მაია სანდუ საზღვარგარეთმა გადაარჩინა - რა მოხდა მოლდოვას არჩევნებსა და რეფერენდუმში

მაია სანდუ საზღვარგარეთმა გადაარჩინა - რა მოხდა მოლდოვას არჩევნებსა და რეფერენდუმში

წუთნახევარი - ამდენ ხანს გაგრძელდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის შემდეგ, მაია სანდუს გამოსვლა. კენჭისყრის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე სანდუს გუნდს ოცნებაშიც კი არ ჰქონდა წარმოდგენილი რომ არჩევნები ასეთი სცენარით დასრულდებოდა.

მაგრამ, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებსაიტზე დაუნდობელმა ციფრებმა აჩვენა, რომ სანდუმ არამარტო პირველ ტურში არ გაიმარჯვა, არამედ მისი უპირატესობა მის უახლოეს მდევართან საგრძნობლად ნაკლები იყო, ვიდრე პროგნოზირებდნენ. ასევე, არცთუ კარგი შედეგით დასრულდა რეფერენდუმი, რომელიც მისი პოლიტიკური პროექტი იყო.

„მოლდოვა უპრეცედენტო თავდასხმის წინაშე დგას. ჩვენს ეროვნულ ინტერესისადმი მტრულად განწყობილ უცხოურ ძალებთან ერთად მომუშავე კრიმინალური დაჯგუფებები, ჩვენს ქვეყანას თავს ესხმიან ათეულობით მილიონი ევროთი, ტყუილითა და პროპაგანდით, ყველაზე სამარცხვინო საშუალებების გამოყენებით, რათა ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი ქვეყანა გაურკვევლობისა და არასტაბილურობის ხაფანგში შეიყვანონ. ჩვენ გვაქვს ნათელი მტკიცებულება, რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფები აპირებდნენ სამასი ათასი ხმის შეძენას“, - თქვა სანდუმ.

„ველოდებით საბოლოო შედეგებს და გადაწყვეტილებებით დავბრუნდებით“, - დაასრულა მან და ისე დატოვა ოთახი, რომ მის შტაბ-ბინაში შეკრებილი ათობით ჟურნალისტის დასმული კითხვები უპასუხოდ დატოვა. თუმცა, უცხოელი ჟურნალისტები კიდევ ერთმა ფაქტმა გააკვირვა. სანდუს გამოსვლა სიქრონულად არ ითარგმნებოდა. მის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინგლისურ ტექსტში, „ჩვენ დავბრუნდებით გადაწყვეტილებებით“ ეწერა, ორიგინალში კი კანდიდატმა მუქარის შემცველი სიტყვები თქვა: „ჩვენ ვუპასუხებთ, მტკიცე გადაწყვეტილებებით“.

არც ისე კარგი

ველაფერი ბევრად უფრო ოპტიმისტურად დაიწყო. საარჩევნო უბნების დახურვამდე ორიოდე საათით ადრე, კიშინიოვის ცენტრთან ახლოს მდებარე Digital Park IT hub-ის დარბაზში უკიდურესად ნეტარი განწყობა სუფევდა. ცესკოს მონაცემებმა აჩვენა, რომ არჩევნებში აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო, დიასპორა აქტიურად იღებდა მონაწილეობას არჩევნებში - და ამან, როგორც ჩანს, სანდუს გუნდს კარგი განწყობის საფუძველი მისცა.

ციფრული პარკის პირველ სართულზე ორგანიზატორებმა მოამზადეს ორი დარბაზი: ერთში პრეზიდენტის პოსტსაარჩევნო განცხადების მოლოდინში ათობით ჟურნალისტი შეიკრიბა, მეორე კი მისი კამპანიის მოხალისეებისთვისა და მთავრობის წევრებისთვის იყო. სანდუს მომხრეები გამარჯვების განწყობაზე იყვნენ - მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ანგელა კარამანის სიტყვებ, რომ არჩევნები და რეფერენდუმი ჩატარდა, სანდუს გუნდისგან აპლოდისმენტებით მოჰყვა. მაგრამ მალევე, როცა დიდ ეკრანებზე საპრეზიდენტო არჩევნებში მიცემული ხმების დათვლის შედეგების და რაც მთავარია, რეფერენდუმის შედეგების შესახებ პირველი მონაცემები გამოჩნდა, დარბაზი უცებ მშვიდი გახდა და შეკრებილთა სახეები შესამჩნევად დამწუხრდა.

ეს რა იყო?

უკიდურესად ნერვიული კვირა და განსაკუთრებით მძიმე ორშაბათი იყო მაია სანდუსთვის. საპრეზიდენტო კანდიდატის გუნდმა ფსონი რეფერენდუმზე დადო. ეს ნიშნავდა მისი პროევროპელი მხარდამჭერების მობილიზების გზა, რომელიც აიძულებდა მათ არჩევნებზე მისვლას, მაშინაც კი, თუ ისინი არ იყვნენ აღფრთოვანებული მაია სანდუს პირველი საპრეზიდენტო ვადის შედეგებით. BBC-მ ჩამოწერა ის მიზეზები, რის გამოც მიიღო სანდუმ ასეთი შედეგი.

