ნემსის ყუნწში ძაფი, ალბათ, ყველასგაგიყრიათ. პრინციპი მარტივია _მთავარია, ძაფი ნემსის ყუნწში ოდნავშეაძვრინო და მერე იცოცხლე _ მიდის დამიდის. ნემსისა და ძაფის ამბავი ძალიანჰგავს ნიგერიელთა თავგადასავალსსაქართველოში. ჯერ იყო და შავიკონტინენტის წარმომადგენლებიკანტიკუნტად ჩანდნენ და თბილისსეგზოტიკას მატებდნენ, მერე ერთ-ერთი შავკანიანი ვარაზისხევში გამოჩნდა დამათხოვრობა დაიწყო, შემდეგ სამრეცხაოებშიც იმატა მათმა რიცხვმა, ახლა კი ისეჩაეწერნენ ქალაქის ყოველდღიურობაში, რომ, ქუჩაში რამდენიმე თუ არ შეგხვდა,შეიძლება ძებნა დაუწყო. ისე არ გამიგოთ, თითქოს უცხოელთა საწინააღმდეგომქონდეს რამე, პირიქით, უხდება კიდეც რამდენიმე ფერადკანიანი აქაურობას,მაგრამ...
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2010 წელს საქართველოდან ნიგერიაში განხორციელებულმა ფულადმა გზავნილებმა სულ რაღაც 76.3 ათასი დოლარი შეადგინა. 2011 წელს ეს ციფრი 212.6 ათას დოლარამდე გაიზარდა, 2012-ში საქართველოდან ნიგერიაში 1.2 მილიონი დოლარი გადაირიცხა, შარშან კი ეს ციფრი 4 მილიონამდე ავიდა. რა გამოდის? საქართველოში უმუშევრობის ბუმია, ამ დროს კი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან დასაქმებულნი და, სხვა ქვეყნებზე რომ არაფერი ვთქვათ, ნიგერიაში წლიურად 4 მილიონ დოლარს აგზავნიან.
როგორც ჩვენი პრეზიდენტი იტყოდა _ «ეტა რაზ!».
გასულ კვირაში პეკინის ქუჩაზე ერთ-ერთი ნიგერიელი სცემეს _ საფულე და ოქროულობა წაართვეს და თავგატეხილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც მიიყვანეს. ამ ამბავს თბილისში მყოფი ნიგერიის მეფე გამოეხმაურა. პრინციპში, რაღა მყოფი, რიჩარდ არიზე საქართველოში, 20 წელზე მეტია, ცხოვრობს და, როგორც თავისი ქვეყნის ერთ-ერთი დიდგვაროვანი, აქაურებმა მეფედ აკურთხეს. რიჩარდს ცოლად ქართველი ხათუნა ხონელიძე ჰყავს და ეს ქალბატონი ახლა ნიგერიელთა ლოლო, ანუ დედოფალია. სიმართლე გითხრათ, მეგონა, ლოლო კაცი იქნებოდა, მაგრამ რას გაუგებ ნიგერიულ ენას. ჰოდა, იმას მოგახსენებდით, რომ მეფე რიჩარდმა (ლომგულში არ აგერიოთ) განაცხადა, _ სასწრაფოდ დაიცავით ჩვენი უფლებები, თორემ ნიგერიელებზე თავდასხმა გახშირდა და ამას არ მოვითმენთო.
რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, აქ მყოფი ყველამოქალაქის უფლება დაიცვას, მაგრამ მეფე რიჩარდს ვეტყვი, რომ მან არ იცის, რაარის ნამდვილი ცემა და, თუ უნდა გაიგოს, ვალერი გელაშვილს ჰკითხოს, ისმოუყვება. სხვათა შორის, მეფის რა გითხრათ, მაგრამ, საზოგადოების მოწოდებისმიუხედავად, გელაშვილის სასიკვდილოდ გამეტების ფაქტი დღემდეგამოუძიებელია და, ნიგერიელის ცემასთან ერთად ამაზეც თუ იზრუნებს ჩვენიხელისუფლება, კარგი იქნება.
ბოლოს და ბოლოს, მეფე ჩვენც გვყავს და მაინცდამაინც ის ხომ არ უნდა შევაწუხოთ, ხელისუფლებას რომ მიმართოს, ქართველებზე იზრუნეთო. ჩვენს მეფეს ისედაც ბევრი საზრუნავი აქვს _ აქეთ რაინდების სიგელებია დასარიგებელი, იქით სამეფო კარის ვებგვერდი სპონსორს ეძებს და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი საჭირბოროტო საკითხია გადასაჭრელი. ისე, ნიგერიელთა მეფეს შორენა არ ჰყავს და ჩვენს მეფეს კი ჰყავს... ნუ, ხომ ჰყავდა... ჰოდა, ო-»ლოლო» ნიგერიელებს!
ისევ პრეზიდენტს დავესესხები და _ «ეტა დვა!».
აფრიკის ზოგიერთ ტომს საინტერესო ჩვეულება აქვს _ ვიდრე ისინი რაიმე ნივთს სხვას მოუღერებენ, ბოდიშს უხდიან, აქაოდა, ტკივილი უნდა მოგაყენოთო. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ბოდიშს ნივთს უხდიან და არა იმ ადამიანს, რომელსაც ეს საგანი უნდა ჩაარტყან და აფრიკულად ეს ყველაფერი ასე ჟღერს: მუგუნინი ბა!
წეღან ნემსისა და ძაფის ამბავი ტყუილად არ მიხსენებია და ისე ჩანს, «მუგუნინი ბა» უკვე ნათქვამია და ვის როდის მოხვდება, კაცმა არ იცის.
ესეც «ტრი», ჩემო გიორგი!
და ხანდახან რომ გაიხსენო, პრეზიდენტი რომ გქვია, არ იქნება ცუდი. აგერ,ნიგერიელებს მეფე ჰყავთ, მეფე!