ხუხაშვილი ორბელიანების სასახლეში ალოდინეს და მეორე კაცად შევიდა

ხუხაშვილი ორბელიანების სასახლეში ალოდინეს და მეორე კაცად შევიდა

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციები და შეხვედრები გრძელდება. ამჯერად პრეზიდენტი პოლიტიკის ექსპერტ გია ხუხაშვილს შეხვდა. როგორც ხუხაშვილმა მედიასთან განაცხადა, პრეზიდენტი წინასაარჩევნო პერიოდში ყველას, მათ შორის მასაც, ხვდება და განსაკუთრებული არაფერი ხდება. ვიცით, რომ 15 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ნიკა გილაურსაც შეხვდა. ხუხაშვილმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შეიძლება ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური იყოს.

ბუნებრივია, არჩევნები მოდის და პრეზიდენტი, როგორც არჩევნების გარანტი და სახელმწიფოს მეთაური, ყველას ხვდება, მათ შორის, მეც. განსაკუთრებული არაფერი ხდება... იმისათვის, რომ არჩევნებმა მშვიდობიან და წყნარ გარემოში ჩაიაროს, ქვეყანა ნორმალური განვითარების გზას დაუბრუნდეს და უკან ჯოჯოხეთში არ დაგვაბრუნონ ვიღაც-ვიღაცებმა“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

თუკი ამომრჩევლისთვის წინასწარ იქნება ცნობილი ფიგურა, რომელმაც უნდა მართოს ქვეყანა, ეს ამომრჩევლისადმი პატივისცემას ადასტურებს“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

კონფლიქტოლოგი და ყოფილი მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული არაფერია იმაში თუკი პრეზიდენტი კონკრეტულ პოლიტიკურ თუ აპოლიტიკურ ფიგურებს ხვდება.

ხუხაშვილი არ არის პოლიტიკური ფიგურა და რატომ არ შეიძლება მას პრეზიდენტი შეხვდეს, არ ვიცი. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ძალიან ბევრ ადამიანს ხვდება, ორი წლის წინ მეც კი შემხვდა და ვისაუბრეთ. ხუხაშვილს თავისი ხედვები აქვს ეკონომიკაში, გეოპოლიტიკაში და ალბათ, აინტერესებს მისი მოსაზრებები. პრეზიდენტი საკმაოდ გახსნილი ადამიანია და საკმაოდ ბევრ ადამიანს ხვდება, უბრალოდ, ჩვენამდე არ მოდის ხმა - უფრო ბუნებრივია, რომ ხვდება ასეთ ადამიანებს, ვიდრე რომ არ ხვდებოდეს საერთოდ.

ჩემი აზრით, პრეზიდენტი უნდა ხვდებოდეს ყველა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვინც გამოეხმაურება და დათანხმდება და უნდა აინტერესებდეს გამოსავალი, რადგან პრემიერ-მინისტრს აქვს უნკალური გამოცდილება. ყოფილ მინისტრებსაც უნდა ხვდებოდეს, მათ შორის და მათი აზრი უნდა აინტერესებდეს, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი შეფასებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ყველაზე კარგი ვარიანტი თავად პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა:პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მგონი ვიღაც შერჩეული ჰყავს, რადგან ისე თამამად ითქვა რამდენჯერმე, რომ უკვე ნაპოვნია ასეთი ადამიანი და როდესაც საჭირო იქნება, იტყვიან. ვფიქრობ, უკვე შერჩეული ჰყავს. თუმცა, მგონია, რომ ახლა უკეთესი იქნება მთელი ენერგია გადავიდეს ქართული ოცნების დამარცხებაზე. ყველაზე კარგი ვარიანტი თავად სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა ჩვენთან ინტერვიუში.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციის საქმე დასრულებულია, რადგან საქმე დავიდა გია ხუხაშვილამდე.

ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა, ვინ არის გია ხუხაშვილი და რას წამოადგენს?! - მას ბიძინა ივანიშვილმა სახლი უყიდა და შემდეგ მისი გინება დაიწყო - სწორედ ეს კაცი არის ხუხაშვილი. როდესაც ოპოზიცია დარჩება ხუხაშვილების და გილაურების იმედზე, იმის საქმე დასრულებულია.

პრეზიდენტი არის ნომერ პირველი დამნაშავე - მან დაარღვია კონსტიტუცია, არღვევს მას ყოველდღიურად და უნდა, რომ პრეზიდენტის სასახლე გადააქციოს რევოლუციურ კომიტეტად, - დასძინა ედიშერ გვენეტაძემ.

