„გასაჯაროვდეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ნუსხა, რომლებიც საკუთარი ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითხოვენ!“

„გასაჯაროვდეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ნუსხა, რომლებიც საკუთარი ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითხოვენ!“

მართალია, ხელისუფლებისგან გვესმის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ბიუროკრატიულად რთული პროცესია, მაგრამ ქართველი ენჯეოების მოთხოვნის საფუძველზე ეს შანტაჟი შეიძლება რეალობად იქცეს. 

პარალელურად, ქართველი ანალიტიკოსები მოითხოვენ, გასაჯაროვდეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ნუსხა, რომლებიც საკუთარი ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითხოვენ, რის შესახებაც მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

კახა კალაძე ეჭვბს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე საუბარი კიდევ უფრო გააქტიურდება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში უვიზო მიმოსვლა შეუჩერეს ალბანეთს და ვანუატუს. ასევე, გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეუჩერეს რუსეთს და ბელარუსს.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არა მარტო რთული, არამედ შეუძლებელი პროცესია. ამას სჭირდება 27-ვე ქვეყნის სრული კონსენსუსი. ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას საქართველოსთან მიმართებით, სულ ცოტა 3-4 ქვეყანა მაინც კატეგორიულად შეეწინააღმდეგება. უნგრეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუშვებენ, არა მხოლოდ საქართველოს მიმართ სოლიდარობის გამო, არამედ პირდაპირი ინტერესი აქვთ, რომ ეს არ მოხდეს, რადგან საქართველო არის დასავლეთ-აღმოსავლეთის კარიბჭე. აქედან გამომდინარე, ამ ქვეყნებს არ აწყობთ, საქართველო დაიბლოკოს და ეს კარიბჭე ჩაიკეტოს. ასეთი რამ რომ მოხდეს, ეს უპრეცედენტო იქნება.

ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ხაზგასმით იმის დემონსტრირება იქნება, რომ საქართველოს წინააღმდეგ არის ევროკავშირი, მტრულ მოქმედებებზე გადავიდა. ამას შედეგები მოჰყვება ბევრი თვალსაზრისით. უწინარეს ყოვლისა, მძიმე შედეგები მოჰყვება უფრო ევროკავშირისთვის, ვიდრე საქართველოსთვის. საქართველო რას დაკარგავს, ევროპაში თავისუფლად თუ დავდიოდით, ზოგიერთები ევროპაში აქამდეც არ დადიოდნენ და არაფერი დაუკარგავთ ისეთი. ევროკავშირმა თუ დაკეტა საქართველოსთვის გზა, ბევრ რამეს დაკარგავს ამით, პირველ რიგში, იმას, რომ გასასვლელი აღარ ექნება აღმოსავლეთისკენ ისე თავისუფალი, რაც დღეს აქვს, ასევე, უამრავი შემოსავალი, რაც საქართველოს ტრანზიტით ევროკავშირს ამდიდრებს, დაიკეტება, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას.

ანალიტიკოსი მომხრეა, იმ არასამთავრობების ნუსხა გასაჯაროვდეს, ვინც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მოითხოვს. ამით გვეცოდინება საქართველოს მტრები, გვეცოდინება მათი სახელები, გვარები, მისამართები. მისი თქმით, რასაც ესენი აკეთებენ, ეს საქართველოს მტრობაა, თუმცა ისედაც ვხვდებით, ვინც არიან ეს არასამთავრობოები. ეს ის ხალხია, ვინც ტექნიკურ მთავრობას ითხოვდა და ვინც ენჯეოების ამბოხების სათავეშია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველაფერი მოსალოდნელია, როდესაც დასავლელი პოლიტიკოსები საქართველოსთან ურთიერთობის გამწვავების ვა-ბანკზე მიდიან, მაგრამ უნდა ვიქონიოთ საღი აზროვნების იმედი, რომ როგორც ევროპარლამენტში, ასევე, ამერიკაში ეს არ მოხდება. მართალია, ამერიკას არ აქვს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა, რასაც რამდენი წელია, ველოდებით, არც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმებულა, არც პირდაპირი ავიარეისები ამერიკასთან.

