„ევროკავშირი გეგმავს ბელარუსის სცენარით მოვლენების განვითარებას - „ოცნებამ“ ხელისუფლება უნდა გადააბაროს, არჩევნების შედეგების მიუხედავად“

„ევროკავშირი გეგმავს ბელარუსის სცენარით მოვლენების განვითარებას - „ოცნებამ“ ხელისუფლება უნდა გადააბაროს, არჩევნების შედეგების მიუხედავად“

ქართველი ხალხის შანტაჟის მცდელობა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მუქარით, რათა მოიყვანონ ისეთი ხელისუფლება, რომელიც გარე მმართველობას თავიდან ბოლომდე დაემორჩილება - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია ევროკავშირს ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებზე. ელჩი ამბობს, რომ საქართველოში ვითარების გაუარესების შემთხვევაში, უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერება ერთ-ერთი ინსტრუმენტი იქნება.

პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს ის, გააგრძელებს რეფორმებს, რომლებიც ესაჭიროება საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლისთვის. დიპლომატი სამართლიანი არჩევნების ოფისში იმყოფებოდა.

ევროკავშირმა უმაღლეს დონეზე, კერძოდ პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე გამოთქვა ღრმა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენების ტრაექტორიის გამო. ვწუხვართ, რომ ევროკავშირთან დასაახლოებელი რეფორმების ნაცვლად, სამწუხაროდ, ბოლო თვეებში გვაქვს იმგვარი განვითარებები, რომლებიც ზრდის დისტანციას ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ჩვენ ეს საკითხი წევრ ქვეყნებთან ერთად შიდა დონეზე განვიხილეთ და ვთქვით, რომ ყველა ოფცია მაგიდაზეა, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის დროებითი შეჩერება – მოვლენებზე დაყრდნობით.

ვაკვირდებით მოვლენათა განვითარება და გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი, არ იქნება ძალადობა და არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ეს ჩვენთვის სასურველი განვითარებაა, თუმცა თუ ვითარება გაუარესდა, რა თქმა უნდა, ვართ პოზიციაზე, სადაც შეგვიძლია სხვა ხელსაწყოები ავამოქმედოთ, მათ შორის ერთ-ერთია უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვფიქრობ, რაც 26 ოქტომბერს, მოხდება დემოკრატიის ზეიმი იქნება. ქართველ ხალხს ექნება საშუალება აირჩიოს მათი და შემდეგი თაობების მომავალი.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ „გარე დამკვეთების“ მთავარი მიზანია ისეთი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც მათ „ბოლომდე დაემორჩილება“.

„დღეს პრობლემა რაშია? სახელმწიფოს გარედან ვერ მართავენ. სახელმწიფოს მართავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. ამიტომ, ახლა, მთელი ამ სცენარის გათამაშებისა და ამ ილუზიის შექმნის მიზანია, რომ, რამენაირად, ხალხი მოატყუონ და დააშინონ, მოიყვანონ ისეთი ხელისუფლება, რომელიც გარე მმართველობას თავიდან ბოლომდე დაემორჩილება.

ეს გახარია-ხაზარაძის ეპოპეაც, თავის ზურაბიშვილიანად, ემსახურება სწორედ ამას - თითქოს, „ნაციონალებთან“ არასდროს კავშირი არ ჰქონიათ, არადა, ამჟამადაც ალიანსში არიან, ქაღალდზე გაფორმებულ ალიანსში არიან საკრებულოებში“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ პაველ ჰერჩინსკი ასეთ განცხადებებს თვითნებურად არ გააკეთებდა. მამრაძის თქმით, ის იღებს კონკრეტულ დავალებებს, რომელსაც შემდეგ ახმოვანებს.

„სცენარი ასეთია, რომ თუ არჩევნების შედეგების მიხედვით „ოცნებამ“ 25%-ზე ნაკლები აიღო, სხვა ძალებმა გაიმარჯვეს, ევროკავშირისგან იქნება განცხადებები, რომ „ოცნებამ“ ვერ შეძლო გაყალბება და ხალხმა გიმარჯვა. პირდაპირ მსჯელობენ დასაველთში, რომ ვინაიდან ქართველი ხალხის 80% სტაბილურად პროევროპულ და პროდასავლურ ხაზს მხარს უჭერს, აქედან გამომდინარე, „ოცნებამ“, რომელმაც ეს ხაზი გადახაზა და მათი აზრით, მიიღო რუსული კანონი, ხოლო ამას დამატებული ელგებეტე კანონი. ამ ფონზე შეუძლებელია „ოცნებამ“ 25%-ზე მეტი აიღოს. აქედან გამომდინარე „ოცნებამ“ თუ გამოაცხადა, რომ უმრავლესობა აიღო და მთავრობის ფორმირება შეუძლია, დასავლეთისთვის ეს პირდაპირი მტკიცებულებაა იმის, რომ „ოცნებამ“ თითქოს არჩევნები გააყალბა.

საკითხის ასე დაყენებით პირდაპირ ეუბნებიან „ოცნებას“, რომ თუ შენ ამაზე მეტი ხმა აიღე, მაშინ გამოვაცხადებთ, რომ არჩევნები გაყალბდა. წადი და იმას ვიტყვი, რომ „ოცნებამ“ ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა. ყველა სხვა შემთხვევაში, თუნდაც სააარჩვენო კომისიამ 52% მაინც გამოაცხადა, პირდაპირ იქნება მათთვის იმის მტკიცებულება, რომ „ოცნებამ“ შედეგები გააყალბა. ამას ამბობს პირდაპირ ევროკავშირის ელჩი“, - ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, უნდა ველოდოთ ოპოზიციის მხრიდან ძალადობის და დაპირისპირების ინსცენირებას. მამრაძე ამბობს, რომ უნდა შეიქმნას არჩევნების დღეს ისეთი აღქმა, რომ თითქოს საარჩევნო უბნებზე გაყალბების გამო ხდება დაპირისპირება. სწორედ ამიტომ ოპოზიცია სადამკვირვებლო მისიების და მედიის წინაშე დებოშის მოწყობას შეეცდება.

