ოპოზიციამ ისევ ჩაისვარა - მარში ჩავარდა

ოპოზიციამ ისევ ჩაისვარა - მარში ჩავარდა

„ქართული ოცნების“ შეფასებით აგენტოკრატიის დაკვეთით ე.წ. ევროპული მარში ჩავარდა, სადაც ნაცოპოზიციის მტკიცებით, 20 ოქტომბერს 100 ათასზე მეტი ადამიანი იყო თბილისის ცენტრში. თუმცა მმართველ გუნდში ამბობენ, რომ „დრონებიდან და სახურავებიდან გადაღებული კადრები უტყუარ სურათს გვაჩვენებენ და მხარდამჭერთა ამდენი რაოდენობა, რაც თბილისში 20 ოქტომბერს გამოვიდა, „ოცნების“ მხარდასაჭერად მხოლოდ ზუგდიდში გამოვიდა. ამიტომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ოპოზიიცის ძალის დემონსტრირება კრახით დასრულდა. ვერც პრეზიდენტის პომპეზურად დაანონსებულმა მისვლამ და სიტყვით გამოსვლამ უშველა ოპოზიციას.

პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უმძიმეს მდგომარეობაშია ოპოზიცია, კამპანიას არ ატარებენ, არც სოფლებში დადიან, არც ქალაქებში გადიან, შეკრებებს ვერ ატარებენ.

მთავრობის მეთაურის თქმით, 20 ოქტომბერს თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე და იმისათვის, რომ გადაეფარათ ეს ჩავარდნა, ძველი აქციების კადრებს ავრცელებდნენ.

რეალურად, რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ერთი კვირით ადრე დაამთავრა არჩევნები. 100 000 გაყავით დაახლოებით 6-ზე, 7-ზე და მიიღებთ იმ რიცხვს, რომელიც არის რეალობა. რადიკალური ოპოზიციის პარტიები მანამდე ჭკვიანურად მიყვებოდნენ კამპანიას, ან არ ატარებდნენ ასეთ შეკრებებს, ან სკამებს დგამდნენ ხოლმე, რაც სწორი, პრაგმატული გადაწყვეტილება. სკამებით 2500 კაცი შეგიძლია დასვა და წარმოაჩინო ისე, თითქოს იქ არის 15 000 კაცი. იგივე ზუგდიდში, დაახლოებით იგივე რაოდენობა გვყავდა ჩვენ შეკრებილი, ერთ რეგიონში, რაც მთელმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ყველა პარტიამ ერთად, თავისი ენჯეოების ჩათვლით შეკრიბა თბილისში. ყველა დარწმუნდებით იმაში, თუ როგორია „ქართული ოცნების“ ძალა და როგორია მისი მხარდაჭერა“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის თანახმად უნდა იყოს ზეპარტიული, შესაბამისად, მისი მონაწილეობა პარტიულ შეკრებაში არის კონსტიტუციის მორიგი უგულებელყოფა, რაც მას ახასიათებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას არ აქვს არანაირი რესურსი, რომ რაიმე ცვლილება შეიტანოს არჩევნების შედეგებში.

„ქართული ოცნების“ ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, 20 ოქტომბრის მარში საქართველოს ისტორიაში პირველი წინასაარჩევნო აქცია იყო, სადაც ვერც ერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა სცენაზე ასვლა ვერ გაბედა.

მის განმარტებით, წინასაარჩევნო აქცია კი ჩაატარეს, მაგრამ საზოგადოებამ არ იცოდა ვისთვის უნდა დაეჭირა მხარი.

„თუ არ ვცდები, ეს იყო პირველი წინასაარჩევნო აქცია საქართველოს ისტორიაში, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა სცენაზე ასვლა ვერ გაბედა. წარმოიდგინეთ, ნაცების ოთხეულის მარში, თუ პრაიდი როგორც სოცქსელების მომხმარებლები უწოდებდნენ, ჩაატარეს და ვერც ერთმა პოლიტიკოსმა სცენაზე ასვლა ვერ გაბედა. იყო წინასაარჩევნო აქცია და ვისთვის უნდა მიგეცათ ხმა, მოწოდება არ ისმოდა. ყალბი მოწოდებები ევროპის სახელით შეფუთვასთან დაკავშირებით და ამომრჩეველს კითხვა რომ გასჩენოდა, კი ბატონო, მინდა ევროპა და მაინც და მაინც ამ ბნელი წარსულისკენ თუა ევროპა, მოვტყუვდი, ესეც დავიჯერე, მაგრამ ხმა ვის მივცე? - მთელი დღის განმავლობაში ამაზე პასუხი არ იყო“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ის რაც ოპოზიციას დაანონსებული ჰქონდა და რამდენი პოლიტიკური პარტია და ენჯეო სექტორიც ამ მარშის ორგანიზებაში მონაწილეობდა, იმ ფონზე ხალხის რაოდენობა არ იყო ბევრი. ამიტომ ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს პირიქით, არჩევნების წინ, შესაძლოა, ოპოზიციისთვის დამაზიანებელი ფაქტორი აღმოჩნდეს.

