თვალის ახელის დროა! - „თუ საერთაშორისო სისტემაში მაგიდასთან არ ხართ, მაშინ თქვენ მენიუში ხართ“

თვალის ახელის დროა! - „თუ საერთაშორისო სისტემაში მაგიდასთან არ ხართ, მაშინ თქვენ მენიუში ხართ“

ამა წლის 1 ოქტომბერს, ლიტიკისა და გეოპოლიტიკის მიმომხილველ ჟურნალ Foreign Affairs-ში აშშ- სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვრცელი წერილი გამოქვეყნდა. სათაურადAmerica’s Strategy of Renewal-Rebuild Leadership for a New World, ამერიკის განახლების სტრატეგია-ლიდერობის აღდგენა ახალი მსოფლიოსათვის“. მასში განხილულია ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მიღწევები, როგოც საშიანაო, ისე საგარეო ფლანგებზე. - ბლინკენი აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია, ირანი, ჩრდილო კორეა და ასევე ჩინეთიც, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავდებიან მართვის სტილით, იდეოლოგიითა თუ ძალთა შეფარდებით, რევიზიონისტული განწყობები აერთიანებთ. მათი სურვილია ავტორიტარული მმართველობა გაამყარონ თავიანთი ქვეყნების შიგნით და გავლენები იქონიონ საზღვრებს გარეთ. და, რომ თითოეული მათგანი ძირის გამოთხრას ცდილობს ამერიკის ძლიერების საფუძვლებისთვის, როგორიც არის სამხედრო-ტექნოლოგიური უპირატესობა, ამერიკული ვალუტა და მოკავშირეთა შეუდარებელი ქსელი. კაცმა რომ თქვას, ამაში არც არაფერია გასაკვირი. კაცობრიობის ისტორია სახელმწიფოთა დაპირისპირებაზე, პირველობაზე და მსოფლიო ჰეგემონიის მოპოვების ისტორიაზეა აგებული. ამერიკამ მოიპოვა ამგვარი ჰეგემონია და მზად არის, რომ ყველა და ყველაფერი შეწიროს მის შენარჩუნებას. არც ამაშია არაფერი გასაკვირი.

- ბლინკენი დასძენს, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციას, ეს პრობლემები დახვდათ. რევიზიონისტები აგრესიულად უპირისპირდებოდნენ (კენჭს ისვრის ტრამპის გოლფის მოედანზე) ამერიკის ინტერესებს. და, რომ რევიზიონისტებმა დაინახეს, საკუთარი ხელისუფლებისადმი რწმენადაკარგული ამერიკული საზოგადოება და გაწბილებული პარტნიორები, უნდოდათ მოშლა იმისა, რასაც ათწლეულების მანძილზე აშენებდა ამერიკა.

როგორც სტატიიდან ვგებულობთ, იმისათვის, რომ ამერიკის ძლიერებაში არავის შეჰპარვოდა ეჭვი (ძირითად მომენტებს მოკლედ შევეხები) ოთხი მიდგომა იქნა გამოყენებული.

პირველი: ჩვენ დავადასტურეთ ალიანსებისადმი უცვლელი დამოკიდებულება. პრეზიდენტმა ბაიდენმა დაარწმუნა ნატოს წევრი ქვეყნები, რომ აშშ შეასრულებდა დანაპირებს და ერთ წევრზე თავდასხმას კვლავ განიხილავდა, როგორც თავდასხმას ნატოს ყველა წევრზე. იაპონიას და სამხრეთ კორეას, დაუდასტურა ურყევი ვალდებულებები მათ წინაშე, როგორც სხვა მოკავშირეებს აზიაში და აღადგინა G-7- საქმიანობა, როგორც დემოკრატიული ქვეყნების მთავარი კომიტეტისა...

მეორე: ჩვენ დავტვირთეთ ახალი მიზნებით Quad- (აშშ, ავსტრალია, იაპონიისა და ინდოენთის სამხედრო კავშირი), და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით ინდო-წყნარი ოკეანეს რეგიონისათვის საერთო ხედვების ჩამოსაყალიბებლად, დაწყებული საზღვაო უსაფრთხოების გამყარებიდან - უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების წარმოებამდე...