„კულმინაცია იქნება არჩევნების დღე, აპირებენ ყველა სახის დესტრუქციის მოწყობას. როგორ გამოვა, ამასაც ვნახავთ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სცენარით მოვლენების განვითარება იგეგმება. პირველი ვინც გამოვა და არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრებს, სალომე ზურაბიშვილი იქნება. შემდეგ კი სცენარი, როგორც ადრე ვისაუბრე, ბელარუსის მსგავსად წავა. ზუსტად ეს თქვა პაველ ჰერჩინსკიმ, რომ ევროკავშირი გეგმავს ბელარუსის სცენარით მოვლენების განვითარებას. ეს არის პირდაპირ მოთხოვნა „ქართული ოცნებისთვის“, რომ მან ხელისუფლება უნდა გადააბაროს, არჩევნების შედეგების მიუხედავად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტია, რა სახის მუქარაც მიდის“,-ამბობს მამრაძე.

კონფიქტოლოგი და სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრობს იმ გარემოებებზე, რა შემთხვევაში და ვისზე დაყრდნობით ჩათვლის ევროკავშირი არჩევნებს გაყალბებულად. მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნა იქნება ევროკავშირისთვის გადამწყვეტი და ასევე იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, რომლებიც საქართველოში არჩევნებზე დასაკვირვებლად არიან ჩამოსულები.

„რა თქმა უნდა, არჩევნების მეორე დღეს არ იქნება საუბარი მტკიცებულებების გარეშე, რომ არჩევნები გაყალბდა. დიდი მნიშვნელობა ექნება იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნას, რომელიც ორი კვირის მერე გამოქვეყნდება. თუ ამ დასკვნაში ჩაიწერა, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას აშკარად არ გამოხატავს და უამრავი ფაქტები დარღვევებზე ექნებათ, მაშინ უკვე ევროკავშირისგან იქნება ის რეაგირება, რაზეც ევროკავშირის ელჩმა ისაუბრა. რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას არჩევნების წინ არავინ დაიწყებს და ვიცით, ეს პროცესიც სწორედ ამიტომ გადაიდო. მანამდე იყო საუბარი 9 თვით დროებით შეჩერებაზე, მაგრამ ევროკავშირში მივიდნენ იმ კონსესუსამდე, რომ ასეთი რამ არჩევნებამდე შესაძლოა ანტიდასავლური რიტორიკისთვის ყოფილიყო გამოყენებული და ხალხის აზრის ფორმირებას შეეცდებოდნენ. ამიტომ გადაიდო ეს პროცესი და ახლა ყველა მოვლენების განვითარებას ელის. ევროკავშირს სურს ქართველი ხალხის ნებაზე გავლენა არ მოხდინოს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, რომ ელექტრონული არჩევნების გაყალბების მტკიცებულება არ იქნება, რადგან მსაგვსი რამ გამორიცხულია, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ელექტორნული არჩევნები ნამდვილად იქნება სხვადასხვა ტიპის გაყალბების თავიდან არიდების კარგი საშუალება. თუმცა არსებობს გაყალბების სახე, რომელიც ელექტრონული არჩევნების პირობებშიც შესაძლებელია.

„ელექტრონული სისტემა ურნაში გაყალბებას გამორიცხავს. თავიდან ზედმეტი ბიულეტინების ჩაყრა ნამდვილად არიდებული იქნება. ასევე გამოირიცხება, დათვლის მომენტში გარკვეული სახის მანიპულაციები. იქნება ეს ბიულეტინის გაფუჭება თუ ა.შ. ასევე სახელოში რაღაცის ჩადება და გადმოგდება; სინათლის გათიშვა და მერე უცბად ახალი რეალობის შექმნა. გამოირიცხება საარჩევნო ყუთის მოპარვა, ადგილობრივი კომისიის წევრების უცბად დაკარგვა ა.შ. თუმცა არსებობს კარუსელების დატრიალების საფრთხეები, როცა ერთ ადამიანზე რამდენიმე ყალბი პირადობის მოწმობაა გამოწერილი. ასევე ემიგრანტების მაგივრად ხმის მიცემა და ა.შ. ამ ყველაფერს დამკვირვებლები დააკვირდებიან და სწორედ ეს რისკებია, რომელსაც ელექტრონული არჩევნები ვერ აღმოფხვრის“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

Vlad როგორც არასდროს ეხლა გვინდა ქართველებს ერთად დგომა აქამდე ხილულ მტერს ვებრძოდით ხმლით თუ ავტომატით და გავუძელით დგეს უფრო საშში მტრები გამოჩნდნენ ჩანერგილები და დოლარს ამოფარებულები...ღმერთო დაიფარე საქართველო...
2 თვის უკან
trampi ესენი არიან ხილულები თუ არიან, მეტი რაღა ხილული გინდა
ცხვირი გავს გავს, ნიკაპი გავს გავს, რქები არ უჩანდა მარტო და ისიც გამოუჩნდა--- ჯიხვივით რქები უჩანს უკვე სატანას, ჯიხვივით რქები
რაც ნაცებმა 2003--2012 ჩაიდინეს 95% აბსოლიტურად ყველაფერი იმათი ინსტრუქციებით ჩაიდინეს...
( 5% ნაცების შემოქმედება იყო--ქონების ახევა)
2 თვის უკან