„უკვე ცხადია, ქვეყანაში 26 ოქტომბერს უნდა მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება, ამაზე ღიად საუბრობს ე.წ. პრეზიდენტი“

„უკვე ცხადია, ქვეყანაში 26 ოქტომბერს უნდა მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება, ამაზე ღიად საუბრობს ე.წ. პრეზიდენტი“

მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ ტექნიკური მთავრობის თემა, რომელიც პრეზიდენტმა 12 ოქტომბრის ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ახსენა და დაპირდა საზოგადოებას მისი წევრების დასახელებას, ტრაგიკომედიის ჟანრია. „ოცნებაში

ამბობენ, რომ ეს არის უნიჭო სპექტაკლის გაგრძელება და კიდევ ერთი მცდელობა, რომ ოპოზიციურ ველზე მაქსიმალურად შექმნან რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგი,

რომელიც, რა თქმა უნდა, ფუჭია. თუმცა ამ სიბეცეს, საზოგადოების შეურაცხყოფას და თვალებში ნაცრის შეყრას პასუხი 26 ოქტომბერს გაეცემა.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კი ამბობს, რომ ევროპის დედაქალაქებში გამართულ შეხვედრებზე მიიღო დაპირება, რომ თუკი პოლიტიკური პარტიები შეასრულებენ „ქართული ქარტიით გაწერილ პირობებს, ქვეყანა

დაბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე. პრეზიდენტმა ამაზე ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე 12

ოქტომბერს ისაუბრა.

მისი თქმით, გასული დღეების განმავლობაში ოთხ ოპოზიციურ პარტიასთან „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა, „კოალიცია ცვლილებისთვის, „ძლიერი საქართველო, „საქართველოსთვის შეხვედრებს მართავდა, რათა მათ კიდევ

ერთხელ დაედასტურებინათ, რომ არიან ერთგულნი ქარტიაში გაწერილი ვალდებულებების. მათ შორის იმის, რომ პრეზიდენტი დაასახელებს ტექნიკურ მთავრობას. სალომე ზურაბიშვილის თქმით, სწორედ ამ პუნქტთან დაკავშირებით

არსებობს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია ოპოზიციაში. ამიტომ თუ ვინმეს სურს ქარტიაზე ხელმოწერის უკან გაწვევა, ამის გაკეთება შეუძლიათ.

პრეზიდენტმა ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ არჩევნებამდე აპირებს ტექნიკური მთავრობის წარდგენას:

„მე ვთვლი, რომ წარდგენილი უნდა იყოს არჩევნებამდე, რადგან საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში და ვინ წაიყვანს, პარლამენტის კონტროლის ქვეშ, ამ ქვეყანას ქარტიის გზას..., - ამბობს ის.

„ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60%, ასეთ პირობებში საუბარი ოპოზიციურ ტექნიკურ მთავრობაზე არის ფარსი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

პრემიერის თქმით, გეგმა, რომელიც პრეზიდენტის მიერ ქარტიის სახით არის წარმოდგენილი, განხორციელება არ უწერია.

„ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60%, ასეთ პირობებში საუბარი ოპოზიციურ ტექნიკურ მთავრობაზე არის ფარსი. ჩვეულებრივად ჩატარდება არჩევნები. ნოემბერში, დეკემბრის დასაწყისში შედგება პარლამენტის პირველი სხდომა,

დაკომპლექტდება ნორმალური მთავრობა და არა ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას. ის გეგმა, რაც არის წარმოდგენილი, რომელსაც არ უწერია განხორციელება, ნიშნავს ერთი წლით

ქვეყნის საერთოდ გაჩერებას და ამ პერიოდის განმავლობაში ნიშნავს კიდევ უფრო მეტად ქვეყნის ომში ჩართვას, ქვეყნის არევას. ეს არის მათი გეგმა, მათი დავალება და მიზანი, რომელსაც განხორციელება არ უწერია, - განაცხადა

პრემიერმა.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ უცხო ძალებისა და ადგილობრივი მეხუთე კოლონის მიერ მზადდება ბოლო 33 წლის მანძილზე რიგით

მესამე პუტჩი და სახელმწიფო გადატრიალება. მისი განცხადებით, სწორედ სახელმწიფო გადატრიალებას ემსახურება სალომე ზურაბიშვილის მიერ

შემოთავაზებული „ქართული ქარტია და „ტექნიკური მთავრობა.

„ეს ყველაფერი, რასაც ზურაბიშვილი აკეთებს და საუბრობს, დასავლეთის „გლობალურ ომის პარტიასთან არის შეთანხმებული. ამას ის არც მალავს და პირდაპირ თქვა, რომ ევროპაში ჩემი ქარტია მოიწონეს, შევათანხმეო და

ევროკავშირში მიგვიღებენო. ეს ქალბატონი პუტჩის მეთაურად გარე ძალებმა დანიშნეს და არც მალავს. საუბედუროდ ამ პროცესს ნებით თუ უნებლიეთ მხარს უჭერს მოსახლეობის უმცირესი, მაგრამ მაინც, ნაწილი, გარედან დაფინანსებული

არასამთავრობოების ოჯახის წევრები, მოტყუებულ-გაბრიყვებული მოზარდები, ხელისუფლებაზე ცალკეულ გარემოებათა გამო განაწყენებულები. სამწუხაროდ

ზუსტად ასე იყო 1991-1992 წწ-ში.

უკვე ცხადია და ამაზე ღიად საუბრობს ე.წ. პრეზიდენტი, რომ ქვეყანაში 26 ოქტომბერს უნდა მოხდეს კონსტიტუციის უარყოფა და სახელმწიფო გადატრიალება.