მესამე: ჩვენ შევქმენით AUKUS-, სამმხრივი თავდაცვის პარტნიორობა, რომლის მეშვეობითაც ავსტრალია, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები გაერთიანდნენ ატომური წყალქვეშა ნავების ასაშენებლად და მათი სამეცნიერო, ტექნოლოგიური და სამრეწველო თანამშრომლობის გასაღრმავებლად...

მეოთხე: ჩვენ ავაშენეთ ახალი კოალიციები გამოწვევების მოსაგვარებლად. ჩვენ გავაერთიანეთ სხვადასხვა მთავრობები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნესი და სამოქალაქო ჯგუფები, რათა გვეწარმოებინა ასობით მილიონი COVID-19- საწინააღმდეგო ვაქცინა, ბოლო მოგვეღო პანდემიის მწვავე ფაზისათვის, გადაგვერჩინა ადამიანთა სიცოცხლე და გაგვეძლიერებინა მსოფლიო პოტენციალი ჯანდაცვის საკითხებში, ჯანმრთელობის მომავალ საფრთხეებთან გასამკლავებლად.

ძალიან დიდი ხარჯია, როგორც ჩანს, ვაქცინაციაში გაღებული. ჰოი, საოცრებავ, რუსეთის უკრაინაში შეჭრა რომ არა, შეიძლება ისევ გაგრძელებულიყო ეს მომაკვდინებელი პანდემია. ისე მართლა, როგორ გაქრა წამისყოფაში?! თუმცა, - ბლინკენი გვამშვიდებს, რომ თანხები რაც დახარჯულია ვაქცინებში, ახლა თუ არა, მომავალში მაინც გამოგვადგება

ეს ისე, ლირიკული გადახვევა! დავუბრუნდეთ სტატიას და მის პათოსს. - ბლინკენი წერს, რომ როდესაც ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია მოვიდა აშშ- სათავეში, საკვანძო მოკავშირეები აშშ-საგან სრული ავტონომიის მოპოვების სურვილით იყვნენ გამსჭვალულნი და ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას გეგმავდნენ. მაგრამ ადმინისტრაციამ მოახერხა აღედგინა ურთიერთობა ყველა მოკავშირესთან, რომელიც შეფერხებული იყო და საფრთხეს უქმნიდა, როგორც ამერიკის, ასევე საერთაშორისო წესრიგს. სახელმწიფო მდივანი სიამაყით აღნიშნავს, რომ ჩინეთის მზარდი მადა, დემოკრატიულ სახელმწიფოებთან ურთიერთობის წარმოებაზე, ეფექტურად იქნა შეჩერებული. ბალტიის ქვეყნებმა დატოვეს17+1“ ჩინეთის საინვესტიციო ინიციატივა. იტალია გამოვიდაერთი გზა ერთი სარტყელი“- პროექტიდან. და, რომ საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა, აუკრძალეს ჩინურ კომპანიებს მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისთვის ნედლეულის მიწოდება. მოგეხსენებათ, რომ ჩინური პროდუქცია საკმაოდ შეღავათიანი ფასებით გამოირჩევა. თუ ჩინეთი აღარ იქნება ამ ქვეყნებისათვის ნედლეულის მიმწოდებელი, ალბათ, რთული გამოსაცნობი არ არის, თუ ვინ ჩაანაცვლებს მას და ვისი ბიუჯეტი შეივსება?!

