ეუთო/ოდირი საქართველოს გვერდს უვლის, ჩეხეთში კი მიდის - რა დგას ორგანიზაციის გადაწყვეტილების უკან

ეუთო/ოდირი საქართველოს გვერდს უვლის, ჩეხეთში კი მიდის - რა დგას ორგანიზაციის გადაწყვეტილების უკან

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ეუთო/ოდირი), დროის სიმცირის მიზეზით, საქართველოში, 4 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნაზე უარი განაცხადა. ეს მაშინ, როცა ცნობილი ხდება, რომ ორგანიზაცია ჩეხეთში, 3 ოქტომბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად გაემგზავრება, მიუხედავად იმისა, რომ მოწვევა მათ 2 სექტემბერს მიიღეს. ამ ფაქტმა მწვავე დისკუსია გამოიწვია, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის.

ხელისუფლების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებას აბსურდულად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ეს ნამდვილი მიზეზის გადაფარვაა. მათი თქმით, ორგანიზაციის უარი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მათზე განხორციელებული „არნახული წნეხის“ შედეგია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ამ თემაზე მკაფიო განცხადება გააკეთა:

„არჩევნების დღეს დაჰკვირვებოდნენ, რა პრობლემა იყო? პრობლემა ის იყო, რომ დააკვირდებოდნენ, ვერანაირ მიზეზს ვერ ნახავდნენ, მათ შორის, მითიურ გაჟონვასთან დაკავშირებით... საერთოდ, ხმა არ ექნებოდა ამოსაღები ოპოზიციას, იქნებოდა დადებითი დასკვნა და ზუსტად ეს შეაფერხეს, რომ არ ყოფილიყო დადებითი დასკვნა. ნახავთ, თქვენ - ეს არჩევნები ჩაივლის და ის საელჩოები, რომლებიც ახლა სდუმან, კრინტს რომ არ ძრავენ იმაზე, რომ ზოგიერთები 4 ოქტომბერს, ქვეყნის დამხობას და 90-იანი წლების გამეორებას აპირებენ, ზოგიერთი „კალაშნიკოვებით“ სირბილს რომ აპირებს... არჩევნების მეორე დღეს გამოდგებიან და დაიწყებენ, ეს არ იყო ინკლუზიური, ასეთი იყო და ასე შემდეგ. ამიტომაც გაიყვანეს ეუთო/ოდირი - განმეორდებოდა იგივე. იქნებოდა დასკვნა, რომელიც იტყოდა, რომ არჩევნები ჩატარდა და მეორეჯერაც უარი უნდა ეთქვათ, უნდა ეთქვათ, რომ ეს ფარატინა ქაღალდია - გახსოვთ, დაიწყეს, რომ ეუთო/ოდირი მოსყიდული იყოო, გავლენები იყოო და ასე შემდეგ“, - განაცხადა პაპუშვილმა.

პაპუაშვილს ეთანხმება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი. მან ეუთო/ოდირის უარი მხოლოდ საბაბად მიიჩნია და ყურადღება გაამახვილა ჩეხეთის მაგალითზე, სადაც ორგანიზაცია ანალოგიურ ვადებში აკომპლექტებს მისიას, რაც ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს მიმართ დასახელებულ მიზეზს. მაჭავარიანის თქმით, ეს გადაწყვეტილება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ამ ორგანიზაციაზე განხორციელებული „არნახული წნეხის“ შედეგია.

„ბევრჯერ აღვნიშნეთ, რომ ეუთო/ოდირ-ის უარი და შემდეგ დასაბუთება, რომ ვერ აკომპლექტებდნენ დამკვირვებლებს, მხოლოდ საბაბია. სააკაშვილის საპრეზიდენტო არჩევნებისას, ერთ თვეში დააკომპლექტეს მისია. ახლა არის ჩეხეთის შემთხვევა, როდესაც ანალოგიურ ვადაში აკომპლექტებენ... ეს ყველაფერი საბაბია იქიდან გამომდინარე, რომ ეუთო/ოდირ-ზე განხორციელდა არნახული წნეხი მას შემდეგ, რაც საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით... იციან, ამას შემდეგ როგორი ბულინგი მოჰყვება ევრობიუროკრატების მხრიდან. შესაბამისად, ერიდებიან ამ ყველაფერს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ოპოზიციის წარმომადგენლები კი აღნიშნულ მოვლენებს სრულიად განსხვავებულად აფასებენ. პარტია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი კუპრაძე მიიჩნევს, რომ ეს იყო ივანიშვილის „რუსული რეჟიმის დაგეგმილი სპეცოპერაცია“. მისი აზრით, ხელისუფლებამ მიზანმიმართულად დააგვიანა მოწვევა, რათა საერთაშორისო დამკვირვებლები ქვეყანაში ვერ ჩამოსულიყვნენ.

„მაშინ, როცა საუბარი იყო სადამკვირვებლო მისიის მოწვევაზე, ირაკლი კობახიძემ ეს შესაძლებლობა და დრო სპეციალურად გაუშვა ხელიდან, დაგვიანებული მიმართვა გააკეთა... ეს არის ის დარტყმა დემოკრატიის, საარჩევნოს სტანდარტების წინააღმდეგ, რასაც ივანიშვილი ყოველთვის აკეთებდა და ყოველთვის გააკეთებს“, - განაცხადა კუპრაძემ.

