„თუ სართხის მინიმუმამდე დაყვანა არ მოხერხდება, შესაძლებელია, სახელმწიფოებრიობაც კი დავკარგოთ“

„თუ სართხის მინიმუმამდე დაყვანა არ მოხერხდება, შესაძლებელია, სახელმწიფოებრიობაც კი დავკარგოთ“

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის განცხადებით, უცხო ინტერესების შესაბამისი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ქვეყანას კვლავ ომში ექაჩება, რაც საქართველოს 2008 წელს ერთხელ უკვე დაატეხა თავს. ბიძინა ივანიშვილმა, ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უცხო ინტერესების შესაბამისად, 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი ქმედებები, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე დიდი ღალატია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ჩაიდინეს.

მისი თქმით, „არასამთავრობო ორგანიზაციებად და 4 პოლიტიკურ სუბიექტად გაშლილი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა კვლავ აგრძელებს აგენტურულ საქმიანობას და საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას. ივანიშვილმა პირობა დადო, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ, ამ პარტიას და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს კონსტიტუციით აკრძალავენ, პარალელურად კი გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი ღალატისთვის სამართლებრივად მოუწევთ პასუხისგება.

რას ეფუძნება ივანიშვილის განცხადება და დაიწყება თუ არა გამოძიება რადიკალური ოპოზიციის წინააღმდეგ? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს დავით კუხალაშვილს ესაუბრა.

ივანიშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებად და 4 პოლიტიკურ სუბიექტად გაშლილი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა კვლავ აგრძელებს აგენტურულ საქმიანობას და საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას. ბრალდება საკამაოდ მძიმეა, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რა სამართლებრივი მტკიცებულებით არის გაჯერებული ივანიშვილის განცხადება?

დავით კუხალაშვილი: ვფიქრობ, რომ მაინც უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ სახეზე გვაქვს უცხო ქვეყნის ინტერესების გატარება საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. ეს არის პერიოდი, როდესაც იმ პერიოდის მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ეს შეეხება როგორც საკანონმდებლო უზრუნველყოფას, ასევე ტექნიკური სექტორის მთლიანად მოშლას, სხვადასხვა ტიპის ისეთ ქმედებებში მონაწილეობას, რომლის შედეგადაც ვერ მოხდა საომარი მოქმედებისგან ქვეყნის აცილება და ზოგადად, პირდაპირი განცხადებები პროვოკაციული განწყობების შესაქმნელად და ე.წ. რეფორმები, რომელმაც პრაქტიკულად, ჩამოშალა ქართული სახელმწიფოებრიობა და სამწუხაროდ, ჩვენ მივიღეთ თაობათა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. შესაბამისად, ვწუხვარ, რომ ასეთი ქმედება სამართლებრივად შეფასებული ისე არ არის, როგორც უნდა იყოს.

რას ნიშნავს როდესაც კეთდება შეფასება, რომ ისინი მოქმედებენ ქვეყნის ინტერესების საწიააღმდეგოდ? განსაკუთრებით ბოლო წლებია ენჯეო სექტორს და პოლიტიკურ ძალებს ადანაშაულებენ უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებაში, მაგრამ ერთია განცხადება და მეორეა, აქვს თუ არა ამ განცხადებას საფუძველი...

- რეალურად, ჩვენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე უნდა გავაკეთოთ ხაზგასმა. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს ფაქტობრივად სადაზვერვო კოაბიტაცია განხორციელდა, რომლის დროსაც, ალბათობის მაღალი ხარისხით, ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ არ განეხორციელებინა ფართომასშტაბიანი კანონის ჩარჩოში მოქცეული რეპრესიები, მიუხედავად ამისა, ძალა, რომლის დაცვასაც ახორციელდება კოლექტიური დასავლეთი, ქვეყნისათვის იქცა ე.წ. ძირგამომთხრელი საქმიანობის მაორგანიზებელ ძალად.

ეს არის პირთა ჯგუფის ერთლობლიობა და პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ინტენსიობით ახორციელებენ ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობას, მათ შორის სადაზვერვო პროპაგანდის კუთხით. აქიდან გამომდინარე, რამდენად სწორია ის შეფასებები, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა? ვიმედოვნებ და მჯერა, რომ მას ამის მტკიცებულებითი ბაზა გააჩნია და, ალბათობის მაღალი ხარისხით, სპეცსამსახურებში და საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სათანადო მამტკიცებელი მასალები დევს. ურიგო არ იქნება შეიკრიბოს მეცნიერთა ჯგუფი, რომლებიც იმუშავებენ სხვადასხვა ტიპის დანაშაულებების ირგვლივ, რომელიც ხორციელდებოდა ყოფილი ხელისუფლების პირობებში და რომელზედაც ჯერჯერობით რეაგირება არ დამდგარა.

ვფიქრობ, ჩვენ კიდევ უფრო ნათელი სურათი გვექნება, კიდევ უფრო გაგვიმყარდება აზრი და ჩამოყალიბდება ქვეყნის ინტერესებისათვის სასარგებლო აზრი იმ დანაშაულებების ქმედებების მასშტაბების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ვფიქრობ, ამ მიმართულებით წასვლა ძალიან სასარგებლო იქნება საქართველოსათვის.