პირველი: რეფერენდუმი, ევროპასთან დაახლოების მომხრეების გამარჯვებით და სანდუს, როგორც რეფერენდუმის ინიციატორის, პირადი გამარჯვებით დასრულდა. მაგრამ „მომხრეების“ მინიმალური უპირატესობა, დასტურია იმისა, რომ მოლდოვის საზოგადოება სულაც არ იწვის ევროპაში წასვლის ერთსულოვანი სურვილით.

მეორე: რეფერენდუმის ეს „ზღვარზე“ შედეგი ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს უგზავნის ევროკავშირს. მოლდოვას ხარჯზე ევროკავშირის გაფართოების მოწინააღმდეგეები უკვე საკმარისია. რა თქმა უნდა, ევროკავშირი მოულოდნელად არ შეწყვეტს თანამშრომლობას მოლდოვასთან, როგორიც არ უნდა იყოს რეფერენდუმის შედეგები. მაგრამ ციფრებში ცესკოს ვებსაიტზე ნათქვამია: ჩვენ ნამდვილად არ გვინდა თქვენს ევროკავშირში შესვლა. ძნელია იმის მოლოდინი, რომ კიშინიოვსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკვე დაწყებული მოლაპარაკებების პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდეს.

მესამე - სანდუსა და მისი რეფერენდუმის მიერ ნაჩვენები შედეგი პრეზიდენტის სისუსტის მტკიცებულება შიდა პოლიტიკურ ასპარეზზე. და ეს კრიტიკულ საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც მომავალ ზაფხულს მოლდოვაში გაიმართება. დღევანდელი შედეგი არის მინიშნება იმისა, რომ სანდუს პარტია მომავალ პარლამენტში ერთპიროვნული უმრავლესობის შენარჩუნებას ვერ შეძლებს.

მეოთხე: ამბობენ, რომ მისი პირველი ვადის განმავლობაში მოლდოვას ეკონომიკური წარმატებები საკამათო იყო, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა კი არაეფექტური, მთავარია თბილ, ნათელ და უსაფრთხო ევროკავშირთან დაახლოება რეალობად იქცა. ამომრჩეველი უფრო მეტად იყო მიდრეკილი, შეაფასოს პრეზიდენტის რეალური მიღწევები, მისი საფულის მდგომარეობა და გისოსებს მიღმა კორუმპირებული მაღალჩინოსნების რაოდენობა.

მეხუთე: ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებსაიტზე საბოლოო მაჩვენებლები ჯერ კიდევ საჭიროებს დეტალურ ანალიზს, მაგრამ მოლდოვის დიასპორა ისევ და, არა პირველად, გახდა კენჭისყრის შედეგებზე გავლენის ძირითადი ფაქტორი. ასევე, საკითხავია როგორი იქნებოდა რეფერენდუმის შედეგები, რომ არ ყოფილიყო ორი მოლდოვის საარჩევნო უბანი მთელ რუსეთში?! რუსეთში კიდევ ორიოდე საარჩევნო უბანი რომ ყოფილიყო, ხმის მიცემის შედეგები შეიძლება სრულიად განსხვავებული ყოფილიყო.

მეექვსე - თუ საარჩევნო პროცესს და რეფერენდუმის მომზადების კამპანიას მოლდოვის სოციოლოგიის გამოცდა მივიჩნევთ, მაშინ ის სავალალოდ ჩაიშალა. გასული დღეებისა და კვირების განმავლობაში მედიამ გამოაქვეყნა ათობით გამოკითხვის შედეგი, მაგრამ არც ერთ მათგან არ უჩვენებია, რომ ასეთი რეფერენდუმის შედეგი იქნებოდა. ანალოგიურად, არც ერთ გამოკითხვაში არ იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ პოლიტიკაში ახალბედა ალექსანდრე სტოიანოგლო მოიპოვებდა ხმების მეოთხედზე მეტს.

ფაქტია, რომ მოლდოვის პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი, ძალიან სერიოზული მოთამაშე ჩნდება და ეს მით უფრო მნიშვნელოვანია 2025 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს. ამავდროულად, პირველ ტურში ათნახევრიანი სხვაობა და ფინალური ცხრილის სათავეში აშკარა პოტენციური მოკავშირეების არარსებობა არ აძლევს მაია სანდუს მეორე ტურამდე დასვენების მიზეზს.

ჩვენ ევროპაში არ გავზრდილვართ

გაგაუზია არის ავტონომიური რეგიონი მოლდოვის სამხრეთით. პოლიტიკური გაგებით, ეს არის დანარჩენი ქვეყნისგან განცალკევებული სამყარო: ადგილობრივი მოსახლეობა თითქმის მთლიანად უჭერს მხარს რუსეთს.

