«ქართული ოცნების» მზარდი autoრიტეტი

«ქართული ოცნების» მზარდი autoრიტეტი

მთავრობის შავ ჯიპებში 90 მილიონი დაიხარჯა

ლექსუსებიპრადოებიჰაი-კლასის ავტომობილები ივანიშვილის დანატოვარი ხელისუფლების დიადი  გატაცება აღმოჩნდა. «ცალ-ცალი კალოშით» მოსული თანამდებობის პირები წინამორბედების სავარძლებსა და სამსახურებრივ ავტომანქანებს აღარ დასჯერდნენ და ბიუჯეტის სახსრებით  ახალი ჰაი-კლასის მანქანების შეძენა დაიწყეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის,ავთანდილ ბერიძისმიერ ძვირადღირებული «პრადოს» შეძენასთანდაკავშირებული სკანდალი ყველას გახსოვთთუმცა იგი ერთადერთი არაა, ვისაც ძვირადღირებული ავტომობილის შეძენის სურვილი გაუჩნდა. 174 ათას ლარადღირებული ჯიპი შეიძინა აწ უკვე ყოფილმა მთავარმა პროკურორმა _ ოთარფარცხალაძემ. 78 ათასი ლარის ღირებულების «ტოიოტა პრადო» და პირადიმოხმარების საგნები იყიდა უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა,რომელიც პარლამენტში ყოფნისას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის სტუმრობისას აბანოში ყოფნის ხარჯებს აფრიალებდა, თავად კი  ბოკერიას დანატოვარ მანქანაში ჩაჯდომა არ იკადრა.

შავი ჯიპების ეპოპეა უწოდეს «ახალგაზრდა იურისტებმა» კვლევას, რომლის თანახმადაცორწელიწად-ნახევარში სახელმწიფო დაწესებულებებმა ავტომანქანების შესაძენად 90 მილიონი ლარი დახარჯეს. 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლისივლისის ჩათვლითსხვადასხვა საჯარო დაწესებულებამ 2146ავტოსატრანსპორტო საშუალება შეისყიდარომელთა საერთო ღირებულებამ 61მილიონ 439 ათას 788 ლარი, 16 მილიონ 545 ათას 81 დოლარი და 110 ათასი ევროშეადგინასაია- მონაცემებითსაჯარო უწყებებმა 2011-13 წლებშიავტომობილების შესაძენად 90 მილიონი დახარჯესმათ შორისშსს-ძვირადღირებული «მინიკუპერები» და «ტოიოტა ჰაილუქსები» იყიდა.

 ახალი მთავრობის მიერ ავტოპარკის განახლების მიზნით დახარჯული თანხაათეულობით მილიონია. მხოლოდ «ბათუმელების» მიერ გადამოწმებული დოკუმენტების მიხედვით, 2013 წლის იანვრიდან დღემდე შსს- მანქანებში 22მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯაშინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარსამმართველოში ავტოპარკი ბოლოს 2012 წლის დეკემბერში განაახლეს.

სამმართველომ 72 ათას ლარად ღირებული ავტომანქანა «ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო» იყიდა. შპს «ტოიოტა ცენტრ თბილისსა» და სამმართველოს შორის ავტომანქანის მიწოდებაზე დადებულ ხელშეკრულებას სამმართველოს ხელმძღვანელი ვალერიან თელია აწერს ხელს. არადა, აჭარის სამმართველოში ჯერ კიდევ 2012 წლისთებერვალში შეიძინეს 108 ათას 700 ლარად «ტოიოტა ლენდკრუიზერ 200». რატომ თქვა წინამორბედის ახალ მანქანაზე უარი ახალმა პოლიციის უფროსმა და სად წავიდა ეს მანქანა, უცნობია.

2013 წლის მეორე ნახევარში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომავტოპარკინგის განახლების მიზნით 6 მილიონ 444 ათას 450 ლარი დახარჯა. ამ თანხაში არ შედის დეპარტამენტების მიერ შესყიდული მანქანებისთვის გადახდილი თანხა. შესყიდვების დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისთვის, საჭირო მანქანების გარდა, უწყება ძვირადღირებულ მანქანებსაც ყიდულობს, სავარაუდოდ, თანამდებობის პირებისთვის. მაგალითად, «ნეტგაზეთის» ინფორმაციით, სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 2013 წლის აპრილში 630ათასი ლარი დახარჯა და ცხრა «ტოიოტა ჰაილენდერი» შეიძინა _ თითოეულში 70ათასი ლარი გადაიხადა. ამის შემდეგ სააგენტომ დამატებით 43 ათას 700 ლარად ღირებული სამი ერთეული «ტოიოტა ჰაილუქსი» და სამი ერთეული «ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო» შეისყიდა, თითოეული 63 ათას ლარად. ამას მოჰყვა კიდევ ორი, 93 ათას ლარად ღირებული «ლენდკრუიზერ პრადო». 2013 წლის აპრილში სააგენტომ «ტოიოტა ლენდკრუიზერ 200»-ც იყიდა _ ამ მანქანაში სამინისტრომ 121 ათას 700 ლარი გადაიხადა. სააგენტო წელს ძვირადღირებულ მანქანებში, რითაც, სავარაუდოდ, თანამდებობის პირები ისარგებლებენ, 600 ათასი ლარის დახარჯვას ისევ გეგმავს.

