დედაქალაქის ქუჩებში მათხოვრების მომრავლება უკვე აღარავის უკვირს. ისინი თითქოს თბილისის ყოველდღიურობად იქცნენ. ზოგი ჩვენგანი ეხმარება მათ, ზოგი - არა. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ თითოეულს ფულის მოპოვების გარკვეული სტრატეგია აქვს შემუშავებული. უმეტესობა ხალხის ყველაზე სუსტ წერტილს "ურტყამს" - ცდილობს გული აუჩუყოს ადამიანებს, თავი შეაცოდოს, ამისთვის კი უამრავი ხერხი არსებობს, მაგ: ტირილი საკუთარ ბედზე, შვილზე, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, ან დაზე, ძმაზე, ქმარზე და ა.შ.
არავინ დაობს, რომ ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს უჭირს, მაგრამ ზოგიერთისთვის მათხოვრობა უკვე პროფესიად გადაიქცა. თუ რატომ, ამას ფსიქოლოგ ნინო სვანიძისგან შევიტყობთ:
- არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არა აქვთ ოჯახში ცხოვრების გამოცდილება, არ იციან, როგორ მართონ ოჯახი, ამიტომაც იმას აკეთებენ, რაც მათთვის ბუნებრივია. ეს არის არა მხოლოდ შემოსავლის წყარო, არამედ უნარი ქუჩასთან ურთიერთობის და მათ ეს უნარი კარგად აქვთ გამომუშავებული. ისინი თავის გამოვლენას უფრო ქუჩაში ხედავენ, ვიდრე სახლში. დიასახლისის ჩვევები რომ გქონდეს, ოჯახში უნდა იზრდებოდე. ზოგიერთს ქუჩაში უფრო უადვილდება შვილის გაზრდა. ესეც ფსიქოლოგიური მომენტია, როდესაც შენს შვილს ხალხის გარემოში უფრო ხედავ, ვიდრე შენს სივრცეში. ხშირად შვილები ოჯახთან ურთიერთობას გარეთ უფრო ახერხებენ, ვიდრე სახლში. რა თქმა უნდა, ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა, ამიტომაც არის აუცილებელი, ბავშვი ნორმალურ ოჯახურ გარემოში გაიზარდოს. უნდა იცოდეს სახლთან, თუნდაც სამზარეულოსთან ურთიერთობა. ტრაგედიაა, როდესაც ადამიანი ქუჩაში ყალიბდება, ამ დროს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებულია ნებისმიერი სხვა ადამიანის მდგომარეობისგან. სხვა მსგავსი ფაქტებიც მსმენია, როდესაც ასეთ გაჭირვებულ ადამიანებს უყიდეს სახლი, შეუქმნეს საცხოვრებელი პირობები, თუმცა მათ ვერ მოახერხეს ნორმალური ცხოვრების დაწყება, რადგან არ ჰქონდათ ამის გამოცდილება.
- თქვენი აზრით, ოჯახში ცხოვრებასაც გამოცდილება სჭირდება?
- რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენდაუნებურად ვიმეორებთ ჩვენი მშობლების საქციელს. მაგალითად, ბიჭები, რომლებიც მამის
პ.ს. "ყველა სიახლე" მოწყალების რამდენიმე მთხოვნელს გაესაუბრა იმის დასადგენად, თუ რამდენს "გამოიმუშავებენ" ისინი დღის განმავლობაში. როგორც დავადგინეთ, საშუალოდ ეს თანხა 30 ლარს შეადგენს, თუმცა პრესტიჟულ უბნებში 40-50 ლარს და მეტსაც აღწევს. მათივე თქმით, პრესტიჟულ უბნებში მათხოვრებს (ხუმრობით მათ ე.წ. ელიტურ მათხოვრებსაც უწოდებენ) მკაცრად აქვთ გადანაწილებული "მუშაობის სფეროები" და "კონკურენტის" გამოჩენა ჩხუბითა და აყალმაყალით მთავრდება ხოლმე. პრინციპი ერთია - ძლიერი იმარჯვებს. არსებობენ მათხოვართა ჯგუფებიც. ცხრა-ათი კაცი ერთ ოთახში ცხოვრობს და დღიურ შემოსავალსაც ერთად ინაწილებენ. ჯგუფში ყველა ასაკის ადამიანია, მათ შორის ბავშვებიც...