„ემანუელ მაკრონის სიტყვები ფრანგი საზოგადოებისთვის   არაფერს აღარ ნიშნავს და ჩვენთვის რამეს რატომ უნდა ნიშნავდეს?!“

„ემანუელ მაკრონის სიტყვები ფრანგი საზოგადოებისთვის   არაფერს აღარ ნიშნავს და ჩვენთვის რამეს რატომ უნდა ნიშნავდეს?!“

დასავლეთმა „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებაში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, უფრო მძიმე პოლიტიკური არტილერია ჩართო და მმართველი გუნდის წინააღმდეგ, მორიგი კრიტიკული განცხადება, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გააკეთა. მაკრონი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ფაქტობრივად, იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას. ევროკაშირის ლიდერი ქვეყნის მეთაურის თქმით, ახლა ქართველ ხალხის არჩევანზეა დამოკიდებული ყველაფერი. მაკრონის ეს განცხადება კი საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკმა უფრო ვრცლად განმარტა: „თუ არჩევნები უმაღლესი სტანდარტებით არ ჩატარდება, ეს შეფასდება საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ. ხოლო მზად არიან, წარმოადგინონ განსხვავებული ვარიანტები“, - მისი აზრით, ეს მუქარა არ არის, ეს რეალობაა.

ოპოზიციაში მაკორნის და ჰერჩინსკის განცხადებებს უკვე გამოეხმაურნენ და წინასაარჩევნოდ მოსახლეობის დასაშინებლად პროპაგანდის სახით გამოიყენეს. მათი თქმით, თუკი ხალხი ისევ „ოცნებას“ ხელისუფლებაში მოიყვანს, მაშინ ქვეყანა დასავლეთიდან იზოლაციაში მოექცევა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ეს კრიტიკული განცხადება ევროპული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.

რაც შეეხება საერთაშორისო საკითხებს, ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადეთ მოლდოვას ამ მნიშვნელოვან საარჩევნო კონტექსტში, როდესაც ის რუსეთის მიერ განხორციელებული ჰიბრიდული ქმედებების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება საქართველოში არსებული ვითარების გამო, მაშინ, როდესაც მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ფაქტობრივად, იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, ქართველ ხალხს თავისი არჩევანის გამოხატვა რამდენიმე დღეში მოუწევს, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კი ფინანსურ დახმარებაზეც ისაუბრა და განაცხადა: „თუ საქართველოს მთავრობის ტრაექტორია არ შეიცვლება, ქვეყანა უფრო და უფრო მეტს დაკარგავს.

ჰერჩინსკის საქართველოს მოსახლეობის მიმართაც ჰქონდა გზავნილი:თუ ქართველები ხმებით გადაწყვეტთ არ გააგრძელოთ ევროკავშირისკენ სვლა, მაშინ საქართველო დაკარგავს მთლიან ფინანსურ დახმარებას, რომელიც მიმართულია გაწევრიანებამდე.

ჰერჩინსკი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ გარდაიქმენა, ოპოზიცია აიკრძალება, ქვეყანაში სამოქალაქო ორგანიზაციები და თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია აღარ იარსებებს და თუ ადამიანის უფლებები დაცული არ იქნება, მაშინ „საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და 2030-ში“.

საქართველოს პრემიერი კი ბრიუსელის კრიტიკას კრიტიკითვე პასუხობს. ირაკლი კობახიძემ ჰერჩინსკის მწვავე გზავნილებს უპასუხა და მას არაობიექტური უწოდა და ურჩევს, „პოლიტიკის თეორიის სახელმძღვანელოს გადახედოს“.

საქართველოს პრემიერი აშშ-ს და ევროკავშირს ტყუილების გავრცელებაში ადანაშაულებს.

„ეს ყველაფერი ტყუილია, ავტორიტარიზმი უკვე ტყუილია, არადემოკრატიული მმართველობა ტყუილია, ეს არის მთავარი. დასრულდება არჩევნები, როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, მაშინვე შეიცვლება განცხადებებიც და გადაიტვირთება ურთიერთობები“, - ამბობს კობახიძე.

იურისტი ზაზა მარიდაშვილი ამბობს, რომ ემანუელ მაკორნი ჩვენი ქართველი საზოგადოებისთვის ძლიერი ატრილერია არ არის. მისი თქმით, ყველამ კარგად იცის, მისი გაპრეზიდენტება, იმ ძალების დამსახურებაა, რომელსაც „გლობალური ომის“ პარტიად მოვიხსენიებთ. მარიდაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მაკრონის გაპრეზიდენტებაში პირდაპირი ღვაწლი ამერიკელებს მიუძღვით, ამიტომ რასაც ისინი ეტყვიან, ისიც იმავეს გაიმეორებს.