- სახ. მდივანი, თავის თხრობაში პერიოდულად, ერთგვარ სემანტიკურ ფანდს იყენებს და ასეთ წინადადებებს ურთავსIt is also a product of fateful decisions of U.S. allies and partners-choices that Washington encouraged but did not, would not, and could not dictate“. „ეს ასევე არის აშშ- მოკავშირეებისა და პარტნიორების მიერ მიღებული საბედისწერო გადაწყვეტილება-არჩევანი, რომელსაც ვაშინგტონი ახალისებდა, მაგრამ არ კარნახობდა, არც უნდოდა და არც შეეძლო ეკარნახა“. მოკლედ, რამდენად თანასწორი და არაიერარქიულია საერთაშორისო სისტემა, ამის განსჯა მკითხვევილისათვის მიმინდვია. მაგრამ ყველაზე მეტი ინტერესი ჩემში არა რევიზიონისტების დასუსტებისათვის გადადგმულმა ნაბიჯებმა, არამედ ამ დასუსტების პროცესში, ამერიკის საინვესტიციო ინტერესებმა და გეოსტრატეგიამ გამოიწვია, რაზეც სტატიაში მოგვითხრობს ჩინოვნიკი. როგორც ირკვევა, აშშ- და G-7-ის ქვეყნებმა 2022 წელს გლობალური პარტნიორობის ინიციატივას ჩაუყარეს საფუძველი. შეერთებული შტატები, უკვე ახორციელებს ინვესტიციების კოორდინაციას სარკინიგზო გზებსა და პორტებში, რათა დააკავშირონ ფილიპინების ეკონომიკური ცენტრები და დააჩქარონ ინვესტიციები ქვეყანაში. ასევე, ხორციელდება ინვესტიციები, რომელიც კვეთს აფრიკას და ანგოლის პორტ ლობიტუს აერთებს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან და ზამბიასთან, რაც საბოლოო ჯამში, აერთებს ატლანტიკის და ინდოეთის ოკეანეებს. ეს ყოველივე მთელ რეგიონს კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების მიწოდების საშუალებას მისცემს, რაც ასე საჭიროა სუფთა ენერგიებზე გადასასვლელად. ამ წამოწყებისათვის გამოყოფილია 600 მილიარდი აშშ დოლარი. გრანდიოზული ინვესტიციაა, ალბათ, მკითხევლი დამეთანხმება. გრანდიოზულ გეოპოლიტიკურ გეგმებს, სწორედაც, გრანდიოზული თანხები ესაჭიროება. ძალიან მინდოდა, რომ ამ სტატიაში, ჩვენს ქვეყანაში დაგეგმილ ამერიკულ ინვესტიციებზეც ამომეკითხა რაიმე, მაგრამ ამაოდ. არაფერი მსგავსი არ წერია. თუმცა, ბევრი წერია იმ გეგმებზე, რომლებმაც მათი უშუალო მოწინააღმდეგეები უნდა დაამარცხოს. მათი ეკონომიკური პროექტები ჩაშალოს და ყველაფერ იმაზე, რაც ამერიკის ჰეგემონიისათვის იქნება სასარგებლო. უნებლიედ აზრი მიჩნდება, საქართველოში, ალბათ, იმიტომ არ განხორციელდა ამერიკული (მაგ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი) ინვესტიციები, რომ ისინი ვერ ხედავენ ამ ინვესტიციების დაცვის გარანტიას?! - პირდაპირი სამხედრო საშუალებებით დაცვისა. ამ საკითხში ღრმად ვერ წავალ, რადგანაც ინფორმაციის მოპოვება ძალიან გართულებულია, ლოგიკურად თუ ვმსჯელებთ მხოლოდ. ამერიკული კომპანია გავიდა. არ ჩაებღაუჭა ევრაზიაში და მსოფლიოშიც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ წერტილს და შემოვიდა ის ქვეყანა, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანია და ინვესტიციებსაც ახორციელებს. მაშ, რა ინტერესები ამოძრავებს აშშ- საქართველოსთან მიმართებით თუ არა ინვესტიციები და ორი ქვეყნის მჭიდრო ეკონომიკურ-ფასეულობითი ურთიერთობა? რა როლი აქვს საქართველოს აშშ- ევრაზიულ გეოსტრატეგიაში, თუკი ჩვენს ქვეყანაში არ იდება დიდი ინვესტიციები? ეს კითხვები უნდა დავტოვო ღიად და მკითხველს მივცე მათზე პასუხის მოფიქრების საშუალება. თუმცა, მეც მაქვს გარკვეული მოსაზრებები. მაგალითად, ევროკავშირის რეზოლუცია. იქ უკვე ღიად დაგვავალდებულეს, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები და ჩამოვაქციოთ ჩვენი ეკონომიკა. მაშ, როდესაც ამით ვერც კი ვუბწკენთ რუსეთის ფედერაციას. ორი ვერსია მიჩნდება ასეთ დაჟინებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით. უნდა დავძაბოთ და გავამწვავოთ ურთიერთობა რუსეთთან ისე, რომ ღია დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ან ისეთ დღეში უნდა აღმოჩნდეს საქართველოს მოსახლეობა, რომ ამგვარი გადაწყვეტილების მიმღები და ეკონომიკის ჩამომქცევი ხელისუფლება, საყოველთაო ეროვნული თანხმობის შედეგად იქნას ჩამოგდებული. ამ შემთხვევაში, რევოლუციურ ავანგარდში მოექცევა ისეთი ძალა, რომელიც მაინც დაძაბავს ურთიერთობას ჩრდილოელ მეზობელთან და კატასტროფამდე მიიყვანს ქვეყანას. როგორც ჩანს, ჩვენიმეგობრების“ მიზანი ერთია, ხოლო ამ მიზნის განსახორციელებელი საშუალებები კი რამოდენიმე. როგორც სახდეპის ხელმძღვანელი ზემოთ აღნიშნავდა, ისინი არავის არაფერს არ აძალებენ. ჩვენც ასე უნდა გვჯეროდეს. პარალელურად, მთელი დასავლეთი ჭკუას გვარიგებს და გვასწავლის, თუ რა საშიშია რუსეთი. მინდა ვთქვა, რომ საქართველო იმ ქვეყნების რიგშია, რომელზე უკეთ არავინ იცის თუ როგორია რუსეთი. დღეს რუსეთი ჰგავს იმ უზარმაზარ კრატერს, რომლისგანაც გავარვარებული ლავა მოსჩქვფს, ხოლო საქართველო ამ კრატერის კიდეზე მდგომი ადამიანი, რომელსაცმეგობარი“ მასში ჩახტომას (თითქოს და საერთო საქმისათვის) და ამ პატარა სხეულით უზარმაზარი კრატერის ამოვსებას ურჩევს.