ევროკრატებისგან მორიგი მუქარა და შანტაჟი მოსალოდნელია, ალბათ, პროცესები იმავე სცენარით წავა, რომ უნდა დაასაქცირონ ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები, მათ შორის, შსს-ს მაღალჩინოსნები, რაც შეურაცხმყოფელია ჩვენი პოლიციელებისთვის, რომლებიც წესრიგს იცავენ, გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფენ და ნებისმიერ ექსტრემისტულ გამოხტომას აღკვეთენ. ეს იგივეა, ევროპამ დაასანქციროს ის ამერიკელი პოლიციელები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ იცავდნენ კაპიტოლიუმს იქ შეჭრისგან. ასეთ აბსურდში გვიწევს ცხოვრება, - აცხადებს გია აბაშიძე for.ge- სთან საუბრისას.

ანალიტიკოსი აკონკრეტებს, რომ ასეთივე უსინდისობა იყო ევროკავშირის მხრიდან ქართული ჯარისთვის 30 მილიონის გაყინვა და გადამისამართება აბსოლუტურად არარეიტინგულ ნაცენჯეოებში, ასევე, გაუგებრობა და უზნეობა იყო ამერიკისგან გარკვეული სანქციები, იქნებოდა ეს ლუგარის ლაბორატორიაში ნაწილობრივ თანხების გადმოგზავნის შეწყვეტა, საკონსტიტუციო სასამართლოს ზაფხულის სკოლის ვითომ დასანქცირება.

ვის ასანქცირებენ - სტუდენტებს? ასანქცირებენ ქართული სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტებს. მე მგონი, ადრე თუ გვიან თვითონაც უნდა მიხვდნენ, რომ არანაირი შედეგი ამას არ ექნება. თუმცა უკვე შედეგებია იქიდან გამომდინარე, რომ დაწერილია ავაზაკური სცენარი, თითქოს საარჩევნო პერიოდს თან ახლავს ძალადობა, არაკეთილსინდისიერი ქმედება ხელისუფლების მხრიდან, ანუ სტანდარტული ბრალდებები, რომლებიც არ მოქმედებს. მორიგ ჯერზე ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები, ამჯერად სიახლით, ვგულისხმობ ელექტრონულ მოწყობილობებს და 20 საათი შემდეგ გამოჩნდება, ვინ იმარჯვებს ქართულ საზოგადოებაში. ნებისმიერი შეთითხნილი ეგზიტპოლი, რომელიც ნაცტელევიზიიდან წამოვა, აბსოლუტურად არაფრის მაქნისი იქნება. უბრალოდ, ჯერ იზეიმებენ რაღაცას, შემდეგ პროტესტებს დაიწყებენ 27-დან, მაგრამ რა მინიმალურ მანდატებსაც მიიღებენ, ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევთ პარლამენტში შესვლა, - აღნიშნა გია აბაშიძემ.

მანვე განმარტა, რომ არ დაიმალება იმ არასამთავრობების სია, ვინც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მოითხოვს, ვინაიდან თვითონ ევროპელი აქტორები ამას ეუბნებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ცხადია, მოღალატეების და კოლექტიური სერგო ორჯონიკიძეების ვინაობა უნდა იცოდეს ქართველმა ხალხმა.

ჩვენ ხომ ვიცით, რომ უწინდელი ნაცდეპუტატები ჩადიოდნენ უცხოეთში და ითხოვდნენ, არ მისცეთ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია, არ მისცეთ თავისუფალი ვაჭრობა და ასე შემდეგ. ყველა მათგანის სახელები ვიცით ისევე, როგორც ვიცით მოღალატეობრივი, 2008 წლის ევროპის საბჭოს რეზოლუციაზე ხელმომწერი ნაცდეპუტატების ვინაობა. ასე რომ, გამჭვირვალობა და სიმართლე უნდა მიეწოდოს ქართულ საზოგადოებას, თუ ვინ ემტერება ჩვენს სახელმწიფოებრობას, - გვითხრა გია აბაშიძემ.

 

მერაბ.g ასო-ებმა რომ ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოითხოვეს, ეს ხომ არ დაგვსიზმრებია? ეს თქვა ორნტონმა მაკეინის ფონდის სახელით! შეხვედრაზე მყოფ ასოებს თუ ეს არ მოუთხოვიათ, პრეტენზიით უნდა მიმართონ ფონდს! ამას ვერ იზამენ ორუ მიზეზით: 1. მოთხოვნა რეალურად იყო 2. ფინდს ერთი გადანრუნებული სუტყვა რომ უთხრან, რომ თქვან რომ მათი ინფორმაცია არასწორია, დაფინანსებას გაკარგავენ; ასეთია ბატონყმობის ლოგიკა!
2 თვის უკან