რუსული შტურმის

რუსული შტურმის "ხახა": დაეცემა თუ არა კუპიანსკი - კატასტროფის შემთხვევაში, რუსებს გზა ხარკოვისკენ გაეხსნებათ

კუპიანსკის ტყიან რაიონში ბრძოლების ტაქტიკა განსხვავდება დონბასის სტეპებში მიმდინარე ბრძოლებისაგან...

ფრონტის ხაზზე შექმნილი ოპერატიული მდგომარეობის ამსახველ რუკებზე ხშირად უცნაური ფიგურები წამოისახება, რომლებიც ძალაუნებურად სხვადასხვა ასოციაციას იწვევენ...

ამჯერადგაღებული ხახისასოციაცია იქმნება იმ ოპერატიულ რუკაზე, რომელიც უკრაინის ფრონტის ყველაზე ჩრდილოეთ ნაწილში არსებულ საბრძოლო სიტუაციას ასახავს და ამ რუსული ოკუპაციისხახასამჯერად უკრაინული ქალაქის კუპიანსკისგადაყლაპვა სურს...

ხარკოვის რაიონის ქალაქ კუპიანსკს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან აქ გადის ხუთი სარკინიგზო ხაზი და რამდენიმე ავტოტრასა-მისი დაპყრობის შემთხვევაში რუს ოკუპანტებს ძალზე გაუდვილდებათ ფრონტის ხაზის მომარაგება უშუალოდ რუსეთის სამხრეთი ნაწილიდან...

ომის დაწყების პირველ ეტაპზე ასეც იყო, როდესაც რუსეთის ხელმძღვანელობა ბლიცკრიგის იმედზე გახლდათ, მაგრამ მას შემდეგ,რაც 2022 წლის სექტემბერში უკრაინის არმია ხარკოვის აღმოსავლეთით წარმატებულ კონტრიერიშზე გადავიდა და გაანთავისუფლა იზიუმი და კუპიანსკი, რის შემდეგაც რუსი დამპყრობლები მდინარე ოსკოლიდან აღმოსავლეთით, მანამდე ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვართან მიამწყვდია...

მაშინ იყო საუკეთესო მომენტი, რომ უკრაინელებს გაეგრძელებინათ წარმატებული კონტრიერიში და აღმოსავლეთით,უშუალოდ ლუგანსკის ოლქშიც გაენთავისუფლებინათ ოკუპირებული მიწები, მაგრამ დასავლეთმა შეაჩერა კიევის ეს მცდელობა - აღარ მიაწოდა დამატებითი შეიარაღება, საბრძოლო მასალები...

დასავლეთის ეს ქცევა არავითარ ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარებოდა, ახლა კი ირკვევა, რომ კრემლიდან პუტინი დამუქრებია უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას, თუკი უკან თავქუდმოგლეჯილად გაქცეულ რუსეთის საოკუპაციო ძალებზე კონტრშეტევებს უკრაინელები არ შეწყვეტდნენ...

რუსული ოკუპაციისგაღებული ხახამზადააგადაყლაპოსკიდევ ერთი უკრაინული ქალაქი, ამჯერად კუპიანსკი...

ოკუპანტმა რუსეთმა დრო მოიგო, გადააჯგუფა შენაერთები,გააძლიერა და 2023 წლის ზაფხულიდან თავად გადავიდა შეტევაზე დასავლეთის მიმართულებით, მდინარე ოსკოლზე გასასვლელად და კუპიანსკის ხელახლა დასაპყრობად...

რუსეთის საოკუპაციო ძალებისდასავლეთისდაჯგუფებას ერთ წელზე მეტი დასჭირდა, რომ ოსკოლს მიახლოებოდა და ეს შემთხვევითი არ არის.

საქმე ისა არის, რომ აღმოსავლეთ ფრონტის დონბასის ან სამხრეთ ფრონტის ზაპოროჟიეს მონაკვეთებიდან განსხვავებით, სადაც გაშლილი მინდვრებია და თავდაცვითი ზღუდეების მოწყობა მხოლოდ გზის პირას ჩაყოლებულ ტყის საქარე ზოლებში ან უშუალოდ დასახლებული პუნქტების შენობებში შეიძლება, კუპიანსკის ფრონტი ხშირ ტყეებზე გადის, რაც სრულად ცვლის საბრძოლო მოქმედების ტაქტიკას, როგორც შეტევისას, ისე თავდაცვის შემთხვევაში.

უკრაინის დამცველებმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეძლეს ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი მტრის შეკავება, მცირე-მცირე უკანდახევების ტაქტიკით, მაგრამ ამ ტაქტიკის რესურსიც ამოიწურა, რადგან ფრონტის ხაზი მდინარე ოსკოლს მიადგა, რომლის სანაპიროზეც მდებარეობს,ერთ დროს 55-ათასიანი ქალაქი კუპიანსკი...

კუპიანსკის დაცემის შემთხვევაში რუს ოკუპანტებს გზა ეხსნებათ დასავლეთით, ხარკოვისკენ, რომელსაც ჩრდილოეთიდან, ვოვჩანსკის მიმართულებიდანაც უტევენ.

თუმცა ის გარემოება, რომ კუპიანსკიდან ხარკოვამდე კიდევ ას კმ-მდე ექნებათ ბრძოლებით გასავლელი რუს ოკუპანტებს, შეიძლება გახდეს გადამწყვეტი ფაქტორი, რომ რუსულმა დაჯგუფებამდასავლეთმამკვეთრად იცვალოს შეტევის მიმართულება სამხრეთისკენ...სლოვიანსკისკენ და კრამატორსკისკენ...

სწორედ იმ კრამატორსკი-სლოვიანსკისკენ, რომელთა აქამდე დაუპყრობლობა ყელში აქვს გაჩხერილი კრემლის მხცოვან ბინადარს, რადგან მის მიერ ძალზე ნაჩქარევად გამოცხადებულიდონეცკის სახალხო რესპუბლიკაფიქციად რჩება - რუსეთის საოკუპაციო ჯარები ომის 967- დღესაც ვერ გავიდნენ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის დასავლეთ ნაწილზე და ვერ დაიპყრეს დონეცკის ოლქის ეს ორი, შედარებით დიდი ქალაქი...