უნებლიედ, აშშ- ყოფილი საგარეო მდივნის, ჰენრი კისინჯერის სკანდალური გამონათქვამი მახსენდებაIt may be dangerous to be America’s enemy, but to be America’s friend is fatal“ „სახიფათოა იყო ამერიკის მტერი, მაგრამ ფატალურია იყო ამერიკის მეგობარი“.

ამ სტატიაში - ბლინკენი, ძალიან დიდი ვნებით წერს იმაზე, თუ როგორ სწრაფად და ეფექტურად მოხერხდა თანამოაზრეთა შემოკრება აშშ- გარშემო. თუ რამდენად მნიშვნელოვანია ავტორიტარული ქვეყნების წინააღმდეგ გალაშქრება. სტატიაში არაფერია საქართველოზე ნახსენები, მაგრამ მისი კითხვისას, შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მაღალი რანგის ჩინოვნიკი, კომანდორის აჩრდილივით მიწვდიდა ხელს და თავისთან მიხმობდა... გამგები გაიგებს.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ემიგრანტებს გვემატება ღელვა სამშობლოს ბედზე. ეს ნამდვილად ასეა და ამაში არაფერია უცნაური. წაკითხულით აღელვებულმა, ჟურნალში ჩვენს თემატიკასთან დაკავშირუბული სტატიის ძებნა განვაგრძე და ცოტა დამამშვიდებელი მეორე სტატია ვიპოვნე, რისი გაზიარებაც მინდა მკითხველისათვის. ისიც ძალიან ვრცელია და ჩვენთვის საინტერესო მომენტებს შევეხები.