ანალიტიკოსი, პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება ლოგიკური შედეგია იმ წნეხისა, რასაც ორგანიზაცია წინა არჩევნების შემდეგ განიცდიდა. ანალიტიკოსი for.ge-თან ამბობს, რომ ეუთო/ოდირი ჭკვიანურად მოიქცა. მათ ზუსტად იციან, რა ბულინგი დახვდებათ, თუკი რეალურ დასკვნას დადებენ.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მათ დაადასტურეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ჩატარდა მაღალ დონეზე. ამის შემდეგ, ევრობიუროკრატების, ზოგიერთი ელჩისა და ოპოზიციის მხრიდან დაიწყო უპრეცედენტო შეტევა და ცილისწამება, რომ ორგანიზაცია მოსყიდული იყო. ეს იყო გაუგონარი ბულინგი, რამაც ორგანიზაციის რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიაყენა. ახლა, როდესაც მათ დაინახეს, რომ სიტუაცია კიდევ უფრო მძაფრდება, არ სურთ, კიდევ ერთხელ მოექცნენ ამ ბინძური კამპანიის ქვეშ.

ეუთო/ოდირისთვის არგამოგზავნის ოფიციალური მიზეზი, „დროის სიმცირე“, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფორმალობაა. თუ მათ ჩეხეთში აქვთ საკმარისი დრო მისიის შესაკრებად, მაშინ, რატომ არა საქართველოში? პასუხი მარტივია, მათ არ სურთ, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურონ საქართველოს ხელისუფლების გამარჯვება და დაუპირისპირდნენ მათ, რომლებიც ამ შედეგს არასდროს მიიღებენ“, - ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, ამიტომ აუტკივარი თავი აღარ აიტკიეს. მათ იციან, რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიული სტანდარტებით ჩაივლის, თუმცა რეალური დასკვნის დაწერა მათზე პოლიტიკურ ზეწოლას გამოიწვევს.

„ეს გადაწყვეტილება მათ უნარჩუნებს რეპუტაციას და აცილებს არასასურველ დაპირისპირებას. ოპოზიციის ბრალდებები კი, რომ თითქოს ხელისუფლებამ სპეციალურად დააგვიანა მოწვევა, აბსურდულია და მათი იმედგაცრუების ნათელი გამოხატულებაა“, - ამბობს მამრაძე.

ანალიტიკოსი ასევე აღნიშნავს, რომ დასავლეთი ეუთო/ოდირის არყოფნას სპეკულაციებისთვის აუცილებლად გამოიყენებს. თუმცა, მისი აზრით, ეს არ შეცვლის იმ ფაქტს, რომ არჩევნებზე სხვა, მათ შორის, აღმოსავლური ქვეყნებიდან ჩამოსული დამკვირვებლებიც იქნებიან.

„მიუხედავად იმისა, რომ დასავლური ორგანიზაციებიდან ნაკლები დამკვირვებელი ჩამოვა, არჩევნები მაინც ღია და გამჭვირვალე იქნება. საქართველოში ჩამოვლენ დამკვირვებლები აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, რომლებიც ობიექტურად შეაფასებენ საარჩევნო პროცესს. დასავლეთი აუცილებლად ეცდება ამ ფაქტის მანიპულირებას და იტყვის, რომ ეს დამკვირვებლები ნაკლებად სანდოები არიან.

ეს იქნება მორიგი მცდელობა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენონ. თუმცა, როგორც წინა არჩევნებზე, ასევე ახლაც, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესი ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდეს. საბოლოო ჯამში, სიმართლე მაინც გაიმარჯვებს და ის ადამიანები, რომლებიც მართლაც ობიექტურად აფასებენ მოვლენებს, დაინახავენ, რომ არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდა, მიუხედავად იმისა, ვინ ჩამოვიდა დასაკვირვებლად და ვინ - არა“, - ამბობს მამრაძე.   

 

ტერეზა 85 ჩარლი კერკირის დაფინანსება
გამარჯობა ყველას,
უზომოდ მადლიერი ვარ ღმერთის, რომ ჩარლი კერკირი ჩემს გზაზე დააყენა.
მე მქვია ტერეზა და ფერმერი ვარ.
თუ რაიმე ფინანსური საჭიროება გაქვთ ან ფინანსურ სირთულეებს განიცდით, დაუკავშირდით ამ შესანიშნავ ჩარლი კერკირს და სრულად კმაყოფილი დარჩებით. მან ახლახან დამეხმარა მცირე თანხით, 50,000 ლარით, რაც ჩემთვის საკმარისზე მეტია.
ის კეთილი ადამიანია; მისი წყალობით შევძელი ცხოვრების დონის გაუმჯობესება და ვალების გადახდა.
თუ მცირე სესხი გჭირდებათ, დაუკავშირდით მას და იმედგაცრუებული არ დარჩებით.
თქვენი ფინანსური ტრავმა დასრულდა.
ელ. ფოსტა: charlykerkir@gmail.com
გმადლობთ

თუ საქართველოდან არ ხართ, გთხოვთ, თავი შეიკავოთ.
22 წუთის უკან