2014 წლის დასაწყისში მათ „რეფერენდუმიც“ გამართეს გაგაუზიის გამოყოფის შესახებ. მისი შედეგები, მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვის ხელისუფლება იურიდიულად უმნიშვნელოდ მიიჩნევს, საჩვენებელია: ამ ღონისძიების მონაწილეთა 97%-მა მხარი დაუჭირა მოლდოვას რუსეთთან, ბელრუსთან და ყაზახეთთან საბაჟო კავშირში შესვლას, ამომრჩეველთა 2,5%-ზე ნაკლებმა ხმა მისცა მოლდოვას წევრობას ევროკავშირში.

ათი წლის შემდეგ გაგაუზებს საშუალება მიეცათ ოფიციალურ რეფერენდუმზე ხმა მიეღოთ მათი ქვეყნის ინტეგრაციის მიმართულებაზე.

პლებისციტის წინა დღეს გაგაუზიის ბაშკანმა (ხელმძღვანელმა) ევგენია გუცულმა თანამემამულეებს მოუწოდა, ხმა არ მისცენ ევროინტეგრაციას.

„ჩვენი დამოუკიდებლობა, ისტორია, რწმენა და ტრადიციები საფრთხეშია. ჩვენი შვილების მომავალი დამოკიდებულია ჩვენს დღევანდელ არჩევანზე. ერთად დავიცვათ ჩვენი სამშობლო და მივცეთ ხმა ევროპული ფსევდოდემოკრატიის წინააღმდეგ“, - ნათქვამია გაგაუზის მთავრობის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

გაგაუზიაში კენჭისყრა დამატებით ინტერესს იწვევდა, რადგან სწორედ აქედან დაიბადა მაია სანდუს მთავარი კონკურენტი საპრეზიდენტო რბოლაში, გამოკითხვების მიხედვით - ყოფილი გენერალური პროკურორი და სოციალისტური პარტიის კანდიდატი ალექსანდრე სტოიანოგლო.

BBC-ის მიერ Comrat-ში გამოკითხულ ამომრჩეველთა უმრავლესობამ ხმა მისცა მოლდოვის კონსტიტუციაში შეტანილი „პროევროპული“ ცვლილებების წინააღმდეგ. მაგრამ იყო ამომრჩეველიც, რომელმაც რეფერენდუმის კითხვას დადებითად უპასუხა: „ჩვენ ევროპაში ვართ და უნდა ვიბრძოლოთ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. და, ჩვენ გვჭირდება კარგი ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ არა აუცილებლად ხელისუფლებასთან. არ არის საჭირო ხალხის და სახელმწიფოების აღრევა. მთავრობები იცვლება, ადამიანებს შორის ურთიერთობა უნდა დარჩეს“, - ამბობდნენ BBC-თან ამომრჩევლები.

შედეგად, რეგიონის მოსახლეობის 5%-ზე ცოტა მეტმა ხმა მისცა ევროკავშირის რეფერენდუმს, ხოლო თითქმის 95%-მა მისცა წინააღმდეგი.

გაგაუზიის არჩევნებში პირველი ადგილი ადგილობრივმა მკვიდრმა ალექსანდრე სტოიანოგლომ ამომრჩეველთა თითქმის 49%-ით დაიკავა. მაია სანდუ მხოლოდ მეხუთე ადგილზე გავიდა: მას მხარი გაგაუზიის მაცხოვრებლების ორ პროცენტზე ოდნავ მეტმა დაუჭირა. მაგრამ გაგაუზიაში მხოლოდ 135 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

დნესტრისპირეთი ტრანსპორტის გარეშე

მოლდოვას საარჩევნო რუკაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადგილია სარტყელი ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არაღიარებულ დნესტრისპირეთთან. აქ გაიხსნა სამი ათეული საარჩევნო უბანი, სადაც ხმის მიცემა შეეძლოთ ოფიციალური კიშინიოვის მიერ არკონტროლირებადი ტერიტორიების მცხოვრებლებს.

წინა საარჩევნო კამპანიის დროს ასეთ უბნებზე პრორუსულმა პოლიტიკურმა ძალებმა და ცალკეულმა კანდიდატებმა გამარჯვება იზეიმეს, განსაკუთრებით იმის გამო, რომ დნესტრისპირეთის „ხელისუფლებამ“ მოაწყო პრდნესტროვიელი ამომრჩევლების მასიური ტრანსპორტირება და მათ ხმა მისცეს მოსკოვთან ყველაზე ახლოს მყოფ კანდიდატებს. შედეგად, დნესტრისპირეთის საარჩევნო უბნებზე მაია სანდუს მიერ ინიცირებულ რეფერენდუმს მხარი 37%-მა დაუჭირა, არაევროკავშირს ხმა მისცა 2%-ზე მეტმა ამომრჩეველმა. საპრეზიდენტო არჩევნებში დნესტრისპირეთის მაცხოვრებლებისგან ყველაზე მეტი ხმა ალექსანდრე სტოიანოლომ მიიღო - 35,4%. სახელმწიფოს ამჟამინდელ მეთაურს მხარი დაუჭირა არჩევნებში მონაწილეთა 25,2%-მა არაღიარებული რესპუბლიკიდან.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/cdje14pp4z8o