ამა წლის 19 აგვისტოს გამოქვეყნებულიThe Trouble With Allies“ - „სირთულეები მოკავშირეებთან“ სტატია, ეკუთვნის რიჩარდ ჰაასს. - ჰაასის შესახებ, ცოტა ვინმემ თუ იცის ჩვენს სამშობლოში. არადა იგი, ძალიან გავლენიან ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა 20 წლის განმავლობაში. ეს ორგანიზაციაა Council of Foreign Relations-საგარეო ურთიერთობათა საბჭო. დღესდღეობით - ჰაასი, ამ ორგანიზაციის ემერიტუსი პრეზიდენტი გახლავთ. CFR- აშშ- 28-, გლობალისტი პრეზიდენტის ვუდრო ვილსონის დაარსებული ორგანიზაციაა. სწორედ ამ ორგანიზაციაში თავმოყრილმა მეცნიერებმა მოუმზადეს პრეზიდენტ ვილსონს, პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე გაჟღერებული Fourteen Points-თოთხმეტი პუნქტი. ორგანიზაცია 103 წლის გახლავთ და მთელი ამ დროის განმავლობაში, ორგანიზაციის მესვეურები, ძალუმად არიან წარმოდგენილნი ამერიკის სამთავრობო ადმინისტრაციაში, რესპუბლიკური პარტიის იქნება იგი თუ დემოკრატიულისა და დროთა განმავლობაში ორგანიზაციის წევრთა წარმოდგენა მთავრობაში სულ უფრო მატულობდა. Marshal Plan-მარშალის გეგმა და NATO-OTAN შექმნის (შეიძლება ხაზარაძის მარშალის გეგმისაც) იდეაც, ამ ორგანიზაციის წიაღშია დაბადებული, როგორც ამას გვიმტკიცებს უილიამ პუნამ ბანდი, CIA- ანალიტიკოსი და მარშალის გეგმის თანაშემოქმედი. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ორგანიზაციაზეა საუბარი. ხოლო მისი ემერიტუსი პრეზიდენტი, საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა. მაგალითისათვის, მან გადადგომისაკენ მოუწოდა რექს ტილერსონს, ამერიკის სახელმწიფო მდივანს. სულ მალე, პრეზიდენტმა ტრამპმა ტილერსონის გადაყენების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა საკუთარ ტვიტერზე. შეიძლება დამთხვევაა, შეიძლება არა.

მოდით ჩავიხედოთ - ჰაასის მიერ დაწერილ სტატიაში. მე ვიტყოდი, უფრო რეკომენდაციისადმი, როგორც ამჟამინდელი ადმინისტრაციისათვის, ასევე აშშ- გაურჩებული მოკავშირეებისადმი. - ჰაასი აშშ- საგარეო პოლიტიკის მიდგომებს განგვიმარტავს და თითოეულ შემთხვევაში, მკაფიო მაგალითებსაც გვაჩვენებს. იგი გვეუბნება, რომ მრავალი წლის მანძილზე, აშშ- შეიმუშავა სახელმძღვანელო მოწინააღმდეგეებთან საურთიერთობოდ, როგორიც არის შეთანხმებები იარაღის კონტროლზე, გარკვეული იძულებები დიპლომატიურ სამიტებზე, ეკონომიკური სანქციები, რეჟიმის ცვლილება და ომი. - ჰაასი დანანებით აღნიშნავს, რომ მსგავსი მოქნილი სახელმძღვანელო მეგობრების მიმართ, ნაკლებად განვითარებულია და ასეთი მოუქნელი მიდგომების გამო, ხშირად ფუჭდება მოკავშირეებთან ურთიერთობა. მაგალითად, ავტორი წერს, რომ საუდის არაბეთმა და თურქეთმა ურთიერთობა რუსეთთან და ჩინეთან გააბეს, რადგანაც ამერიკასთან ურთიერთობები გაუუარესდათ. - ჰაასი სვამს საინტერესო შეკითხვას და თავად სცემს პასუხს.

„Why do allies dare to defy Washington? Because much more is usually at stake for them than for the United States, a disparity that gives them leverage despite their dependence. In many instances, the bone of contention constitutes much of the ally’s security or economic interests, whereas for the United States, it is merely one of many priorities.“

„რატომ ბედავენ მოკავშირეები ვაშინგტონისადმი დაუმორჩილებლობას? იმიტომ რომ, როგორც წესი, მათვის უფრო მეტი დევს სასწორზე, ვიდრე შეერთებული შტატებისათვის და ეს უთანასწორობა, მათ უფრო მეტ ბერკეტს აძლევს, მიუხედავად მათი დამოკიდებულებისა. უმეტეს შემთხვევებში, განხეთქილების ვაშლად მოკავშირის უსაფრთოება ან ეკონომიკა ხდება. მაშინ, როდესაც შეერთებული შტატებისათვის, მხოლოდ ერთ-ერთი პრიორიტეტია“.