რას აძლევს ქვეყანას ამ მიმართულებით წასვლა?

- პროცესების ძირებული შესწავლა, რის საფუძველზეც ხდება სამართლებრივი რეაგირება და პოლიტიკური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება ქვეყანას აძლევს მნიშვნელოვანი პრევენციის საშუალებას, რომ ზოგადად, ადამიანებს, რომლებმაც ძირი გამოუთხარეს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, არ უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ მოღვაწეობდნენ როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში და სახელმწიფო სექტორში.

ვფიქრობ, ამის გარეშე ჩვენ ვერ გადავდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. პრაქტიკულად, ყველა ის საბოტაჟის შემცველი ნიშნები, რომელიც საქართველოში ფიქსირდება, მნიშვნელოვანწილად ორგანიზებულია ე.წ. თითქოსდა თავსებად პირებთან, რომლებმაც ცხვრის ქურქის ქვეშ გააგრძელეს მოღვაწეობა. ახლა აცვიათ ცხვრის ქურქი, მაგრამ ცხვრის ქურქში იმალებიან მგლები, რომლებიც ღრღნიან როგორც საქართველოს ბიუჯეტს, ასევე საქართველოზე უზმოდ შეყვარებული ადამიანების ნერვებს.

როდესაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე და სიის პირველი ნომერი აკეთებს ასეთ განცხადებას და პოლიტიკურ სუბიექტებს ბრალს სდებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებაში, როგორ ფიქრობთ, მივა კი სახელმწიფო იმ კონდიციამდე, რომ ამ თემას მისცეს სამართლებრივი გაგრძელება, თუ ჩავთვლით იმას, რომ ეს არის ჯგუფი, რომელიც უცხო ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს. რამდენად წავა ხელისუფლება ამ ნაბიჯზე და რამდენად რისკიანი იქნება ეს სვლა?

- რისკი აუცილებელია იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხეების მასშტაბები ძალიან გაზრდიალია და თუ საფრთხის მინიმუმამდე დაყვანა არ მოხერხდება, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ჩვენ სახელმწიფოებრიობაც კი დავკარგოთ ისე განვითარდეს მოვლენები. მოხდება თუ არა ის, რაზეც აქცენტებს აკეთებს ივანიშვილი, ალბათობის მაღალი ხარისხით, ვფიქრობ, უნდა განხორციელდეს და ის განცხადება, რომელიც სულ ახლახანს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, ვფიქრობ, არის გაგრძელება იმ განცხადებისა, რომელიც მან გააკეთა ამ ძალებთან დაკავშირებით და ვფიქრობ, აღნიშნული ქმედებების განხორციელება დაიწყება უკვე არჩევნების შემდგომ. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ფილტრირება არ მოხდა სახელმწიფო სამსახურებიდან, ასევე სახელმწიფოს დაფინანსების ქვეშ მყოფი დაწესებულებებიდან არ მოხდა ე.წ. ბნელი ძალის, ე.წ. მღრნელების, ე.წ. ვირთხების და ცხვრის ქურქში გახვეული მგლების განდევნა, რომლებიც დღენიადაგ ოცნებობენ, რომ დესტაბილიზაცია მასშტაბური იყოს საქართველოში, რომ კვლავ ხელისუფლებაში მოვიდნენ და შემდეგ ისევ გააგრძელონ თარეში, ვფიქრობ, რომ საქართველოს უკვე სხვა გამოსავალი რაიმე სიკეთისაკენ აღარ დარჩება.

ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ მოსახლეობის იმ მნიშვნელოვან ნაწილში, რომელიც ხელისუფლებას მხარს დაუჭერს არჩევნებში, გაჩნდება ისეთი დამოკიდებულებები, რომელიც ხელსაყრელი არ იქნება მმართველი პოლიტიკური პარტიისთვის და ვფიქრობ, რომ ეს არის კონკრეტული აუცილებლობა არა მხოლოდ საქმიდან გამომდინარე, არამედ დროც ამას ითხოვს და მეტი ლოდინი იქნება დამაზიანებელი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის.

მერაბ.g ანუ ზეწოლას თუ არ დავემორჩილებით და გამჭვირვალობის და ლგბტ პროპაგანდის კანონებს თუ არ გავაუქმებთ, თუ რუსეთს სანქციებს არ დავუწესებთ, დავიქცევით? ზეწოლის მიზანიც ხომ ისაა, რომ თავის ჭკუაზე, თავის სურვილებით გვატაროს! ამაზე აყოლა და დამორჩილება ომამდე და ერის ცალ ფეხზე დგომამდე მიგვიყვანს! ... ანუ ვინმე რამეში თუ გვეხმარება, არა იმიტომ, რომ უკეთ ვიყოთ, არამედ იმიტომ რომ მათ ჭკუაზე და მათ იმტერესებით ვიაროთ; ამას უნდა დაფიქრება!
6 საათის უკან