„მაიკ პომპეოს ჩამოსვლის შემდეგ გახარიამ დაიწყო თამაშები, ეტყობა, დაავერბოვკეს“

„მაიკ პომპეოს ჩამოსვლის შემდეგ გახარიამ დაიწყო თამაშები, ეტყობა, დაავერბოვკეს“

მოუშუშებელი ჭრილობა, - როგორც ბიძინა ივანიშვილი უწოდებს გიორგი გახარიას, შეიძლება ნაცმოძრაობასთან ერთად გასამართლდეს. არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ ნაცმოძრაობის გასამართლების პირობას დებს, არამედ გახარიასაც უჩენს თავის ადგილს მოღალატეთა კოჰორტაში და გახარიას გუნდსაც ეხება.

ამ გარეწართან რომ დგანან, რა თქმა უნდა, გასამართლება მოუწევთ, დავუმტკიცებთ ყველაფერს, რას და როგორ აკეთებდა, ნაციონალური მოძრაობის მოყვანას როგორ ეხმარება დღესაც და რამდენად კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ საქართველოს ომში ჩართვა მოუწევს.

ივანიშვილის საუბრით ირკვევა, რომ გახარიასთან მიმართებით სასამართლო დონეზეა ყველა დოკუმენტი დალაგებული. ყოფილმა პრემიერმა არც ის დამალა, რომ გახარიასა და მისი გუნდის მიმართ უფრო მეტი გაღიზიანება აქვს, ვინაიდან ისინი პარლამენტში სწორედ ქართული ოცნების მანდატით შევიდნენ, ხოლო დღეს ნაცმოძრაობაზე უარესს აკეთებენ.

გაიხსენეთ, პრემიერ-მინისტრი გახარია რატომ გადადგა ასე სასწრაფოდ 2021 წელს? იცოდნენ, ქართული ოცნება არ იომებდა და როგორმე უნდა ჩამოეშალათ, ეს გააკეთებინეს გახარიას, მაგრამ შედეგი ვერ მიიღეს, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი, რომლის მსგავსად, ირაკლი კობახიძეც ღალატში ამხელს გახარიას და კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ გახარია შეგნებულად უპირისპირებდა ერთმანეთს სახელმწიფოსა და ადამიანებს, სამართალდამცავებსა და ახალგაზრდებს და ამას აკეთებდა სპეციალურად გარე დავალებების საფუძველზე - მელია არ დაიჭიროთო, ეს გახარიას მხრიდან ზღაპრები იყო.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ გახარიას მამხილებელი დოკუმენტები მმართველ გუნდს არ აქვს, უბრალოდ, გახარიასთან რეალურად სულ სხვა პრეტენზია აქვს ბიძინა ივანიშვილს, რომ შუას გაკრეფის საშუალება არ მისცა, თავისი საკუთარი ცხვრის ფარა რომ ეგონა, ის ამომრჩეველი წაიყვანა თავისთან და ამით არჩევნების წაგების რისკის წინაშე დააყენა.

ბიძინა ივანიშვილის მუქარის ადრესატი გიორგი გახარია კი ამბობს, რომ ივანიშვილის მხრიდან ეს პირველი მუქარა და შანტაჟი არ არის. მისი თქმით, ივანიშვილმა თავად თქვა, რომ საკუთარი ფულის დასაცავად ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობდა.

რამდენად ექნება მმართველ გუნდს საიმისო დოკუმენტაცია, რომ გახარიას გასამართლების შემთხვევაში, დასავლეთიდან არ წამოვიდეს პროტესტი და ყოფილი პრემიერის დევნა არ მიაწერონ ქართულ ოცნებას, კიდევ რას გავიგებთ ახალს გახარიას ქმედების შესახებ?

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ 21 ოქტომბრის ინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილი იყო აბსოლუტურად უშუალო, პირდაპირი თავისი გზავნილების გავრცელებისას. რაც შეეხება საქართველოს (და არა მმართველი გუნდის) მოღალატეებს, ამაში იგულისხმება ნებისმიერი პერსონაჟი, იქნება გიორგი გახარია, მამუკა ხაზარაძე, თუ სხვა ტოქსიკური და ანტისახელმწიფოებრივი პერსონაჟები, რომლებსაც ქართული საზოგადოება ხედავს.

