„გახარია არის მართული, რომელიც ახლაც, ოპოზიციაში მყოფი, რა თამაშს თამაშობს, რას აკეთებს, ვერ ხვდებიან“

„გახარია არის მართული, რომელიც ახლაც, ოპოზიციაში მყოფი, რა თამაშს თამაშობს, რას აკეთებს, ვერ ხვდებიან“

მოვლენათა ქრონოლოგია და გახარიას გადაწყვეტილებების ჯაჭვი მარტივად ადასტურებს, რომ ის არაფრით განსხვავდება კოლექტიური აგენტურის რიგითი წევრებისგან. დავალებებს ისიც საერთო პატრონებისგან იღებს და უსიტყვოდ ემორჩილება, - ამბობ ქართული ოცნებისაღმასრულებელ მდივან, მამუკა მდინარაძე.

მისივე თქმით, გიორგი გახარიამ ქართული ოცნების ხელისუფლებაში, საკვანძო თანამდებობებზე ყოფნის დროს, არაერთხელ სცადა და მიზანმიმართულად დააზიანა ხელისუფლების იმიჯი, რაც ქვეყნის გარედან მიღებული დავალების შესაბამისად გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობიდან პრემიერ-მინისტრად დაწინაურება მმართველი გუნდის მხრიდან მის პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად შეიძლება ჩაითვალოს და ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო „ქართული ოცნების“ გუნდისთვის, რადგან გახარია ჩამოშორდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელსაც გამიზნული პროვოკაციებით რეპუტაციულად მიზანმიმართულად ანგრევდა.

„ცხადია, ადამიანს გაუჩნდება შეკითხვა - თუ ამ ყველაფერს ერთი კაცი აშავებდა, თუ ასე აზიანებდა სახელმწიფოს, როგორ მოხდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობიდან ის პრემიერ-მინისტრად დაწინაურდა? პასუხი მარტივი არ არის, თუმცა შეგვიძლია ეს მივიჩნიოთ ჩვენი მხრიდან გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად. თუმცა, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო „ქართული ოცნების“ გუნდისთვის, რადგან გახარია ჩამოშორდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. სისტემას, რომელიც ქვეყნის სახე უნდა იყოს, ის კი ზემოთჩამოთვლილი, გამიზნული პროვოკაციებით რეპუტაციულად მიზანმიმართულად ანგრევდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი ძალები უჭერდნენ მხარს გახარიას, არათუ მაშინ, ჩვენი გუნდი დღესაც უწევს ანგარიშს ამ ძალებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფრის მიუხედავად, მათთან ღრმა კონფლიქტში არ შევიდეთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, იმის შემდეგ, რაც გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას გამო გადადგა, საზოგადოებამაც ნათლად დაინახა, რომ გახარიას დავალება იყო ხელისუფლების ჩამოშლა.

„მას უნდა ეჩვენებინა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები სრულად იყო მორღვეული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ უნდა აღესრულებინა კანონი, ანუ ვერ უნდა დაეკავებინა ნიკანორ მელია. გახარია ისტერიულად ითხოვდა 2 დღეს, იმავე ვადას, რაც სააკაშვილს შემდგომ, 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ქვეყანაში ბორნით შემოსაპარად დასჭირდა. საბედნიეროდ, გახარიას და მისი პატრონების გეგმა მაშინ არათუ გაიშიფრა, არამედ მოხერხდა ამ გეგმის აღკვეთა და პროვოკაციის თავიდან არიდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„მამუკა მდინარაძე იმ სართულზეც ვერ მოვიდოდა ახლოს, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა“, - ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ ლიდერს.

„მამუკა მდინარაძე, იმ დროს, ახლა არ ვიცი, ალბათ, ახლაც, საერთოდ იმ ოთახში შემოშვებაზე კი არა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა, იმ სართულზეც ახლოს ვერ მოვიდოდა და რასაც ახლა მამუკა მდინარაძე ბოდავს, რჩება მამუკა მდინარაძის ბოდვად. რეალურად, რა თქმა უნდა, ეს ტექსტი არის ივანიშვილის დაწერილი, რომელსაც ეს შიშები ამოძრავებს“, - თქვა მან.