აქვე შეგახსენებთ, რომ გია ხუხაშვილმა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას სალომე ზურაბიშვილთან ჰქონდა საუბარი თავად ზურაბიშვილი ყოფილიყო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რაზეც პრეზიდენტი არ ყოფილა კატეგორიული. მისივე განმარტებით, ამ გზას ყველაზე ეფექტურად სალომე ზურაბიშვილი გაივლის, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობაში მას ყველაზე მაღალი წონა აქვს.

დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატი საინტერესო პიროვნება იქნება, მაგრამ ვინც არ უნდა წარმოადგინოს, ეს პროექტი ვერ შედგება. ვიცი პარტიების განწყობები. კონფრონტაცია, რა ნიშნის მოგებითაც საუბრობსგირჩი“, არ არის სასურველი, დააზიანებს ყველაფერს და ხელისუფლების სასარგებლო იქნება. დღევანდელი მდგომარეობით, ამ მოდელის გადარჩენის შანსი არის ის, რომ თავად, სალომე ზურაბიშვილი გახდეს ასეთი კანდიდატი. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს არის დროებითი, ტექნიკური მთავრობა, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნება და ამის შემდეგ ტექნიკური მთავრობა უნდა გადადგეს, ამ გზას ყველაზე ეფექტურად პრეზიდენტი გაივლის, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობაში მას აქვს ყველაზე მაღალი წონა და მას შეუძლია ამ პროცესის საუკეთესოდ წარმართვა. გარდა ამისა, თუ ის განიხილავდა პოსტსაარჩევნოდ გახდეს ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის პოსტზე ერთ-ერთი შეთანხმებული კანდიდატი, ამაზე პარტიებიც ვერ დაიწყებდნენ წუწუნს, რადგან მერე თავის თავს დააბრალონ რა შედეგს მიიღებენ არჩევნებზე.

სალომე ზურაბიშვილთან მქონდა საუბარი. ადამიანურად მესმის თუ რატომ არ უნდა ამ ტვირთის აკიდება. ვუთხარი, რომ ეს საკითხი მარტივად გადაწყვეტილიყო, ამის ფორმულა იყო მისი საკითხი დამდგარიყო. ამ შემთხვევაში პარტიებს არ ექნებოდათ მანევრი და ყველაფერი შეთანხმდებოდა. ნებისმიერი ალტერნატივის შემოტანა რისკების შემცველი იყო. პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ ოპტიმისტურად წამოვედი, რადგან ის არ ყოფილა კატეგორიული იმასთან დაკავშირებით, რომ ის არ განიხილავდა ამ საკითხს. თუმცა, შემდეგ, როგორც ჩემამდე მოვიდა ხმა, ის ამაზე არ იყო თანახმა, ესეც მესმის თუ რატომ და როგორ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

 

 

 

მერაბ.g ივანიშვილმა სახლი რომ უყიდა და მერე მას გინება დაუწყო ეს არაა ხუხას გაჭირვება; ჯერ ერთი ივანიშვილმა გააგდო, როგორც უნიჭო! მთავარი ისაა, რომ ხუხამ ჭორაობის მეტი არაფერი არ იცის - არცერთი სფერო პოლიტიკის, ეკონომოკის, ფინანსების, სამართლის, კულტურის, თავდაცვის მისთვის ნაცნობი არაა, ყველაფერზე ზერელედ და ჩემი პარიკმახერის დონეზე მსჯელობს
სულ არ გამიკვირდება რომ ის დასახელდეს პრემიერობის კანდიდატად; ან რა მნიშვნელობა აქვს ვის დაასახელებენ, ან პენსიას რამდენს შეპირდებიან, ან 14 მილიარდს იტყვიან, თუ 140-ს, ისინი ხომ ხელისუფლებაში ვერ მოვლენ! წააგებენ, აკივლდებიან გაგვიყალბესო, ვერანაირ არგუმენტს ვერ დადებენ .. დამოვლენ ქუჩაში 1-2 კვირა და მერე მანდატმიღებულები უსირცხვილოდ შეიძურწებიან პარლამენტში!
1 საათის უკან
Gami რაც ბიძინასათვის ვერ მოასწრო რჩევების მიცემა, იმ რჩევებს აძლევს პიტალო ხუხაშვილი სალომე ბაბოს. ეს რა ხდება! რაც შეეხება ზაქარეიშვილის --- სალომემ განცხადა: მაგის ბლუყუნი ვერ გავიგეო"... ჰოდა, ამიტომ წელს აღარ შეხვდა.
1 საათის უკან
კარლო საერთაშორისო თანამეგობრობაში ყველას მაღალი წონა ექნება, ვინც ქვეყანას ძირს გამოუთხრის( ეს სალომეს კარგად ეხერხება)
1 საათის უკან