რაიმეს ხომ არ აგონებს პატივცემულ მკითხველს ესეთი შეფასება?

- ჰაასი განმარტავს, რომ მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, აშშ მუდმივ დავაშია თავის მოკავშირებთან და თუ შევხედავთ დავების ამ გრძელ ისტორიას შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს შორის, დავების მართვის რამოდენიმე ტაქტიკის გამოყოფა შეიძლება. ზოგი მათგანი თაფლაკვერს შეიცავს, ზოგიც კი მათრახს. ისეც ხდება, როდესაც მოკავშირე არ შეიცვლის საკუთარ პოზიციას, ან შეიძლება შეცვლილ იქნას, მხოლოდ რეჟიმის ცვლილების შემთხვევაში. „არ არსებობს მიდგომა, რომელიც ყველა სიტუაციას მოერგებოდა, მაგრამ ზოგიერთი სხვაზე კარგად მუშაობს“, - გვეუბნება წერილის ავტორი.

მოკავშირეების სამართავად პირველი და საბაზისო, არისPersuasion“ – „დარწმუნება“. ტაივანის საკითხი მოჰყავს მაგალითად - ჰაასს. ათწლეულებია, რაც აშშ არწმუნებს ტაივანს, რომ მათ ოფიციალურად არ გამოაცხადონ სახელმწიფო დამოუკიდებლობა და ამის შედეგად აიცილონ თავიდან ბლოკადა ჩინეთის მხრიდან, ან საერთოდ კუნძულზე შემოჭრა. სამაგიეროდ, მათ ათწლეულები მშვიდობიანი და განვითარებული ცხოვრების საშუალება გააჩნიათ. დარწმუნების მეშვეობით, აშშ თავიდან იცილებს ჩინეთთან კონფლიქტში ჩართვას, რომელიც შეიძლება მოუწიოს ტაილანდის ანექსიის შემთხვევაში. ჩარევა თუ ჩაურევნელობა, ორივე პრობლემატური იქნება ტაივანისათვის, მით უმეტეს თუ კრიზისი მათი ინიციატივით იქნება გამოწვეული.

ქართულ სინამდვილეში დარწმუნების მცდელობად აშშ- მხრიდან, ალბათ, ელჩი დეგნანისა და ბატონი ბიძინა ივანიშვილის სამსაათიანი შეხვედრა უნდა ვივარაუდოთ. ასევე დახურული მოლაპარაკებები ქვეყნის უმაღლეს პირებთან.

როდესაც დარწმუნება არაეფექტურია, განაგრძობს - ჰაასი, აშშ მეორე ხერხს მიმართავს, როგორიც არისIncentives-წახალისება/სტიმული“. ჩემი აზრით, წახალისებაში უნდა ვივარაუდოთ უვიზო რეჟიმისა და პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების შემოთავაზება, რომელსაც ათწლეულების მანძილზე არ გვთავაზობდნენ. თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!

წახალისების წარუმეტებლობის შემთხვევაში, ამოქმედებას იწყებს სანქციები, რომელიც უკვე ყველასათვის ნაცნობი ტერმინია. ქართველი მოსამართლეების, პოლიციელების და ჯერ არ გასაჯაროებული პოლიტიკოსების დასანქცირება. სანქციებმა შეიძლება არ შეაჩეროს მოკავშირის არასასურველი ქმედება (საქართველოს შემთხვევაში უმოქმედობა), მაგრამ სანქციას ექნება ნორმატიული ხასიათი. სანქციები მაინც გაზრდის მოკავშირისათვის ხარჯებს და კარგი სიგნალი იქნება სხვა მოკავშირეებისათვის თუ რა სურვილები და მოლოდინები აქვს მათგან აშშ-.

„The most draconian approach to dealing with a disagreement with a friend is to seek the ouster of the offending government. That was the approach the Kennedy administration took with its troublesome South Vietnamese ally, President Ngo Dinh Diem“.

