„კაცის კაცი რა კაცია?! ევროპა დღეს არის კაცის კაცი და ეს კაცის კაცი გვაყვედრის, ჩემს სახლში შემოგიშვებთ, თუ კარგად მოიქცევითო“

„კაცის კაცი რა კაცია?! ევროპა დღეს არის კაცის კაცი და ეს კაცის კაცი გვაყვედრის, ჩემს სახლში შემოგიშვებთ, თუ კარგად მოიქცევითო“

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო ხშირად გვესმის ბრიუსელის მხრიდან მუქარა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე. თუ საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ევროკავშირი არ მოიწონებს და საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ გარდაიქმნება, მაშინ სხვადასხვა სადამსჯელო ღონისძიება ამოქმედდება -უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ფინანსური მხარდაჭერის სრული დაკარგვა და, რაც ყველაზე მთავარია, 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრად გახდომის პერსპექტივის ჩავარდნა.

სადამსჯელო ღონისძიებებს ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ახმოვანებს. ხელისუფლება იხტიბარს არ იტეხს, პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არაფერი არ არის შეჩერებული, ყველა მიმართულებით ისეთი ვითარებაა, რაც ხელს შეუწყობს, 2030 წელს ევროკავშირის წევრები გავხდეთ. ამასთან, ირაკლი კობახიძე ელჩ ჰერჩინსკის ურჩევს, პოლიტიკის თეორიის სახელმძღვანელოს გადახედოს, რადგან ერთი პარტიის მიერ უმრავლესობის მოპოვება არ ნიშნავს ერთპარტიულობას, ეს არის ხალხის არჩევანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-ც გამოდის ერთპარტიული სახელმწიფო, ასევე, უკრაინა, მოლდოვა, სხვა კანდიდატი ქვეყნებიც ერთპარტიულია.

ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების მუქარას ეხმაურება ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და ამბობს, ევროპა რომ გვინდა, თურმე ამისთვის უნდა ავირჩიოთ მკვლელი და მწამებელი სააკაშვილის პარტია, რუბლებით დაფინანსებულ-ჩახდილი კრიმინალი გვარამიას პარტია, თაღლითი ხაზარაძის ან სააკაშვილის პარტია, ან მოღალატე გახარიას პარტია.

ელჩ ჰერჩინსკის გარდა მუქარა ისმის საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონისგანაც, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა საფრთხეს უქმნის ევროკავშირში გაწევრიანებას.

რამდენად ახალისებს ასეთი განცხადებები ოპოზიციას არჩევნების წინ, ამის შესახებ ექსპერტები გვესაუბრებიან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ინტერესდება, რატომ გვინდა ასე ძალიან ევროკავშირის წევრობა? კარგი ცხოვრების გამო? მაგრამ ღირს კი კარგი ცხოვრება, რომ ყოველდღე შეურაცხყოფა მოგვაყენონ? რამაზ საყვარელიძის თქმით, ზოგიერთები ადრე ამბობდნენ, ევროკავშირის წევრობა გვინდა იმისთვის, რომ სამართლიან ქვეყანაში ვიცხოვროთო, მაგრამ ახლა აღარ იმეორებენ ამას, რადგან ნახეს, რომ ევროპაც სამართალს ისე ჭრის, როგორც თვითონ აწყობს.

წინათ ამბობდნენ, ევროპაში ინტეგრაციით დემოკრატიაში გვინდა ვიცხოვროთო, მაგრამ ნახეს, რომ ევროპულმა დემოკრატიამ აგერ ტრამპს ყური გაუხვრიტა, ისიც შემთხვევით, თორემ თავის გახვრეტას აპირებდნენ. ანუ ნელ-ნელა მკაფიო ხდება, რომ რა სახელებიც ჰქვია მოვლენებს ევროპული სინამდვილეში, ეს სახელები არ არის რეალობა. ევროპული ცხოვრების რეალობა სხვა არის. ევროპაში ერთადერთი რეალობა რაც არის, ჯერჯერობით ცხოვრების დონეა მაღალი, მაგრამ მაღალი ცხოვრების დონის, კარგი სახლის, კარგი მანქანის, კარგი მაღაზიის გამო რამდენს აიტანს ადამიანი? აიტანს უსამართლობას? აიტანს იმას, რომ ქვეყანა მოგვისპონ? აიტანს იმას, რომ საკუთარი წინაპრები არ არსებობდნენ? ევროპა თავის წინაპრად თვლის საბერძნეთს, რის გამოც საბერძნეთი შეყვანილია ევროკავშირში, მაგრამ მათხოვრადაა შეყვანილი. რეალურად, ბერძნული კულტურის და ბერძნული ღირებულებების მეასედი არ არის შენარჩუნებული, ზრუნვის საგანი არ არის ეს კულტურა და ღირებულებები და ჩვენზე იზრუნებენ?! ეს საკითხები მართლაც დგას და ამ საკითხების ფონზე ევროპელების მუქარა ღიმილის მომგვრელია. არ შეხვალთ ევროკავშირშიო, არ შევალთ და ნუ შევალთ. პრინციპში, ასეთი ინტონაციით მუქარა ნიშნავს იმას, რომ წადით რუსეთისკენ. ანუ გვიბიძგებენ რუსეთისკენ. ამდენი ჭკუა არ აქვთ, რომ არ უნდა გვიბიძგონ რუსეთისკენ, აგერ, რუსეთისკენ წავიდა სომხეთი, აზერბაიჯანი, ამ რეგიონში საქართველო დარჩა ევროპული ორიენტაციის და ისიც თუ რუსეთისკენ წავა, ევროპა დაკარგავს გავლენის სფეროს. ყველა ქვეყანა ცდილობს, გავლენის სფერო გაზარდოს, ევროპელები კი ცდილობენ, შეამცირონ გავლენის სფერო საქართველოსთან ურთიერთობაში, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას და, შეკითხვის საპასუხოდ, იქნებ, კულუარულად უკვე გადანაწილებულია მსოფლიო და ამიტომაც გვიბიძგებენ რუსეთისკენ, აღნიშნავს, შეიძლება ნაწილობრივ ასეცაა, რადგან ერთხელ მაკრონმაც თქვა, საქართველომდე რა გვინდა, შორიაო. თუმცა იქვე შოლცმა დაამატა, რომ თბილისამდე უნდა წავიდეს ევროკავშირიო.

