„სრულიად საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ გახარიაზე ამერიკელებს კომპრომატები აქვთ და ყურებით ჰყავთ გამოჭერილი“

„სრულიად საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ გახარიაზე ამერიკელებს კომპრომატები აქვთ და ყურებით ჰყავთ გამოჭერილი“

პარტი გახარია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ მიუხედავად კატეგორიული უარისა, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა. ქარტიაზე ხელმოწერა 23 სექტემბერს, დილით ათონელის სასახლეში შედგა. გახარია საქართველოსთვის იყო ერთადერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია, რომელსაც ქართულ ქარტიაზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი. ქარტიაზე ხელი არ აქვთ მოწერილი ასევე პარტიებს, გირჩს და ლეიბორისტულ პარტიას.

ხელმოწერამდე პარტიაში აცხადებდნენ, რომ იღებდნენ იმ რეფორმების გატარების პოლიტიკურ ვალდებულებას, რომლებიც ქარტიის შემადგენელი ნაწილია, თუმცა აქამდე ატომ არ მოწერეს ხელი და ახლა რატომ გადაიფიქრეს, განმარტებას არ აკეთებენ.

რაც შეეხება გახარია-ხაზარაძის გაერთიანებას, პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე გნაცხადა, რომ მცდელობა იყო, მაგრამ არ გამოვიდა. პრეზიდენტმა ის ორი მთავარი მიზეზიც დაასახელა, თუ რატომ ვერ შედგა ყოფილი ბანკირისა და ყოფილი პრემიერის გუნდების ერთობა და რატომ ააყირავეს მათ მოლაპარაკებების მაგიდა ორბელიანების სასახლეში მაშინ, როდესაც შეთანხმება თითქმის მიღწეული იყო. ზურაბიშვილის განმარტებით, ოპოზიციური ალიანსი პოლიტიკური კულტურის არ ქონისა და უნდობლობის გამო ვერ შედგა.

„რაც მალე მოხდება თვითლუსტრაცია, ამით კიდევ უფრო მეტად გაუადვილდება ქართველ ხალხს 26 ოქტომბერს გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ვფიქრობ, რომ ისედაც მარტივია, რადგან არჩევანი კეთდება შავსა და თეთრს შორის“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა გიორგი გახარიას მიერ პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაზე“ ხელის მოწერის შეფასებისას.

„ოპოზიცია თვითლუსტრაციას ბუნებრივია, გააგრძელებს და ეს არათანმიმდევრულობა, რომელიც არაერთხელ მოგვისმენია და გვინახავს მათი ე.წ. ლიდერის მხრიდან, მე ვფიქრობ, რომ ისედაც დაზიანებულ რეიტინგს უფრო დაიზიანებენ.

საზოგადოებისთვის 26 ოქტომბერს უფრო მეტად მარტივი და ნათელი გახდება, როგორ არ უნდა დაუჭიროს მათ მხარი. დარწმუნებული ვარ ბატონი გახარიას ამ ქმედების შემდეგ ამომრჩეველი კიდევ ერთხელ დაფიქრდება, რომ არ ღირს მათი მხარდაჭერა და ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ გიორგი გახარია ყურებით ჰყავთ გამოჭერილი და რასაც უნდა იმას აკეთებინებენ. ანალიტიკოსს ეჭვი აქვს, რომ გახარის პრეზიდენტის ქარტიაზე, მიუხედავად უარისა, ხელი მაინც მოაწერინეს.