მამუკა ხაზარაძის თქმით კი მმართველმა პარტიამ კარგად იცის, რომ ხელისუფლების დათმობა და ოპოზიციაში გადასვლა უწევს: „მათ იციან, რომ ხელისუფლებას ჩვენ გადავიბარებთ - „ძლიაერი საქართველო“ იქნება წამყვანი ძალა კოალიციაში და შესაბამისად, ამ რეალობიდან გამომდინარე, ძალიან ნერვიულობენ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ „ქართული ოცნება“ ქართული ძალა არ არის. „ქართული ოცნება“ იმართება რუსეთიდან და პრაქტიკულად, მათი დამარცხება არ არის მარტო მათი პრობლემა, ეს არის რუსეთის პრობლემა. ჩვენ ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ რუსეთი და დავიწყოთ ევროპული ქვეყნის მშენებლობა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ასეთი შეშფოთებისა და შეშინების ერთ-ერთი მიზეზი.

მინდა ვუთხრა, რომ სანერვიულო არაფერია, მათ ეს ბრძოლა წააგეს. ქართველი ხალხი ტყუილებში ცხოვრების გაგრძელებას აღარ აპირებს“, - თქვა მან.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ გიორგი გახარიას „გლობალური ომის“ პარტიის წევრები მფარველობენ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ის სარგებლობს სამხედრო სამრეწველო კომპლექსის მფლობელების მხარდაჭერით. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ გახარიას ახლაც პატრონობენ და მხარს ოპოზიციაში მყოფსაც უმაგრებენ.

„მან რაც ჩაიდინა და როგორი რისკის ქვეშაც ქვეყანა დააყენა, როცა ნიკა მელიას დაკავების გამო გადადგა, ფაქტი სახეზეა, რომ ის ვიღაცის დავალებას ასრულებდა. ის არ გრძნობდა თავს ვალდებულად ქვეყნის და ხელისუფლების წინაშე, რომლის მმართველიც იყო, არამედ მას სხვა ვალდებულებები ჰქონდა ვიღაცებთან, ვისი დავალებაც პირნათლად შეასრულა. გახარია არის მართული, რომელიც ახლაც, ფაქტია, ოპოზიციაში მყოფი, რა თამაშს თამაშობს, რას აკეთებს, ვერ ხვდებიან.

იგივეს აკეთებდა „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც. მდინარაძემ ესეც სწორად აღნიშნა, რომ ის მიზანმიმართულად იწვევდა კრიზისს, რის მოგვარებასაც შემდეგ ვითომ თავადვე ცდილობდა. ფაქტია, რომ ის ამ ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებდა. მას მოკავშირეები საქართველოშიც ჰყავს უცხოელების სახით. არ მინდა დაკონკრეტება, თუმცა ყველამ კარგად იცის მათ როგორ ხვდება და ანგარიშს აბარებს. ასევე იღებს დირექტივებსაც. გახარიას აქვს თავისი დავალება ამ დიდ მასკარადში და ისიც პირნათლად ასრულებს“, - ამბობს გვენეტაძე.

მისივე თქმით, არც გახარია და არც ხაზარაძე პატრონებისგან დამოუკიდებელ ნაბიჯებს არ გადადგამენ. ისინი ზუსტად ისე მოქმედებენ, როგორც ავალებენ. თუმცა ერთმანეთს იმდენად ვერ იტანენ და ისეთი კონკურენცია აქვთ, რომ მათი გაერთიანება პატრონების ჩარევის მიუხედავად მაინც ვერ მოხდა.

„გახარიას ნდობას ოპოზიციას მაინც არ ვურჩევდი. რაც მან გააკეთა, მას შემდეგ მისი სიტყვა არ მგონია ღირებული იყოს. მგონია „ოცნებამ“ ძალიან სწორად გააკეთა, როცა ამაზე ისაუბრა და გარკვეული მინიშნებებიც გააკეთა. ალბათ, ჯერჯერობით, ამაზე მეტის თქმა საჭირო არ არის. თუკი გახდება აუცილებელი, ამაზეც ისაუბრებენ“, - ამბობს გვენეტაძე.

