზიდენტი ან გაბრაზდება ჩემზე, ან ამას გამოწვევად მიიღებს და მართლაც მიმიწვევს საქართველოში, როგორც დამპირდა, და მიიღებს კიდევ რამდენიმესაუკეთესო მასაჟს მის ცხოვრებაში”. ვნახოთ. ალბათ პირველად ვთქვი ''არა'' აქ, ბერლინში, მაგრამ ორსაათიანი მოუსვენარი ძილის შემდეგ ეს მასაჟი კი არა, რაღაც საშინელება იქნება.

9 აგვისტობოლოს და ბოლოს მივხვდი, რატომ არ გამოდიოდა კავშირზე საქართველოს პრეზიდენტი - საქართველოს რუსეთთან აქვს ომი. დამირეკა და მითხრა: “ბოდიში, ექიმო დოტ, ძალიან მინდა მასაჟი, მაგრამ ახლა ცუდ დღეში ვარ”.

13 თებერვალი, 2009 წელიერთი კვირაა აქ ვარ, დედამიწაზე უსაყვარლესი კლიენტის მასაჟირებისთვის (ბოდიში საიმონ კოუელ, შენ ჩამოგაგდეს პირველი ადგილიდან) - მიხეილ სააკაშვილის, რომელმაც ამ საინტერესო ქვეყანაში მიმიწვია. ის ბედნიერია ქორწინებაში, ორი შვილის მამაა, გამუდმებით მოგზაურობს და მაინც პოულობს დროს მასაჟისთვის. მან შესანიშნავად იზრუნა ჩემზე, აქ უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს და ყველაფერი მაქვს, რაც საჭიროა.

სინამდვილეში ასეთი საშინელი ომის შემდეგ მას სურს მეტად დაიმასაჟოს მხრები, რომლებზე შემოჯდომაც რუსეთს სურს. საზიზღრები! მისტერ პრეზიდენტი ისეთი ინტელიგენტურია, გონებამახვილი, კეთილშობილი, მეგობრული და სასაცილო. გამუდმებით იცინის და მაჭმევს. ძალიან რთულია აქ ფიგურის შენარჩუნება, პირველი, რასაც მეკითხება, როცა მხედავს: „მშიერი ხარ?“, მერე კი უამრავ საჭმელს უკვეთავს. წამიკითხავს, საქართველოში სჯერათ, რომ სტუმარიღვთის საჩუქარიადა გიჟდებიან სტუმრების გამოკვებაზე“.

(გაგრძელება იქნება)

 

თომა ის ნაბუშარი! ჩარჩი! ბათუ ქუთელია იყო, რიგით მედროვე.
1 თვის უკან
trampi ქუთელია და გოგავა
1 თვის უკან