„გახარია რომ უპრინციპო და არასანდო პოლიტიკოსია, ეს ახალი არ არის. კაცი მუდმივადა ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. არ ვიცი, მას ან ოპოზიციაში როგორ ენდობინ, მაგრამ ფაქტია, რომ არ ენდობიან და რასაც პატრონები ავალებენ, იმას აკეთებენ. სრულიად საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ გახარიაზე ამერიკელებს საკმაოდ მნიშვბელოვანი კომპრომატები აქვთ, ამიტომ ყურებით ჰყავთ გამოჭერილი. გააგდეს კინწისკვრით პრეზიდენტის სასახლეში, რათა ხელი ამ ქალბატონის რაღაცა აბსურდ ქარტიაზე მაინც მოეწერა. როგორც ჩანს, გახარია, კარგად ათვიცნობიერებს, რა უაზრობას აწერდა ხელს, მაგრამ სხვა გზა როცა არა აქვს, ბოდიში და ამ კაცმა საკუთარი გადაფურთხული არაერთხელ ალოკა. თუნდაც ხაზარაძის მიმართ გაკეთებული განცხადებები და ის ბრალდებები, რაც მათ ერთმანეთს ეძახეს. ამათ კი შერიგება და კოალიცია მომინდომეს. რეალურად, ამათ არავინ არაფერს კითხავს, დიღმის რეზიდენციიდან რა ბრძანებაც მოუვათ, იმ დღეს იმას აკეთებენ“, - ამბობს გვენეტაძე.

მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ გახარიამ კოალიცია არ უნდა შეუქმნას ვითომ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალებს“ სისულელეა. გვენეტაძე ამბობს, რომ კაცმა, რომელიც ნაციონალებს დასრულებით ემუქრებოდა, 4 საკრებულოში კოალიცია შეუქმნა. ამიტომ გვენეტაძე ოპოზიციას ურჩევს გახარიას მაინც დიდად ნუ ენდობიან.

„ადრეც ვთქვი და ეხლაც ვიტყვი, გახარიამ რაც ჩაიდინა და პრემიერობიდან გადადგა სრულიად აბსურდი მიზეზით, ქვეყანა ძალიან დიდი რისკის და საფრთხის წინაშე დააყენა. მსგავსი მოღალატეობრივი საქმე მან გააკეთა დავალებით. ის დასავლეთს ჰყავს გამოჭერილი რაღაცით. ბოლოს ვნახეთ როგორ იჯდა ამერიკელთან ერთად და ანგარიშს აბარებდა. „ენდიაის“ დირექტორთან ერთად გეგმებს აწყობდნენ ან ანგარიშს აბარებდა. ასეა ეს საწყალი კაცი ახლა გაწამაწიაში. რასაც ეუბნებიან იმის გაკეთება უწევს. როგორც ჩანს, ხაზარაძესთან კოალიცია დაავალეს, ეს ბუტაფორია პრეზიდენტი კიდევ ქულების ასაწევად გამოაგორეს. გახარიამ ნაცნობი აფერისტობა ჩაატარა - ვითომ კოალიციას ქმნიდა და ბოლოს აუყირავა მაგიდა. ეტყობა, ბოლომდე ვერ გამოივაჭრა ან არც აპირებდა თაღლით ხაზარაძესთან კოალიციას. თავის პატრონებს აჩვენა, რომ აი, ვცდილობდი. წარმოგიდგენიათ ამხელა თაღლით ხაზარაძეს ჩაუტარა და მაგის ნდობა შეიძლება? კაცმა არ იცის რას როდის იზამს და რას გააკეთებს. თუ დასჭირდა ნაცებს ისე ჩაეხუტება, თვალსაც არ დაახამხამებს. ამიტომ მე მაგისი არც სიტყვის და არც ხელის მოწერის არ მჯერა. მჯეროდა და ვეთანხმებოდი მაშინ, როცა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე ხელი აწიეს და მაშინ ნამდვილად სწორად მოიქცა. ახლა კი გამოჭერილ ვირთხასავით აქეთ - იქით დაარბენინებენ“, - ამბობს გვენეტაძე.

მერაბ.g და სადაა ეს "სრულიად საფუძვლიანი ეჭვის' არგუმენტი? ასე სულელურად შეიძლება ითქვას: რუსებს ბიძინაზე კომპრი აქვს ამიტომ დაუპირისპირდა ის დასავლეთსო
2 თვის უკან