ახალქალაქში მოქალაქემ საბრძოლო მასალა და იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარა

ახალქალაქში მოქალაქემ საბრძოლო მასალა და იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარა

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში ახალქალაქის რაიონის სოფელ არაგვაში მცხოვრებმა, 1986 წელს დაბადებულმა არტაკ გ-მ ნებაყოფლობით  წარმოადგინა და ჩააბარა: ერთლულიანი სანადირო თოფი გადაჭრილი ლულით, სხვადასხვა კალიბრის 318 საბრძოლო ვაზნა,  3 მსხვილკალიბრიანი  ვაზნა და ,,ეფ-1“-ის ტიპის 4 ხელყუმბარა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).