რამაზ საყვარელიძის აზრით, ევროპა და ევროკავშირი როგორ გაფართოვდება, თუკი ყველაფერზე ნებართვებს ღებულობს ამერიკისგან?! რეალურად, ევროკავშირი ამერიკული პოლიტიკის ნაწილია და არაა დამოუკიდებელი. ამ არადამოუკიდებელი პოლიტიკის მქონესთან კი რა გვინდა?!

კაცის კაცი რა კაცია?! ევროპა დღეს არის კაცის კაცი. ეს კაცის კაცი გვაყვედრის კიდევ, ჩემს სახლში შემოგიშვებთ, თუ კარგად მოიქცევითო. თუ ცუდად მოიქცევით, უვიზო რეჟიმს შეგიწყვეტთ, ფინანსებს არ მოგცემთო. ეს იგივეა, ცირკში ცხოველებს რომ დრესურას უკეთებენ, წვრთვნიან იმისთვის, რომ მერე კარგად გამოიყენონ. ასეთი დამოკიდებულებაა, თუ კარგად მოიქცევი, კანფეტს მოგცემ, თუ ცუდად, მათრახს დაგარტყამ, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოსის განმარტებით, თუკი ქართული ოცნება ამ არჩევნებს მოიგებს, ევროკავშირის მხრიდან მუქარის ტონი მოიხსნება. ეს იგივეა, ადამიანი კარებში იდგეს და, თხოვნის მიუხედავად, არ გიშვებდეს სახლში. დავუშვათ, დავანებეთ თავი და შევტრიალდით, ის თვითონვე მოვა და დაგიწყებს ლაპარაკს. რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ასეთ მანევრს ქალები ხშირად იყენებენ. ქალებმა კარგად იციან, თუ თავს დაიფასებენ და იტყვიან, მე სხვა კაცი მომწონსო, ვისი სიმპათიაც უნდათ რომ დაიმსახურონ, ის უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს. ჩვენ კი როგორ ვიქცევით ევროპასთან მიმართებით? თავს არ ვიფასებთ და ისიც გვირტყამს იმ თავში. როგორც კი შეიცვლება დამოკიდებულება თავის დაფასების მიმართულებით და უფრო ღონიერი სურათი შეიქმნება, ევროპელები თვითონვე შეიცვლიან დამოკიდებულებას.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ, უპირველეს ყოვლისა, ჰერჩინსკი ელჩია, ქართული ოცნება კი ლანძღავს ამერიკის ელჩს, ევროკავშირის ელჩს, გერმანიის ელჩს, რაც სრული უგნურებაა.

ელჩი საკუთარ აზრს არ გამოხატავს არასდროს, არამედ გამოხატავს საკუთარი ქვეყნის პოზიციას. ჰერჩინსკი კი არ ლაპარაკობს, ევროკავშირი ლაპარაკობს მისი პირით. ევროკავშირმა შეაჩერა ჩვენთან პროცესები, ჰერჩინსკიმ კი არ შეარჩერა. ძალიან პრინციპული საკითხია, ჩვენ გავხდეთ 2030 წელს ევროკავშირის წევრი, ეს არ მოხდება, თუ რუსული კანონი იმუშავებს, თუ ლგბტ კანონი იმუშავებს იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არის და ანადგურებს ყოველგვარ თანასწორობის პრინციპებს. დიახ, ევროკავშირი სერიოზულად აღიქვამს საქართველოში მიმდინარე ანტიევროპულ პოლიტიკას და აპირებს განახორციელოს ის, რომ გავიდეს ევროპა საქართველოდან, - აღნშნა პაატა ზაქარეიშვილმა for.ge-სთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, თუ ქართველებს არ უნდათ ევროპა, ამას არჩევნები აჩვენებს, ამიტომ ყველა ელოდება არჩევნებს. არჩევნების შემდეგ კი მმართველი გუნდის ტონალობა უნდა შეიცვალოს, თორემ დანგრეული უკრაინის სურათები ვინ ჩამოკიდა? ევროპამ? პოლიტოლოგის აზრით, ბილბორდებზე დანგრეული უკრაინის სურათების გვერდით უნდა ყოფილიყო დანგრეული გორის სურათები და არა აღორძინებული თბილისის სურათი, რადგან ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა.

 

trampi აფსუუუს ..................... სათქმელსაც აღარ მიტოვებენ, ყველაფერი გაშიფრულ---- განხილულია
სათქმელად მარტო ერთი ქუნემ კოლუმბი-ღა დამიტოვეს
ხოოოოდა ..................................... ქუნემ კოლუმბი, ქუნეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეემ


ისე კი ძაან, ძაან მიხარია კოლუმბის ჩათლახობები ყველაფერი ზედაპირზე რო ამოტივტივდა და ყველაფერიც იასნი გახდა...ეგრე რაღა
და კიდევ რატომღაც მაინც მგონია რომ ამ თვალის ახელაში აქაურების (,,ძველების,,) წვლილი დიდია
1 საათის უკან