ახალი ავტომანქანები  2013 წელს საქართველოს პროკურატურასაც უყიდიამან კომპანია «ჯი თი მოტორსისგან» 485 ათასი ლარის ღირებულების ავტომანქანები შეიძინა. 2013 წლის ივლისში ახალ მანქანებში ფული საქართველოს იუსტიციის სამინისტრომაც დახარჯასამინისტრომ «იბერია ავტო ცენტრისგან» ორიერთეული «შკოდა» შეიძინარაცჯამში, 82 ათასი ლარი დაჯდა.

 ახალი მანქანები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშიც გამოჩნდა.სამინისტრომ 2013 წლის თებერვალში 15 ათას 619 ლარად ღირებული«ვოლკსვაგენ პასატი» და 42 ათას 121 ლარად ღირებული «კია სერატო» შეიძინა.მანქანების შეძენის ხელშეკრულებას ახლანდელი მინისტრი თამარ სანიკიძე აწერს ხელს, თუმცა ირკვევა, რომ სამინისტროს მაშინ «ქართული ოცნების» საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მთლიანობაში 1 მილიონ 841 ათას 40 ლარიდახარჯა ავტოპარკის გასაახლებლად. ახალი ავტომობილები მინისტრის მოადგილეებს ჩამოურიგეს, ხოლო ძველი, როგორც  ირკვევა, სამინისტროს დაქვემდებარებულ საჯარო იურიდიულ პირებს გადაეცათ.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომაც 2013 წლის სექტემბერში ორიერთეული «ტოიოტა კოროლა» შეისყიდასაქართველოს ენერგეტიკისსამინისტრომ კი 2013 წლის მაისში 2 ერთეული მსუბუქი ავტომანქანა შეიძინა,რაშიცჯამში, 78 ათას 500 ლარი გადაიხადა. კახა კალაძის სამინისტრომ  არჩევანი «შკოდა ოქტავიაზე» შეაჩერა.

 საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთი ერთეული სედანის ტიპის «ჰიუნდაიელექტრა» შეისყიდარაშიც მთლიანობაში 137 ათას 400 ლარი გადაიხადა. 11 «სედანი» იყიდა საქართველოს პარლამენტმაც.

სახელმწიფომ 2013 წლის პირველ 6 თვეში საწვავის შესასყიდად უკვე დახარჯა159 მილიონ 336 ათას 748 ლარიავტომანქანების რემონტში კი მთავრობას 20მილიონ 713 ათას 902 ლარი აქვს ათვისებული. არადა, ყველა არასამთავრობო თუ ჟურნალისტური კვლევიდან ჩანს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება სამსახურებრივი ავტომანქანების შეძენაზე არანაკლებ თანხებს ხარჯავდა, ეს ავტომობილები რამდენიმეჯერ ტელევიზიითაც გვაჩვენეს და ზურგზე არც ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს არ მოუკიდებია. რატომ აღარ იკადრეს აღნიშნულ, თითქმის ახალ ავტომობილებში ჩასხდომა «ქართული ოცნების» ახლადგამომცხვარმა მაღალი თანამდებობის პირებმა?

იმერლიშვილს ბოკერიას სიგარეტის სუნით გაჟღენთილი მანქანა არ მოეწონა დაასე იმართლა თავისხვებს კიუბრალოდმადა გაეხსნათ და «თხა თხაზენაკლებიო»... მხოლოდ 1 წელიწადში «ოცნების» მინისტრებმა სააკაშვილის ჩინოვნიკებს გადაუსწრეს ფუფუნებით ბიუროკრატიულ ხარჯებში ბიუჯეტიდანფულის ფლანგვაში.

ანალოგიურად მოიქცნენ თბილისის საკრებულოშიც: «საქართველო და მსოფლიომ» გაარკვია, რომ, მაგალითად, მხოლოდ 2013 წელს, მიუხედავად იმისა, რომ 2012-ში სრულად იყო განახლებული საკრებულოს ავტოპარკი და არც საკრებულოს დამატებია ახალი წევრები, საკმაოდ ძვირადღირებული ახალი ავტომანქანები შეიძინეს: «ჰიუნდაი იხ35» - 37 ათას 515 ლარად, ასევე «კია ოპტიმას» 44 ათასლარიანი ავტომობილი, ასევე 6 ცალი «ჰიუნდაი ელანტრას» ძვირადღირებული ავტომანქანები შეისყიდეს.

«მაღალი კლასი შეიძლება დიპლომატიურ სამსახურს და რამდენიმე თანამდებობას ესაჭიროებოდესმაგრამ ამ ღატაკ ქვეყანაში გაჭირვებული ხალხისგადასახადებით ასიათასიანი მანქანების ყიდვა ცოტა უხერხულიაცოტა იმ ხალხზეც იფიქრეთრომელთა ჯიბიდანაც ყიდულობთ ამ ყველაფერს - გაგვძვრა სული ამ გადასახადებში

- ასეთია სოციალურ ქსელში  საქართველოს მოქალაქეების გამოხმაურება თანამდებობის პირების მისამართით, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩინოვნიკების ჯიპების დაბურულ მინებსა და აწეულ ფანჯრებში უბრალო ხალხის ხმა ვერ აღწევს.