 

 

 

ლევკოთეა მაგარი ჩლუნგია ეს მდინარაძე. ანუ, გახარია შინაგან საქმეთა მინისტრობისას სისტემას ანგრწვდა და უფრო მაღალ პოსტზე ამიტომ გადავიყვანეთო.
პირადად მე, ზარქუას და მდინარაძის მიმართ ყველაზე დიდი მიუღებლობა მაქვს ოცნებაში. ოროვე გაქნილი და უტიფარი არამზადები არიან.
2 დღის უკან
ლევკოთეა დემაგოგიაა ეს ყველაფერი.
გახარიას გონებრივ შესაძლებლობებზე მაღალი აზრის სულაც არ ვარ. ეგაა, მაში. იმიტომ გადადგა, რომ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრებაზე პასუხისმგებლობა ვერ აიღო.
ანუ, მითითება დაპატიმრებაზე, პარლამენტიდან წამოვიდა და შედეგებზე პასუხისმგებელი მხოლოდ გახარია ხდებოდა. ამიტომ არ დაუჯერა და გადადგა.
დიდი ჭკუის კოლოფი გახარია არაა, მაგრამ არც კოლექტიურ ნაცმოძრაობას ეკუთვნის. უფრო პირიქითაა.
2 დღის უკან
მერაბ.g კობახიძისა და მდინარაძის ლაპარაკი კატასტროფულია და თუ არ ჩათვლი რომ ისინი უჭკუოები არიან და ილაპარაკონ, ცუდად ყოფილა მათ იმედად მყოფი ქვეყნის საქმე
- ქვეყნის პირველ პირად დავნიშნეთ გახარია რომელიც უკვე ვიცოდით, რომ უცხო ძალის ინტერესებზე მუშაობდა და ამით უცხო ძალას "ხარკი გადავუხადეთო' თუ ეს სიმართლეა, ამის მთქმელი და გამკეთებელი ციხეში უნდა იჯდეს!
გახარია იმთავითვე ქვეყნის სახიანოდ მუსაობდა - 20 ივნისს პოლიცია არასწორად დააყენაო ... თუ ეს ასე იყო, რატომ არ შეუშვა გახარიამ შტურმავიკები პარლამენტში? იქ მის გარდა სამადაშვილი, დეკანოიძი და მაშინდელი გერმანიის ელჩი იყო ... სად იმალებოდნენ დღევანდელი 'პატრიოტები', კაცმა არ იცის
20 ივნისთან დაკავშირებით რატომ გადადგა კობახიძე და რატომ "ქვეყნის დამქცევი"გახარია არ გადააყენეს?
მელიას დაჭერასთან დაკაცშირებით გახარია იყო მისთვის იმუნიტეტის მოხსნის მომხრე; ამბობდა, რომ შესაფერის დროს (2-3 დღეში) ქუჩაში დავიჭიროთ უხმაუროდო (ეს გადადგომამდეც თქვა და გადადგომისასაც) ... არ დაუჯერეს. პარტიის ოფისში შევარდნენ ... მერე? გააშვებინეს მელია და 19 აპრილის სამარცხვინო შეთანხმებაზეც მოაწერინეს ხელი!!! რატომ გაუშვეს მელია? რატომ მოაწერეს ხელი
ყოველი ქართველის დამარცირებელ დოკუმენტს? რომ არა უჭკუობის პარადი, ამ ყველაფერს ხომ ავიცილებდით?
2 დღის უკან
Gami მელიას დაჭერის " მითითება" პარლამენტიდან კი არა, სასამართლოს გადაწყვეტილება იყოს - კანონის მოთხოვნა! ქუჩაში რომ დაიჭერდნენ, მაშინ არ გამოაშვებინებდნენ? მდინარეძემ რო სისულელე თქვა, ეს არ ნიშნავს, რომ გახარია ანგელოზია. გახარია არის ერთი "დიშოვი" შულერი. ბიძინას კადრების შერჩევა არ ეშლება!
2 დღის უკან
ლევკოთეა ერთ წინადადებიანი ანეკდოტი:
ბიძინას კადრების შერჩევა არ ეშლება. :)
1 დღის უკან
მერაბ.g სასამართლოს არ უთქვამს, პარტიის ოფისში შევარდით და იქ დაიჭირეთო; ასე რომ დაიჭირეს, ამის მერე ამოიღო ხმა არჩევნებზე დასავლეთმა, ადრე უარგუმენტობის გამო ხმას რომ არ იღებდა... მერე გაჩნდა 43%-იც! კი ბატონო, ვისაც გახარია არ მოგწონთ, მშვიდობაში მოიხმარეთ სააკაშვილი, მდინარაძე, მელია, გვარამია, ხაზარაძე!
2 დღის უკან
Aburjga Tasmanieli მდინარაძის და კობახიძის შეფასებები გახარიასთან მიმართებაში არის სრული სისულელე. მე გახარიას ხმას არ ვაძლევ და არც ვიცი რა უნდათ მათ, არც მესიმპატიურება, მაგრამ რაც ბრალდება ის არის სისულელე!
11 საათის უკან