"ჩემი ნება რომ იყოს, ამ ხალხის გამომთაყვანებელ პატრიარქსა და მღვდლებს საკუთარი ხელით დავხვრეტდი"

როგორც ირკვევა „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი აურზაური და კომპრომატების ომი დაიწყო. რა კომპრომატები დაუდეს ერთმანეთს „ნაციონალმა“ ბოსებმა და რომელი „ნაციონალი“ ლიდერები აწარმოებენ მოლაპარაკებებს „ქართულ ოცნებასთან“, „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე საბედისწერო დაპირისპირებისა და საქმის გარჩევის კულუარულ დეტალებზე გაზეთი „ქრონიკა“ წერს:

„17 იანვარს „ნაცმოძრაობის“ მთავარ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. მთავარისაკითხი „კეზერას საქმე“ იყო. „ნაცთავყრილობამ“ დიდ აყალმაყალში ჩაიარა. სიტუაცია მასშემდეგ დაიძაბა, რაც გიგა ბოკერიამ განცხადება გააკეთა. მან თანაგუნდელებს მოუწოდა,გაეგრძელებინათ ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ… ცხადია, თავიანი „დიდი გურუს“სიტყვები ეჭვმიუტანლად მიიღეს მისი გუნდის წევრებმა: ჩიორა თაქთაქიშვილმა, გიორგიკანდელაკმა, გოგა ხაჩიძემ, დავით დარჩიაშვილმა, გივი თარგამაძემ, სერგო რატიანმა, გიგიუგულავამ, აკო მინაშვილმა, გოკა გაბაშვილმა და სხვებმა. სწორედ ბოკერიასა და მის ამ გუნდსდაუპირისპირდა „ნაციონალთა“ ერთი ნაწილი, კერძოდ, ზურაბ მელიქიშვილი, მიშამაჭავარიანი, გიგი წერეთელი, რამაზ ნიკოლეიშვილი, გიორგი თევდორაძე, ცეზარ ჩოჩელი,ბადრი ბასიშვილი და კიდევ რამდენიმე ისეთი პოლიტიკოსი, რომლებიც გიგა ბოკერიასა დალიბერტარიანელთა იდეებისთვის თავის შეწირვას არ აპირებენ და თავის გადარჩენის გზებსმათ გარეშე ეძებენ. რამაზ ნიკოლეიშვილმა, წლების წინანდელი სათქმელი, როგორც იქნა, უთხრაგიგა ბოკერიას: შენ „პიდარასტების“ უფლებების დაცვას გადააყოლე პარტია, სააკაშვილიც შენგააგიჟე და სწორედ ამიტომ არის, დღეს ასეთ შავ დღეში რომ ვართო. რამაზ ნიკოლეიშვილმა,მიშა მაჭავარიანმა, გიგი წერეთელმა და სხვებმა ბოკერიას გაახსენეს ქართული ეკლესიისა დაკათალისკოს-პატრიარქის წინააღმდეგ გამართული მთავალრაუნდიანი ბრძოლა და მიუთითეს,რომ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქრისტიანია, ეკლესიასთანამგვარი გავეშებული ბრძოლა ნებისმიერ პარტიას, საბოლოოდ, დამარცხებამდე მიიყვანდა.

ბოკერიამ ამ ხალხს სულ ფარისევლები უძახა: მე იმას მაინც ვაცხადებ, რომ ათეისტი ვარ დაეკლესიაც და პატრიარქიც ფეხებზე მკიდია, თქვენ კი, დილით მიშასთან ერთად ლოცულობდითდა საღამოს მაგ თქვენ პატრიარქთანო. ბოკერიამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები გაახსენათანაპარტიელებს, ეკლესიასა და პატრიარქს შეფარულად მხარი რომ არ დაეჭირათ ბიძინაივანიშვილისთვის, არჩევნები სულ სხვა შედეგებით დასრულდებოდა, ხალხის დიდ ნაწილსსასულიერო პირებმა უბიძგეს ივანიშვილის მხარდასაჭერად და ჩემი ნება რომ იყოს, ამ ხალხისგამომთაყვანებელ პატრიარქსა და მღვდლებს საკუთარი ხელით დავხვრეტდიო… გიგა ბოკერიამ„ნაციონალთა“ ამ ვითომ კონსერვატიულ ფრთას შეახსენა, რომ ეკლესიასთან ბრძოლის,ქართული ტრადიციების, ქართული მენტალიტეტისთვის მიუღებელი დასავლურიღირებულებების საქართველოში იმპორტის შედეგად, ქვეყანაში მილიარდები შემოდიოდა და ამფულით, ვინც დღეს მებრძვით, იმათაც კარგად იხეირეთ, მილიონრები გახდით ყველანიო.ბოკერიამ ნიკოლეიშვილს უშუალოდ შეახსენა ამერიკელთა მიერ დაფინანსებული პროექტები,საიდანაც ინფრასტრუქტურისა და რეგიონების მინისტრმა, რამდენიმე მილიონი დოლარი„მოტეხა“. ბოკერიამ კონკრეტული თანხებიც დაუსახელა ნიკოლაიშვილს, თუმცა, ამითექსმინისტრი ვერ გააჩუმა;