ყველაზე დრაკონული მიდგომა, მეგობართან უთანხმოების გადაწყვეტისა, ეს ურჩი ხელისუფლების გადაყენებაა. ზუსტად ასეთი მიდგომა გამოიყენა კენედის ადმინისტრაციამ სამხრეთ ვიეტნამის მოკავშირე, პრეზიდენტ ნგო დინ დიემთან“. - ჰაასი წერს, რომ ბევრი გაკეთდა ადმინისტრაციის მხრიდან, რომ გაძლიერებულიყო დიემის პოზიციები, მაგრამ მალევე იმედგაცრუებული დარჩა, მისი კორუმპირებული და არაეფექტური ლიდერობით, რაც ხელს უშლიდა ჩრდილოეთ ვიეტნამთან და ვიეტ-კონგთან ბრძოლისათვის.

„Matters reached a head in the summer of 1963, when the U.S. officials in Saigon made clear that they and their bosses in Washington would look favorably on a coup led by senior military officers. By November 2, Diem was not just out of power but dead, killed by the soldiers who ousted him. Yet the Kennedy administration’s decision didn’t achieve its desired effect“

„სიტუაციამ აპოთეოზს 1963 . მიაღწია, როდესაც აშშ- ოფიციალურმა პირებმა მიანიშნეს, რომ ისინი და მათი ბოსები, კეთილგანწყობილნი იქნებოდნენ სახელმწიფო გადატრიალებისადმი, რომელსაც მაღალი რანგის ოფიცრები უხელმძღვანელებდნენ. 2 ნოებერს, დიემი არა მხოლოდ ხელისუფლებას ჩამოაშორეს, არამედ იქნა მოკლული იმ ჯარისკაცების მიერ, ვინც მისი დამხობა განახორციელა“. დაკვირვებული მკითხველი, ადვილად გაავლებს პარალელს ჩვენს ახლო წარსულთან, როდესაც რუსული იარაღითა და საკუთარი ხელებით, უმწიფარმა, ემოციურმა და დაუღვინებელმა ადამიანებმა ტყვია ესროლეს კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას. ამ მოვლენების შეფასება ჯერ არ ხდება სახელმწიფო დონეზე, რადგანაც ისტორიის ყოველ დრამატულ ფურცელს, დროის გასვლა, ემოციების დაცხრობა და საკუთარ თავში ჩაღრმავება ესაჭიროება.

შემდეგი ორი მიდგობა, - ჰაასის მტკიცებით, არის იგნორირება გაურჩებული მოკავშირებების ქმედებებისა, რადგანაც ამერიკის რეაქცია, შესაძლებელია ძალზედ ხარჯიანი აღმოჩნდეს ფინანსური თვალსაზრისით. ხოლო მეორე, ეს არის მოკავშირისათვის გვერდის ავლა და დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც აშშ- ინტერესებისათვის არის მნიშვნელოვანი. წერილის ავტორს, ყველაზე დრამატულ მაგალითად, უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია მოჰყავს, როდესაც აშშ- სპეცდანიშნულების რაზმი, პაკისტანის სუვერენულ ტერიტორიაზე შეიჭრა ისე, რომ საქმის კურში არ ჩააყენეს ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობა, რამაც ძალიან დაძაბა აშშ-სა და პაკისტანის ურთიერთობა.

- ჰაასი იმასაც განგვიმარტავს, რომ შტატებისათვის მოკავშირეებთან ურთიერთობა შენდება წარმოდგენაზე, რომ მათგან თანხმობა ნორმაა, ხოლო უთანხმოება გამონაკლისი. ამერიკელ პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მოკავშირესთან ყოველთვის გამოძებნიან საერთო ენას და რომ ასეთი თავდაჯერებულობა მათი მხრიდან მიუღებელია! „Persuasion can be difficult or impossible when the friend sees core interests at stake“ „დარწმუნება შეიძლება იყოს რთული ან შეუძლებელი, როდესაც მეგობარი ხედავს მთავარ ინტერესებს სასწორზე“

რთულია არ დაეთანხმო ასეთი გამოცდილების ადამიანს. საქართველოს შემთხვევაში, ის რასაცქართული ოცნებისაგან“ ითხოვენ, სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხია. აქ ვერანაირი დარწმუნება, წახალისება და სანქციები არ/ვერ იმუშავებს.

