„რაზეც ხაზარაძე ლაპარაკობს, იმ სამი პუნქტიდან, პირველი და მესამე აბსოლუტურად აცდენილია არა მხოლოდ რეალობას, არამედ საერთოდ პოლიტიკას“

„რაზეც ხაზარაძე ლაპარაკობს, იმ სამი პუნქტიდან, პირველი და მესამე აბსოლუტურად აცდენილია არა მხოლოდ რეალობას, არამედ საერთოდ პოლიტიკას“

ურთიერთბრალდებების ფონზე თუ ვინ ჩაშალა მოლაპარაკება, იმედი იმისა, რომ კოალიციაძლიერი საქართველოს და პარტიაგახარია-საქართველოს შეთანხმება უახლოეს მომავალში შესაძლოა მაინც შედგეს, საბოლოოდ მოკვდა. ექსპეტთა ერთი ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ ასეთი ტიპის გაერთიანება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ნეიტრალური ამომრჩევლის მიზიდვის კუთხით. თუმცა, ჯამში მივიღეთ შემდგარი ფაქტი, რომ კოალიციის შესაძლებლობა გაქრა. გაჟღერდა ერთგვარი მოთხოვნა, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ამ მოლაპარაკებაში შუამავლის როლს ასრულებდა, განმარტება უნდა გააკეთოს რეალურ მიზეზებსა და იმაზე, კონკრეტულად რას შეეხებოდა საუბარი.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ იმ განცხადებების ფონზე, რაც გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის მხრიდან გაჟღერდა, ჩნდება განცდა, რომ მოლაპარაკების განახლებას მომავალი აღარ აქვს.

ძალიან მინდა ეს რესურსი გაჩნდეს, მოლაპარაკება და გაერთიანება ნამდვილად შედგეს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რა განცხადებები გაკეთდა ორივე მხრიდან, ვფიქრობ, ამის შანსი ძალიან მიზერულია. ალბათ, უნდა გაირკვეს და პრეზიდეტნმა გააკეთოს განმარტება თუ რაზე იყო საუბარი და რომელმა მხარემ ჩაშალა მოლაპარაკება. უნდა გამოქვეყნდეს სრულად ის ტექსტი, რაზეც ხაზარაძე ლაპარაკობს. იმ სამი პუნქტიდან, რაზეც საუბარია, გარდა მეორე პუნქტისა, პირველი და მესამე აბსოლუტურად აცდენილია არა მხოლოდ რეალობას, არამედ საერთოდ პოლიტიკას, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

როგორია მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში, ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა?

ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობისა და ახალის" გაერთიანებით, რაზეც ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ელექტორალური თვალსაზრისით, არსებულ ვითარება არ იცვლება. ხოლო, გახარია-ხაზარაძის გაერთიანება შესაძლოა სწორედ გამარჯვების ფორმულის ჩამოყალიბების წინაპირობა გამხდარიყო.

ეს გაერთიანება, რაზეც იყო საუბარი, პრინციპული მნიშვნელობის გაერთიანება იყო. ნაციონალური მოძრაობა და ახალი გაერთიანდება თუ არა, ეს სურათს დიდად ვერ შეცვლის ელექტორალური თვალსაზრისით. ისინი ერთი და იგივე ელექტორალურ ჯგუფს წარმოადგენენ, მაგრამ იქ ოპოზიციური ხმები არ იკარგება - მნიშვნელობა არ აქვს ამომრჩეველი ხმას ნაცმოძრაობას მისცებს თუ ახალს. ელექტორალური დანაკარგი არის შუაშისტურ ფლანგზე: ნეიტრალურ ამომრჩეველს არჩევნებზე ნაცმოძრაობა ვერ მოიყვანს, ისევე როგორც ვერ მოიყვანს ქართული ოცნება. გახარიას და ხაზარაძის გაერთიანება ქმნიდა ამ ეფექტს და სწორედ ეს ეფექტი იკარგე, - დასძინა ძაბირაძემ.

მისი თქმით, მსგავსი ტიპის მოლაპარაკება წინასწარ დამუშავებული და მომზადებული უნდა ყოფილიყო, რაც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან არ მომხდარა.

აშკარად ჩანდა, რომ ეს მოლაპარაკებები მოუმზადებელი იყო. როდესაც ამ მოლაპარაკების შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მეგონა, რომ ამას დიდი სამუშაო უძღოდა წინ, პოზიციები წინასწარ იყო შეჯერებული და ახლა, უბრალოდ, დემონსტრირება ხდებოდა და გაფორმება ამ შეთანხმების. როგორც აღმოჩნდა, ეს მთლად ასე არ იყო - ეს შეთავაზება მოუმზადებელი იყო, რაც მაკვირვებს ზურაბიშვილსგან, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან საუბარში.

გიორგი გახარიამ მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკებების განახლებისთვის სამ პრინციპი დაასახელა. მისი თქმით, მოლაპარაკების ის ეტაპი, რომელიც მამუკა ხაზარაძესა დაძლიერ საქართველოსთან“ „ძველი პრინციპებითმიმდინარეობდა, დასრულებულია.

საჯაროდ ვაცხადებ მოლაპარაკებებისთვის ჩვენს მზაობას შემდეგი პრინციპებით: 1. ნეიტრალური პლატფორმა და მიგვაჩნია, რომ ეს არის სამართლიანი და უსაფრთხო ყველასთვის. 2. გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი პარიტეტული პრინციპი და 3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი, როგორცქართულ ოცნებასთან“, ასევენაციონალურ მოძრაობასთან“, - აღნიშნა მან.

გიორგი გახარიას განცხადებითვე, მოლაპარაკებებისას ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომგახარია არ უნდა იყოს სიაში. აღნიშნულის შესახებ საუბრისას მამუკა ხაზარაძემ განმარტა, რომ გიორგი გახარიას შესთავაზა, თავად არ ყოფილიყვნენ საარჩევნო სიაში და ახალგაზრდებისთვის დაეჭირათ მხარი - ეს შესაძლოა გახარიამ მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებად ჩათვალა, რაც ხაზარაძის თქმით, სიმართლე არ არის. ხაზარაძის შეფასებითვე, მოლაპარაკებისას იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც გულისხმობს შემდეგს - რომ ეს გაერთიანება არ შეუქმნიდა და არ შეუქმნისქართულ ოცნებასმთავრობას და მთავრობას თვითონ შექმნის, რაც ხაზარაძის თქმით, მნიშვნელოვანი ამბავია.

აქვე გეტყვით, რომ 20 სექტემბერსძლიერი საქართველოსთავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ 9-პუნქტიანი ჩამონათვალი გაასაჯარო, რომელზეც, მისი თქმით, თავდაპირველად გიორგი გახარიასთან შეთანხმდა.

 

 

Gami გოდებაი ქაჯისა მაჩვ-ძაბირაძეისა.
2 თვის უკან
მერაბ.g სამიდან ერთის წინააღმდეგი არ ჩანს ხანდაზმული თაღლითი!
2 თვის უკან