რამაზ ნიკოლეიშვილმაც კონკრეტული თანხები დაუსახელა ბოკერიას, რომლებიც მას „ატკატის“სახით პარტიის „ობშიაკში“ შეჰქონდა. ნიკოლეიშვილმა ბოკერიას ის პროექტებიც გაახსენა,რომელთაც არაოფიციალურად, ნაღდი ფულით უფინანსებდა მის ლიბერტარიანელმხარდამჭერებს. გიგა ბოკერიას ამის შემდეგ, დაახლოებით ოცამდე დუპატატმა წამოაძახა, რომსაკუთარი ბიზნესიდან, ბოკერიას არაერთ უცნაურ ახირებას უფინანსებდნენ, მათ შორის,სექსუალური და რელიგიური უმცირესობების აქტივობებს, ასევე, მისი მეუღლის კუთვნილჟურნალსა და ტელევიზია „ტაბულაში“, თურმე ათეულ ათასობით ისეთი რეკლამა მიჰქონდათ,რომელიც მათ ბიზნესს არაფერში სჭირდებოდა. ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებდნენ, რომ„ტაბულა“ ფინანსურად უზრუნველეყოთ. ამ ლაპარაკში გაირკვა, რომ „ტაბულას“ დაფინანსების70% დავით კეზერაშვილს ჰქონდა აღებული თავის თავზე, დანარჩენს კი „ნაცდეპუტატების“ბიზნესი აფინანსებდა.

ბოკერიას ისიც შეახსენეს, რომ ამჟამად მის ცოლი, თამარ ჩერგოლეიშვილია „ნაცმოძრაობის“მთავარი იდეოლოგია და ის პარტია შორს ვერ წავა, რომლის იდეოლოგიასაც მისი ლიდერებისცოლები განსაზღვრავენ. პირდაპირ ისიც უთხრეს, რომ „ნაცმოძრაობას“, სულ მცირე, რამდენიმეწელიწადი ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი შანსი არ გააჩნია. ამის დასტურად ამერიკაშიმიშა სააკაშვილის უნაყოფო ვიზიტი დაასახელეს, როცა მიშას შეხვედრაზე უარი განუცხადესრიგითმა ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა. არადა, ეს ხალხი, ცოტა ხნის წინ,სააკაშვილთან შეხვედრას დიდ პატივად თვლიდა და თბილისშიც მისი მოწვევით, არაერთხელარიან ნამყოფი. ბოკერიას ისიც უთხრეს, რომ ევროპარლამენტის ის დეპუტატები, ადრე„ნაცმოძრაობის“ პარტნიორებად რომ ითვლებოდნენ და ბევრ მათგანს თბილისში, „ნაციონალი“დეპუტატების სახლებშიც კი უცხოვრია, ლამის იყო და, ერთი თეფშიდან ჭამდნენ, ამ ქართველიდეპუტატების სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობენ.

მოკლედ, გიგა ბოკერიას „ბუნტოვშჩიკებმა“ დაუმტკიცეს, რომ „ნაცმოძრაობამ“ დასავლეთისყველანაირი მხარდაჭერა დაკარგა, შესაბამისად, მათ აღარც ფინანსური მხარდაჭერა ექნებათ დაადგილობრივ არჩევნებში სრული კრახი ელოდებათ… გიგა ბოკერიამ ამდენი არგუმენტისმოსმენა აღარ ისურვა და პირდაპირ დააყენა საკითხი:Lვისაც პარტიის დატოვება გინდათ,დღესვე დატოვეთ „ნაცმოძრაობა“, არადა გაგრიცხავთ პატიიდანო.

