შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა

შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს და ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი გ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი ა, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი ტ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ჯონი ც. და გიორგი ტ. ქურდული სამყაროს წევრობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა გიორგი გ-ს პირადი ჩხრეკისას „მაკაროვი“-ს სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდითა და 5 საბრძოლო ვაზნით, გიორგი ა-ს პირადი ჩხრეკისას „მაკაროვი“-ს სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდითა და 6 საბრძოლო ვაზნით, ხოლო გიორგი ტ-ს პირადი ჩხრეკისას „გეკო“-ს ტიპის იარაღის 34 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე (სსსკ-ის 223-ე პრიმა მუხლით), ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით) და პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე (სსსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) მიმდინარეობს.