გია აბაშიძის შეფასებით, მართალია, ქართული ოცნების დამფუძნებელი ამბობს, რომ ნაცმოძრაობის და მისი პოლიტიკოსების გასამართლება ხდება გვიან, მაგრამ მანამდე ვერ მოხერხდა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს რუსეთთან მიმართებით ჰქონდა სხვადასხვა საერთაშორისო დავა, რაშიც ქართული ხელისუფლების პირობებში პირწმინდად გაიმარჯვა საქართველომ. მეორე პრობლემა იყო უპრეცედენტო, თავხედური ზეწოლა, რაც ახლაც გრძელდება და რაც გამოიხატება ნაცმარიონეტების დაცვაში.

გლობალური ომის პარტია არ არის მოგონილი ტერმინი, ეს უბრალოდ გადმოქართულებული ტერმინია და ამას ჰქვია Deep State ანუ ღრმა სახელმწიფო, ეს Deep State მფარველობს საკუთარ რადიკალურ პერსონაჟებს, იქნება ეს გახარია, თუ სხვანი. თუმცა უმთავრესია, რომ ქართული მართლმსაჯულება, ქართული დამოუკიდებელი კანონის უზენაესობა იყოს მოწოდების სიმაღლეზე და გაასამართლოს ნებისმიერი, ვინც დაუშავა საქართველოს და ქართველ ერს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ყოფილი პრემიერი გახარია, ყალთაბანდი მამუკა ხაზარაძე, თუ სხვა შავბნელი პერსონაჟები. კანონი არის უნივერსალური, მიუხედავად იმისა, რომ დაგვიანებული მართლმსაჯულება შეეხება ყველას. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის კონკრეტულ განცხადებას გიორგი გახარიაზე, ჩვენ ვნახეთ ამ დინჯი პოლიტიკოსის და სახელმწიფო მოღვაწის, ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო საჯარო გაღიზიანება, რაც ახსნადია და მეტყველებს იმაზე, რომ რაც თქვა 21 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიასა და მის შავბნელ გარემოცვაზე, ეს მხოლოდ აისბერგის ნაწილია. მან და მისმა თანაგუნდელებმა უკეთ იციან, როგორი ღალატი, როგორი უსამშობლობა იყო საქართველოს წინააღმდეგ გახარიას მხრიდან. რა თქმა უნდა, მართლმსაჯულებამ აქ საკუთარი ვერდიქტი უნდა გამოიტანოს, არ აქვს მნიშვნელობა, ევროკავშირის ელჩის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მხრიდან იქნება თუ არა ე.წ. შეშფოთება-აღშფოთება, რომელიც ბოლო პერიოდში გახდა ძალიან სამარცხვინო, სასაცილო და აბუჩად ასაგდები, - აღნიშნა გია აბაშიძემ.

მანვე განმარტა, რომ საზოგადოების განწყობაა, აქამდეც დასჯილიყვნენ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები და მათთან აფილირებული ლატენტური ნაცები. ამჯერად ეს მართლაც მოხდება ხალხის მიერ არჩეული პარტიის - ქართული ოცნების მხრიდან, ისევე, როგორც ეს უნდა მოხდეს სამარცხვინო, კონსტიტუციის არაერთგზის დამრღვევ ზურაბიშვილთან მიმართებით, რადგან დაუშვებელია, უკანონობა ბოგინობდეს იმის მიუხედავად, ამას მხარს უჭერენ თუ არა აგენტოკრატიის მონები. გია აბაშიძის თქმით, საქართველო თავისუფალი, სუვერენული ქვეყანაა და საქართველოს ხალხი წყვეტს, ვის რა დანაშაული მიუძღვის და ვის რა სასჯელი უნდა გამოუტანოს დამოუკიდებელმა, თავისუფალმა სასამართლომ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის კაცი, რომელიც რამეს ჰაერზე ლაპარაკობს. ბიძინა ივანიშვილმა მწყობრად, სისტემურად ჩამოაყალიბა, რისი თქმაც შეიძლებოდა დღევანდელი დღისთვის გახარიას შესახებ, რომელმაც სახელმწიფოს უღალატა და ისეთ დროს გადადგა სახელმწიფოს პირველი პირის პოსტიდან, როცა წარმოუდგენელი იყო. ფაქტობრივად, შექმნა ქვეყანაში რყევების საფუძველი.