„არჩევნების წინ, კი ბატონო, ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს აქციებით მხარდამჭერების წარმოჩენას და ამაში უცნაური და ცუდი არაფერია. ამიტომ ოპოზიციას სრული უფლება ჰქონდა ამის გაკეთების. ახლა ვიცით, რომ იგივეს „ოცნება“ 23 ოქტომბერს აპირებს. ეს არის აპრობირებული მეთოდი და ამით ყველა პოლიტიკური ძალა საკუთარი მხარდამჭერების კიდევ ერთხელ შეგულიანებას ცდილობს. ამ მარშს კი 20 ოქტომბერს ოპოზიციისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მას ძალა უნდა ეჩვენებინა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ დასავლეთისთვის.

ოპოზიციას ხომ არანაირი საარჩევნო დაპირება და პროგრამა არა აქვს, გარდა იმისა, რომ ევროპას უჭერს მხარს და პროევროპული ძალაა. ამ ფონზე, თუკი მოსახლეობის 80% მხარს მათ უჭერს, რადგან ევროპა ამდენ ადამიანს უნდა გამოკითხვის მიხედვით, მაშინ თავისუფლების მოედანზე ძალიან ბევრი ხალხი უნდა ყოფილიყო, რაც არ მივიდა. ჩნდება კითხვა - რა ხდება? ხდება ის, რომ ოპოზიცია, რომელიც ამ ლოზუნგს ეფარება, ხალხს არ უნდა. მხოლოდ ლოზუნგი არ არის ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი. ჩვენი მოქალაქეები უფრო გაიზარდნენ, ვიდრე ოპოზიცია. ამ ოპოზიციისგან ამ დაპირების შესრულების არ სჯერათ და აი, ამაშია პორბლემა. ამიტომაც ეს მარში, რომლიც დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი ევროპისკენ სვლის სახელით, ჩავარდა“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციამ მხარდამჭერებს ქუჩაში დაუძახოს და მათ სიტყვით არ მიმართოს, დაიმალონ და სცენაზე გამოიყვანონ პრეზიდენტის სახით ადამიანი, რომელიც საერთოდ ამ არჩევნებში არანაირ მონაწილეობას არ იღებს.

„ჩემთვის მართლა გასაკვირი და ძალიან უცნაური ამბავია, როცა ოპოზიცია ხალხს ქუჩაში აქციაზე ეძახის და ამ დროს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პოლიტიკური ლიდერები იმალებიან, ხალხს სიტყვით არ მიმართავენ, არ ეუბნებიან რას პირდებიან, როგორ აპირებენ თუნდაც ამ ევროპულ გზაზე მათ გაყვანას და ა.შ. ამ დროს სცენაზე გამოდის სრულიად სხვა ადამიანი, რომელიც ამ არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას. საერთოდ, ორ თვეშიც აღარ იქნება პრეზდენტი და მისი პოლიტიკური მომავალიც გაურკვეველია და ის გასცემს რაღაცა დაპირებებს.

მე ამაზე პარადოქსი და ლოგიკას აცდენილი აქცია ჯერ არ მინახავს. თანაც, ეს ქალბატონი არ არის ოპოზიციის მხარდამჭერების არჩეული. არც დიდი რეიტინგით და ავტორიტეტით არ სარგებლობს ქვეყნის შიგნით, ამიტომ სპიკერად მისი არჩევა, პირიქით, ოპოზიციურ ამომრჩეველში უფრო უარყოფითად გამოჩნდებოდა. თუმცა ავტორიტეტი საზოგადოებაში არც ოპოზიციის ლიდერები არ არიან. ეს იციან და ამიტომაც იმალებიან“, - ამბობს საყვარელიძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ ნაცმოძრაობა, რომლიც 20 ოქტომბრის მარშის ორგანიზატორობით იყო დაკავებული და ყველაზე მეტად აქტიურობდა, გამოჩნდა, რომ ამ პარტიის მხარდაჭერა მინიმუმამდე არის დაყვანილი.