ე.წ. პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული „ქართული ქარტია თავისი ე.წ. „ტექნიკური მთავრობით, რომელიც შეთანხმებულია დასავლეთის გლობალურ ომის

პარტიასთან, ზუსტად ამას გულისხმობს. ეს ყველაფერი დღისით, მზისით, მსოფლიოს თვალწინ გაახმოვანა მომავალი პუტჩის მეთაურად გარედან დანიშნულმა, აწ უკვე უკანონოდ ცნობილმა პრეზიდენტმა. თუმცა ფაქტია, რომ ეს ოპოზიციაშიც არ უნდათ და მას ღიად დასცინიან. მაგრამ იძულებულები არიან მის ამ კონსტიტუციის საერთოდ გაუქმების გეგმას პარტიები დაეთანხმონ, რადგან ეს ბრძანება გარედან

მოდის, - ამბობს გვენეტაძე.

მისივე თქმით, მომავალი პუტჩის შემთხვევაში საქართველოს და მის მოსახლეობას ელოდება: „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონის მომენტალურად გაუქმება; ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება;

საქართველოს ომში ჩაბმა და სრული განადგურება.

„გვაჩვენოს ე.წ. პრეზიდენტმა და მისმა დამქაშებმა დასავლეთიდან, სად წერია საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო დოკუმენტში - კონსტიტუციაში ე.წ.

„ტექნიკური მთავრობის შესახებ? კონსტიტუციის დამრღვევი და დაიმპიჩმენტებული დე ფაქტო პრეზიდენტი ოპოზიციას მოუწოდებს გაიზიარონ მის მიერ კიდევ ერთხელ კანონის დარღვევა. მან ორბელიანების სასახლეში 26 ოქტომბრისათვის ფაქტობრივად, პუტჩის ცენტრის დაანონსება და გადატრიალების ცენტრის შექმნის მცდელობა გაგვიმხილა. უახლოეს დღეებში ქართველ ხალხს და ქვეყანას უდიდესი გამოწვევა ელის. ამიტომ საქართველოს კონსტიტუციის

დამრღვევი და გადატრიალების მცდელობაში მონაწილე ყველა პოლიტიკოსი პრეზიდენტის ჩართულობით, სახელმწიფო ორგანოების ყურადღების საგანი უნდა იყოს. ამ ქვეყანაში კიდევ ერთ არეულობას და სახელმწიფო გადატრიალებას არავინ დაუშვებს, - ამბობს გვენეტაძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ ოპოზიცია „ქარტიისპირობების შესრულებასთან დაკავშირებით აშკარად ფეხს ითრევს. ძაბირაძის აზრით, ეს ოპოზიციისთვის ძალიან დამღუპველი და დამაზიანებელი იქნება, თუკი

ხელმოწერის შემდეგ მის უკან წაღებას დააპირებენ. მეორე მხრივ კი ანალიტიკოსს არ სჯერა, რომ ოპოზიცია ამ პირობებს არჩევნების შემდეგ, თუ გაიმარჯვებს, შეასრულებს.

„არ ვიცი მე თავიდანვე ძალიან სეპტიკურად ვიყავი ამ ე.წ. ტექნიკური მთავრბის მიმართ და მისი არსი არც არასდროს მესმოდა. ეს არის ძალიან არარეალური რამ, რასაც შესრულება არ უწერია. პირველ რიგში, ვხედავთ, რომ ოპოზიცია ფეხს ითრევს. რადგან ზურაბიშვილმა ამაზე ბრიფინგზეც ისაუბრა, ფაქტია, რომ ოპოზიციაში პრბლემებია და ამ დიკსუსიის ფონზე ეს ღიად ჩანს. მეორე მხრივ კი ოპოზიციური პარტიები გამარჯვებისთვის იმხელა რესურს და ფულს დებენ, რომ რატომ უნდა დაუთმონ ხელისუფლება გამარჯვების შემთხვევაში ე.წ. ტექნიკურ მთავრბას, რომლიც არ იქნება პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული? ანუ საკუთარი მოგება ვიღაცებს უნდა გადააბარონ? მერე თუ ამ პირობებს ეს მთავრობა ასრულებს, ერთ წელში რატომღა უნდა გადავირჩიოთ? „ქარტიაში“ მოცემული რეფორმები ამ 34 წლის მანძილზე ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეასრულა და ერთ წელშია მისი შესრულება როგორ არის შესაძლებელი? ვინ უნდა მოიყვანოს პრეზიდენტმა ისეთი, ვინც პოლიტიკოსებზე უკეთ გააკეთებს ამას? მეორეც „ოცნება“ არ არის იმ დონის წარმავალი ძალა, რომ მან 35%-იც კი ვერ აიღოს. თუ ამდენი აიღო, მას სრულიად თავისუფლად შეუძლია ოპოზიციიდან 15 დეპუტატი თავისუფლად გადაიბიროს. ჩვენ პოლიტიკურ რეალობაში ეს ხომ ძალიან მარტივია. ამიტომ სე, წინასწარ რაღაცებზე საუბარიც ოპოზიციისთვის არის დამაზიანებელი“, - ამბობს ძაბირაძე.

მერაბ.g ხელისუფლება თუ არჩევნებს ალალად მოიგებს და ამ სალახანების ტყუიელბის სახ. გადატრიალების აღლვეთის ტრაკი არა აქვს, გადასატრიალებელი ყოფილა!
11 საათის უკან