- ჰაასი, მწუხარებით აღნიშნავს, რომ სანქციების თემა, საკმაო უნდობლობას იწვევს, როდესაც ისინი მეგობრების წინააღმდეგ გამოიყენება. თუ დაუმორჩილებლობას განაგრძობს მეგობარი სანქციების შემოღების შემდგომაც, დროის განმავლობაში სხვა მოსაზრებები მძლავრობენ და სანქციები ან მსუბუქდება, ან საერთოდ უქმდება. ეს კი, შეერთებულ შტატებს წარმოაჩენს, როგორც სუსტს და თვალთმაქცს. ამიტომ ვაშინგტონმა კარგად უნდა აწონოს, აპირებს თუ არა სანქციების გაგრძელებას, რადგანაც სხვა ინტერესებმა შეიძლება იჩინოს თავი.

სტატიის ბოლოს, - ჰაასი შემდეგი რეკომენდაციით გამოდის, რაც ჩემთვის პირადად დამაიმედებლი სიგნალია.

„The harshest instrument, regime change, should be avoided. It is unlikely to result in new leadership, and even when it does, there is no guarantee that the new regime will be both preferable and enduring“”

„თავიდან უნდა იქნას აცილებული, ყველაზე ხისტი ინსტრუმენტი, როგორც არის რეჟიმის ცვლილება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ხელისუფლების ცვლილებას გამოიწვევს და თუ მაინც მოხდება ცვლილება, არ არის გარანტია, რომ ახალი რეჟიმი იქნება სასურველი, ან გრძელვადიანი“.

 ბატონი რიჩარდ ჰაასი ძალიან გამოცდილი და გავლენიანი პიროვნებაა, მან კარგად იცის საკუთარი ქვეყნის შესაძლებლობები. ისიც იცის თუ სად აქვს აშშ- ჭარბი შესაძლებლობები. სტატიაში, მეგობრებთან მიმართებაში, როდესაც არ მუშაობს დარწმუნება, წახალისება, სანქციები და რეჟიმის ცვლილება, „Independent action“, „დამოუკიდებელი ქმედება“ ამ ბუნდოვან ფრაზას იყენებს - ჰაასი. თუ კი, მტრებთან მიმართებაში აშშ- ბოლო მიდგომა არის ომი, მაშინ ეს დამოუკიდებელი მოქმედება რაღა უნდა იყოს? დავუტოვებ მკითხველს მასალას აზროვნებისათვის. ჩემი მხრიდან კი ვიტყვი, რომ რაც არ უნდა იყოს აშშ- დამოუკიდებელი ქმედება, ის მას ჩვენს რეგიონში ვერ განახორციელებს, შესაბამისად, რეჟიმის ცვლილებაზეც უნდა აიღოს ხელი. თუმცა, არის მეორე ვარიანტიც, როდესაც რეჟიმის ცვლილების შემთხვევაში და ლოიალური ჯგუფების მხარდაჭერაში, ხელოვნურად გამოიწვიონ რუსეთის აგრესია საქართველოზე. ჩვენსმეგობრებს“ (საერთაშორისო სისტემაში მეგობრები არ არსებობენ), ძალიან კარგად გამოსდით მღვრიე წყალში თევზჭერა. ფაქტი ის არის, რომ საქართველო მარადიული ქვეყანაა. ჩვენ ბევრად დიდი სირთულეები გადაგვიტანია. რეჟიმის ცვლილებაც ნანახი გვაქვს და სახელმწიფოებრიობის დაკარგვა არაერთხელ, თავმოკვეთილი და დანაწევრებული მეფე-დედოფლებიც, მაგრამ ყოველთვის აღმდგარა ფერფლიდან საქართველო. 26 ოქტომბერს, ბრძენი ქართველი ერი, გააკეთებს თავის არჩევანს და დაიცავს კანონსა და სახელმწიფოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!

P.S. „If you are not at the table in the international system, yo will gona be in the menu“. „თუ საერთაშორისო სისტემაში მაგიდასთან არ ხართ, მაშინ თქვენ მენიუში ხართ“. ამას გვეუბნება დღევანდელი სახ. მდივანი ბლინკენი. მაგიდასთან ყოფნის პრეტენზია არ უნდა გვქონდეს, მაგრამ მენიუში ჩვენს ჩასმას უნდა შევეწინააღმდეგოთ!