„ამ ყველაფერს კი ის მახინჯი ნარატივის ტირაჟირება დაემატა, რომ ლგბტ პროპაგანდა თურმე ევროინტეგრაციას უდრის. მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ გვესმოდა, რომ ევროკავშირთან გეინარატივის დაკავშირება რუსული პროპაგანდა იყო, ხოლო შემდეგში გამოჩნდა, რომ ამას პირადად სახელმწიფო დეპარტამენტიდან და ევროკომისიიდან უკავშირებენ. რა გამოდის, რომ რუსები იყვნენ მართლები თუ მტყუანები? მავნებლური გზავნილებით, პრაიდის განცხადებებით ე.წ. პროევროპულ აქციებზე, ნაცმოძრაობის მხარდამჭერებიც კი, გასაგები ბუნებრივი მიზეზების გამო, ამ აქციებზე არ მიდიან. ამიტომ ამ აქციაზე სალომე ზურაბიშვილი გამოვიდოდა თუ არა, ეს არაფერს ნიშნავს. ყველამ ცხადად იხილა ვიზუალურ მასალებში, თუ რეგიონებში გაგზავნილი ავტობუსები როგორი ცარიელები დაბრუნდნენ. არავინ არ უშლიდა მათ ხელს, რომ დედაქალაქისკენ თავისუფლად გადაადგილებულიყვნენ, ხალხის მობილიზება მოეხდინათ, მაგრამ ეს მარში ჩაუვარდათ. მას შემდეგ, რაც პრაიდმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ ის ამ მარშის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი იყო, ძალიან ბევრ ადამიანს იმედები გაუცრუა. პროევროპული მარში ეს არ ნიშნავს, რომ „ოცნების“ საწინააღმდეგო აქციაა. „ოცნებას“ რეალურად იმაზე მეტი პროდასავლური ელექტორატი ჰყავს, ვიდრე გვარამიას, ან სხვა ტოქსიკურ პოლიტიკანებს წარმოუდგენიათ. ეს მარში იყო ოპოზიციის აბსოლუტური კრახი და მათ მიერ გაწნული მწარე სილა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული საზოგადოება ამ მრავალწლიან პოლიტიკურ ბატალიებში უფრო გაიწაფა, ვიდრე ნაციონალებს ჰგონიათ“, - ამბობს აბაშიძე.

Gami უშნოდ არის ატეხილი დედაბერი..
1 თვის უკან
თომა ფაშისტების დღევანდელმა თავდასხმამ გადამაწყვეტინა რომ, ამ უარგის ქოცებს დაუჭირო მხარი, ჩემდა სამწუხაროდ, სპორტალზე( პალიტრა მედია) ფეხბურთელების მხარდამჭერი კომენტარი დავწერე და არ გამომიქვეყნეს უფო სწორად პირველი სამი სიტყვა, "მოღალატე რუსეთუმების შემოსევა" მხოლოდ ეს გამოაქვეყნეს არადა ვწერდი, სამაჩაბლოს ავტონომიური ოლქის აღმდგენი და მისთვის სამხრეთ ოსეთის დამრქვევი ხელისუფლება რომელმაც კოდორს ზემო აფხაზეთი უწოდა სხვას არ უნდა ეძახდეს რუს, თვითონ არიან რუსეთუმები ჩვენი დროის მედროვენი და ჩვენი დროის " სადუნ მაკაბერდელები " ასევე კაკებეს ჯარის გამოზრდილი მოღალატის მიმდევრები და ბოროტების მხარდამჭერები, კლასიკური გაგებით დღეს უკვე ფაშისტები!. სამწუხაროდ დაბლოკა სპორტალმა ეს კომენტარი და ისე გამოაქვეყნა ვითომ მეც ფეხბურთელების მაგინებელთა რიგებში ვიყავი. ასე საქმე ფაშიზმი ფეხს იკიდებს საქართველოში.
1 თვის უკან
ლევკოთეა ხომ იცით სპორტოლ-ის და მთლიანად მათი პალიტრა მედიის პოლიტიკური მიკერძოება. რატომ გიკვირთ?
1 თვის უკან
თომა მართალი ხართ, არ უნდა მიკვირდეს მაგრამ, კიტეიდვილი რომ თამადობს და ამის შესახებ წერ რომ დღეს ლიგა და ასე შემდეგ.... უბრალოდ ფარისევლობასაც ხომ აქვს საზღვარი.
1 თვის უკან