ბიძინა ივანიშვილს ამის საბუთი რომ არ ჰქონდეს, ყოვლად გამორიცხულია, ეთქვა, გახარიას გადადგომა ორგანული შემადგენელი ნაწილი იყო საქართველოს ომში ჩართვისთვისო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპი წავიდა პრეზიდენტობიდან, იმ პერიოდში ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩამოვიდა საქართველოში, რომელსაც გახარია შეხვდა და პომპეო წავიდა მალე. ამის შემდეგ გახარიამ დაიწყო თამაშები, ეტყობა, გახარია დავერბოვკებული ჰყავდათ. სხვანაირად ყოვლად შეუძლებელია. ვინმეს ჰგონია, გახარიამ თავისი ნაბიჯები არ გააანალიზა? რა თქმა უნდა, გაანალიზებული ჰქონდა, გახარიას მაშინ ავტორიტეტი ჰქონდა და ეს ავტორიტეტი მას შესძინა 2019 წლის ოცმა ივნისმა. ჩემი გადასახედიდან, მაშინ აბსოლუტურად სწორად იმოქმედა გახარიამ, მიუხედავად იმისა, რომ გახარიას მე ახლა სახელმწიფო მოღალატედ ვთვლი. სპეციალურ სამსახურებს ეს შესწავლილი ჰქონდათ და გახარიასგან უნდოდათ ლიდერის ჩამოყალიბება. გახარია ჰპირდებოდა ნაცმოძრაობას, მე თქვენ დაგასრულებთო, მაგრამ ადგილობრივ არჩევნებში გახარიას გუნდმა და ნაციონალურმა მოძრაობამ ოთხ საკრებულოში კოალიცია შექმნეს. ეს შემთხვევით არ მომხდარა, შესაძლოა, ეს გახარიას სურვილი არც იყო, მაგრამ მისმა პატრონებმა, რომლებიც მას მართავდნენ და, რომლებსაც, ეტყობა, მის შესახებ კომპრომატები ჰქონდათ, დაავალეს და გააკეთებინეს ის, რასაც დღემდე აკეთებინებენ, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ for.ge-სთან საუბრისას.

მისივე მოსაზრებით, გახარიას გასამართლების შემთხვევაში, თუკი დასავლეთიდან უარყოფითი შეფასებები წამოვა, ეს უკვე აშკარად დამამტკიცებელი იქნება, რომ გახარია მათი აგენტია საქართველოში.

 

 

მერაბ.g ამნაირი ლენჩების იმედადაა ოცნება "ივანიშვილი ის კაცი არაა, რომელიც რამეს ჰაერზე ლაპარაკობს":)) სხვა მტკიცება რად გინდათ!
1 თვის უკან
თომა სამწუხაროდ ესეა, აქეთ გვენეტაძე და აბაშიძე, ძმანი და დანი მათნი, იქით ჩიტაძე და კვესელავა, ხუხაშვილით და ასე შემდეგ.. ეჰჰ
1 თვის უკან
Gami ბიძინას რა ვუთხარი... ხუხაშვილის პროტეჟე რომ გვერდში დაიყენა და ენდო. ამ წაკუზულ ხუხაშვილს არავინ სახრავ ძვალს არ უგდებს, არც მისი გახარია -- ბოღმა განავალში ერევა და პირიდან აწიტებს.
1 თვის უკან
Gami გახარიას ნატრაკი არ გაიშვას თავისი შალავების შალმანით.
1 თვის უკან
Gami როცა ვინმე გახარიას " აქებს", იქნებ მანამდე ღალატის/როგორც მცნების, მოვლენის/ ანატომიაში- არსში გაერკვეთ.
1 თვის უკან
trampi ჯეკ მეტლოკი: ქართველებმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს, არამხოლოდ ჩემს დიპლომატიურ საქმიანობაში, არამედ პირად ცხოვრებაშიც. ამიტომ, ძალიან მიხარია რომ მაქვს ქართველ მაყურებელთან საუბრის შესაძლებლობა