„მაკრონი ამ განცახდებით ჩვეულებრივად ამერიკელების წინაშე ვალს იხდის. ისიც კარგად იცის საზოგადებამ, რომ საფრანგეთში მაკრონი ფასეული პოლიტიკოსი აღარ არის. ჩვენც კი გვყავს ქალბატონი პრეზიდენტი, მაგრამ მაგის პრეზიდენტობა არ გაიშვას, დაიმპიჩმენტირებულია და კიდევ მორიგი იმპიჩმენტი ელის. ამიტომ მაკრონის რეიტინგიც ასეთივე დაცემულია და მას საფრანგეთში არავინ არაფრად აგდებს. მისი პარტია უკვე მერამდენედ მესამე ადგილს იკავებს და ემანუელ მაკრონის სიტყვები ფრანგი საზოგადოებისთვის   არაფერს აღარ ნიშნავს და ჩვენთვის რამეს რატომ უნდა ნიშნავდეს, თანაც როცა აშკარა ტყუილზე საუბრობს და თვალებში ნაცარს გვაყრის?! გვეუბნება, რომ თურმე საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და კურსს გადაუხვია. ხომ ჩნდება კითხვა - რა არის ეს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა? ოღონდ ეს არავინ არ იცის და გვიმალავენ, არ გვეუბნებიან. როცა ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის კვლევები ტარდება, იმ კვლევების შესაბამისად, საქართველო თავისი ეკონომიკით, გამჭვირვალობით, სამართლიანობით, ბიუჯეტის გამჭვირვალობით, სასამართლოს დამოუკიდებლობით და ა.შ. ყველა კრიტერიუმს, რომლსაც თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, ყველაფერს აკმაყოფილებს. თავადაც რომ არ იცინ და არც ჩვენ გავაგებინებენ, მხოლოდ ამ კრიტერიუმებს ვერ ვაკმაყოფილებთ“, - ამბობს მარიდაშვილი.

მისივე თქმით, მაკრნომაც და სხვა ევროპელმა ლიდერებმაც, განსკაუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნების, კარგად იციან, რომ საქართველო უკრაინაზეც და მოდოლვაზეც წინ არის სწორედ ევრკავშირის მიერ მოცემული რეფორმების შესრულების თვალსაზრისით.

„ბალტიისპირეთის, ასევე სხვა ევროპელი ლიდერების კრიტიკა ჩვენს მიმართ, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ რუსეთი როგორმე საქართველოსკენ გადმოამისამართონ და ომი აქ დაიწყოს. ამით ბალტიისპირეთის ქვეყნები შესაბამისი რეზოლუციებით, კირიტკული განცხადებებით აქტიურობენ.  უნდათ, რომ ძირითადი დარტყმა სამხრეთ კავკასიაზე გადმოვიდეს და მათ ეს წნეხი მოეხსნათ. ეს არის მათი გაცხადებული მიზანი, მაგრამ ყველაზე მეტი უბედურება ის არის, რომ აქ გაჰყვირიან ნახეთ, რა თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ლიეტუვას, ესტონეთის პრემიერმა მინისტრებმაო. არადა ესტონეთის პრემიერის მეუღლე თურმე რუსეთთან ისეთი გაცხოველებით ვაჭრობდა, ამ დროს ეს პრემიერ-მინისტრი ჭკუას ჩვენ გვარიგებდა. ევროკავშირის ქვეყნებმაც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რუსეთთან ვაჭრობას მოუმატეს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მათი ქვეყნის ინტერესებში შედის“, - ამბობს ზაზა მარიდაშვილი.

მისივე თქმით, მათ აღელვებთ ასევე პირადი ინტერესები და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სხვა ქვეყნების ხარჯზე მშვიდობა შეინარჩუნონ.

„საფრანგეთის პრეზიდენტის პირდაპირი გაცხადებული მიზანი არის სახელმწიფო გადატრიალება და იმ ძალების სათავეში მოყვანა, რომლებიც უცხო პატრონებს დაემორჩილებიან. სომხეთსა და საფრანგეთს შორის არსებობს ხელშეკრულება და მაკრონმა თქვა, რომ აზერბაიჯანელების წინააღმდეგ სომხებს უნდა დავეხმაროთო. მაკრონმა კარგად იცის, რომ ერთადერთი ლოჯისტიკური ცენტრი საქართველოა, ხოლო „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ის ამ გზას ვერ გამოიყენებს. ამიტომ მაკრონსაც საკუთარი მიზნები ამოძრავებს“, - ამბობს იურისტი.

 

 

 

მერაბ.g ამის სიტყვა თავისი ბებიის თანაკლასელი რომ ჰყავს ცოლად, იმას თუ სჯერა
1 საათის უკან