ცხადია, მოწინააღმდეგეებმა შეუტიეს ბოკერიას: სულ ფეხებზე გვკიდია „ნაცმოძრაობა“, მაგრამმაინც, პარტიიდან შენი მიღებულები გარიცხე, ვიდრე მიშას არ დაველაპარაკებით, ამის შესახებგადაწყვეტილებას ვერ მივიღებთო. იქვე გიგი წერეთელმა სამართლიანად დასძინა: გიგა,როგორც ვატყობ, „ნაცმოძრაობა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დაიშლებადა აღარც პარტიიდან გასარიცხი გეყოლება ვინმეო…. გივი თარგამაძემ ბოლო კოზირი გამოიყენადა ბოკერიას გუნდის ყველა მოწინააღმდეგეს შეახსენა, რომ მათ შესახებ მომაკვდინებელიკომპრომატები აქვს, თუ ბევრს იხტუნავებენ, ამ კომპრომატებს სამართალდამცავებს გადასცემენდა ამის საფუძველზე ყველა თქვენგანს მრავალწლიანი ციხე ემუქრებაო. თუმცა თარგამაძისმუქარამ არ გაჭრა. ბოკერიას მოწინააღმდეგეებმა ჩინებულად იციან მისი გუნდის წევრებისსუსტი წერტილები, მათ შორის, გივი თარგამაძისაც, სულ ზეპირად იციან, ვინ რა უკანონობაჩაიდინა წლების მანძილზე, რომელი უკანონო გზებით შოულობდნენ მილიონებს და სხვა. გივითარგამაძეს კი ერთი ეს უთხრეს, — შენს ჩასვრილ ბიზნესს მიხედე, რაც ჩვენზე იცი, ათი იმდენივიცით შენზე და თუ „ჩაშვებაზე“ მიდგა საქმე, მაშინ არც ჩვენ დაგინდობთო.

გიგა ბოკერიამ თავისი რომ ვერ გაიტანა, გიგი უგულავა ჩარია საქმეში. აი, უგულავას კი ოდნავთავმოყვარეობაშერჩენილი „ნაცები“ ვერც ადრე იტანდნენ, რადგან მათზე მეტი ნამდვილადარაფრითაა და სააკაშვილის ფავორიტობა მხოლოდ იმიტომ დაიმსახურა, რომ მისი ბინძურიზრახვებისა და ბრძანებების უსიტყვოდ აღმსრულებელი იყო. არაფრის მქონებელი უგულავარამდენიმე წელში მილიარდერი თუ არა, მულტიმილიონერი გახდა. ჰოდა, ამ კაცმა რომ დაიწყოპროტესტანტთა ჭკუის დარიგება, ისინი სულ გადავიდნენ ჭკუიდან. უგულავას ის სისხლისსამართლებრივი საქმეები შეახსენეს, რის გამოც პროკურატურამ ბრალი წაუყენა, — წადი, შვილო,ჯერ ის საქმეები ჩაფარცხე და ჩვენ მერე დაგვარიგე ჭკუაო.

არც მისი ცოლი, ლელა კილაძე გამორჩენიათ, არც მერიისა თუ ცენტრალური ბიუჯეტიდანუგულავას მეუღლეზე დახარჯული უამრავი ფული — სულ კაპიკებში დაუთვალეს. რამდენიმეკაცმა ისიც უთხრა უგულავას, _ ამ პარტიას სწორედ იმიტომ ეტირა დედა, შენ და შენისთანებისცოლ-შვილი რომ გაძღა და პარტია ახლა გაგახსენდათ, მშივრები მოხვედით ხელისუფლებაში დასადაც ფულის მოსაპარი „დირკა“ ნახეთ, ყველგან ცხვირი შეყავითო. უგულავა ვალში არ დარჩადა მოწინააღმდეგეებს შეახსენა, რომ ბევრი მართლა ცალი კალოშით იყო მოსულიხელისუფლებაში და დღეს მილიონერები არიან… „ნაციონალთა“ თავყრილობაზე ბოლოს ისეაირია ყველაფერი, რომ ერთმანეთს აღარ უსმენდნენ, ყველა ხმამაღლა ყვიროდა და ერთიმეორეს,რაც იცოდნენ, იმ კომპრომატებს აძახებდნენ… „ნაცების“ რამდენიმე დეპუტატმა უკევე დაიწყოკონსულტაციები „ქართულ ოცნებასთან“. ისინი პარტიის დატოვების სანაცვლოდ,ხელშეუხებლობას ითხოვენ. ეს მათ თავისუფლებასაც ეხება და ბიზნესსაც“, — წერს გაზეთი„ქრონიკა“.