ჯეკ მეტლოკი: ვფიქრობ, საქართველოს მხრიდან ძალიან სწორი ნაბიჯი იყო, რომ არ შეუერთდა სანქციებს. სხვათა შორის, ეს სანქციები საერთოდ არ აკეთებს იმას, რაც უნდა გაეკეთებინა


ჯეკ მეტლოკი: საქართველომ უნდა გაიაზროს, რომ მისი პრობლემები ევროკავშირში გაწევრიანებით არ მოგვარდება. ის შეიძლება ერთ დღეს გაწევრიანდეს და მე იმედი მაქვს ასეც იქნება, მაგრამ ნატოში გაწევრიანება დაუშვებელია

ჯეკ მეტლოკი: საქართველოს ინტერესებშია კარგი ურთიერთობები ჰქონდეს მეზობლებთან. იგი არ უნდა ჩაერიოს არცერთ მხარესთან, მსოფლიოს დაყოფის პროცესში, ე.წ. ცივილიზაციათა ჯახის ფარგლებში

ჯეკ მეტლოკი: ის კანონი, რომელიც უცხოეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების რეგისტრაციას ითხოვს, ძალიან ჰგავს აშშ-ში მოქმედ კანონმდებლობას, სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობისთვის ამის გამო, არასწორია



ჯეკ მეტლოკი: აშშ-მ უნდა შესთავაზოს საქართველოს ეკონომიკური დახმარება, თუმცა თავიდან უნდა აირიდოს საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევა, ეს არასოდეს ამართლებს, რადგან ამ დროს უცხოელ აგენტად აღიქმები




ეს კაცი შევარდნაძის ბრატიშკაა........ ჯიგარზე ჯიგარი კაცია
როცა მოსკოვში იყო ეგ ამერიკის ელჩად, მაშინ (1988--ან 1989 წელი იყო) მაგან ერთი თვე ცოლ-შვილთან ერთად საქართველოში გაატარა... საქართველო მაშინ ყველას პირზე ეკერა....პლიუს შევარდნაძე მაშინ ცვეტში იყო........ ხოოდა ჩამოიყვანა ცოლშვილი და ჩამოვიდა ..ის კი არადა ისე მოეწონა საქართველო რომ დაჟე მაშინ შვებულებას 3 დღე გადააცილა, აქედან გვიან წავიდა (დაჟე მაშინ შვილები სპეციალურად ჩამოიყვანა ამერიკიდან საქართველოში წამოსაყვანად)
ატყდა მაშინ მოსკოვში ამერიკის საელჩოში ერთი შფოთი---არიქა ელჩი დავკარგეთო(ეს ყველაფერი მაშინ გაზ. კომუნისტში ეწერა... ინტერვიუც იყო)
მოკლედ მაგ კაცს მაშინ საქართველო ძალიან მოეწონა, პირდაპი ტვინში გაეჭედა ....
არადა სულ ველოდებოდი, სულ მაინტერესებდა---- სადააა ის კაცი, რატო ამ ამერიკის ჩათლახობებზე არ გამოგვესარჩლება, რატო ატმასკას არ აგვიღებს, მეთქი და.................... აჰაააა ...
მადლმა მაინც თავისი ქნა და გამოჩნდა
და ჩვენზე დიდი სითბოთი და სიყვარულით ლაპარაკობს კიდეც.........და ძალიან მიხარია
ისე ომის მერე სტეინბერკიც იყო საქართველოში და გაოგნებულ--გაოცებული წავიდა აქედან....კითხულობდა--- ეს ქვეყანა საბჭოთა კავშირში არ შედისოო?? რუსეთის მერე აქ რო ჩამოვიდა და აქაური ხალხი ნახა, უკვირდა... ესენი ვინ არიანო
სხვათა შორის ტურაშვილის მაგარი ძმა, საქართველოში ამერიკის პირველი ელჩი-- კენტ ბრაუნიც ძალიან აფასებს საქართველოს ... საქართველოზე ხსენებაზე იმასაც იზმენები ეწყება(კარგი გაგებით).....ისე მის მერე კოლუმბის ყველა ელჩი პიდარასტია
მიკლედ მიყვარს, ძალიან მსიამოვნებს საქართველოდან მადლწაღებული უცხოელი საქართველოს რო აფასებს....
1 თვის უკან